↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
nabula wrote:
ციტატა:
სალამი დესპანელებო!

სხვისი არ ვიცი,მაგრამ ყოველდღე პირველად ამ თემაში შემოვდივარ,რათა გადავხედო ყოველდღიურად
რა ხდება ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში,მოკლედ მე პირადად ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადაუხადო
ანა-თეკლას, დაწვრილებითი ინფორმაციების მოწოდებისთვის, რაც შეეხება ცოტა მდგომარეობის განმუხვტისათვის,რომ ხანდახან თავი გავიმხიარულოთ,ლიაკო შენი ჭირიმე ყველა თემაში გარტობის მეტი
და ლანძღვის მეტს რას წაიკითხავ,პირველ გვერდზე ნებისმიერ თემაში დებატები მიდის უკეთეს გასართობს
ნამდვილად ვერსად წაიკითხავ,მე პირადად ძალიან მშველის დეპრესიების მოსახსნელად, ასე რომ აქ ყველა
თემაში Uხეშად რომ ვთქვად,"ლაზღანდარობის" მეტი არაფერი არ ხდება,ხშირად კარგ ანეგდოტებსაც
წაიკითხავ,სტილს ყველგან იცავენ /გუშინდელს გადახედეთ თუ გნებავთ/ არანაირი წერტილებით ჩანაცვლება,მე მგონი ცოტა გამიგრძელდა /წერა ძალიან არ მიყვარს/ასე რომ მთელი ფორუმი მხიარულ
ტალღაზეა აწყობილი=kf=

:)
გამარჯობა ნაბულა.როგორ ხარ? დიდი ხანია არ დამიწერია რაიმე. ვისაც როგორ სურს ,ისე გაირთობს თავს, ეს ჩემი საქმე არაა .ვკითხულობ კი როგორ არა. როცა დრო მაქვს. ალბად ამ თემაში ,არაა საჭირო ბევრი ,რამის დაწერა . შეიძლება შენიშვნაც მოგცენ.ფორუმის ჩათში ჭირიმე.:) არიან დესპანელები ,ვისაც ნამდვილი ჯანსაღი იუმორი აქვთ. ისევ ახმაურდება დესპანი. როგორც ადრე ,ლამაზად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ვიცი ლიაკო სად რა უნდა დავწერო,ეს იყო პასუხი წინა ორი პოსტისა,ამაზე მედი დარღვევა სხვამ არ გააკეტოს და მე დიდად არ ვიწუხებ თავს აქ პოსტაობით.მადლობთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ორივე საკითხში აბსოლუტურად ვეთანხმები სოფია გეორგიას,ყოჩაღ,ესაა ჩემის აზრით ჯანსაღი განწყობა
იმ საშინელებებისადმი, რითაც ჩვენი ცხოვრებაა მოცული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined27 Jul 2007
Posts291
კარმა51
OFFLINEPROFILE
ყოველდღიური დაიჯესტი იმიტომ ჰქვია ამ საიტს რომ აქ უნდა დაიდოს ახალი ამბები.ასე რომ გელოდები ანა-თეკლა.გასართობი თემები ნამდვილად არ გვაკლია დესპანზე,ასე რომ ყველა თემას თავისი მომხმარებელი ჰყავს.=kf=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენო, "იუ თიუბის" 2 ვიდეოს დასახელება ან "იუ არ ელ" მომწერე, თუ შეიძლება. "ფეის ბუქის" ჩემს პროფილში დავდებ და ბევრი უცხოელი ნახავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
საქართველო, როგორც მსხვერპლი - შეერთებული შტატები და არასამთავრობო სექტორი

გიორგი ვეკუა

1921 წელს აშშ-ში დაარსდა არაკომერციული ორგანიზაცია - საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭო (Council on Foreign Relations - CFR). მისი დაარსება უკავშირდება ცნობილი ბანკირის, ჯ.პ. მორგან-უმცროსის სახელს, ასევე როკფელერების ფონდს. ამ სტრუქტურამ მალევე მოიპოვა ერთ-ერთი წამყვანი think-tank-ის (დღევანდელი ტერმინოლოგიით, საექსპერტო ჯგუფის) რეპუტაცია, რომელიც უკვე იმ დროიდან აქტიურად მუშაობდა „ერთპოლარული” გლობალიზმის და ამერიკის შეერთებული შტატების მსოფლიო დომინირების სისტემის შექმნაზე.

სწორედ ეს საბჭო, მეორე მსოფლიო ომის პერიოდიდან მოყოლებული, არის იმ ინსტიტუტთაგანი, რომელიც მნიშვნელოვან წილად განსაზღვრავს ამერიკის საგარეო პოლიტიკას და დაკავებულია ამერიკული პოლიტიკური მოდელების ექსპორტის ხელშეწყობით მთელს მსოფლიოში. საბჭო თავის რიგებში აერთიანებს დასავლეთის ძალზე გავლენიან ადამიანებს: ყოფილ და მოქმედ პრეზიდენტებს, მაღალი რანგის ჩინოვნიკებს, ბანკირებს, ფინანსისტებს, ტრანსნაციონალური კორპორაციების მმართველობათა წევრებს, მას-მედიის საშუალებების მფლობელებს, სამხედრო პირებს, სადაზვერვო სამსახურების ფუნქციონერებს და გაეროს სტრუქტურების თანამშრომლებსაც კი. CFR-ის ხელმძღვანელთა შორის არიან აშშ-ს დღევანდელ ადმინისტრაციასთან დაახლოებული პირები. 1973 წელს, საბჭოს ხელმძღვანელმა, დევიდ როკფელერმა დააფუძნა ე.წ. სამმხრივი კომისია, (Trilateral Commission) რომელიც, ე.წ. ბილდერბერგის კლუბთან ერთად, მომავალი „მსოფლიო მთავრობის” ერთგვარ ჩანასახად განიხილება ხშირად.

კარნეგის, როკფელერის და ფორდის ცნობილი ფონდების გარდა, საერთაშორისო ურთიერთობათა საბჭოს აფინანსებს ორასამდე მსხვილი კორპორაცია საერთო თანხით 7 მილიონ დოლარზე მეტი წელიწადში. მის შემადგენლობაში გაერთიანებულია დაახლოებით 4300 წევრი და მუშაობს 50-მდე დაქირავებული თანამშრომელი. საბჭოს ჟურნალი «Foreign Affairs» (”საერთაშორისო ურთიერთობები”) 125 000 ტირაჟით გამოდის და მრავალ ქვეყანაში ვრცელდება.

შეერთებული შტატების ტერიტორიაზე მოქმედებენ სხვა გავლენიანი არასამთავრობო სტრუქტურებიც. “RAND Corporation” (”კვლევის და განვითარების კორპორაცია”) წარმოადგენს კიდევ ერთ მსხვილ ამერიკულ think-tank-ს, რომელიც მუშაობს შეიარაღებული ძალების განვითარების და სხვადასხვა სახის ომების წარმოების სტრატეგიებზე. ამ ორგანიზაციის თანამშრომლებმა ჯ. არკილამ (J. Arquilla) და დ. რონფელდტმა (D. Ronfeldt) ჩამოაყალიბეს ე.წ. ქსელური ომის (Netwar) კლასიკური ომისგან განმასხვავებელი ნიშნები. ამ საკითხს ქვემოთ დავუბრუნდებით.

ერთ-ერთი მთავარი და გარკვეული თვალსაზრისით “სათავო” სტრუქტურა, სადაც თავს იყრიან ძაფები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაციებისა, არის “Freedom House” (”თავისუფლების სახლი”). მის სახელს უკავშირდება ისეთი “ოდიოზური” ფიგურები, როგორიცაა, მაგალითად, ჯეიმს ვულსი, ცენტრალურის სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი დირექტორი, რომელმაც 11 სექტემბრის ტრაგედიიდან რამდენიმე საათში, ტელევიზიით გამოსვლისას ერაყის რეჟიმი დაადანაშაულია ტერაქტის ორგანიზებაში.

მთელი ამ განშტოებული ქსელის მიზანი ყველაზე ნათლად გამოიკვეთა ცივი ომის დასრულების და საბჭოთა ბლოკის დაშლის შემდეგ: ერთპოლარული მსოფლიოს მოდელის განმტკიცებისთვის ხელშეწყობა ამერიკის შეერთებული შტატების ჰეგემონიის პირობებში. ამისთვის კი აუცილებელი იყო ე.წ. ანაკონდას რკალის სტრატეგიის განხორციელება - გაბატონება ევრაზიის კონტინენტის სანაპირო ზოლში და მის მიმდებარე რეგიონში, რომელიც მოიცავს სარტყელს ბალტია-შავიზღვისპირეთიდან კავკასიის გავლით ცენტრალურ აზიამდე. ამ სტრატეგიას არ ეწინააღმდეგება ამერიკული ჯარების შეჭრა ერაყში და ავღანეთში, რეგიონებში, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება „ანაკონდას რკალის” გეოგრაფიულ ზონას.

ცხადია, მთავარი სამიზნე ამ ეტაპზე შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი პოლიტიკური

წარმონაქმნი - რუსეთის ფედერაცია, რომელიც იკავებს სტრატეგიულად ძალზე მნიშვნელოვან და ბუნებრივი რესურსებით მდიდარ სივრცეს ევრაზიის კონტინენტის სიღრმეში. შესაბამისად, სადაზვერვო, ძირგამომთხრელი და დესტრუქციული ქსელების, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიურობა მიმართულია:

1) რუსეთის მოსაზღვრე ან მოკავშირე ქვეყნების წინააღმდეგ და

2) თავად რუსეთის ტერიტორიაზე მოქმედებისკენ. ამ აქტიურობის შედეგი უნდა ყოფილიყო ე.წ. სანიტარული კორდონის შექმნა რუსეთის გარშემო, როგორც ეს იყო მე-20 საუკუნის 30-იან წლებში სსრკ-ის მიმართ.

პირველ შემთხვევაში გვაქვს ე.წ. ფერადი რევოლუციების წყება: 2000 წელს ყოფილ იუგოსლავიაში, 2003 წელს საქართველოში, 2004 წელს უკრაინაში და 2005 წელს ყირგიზეთში. დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ამ მოვლენების დროს მოხდა ამერიკული ინტერესების რეალიზაცია და გამოყენებულ იქნა მათ მიერ დამუშავებული საინფორმაციო და ქსელური ომის მეთოდები. სერბული „ოტპორი”, ქართული „კმარა”, უკრაინული „პორა”, ბელორუსული „ზუბრი” (ბელორუსიაში „ფერადი” რევოლუციის მოწყობა, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ქართველი „სპეციალისტებიც”, კრახით დასრულდა) არ ემორჩილებოდნენ რაიმე ოფიციალურ ამერიკულ სტრუქტურებს. ისინი მოქმედებდნენ „სტიქიურად შექმნილი სახალხო და ახალგაზრდული მოძრაობების” ნიღაბქვეშ, ქსელური პრინციპით, რომლის დამახასიათებელი ნიშნებია ავტონომიური პატარა ჯგუფები და მკაცრად განსაზღვრული ერთი ცენტრის არარსებობა. საინტერესო დეტალი: სერბეთში რევოლუციის მოსაწყობად გამოიყენეს ახალგაზრდული საფეხბურთო დაჯგუფებებიც კი, რომლებიც ფანატთა კლუბების სახით არსებობდნენ. შთამბეჭდავი ნიმუშია უკვე არსებული, მზა ახალგაზრდული სტრუქტურების ენერგიის სინქრონულად მიმართვისა „საჭირო” მიმართულებით, ქსელური ომის ტაქტიკის გამოყენებით.

რუსეთში ამ ტიპის ძირგამომთხრელმა საქმიანობამ ჯერჯერობით შედეგი ვერ გამოიღო. „კმარას” ანალოგიური რუსული ჯგუფების მოქმედება მკაცრად იქნა აღკვეთილი როგორც უშიშროების ორგანოების, ასევე პროსახელისუფლო ახალგაზრდული მოძრაობების მხრიდან. ძალაუფლების კრიზისით მოცული უკრაინის, ყირგიზეთის და საქართველოს, ასევე ნატოს თავდასხმის შედეგად დასუსტებული იუგოსლავიისგან განსხვავებით, რუსეთის პოლიტიკური სისტემა გაცილებით მდგრადი აღმოჩნდა ამგვარი საფრთხეების მიმართ.

თუმცა, პროამერიკული „რევოლუციური ავანგარდის” ფაქტიური განადგურება არ ნიშნავს, რომ დასავლური ქსელების საქმიანობა რუსეთის ტერიტორიაზე შეჩერებულია. ისინი მოქმედებენ მრავალრიცხოვანი არასამთავრობო ორგანიზაციების სახით, როგორც საექსპერტო, ასევე საგანმანათლებლო, უფლებადამცავ და სხვა სფეროებში. ამ ორგანიზაციებს შორის არის რამდენიმე საკმაოდ გავლენიანი სტრუქტურა: საგარეო და თავდაცვის პოლიტიკის საბჭო (Совет по внешней и оборонной политике - СВОП), კარნეგის ფონდის მოსკოვის განყოფილება (Московский фонд Карнеги), კატონის ინსტიტუტის რუსეთის ფილიალი და ა.შ. მათში გაწევრიანებული ცნობილი რუსი ექსპერტები, ბიზმესმენები, ჟურნალისტები თუ სხვა პროფესიების წარმომადგენლები ეწევიან უაღრესად აქტიურ და კოორდინირებულ მუშაობას სხვადასხვა მიმართულებით, კერძოდ მას-მედიის კუთხით, საექსპერტო მასალების მომზადებით და მათი გავრცელებით, სხვადასხვა რანგის ჩინოვნიკებისთვის რჩევების მიცემით. დღესაც კი, როცა მთელ მსოფლიოში ცნობილია, რომ მას-მედიის საშუალებები რუსეთში კონტროლდება კრემლის მიერ, ამ და მსგავსი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები თითქმის არ თმობენ საინფორმაციო სივრცეს, განსაკუთრებით ინტერნეტის და ბეჭდვითი მედიის სეგმენტში. ფაქტიურად, როგორც წესი, ეს არის რუსეთის ეროვნული ინტერესების მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა, შენიღბული ლიბერალიზმზე, დემოკრატიაზე და „ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებზე” საუბრებით.

რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში? უკვე ვახსენეთ 2003 წლის ე.წ. ვარდების რევოლუცია და „კმარა”. დღეს უკვე არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ ამ მოვლენის უკან იდგნენ ამერიკის შეერთებული შტატების სპეცსამსახურები და მათთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციები. კოორდინატორის როლს ასრულებდა აშშ-ს იმდროინდელი ელჩი საქართველოში რიჩარდ მაილსი, რომელიც ბულგარეთიდან მოევლინა ქვეყანას, მანამდე კი მოღვაწეობდა სერბეთში და სწორედ იმ დროს დაიგეგმა და მომზადდა ე.წ. სერბული რევოლუცია. თითქმის იგივე პოლიტტექნოლოგიები გამოიყენეს საქართველოშიც.

მთავარი როლი ენიჭებოდა სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ქმნიდნენ განშტოებულ ქსელს პოლიტიკურ და მედია სივრცეში და მოქმედებდნენ ქსელური ომის უკვე აპრობირებული მეთოდებით. ჯორჯ სოროსის ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო”, თავისუფლების ინსტიტუტი, ALPE, „კმარა” წარმოადგენდნენ „რევოლუციის” დამრტყმელ ძალას, რომელსაც დახმარებას უწევდა უშუალოდ აშშ-ს ტერიტორიაზე მდებარე სტრუქტურები, მაგ. Freedom House. 2003 წლის გაზაფხულს, როცა შეიქმნა „კმარა”, ქართველ სტუდენტ-აქტივისტთა ჯგუფი ჯ. სოროსის ფონდის დაფინანსებით გაემგზავრა ბელგრადში, სადაც გადიოდნენ ტრენინგებს ადგილობრივი „ოტპორის” წევრებთან, რომლებსაც მანამდე უკვე ჰქონდათ გამოცდილება მილოშევიჩის რეჟიმის დამხობისა. სწავლების მეთოდიკა, რომლის ავტორია ჯინ შარპი (Gene Sharp) ითვალისწინებდა „არაძალადობის, როგორც ბრძოლის საშუალების” ათვისებას.

„ვარდების რევოლუციის” შედეგად მოსულმა ხელისუფლებამ, რომელშიც მასიურად გადაინაცვლეს ამერიკული ქსელური არასამთავრობო ორგანიზაციების ქართველმა წევრებმა, აიღო კურსი რუსეთთან ურთიერთობის უკიდურეს გამწვავებაზე. უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აქტიურად მონაწილეობდნენ სხვა ქვეყნებში, კერძოდ უკრაინაში, ყირგიზეთსა და ბელორუსიაში ამერიკული სტრუქტურების მიერ დაგეგმილ ანტისამთავრობო პროტესტებსა და რევოლუციებში თუ რევოლუციების მცდელობაში.

საქართველოს მთავარი საგარეო-პოლიტიკური პარტნიორები, იუშჩენკოს უკრაინასთან ერთად, გახდნენ პოლონეთი და ბალტიის რესპუბლიკები, რომლებიც ევროკავშირის შემადგენლობაში გამოირჩევიან თავიანთი სრული პროამერიკულობით და ანტირუსული განცხადებებით, რაც რუსოფობიის ნიშნებსაც კი იძენს ბევრი რუსი პოლიტიკოსის და ექსპერტის შეფასებით. მაგრამ თუკი ეს ქვეყნები ასე თუ ისე დაცულნი არიან სამხედრო ალიანსის - ნატო-ს ქოლგით და ევროკავშირის წევრობით, ამას ვერ ვიტყვით საქართველოზე, რომელიც კვლავ უშედეგოდ ელოდება MAP-ის (ნატო-ს წევრობაზე კანდიდატის სტატუსის) მიღებას. ამასთან, რუსეთის ხელისუფლებამ სრულიად მკაფიოდ მიანიშნა, რომ საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას ის აღიქვამს, როგორც საფრთხეს თავისი ეროვნული ინტერესების მიმართ და „წითელი ხაზის” გადალახვას დასავლეთის მხრიდან.

სწორედ „თავისუფლების ინსტიტუტის”, „ALPE”-ს, „კმარა”-ს და „ღია საზოგადოება - საქართველო”-ს კადრები შეადგენენ ხელისუფლების იდეოლოგიურ ბირთვს, რომელიც ცდილობს ქვეყნის დაჩქარებულ, ძალადობრივ და ხშირად გაუაზრებელ „ვესტერნიზაციას”, განსაკუთრებით, ამერიკანიზაციას, რაც პირველ რიგში გამოიხატება მას-მედიის და განათლების სფეროს მიმართ გატარებული პოლიტიკით. ბოლო დროს მათ მიერ წარმართული საინფორმაციო აქტიურობა, შეიძლება ითქვას, აღვირახსნილ რუსოფობიაში გადაიზარდა, რამაც აიძულა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II , რომ ერთ-ერთ ქადაგებაში ესაუბრა ქვეყანაში სიძულვილის და კერძოდ, მართლმადიდებელ ერებს შორის სიძულვილის გაღვივების დაუშვებლობაზე. ამ გამალებული პროპაგანდის ერთ-ერთი მიზანი ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობაცაა: ომის სავალალო შედეგების გადაფარვა მტრის ხატის შექმნის საშუალებით.

როგორც ვხედავთ, თავად საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოლიტიკამ დიდად შეუწყო ხელი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესვლას უმწვავეს ფაზაში, რამაც ჯერ ეკონომიკური ურთიერთობების თითქმის სრული გაწყვეტა, შემდეგ კი რუსეთ-საქართველოს ომი შესაძლებელი გახადა. ეკონომიკურმა ბლოკადამ მძიმე სიტუაციაში ჩააგდო ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლები, რომელთა პროდუქციის ძირითადი ბაზარი რუსეთი იყო და ახლო მომავალში არ გააჩნიათ ამ ბაზრის სერიოზული ალტერნატივა. „ხუთდღიანმა ომმა” კი მკვეთრად გააუარესა საქართველოს, როგორც ქვეყნის მდგომარეობა ფაქტიურად ყველა მიმართულებით, დაწყებული ტერიტორიული მთლიანობის საკითხით და დამთავრებული ფინანსური კოლაფსით, რომლის აცილება ჯერჯერობით მხოლოდ უცხოური გადაუდებელი დახმარების შედეგად ხერხდება.

სრულიად ლოგიკური შედეგია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ამგვარად მოსული და დაკომპლექტებული ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია საქართველოს ეროვნულ ინტერესებს არ ჩანაცვლებოდა აშშ-ს ან მისი ცალკეული პოლიტიკური წრეების ინტერესების განხორციელება საქართველოს ინტერესების ხარჯზე.

http://www.caucasia-experts.org/?p=357& ... a#more-357
წყარო:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
И было поле сражения между морями... ("Наша Абхазия", Грузия)
История действительно повторяется, а мы вновь стоим перед выбором: Россия или Турция? Но нас никто не спрашивает

Мераб Джибладзе, 10 декабря 2008

[отослать ссылку] [версия для печати]

Еще в начале 80-х годов меня удивил мой друг, видный американский ученый Рольф Гросс, который неожиданно сказал:

- Вы должны опасаться не русских, а американцев!

- Почему? Вот уже 200 лет мы под гнетом России, а Америка находится где-то за океаном, что она может нам сделать?

Партнеры

- Мне известен стратегический интерес американцев. После Второй мировой войны был разработан стратегический план, согласно которому рядом с Россией надо было создать сверхдержаву и противопоставить ее России. Мы потратили 7 или 8 миллиардов долларов и устроили в Китае 'культурную революцию'. В тот период Пекин имел трения с Россией, даже был огневой контакт, но новое правительство страны отказалось от противостояния с Москвой.

В 70-е годы наше внимание было перенесено на Иран. За несколько миллиардов долларов мы подкупили иранского шаха, начали 'внедрять демократию', но местные фундаменталисты изгнали шаха, нас постигла неудача.

Ныне наша последняя и единственная надежда - Турция, но она бедна для того, чтобы превратиться в сверхдержаву. Поэтому мы ежегодно дарим ей 50 миллиардов долларов с тем, чтобы та усилилась и создала армию, отвечающую стандартам НАТО. Эти деньги якобы в подарок собирают американские мусульмане. Там действительно создали такие вооруженные силы, что они единственные во всем мусульманском мире способны стрелять в собственный народ. Но для того, чтобы Турция стала сверхдержавой, она должна иметь нефть Каспийского бассейна и общую границу с Россией. Поэтому турки должны занять Крым, Кавказ и две тюркоязычные республики в Средней Азии.

Я засмеялся и сказал:

- Что за фантазии?! Разве Россия пойдет на такие уступки? В таком случае, ее распад неизбежен. Даже представить себе трудно, что произойдет в Поволжье, Сибири.

Прошло немало лет и теперь видно, что этот стратегический интерес остается в силе.

Помню, в 1991 году в Париже мне довелось встретиться с нашим соотечественником Леваном Пагава. Он был очень встревожен высказываниями Беназир Бхутто. Президент (на самом деле, премьер-министр) Пакистана заявила: 'Грузия для мусульманского мира - враг номер один, поскольку она перекрыла исламу дорогу в Европу!'.

Слава богу, что пока ничего подобного не говорил президент соседней Турции, но сколько единомышленников Беназир Бхутто проживает в этой стране?

Однажды видный исследователь традиционного грузинского права, ныне покойный профессор Михаил Кекелия сообщил, что 'в школьных учебниках Турции Грузия упомянута, как страна, входящая в состав Турции, северная часть которой временно оккупирована Россией' (это было до распада Советского Союза). Интересно, что сказано о Грузии в нынешних учебниках истории Турции?

В начале 90-х годов в Анкаре напечатали хорошо оформленный плакат, на котором были обозначены регионы Великой Турции. Среди этих регионов центральное место занимали тюркоязычные государства - Турция, Азербайджан, Казахстан, Киргизия, Узбекистан, Туркмения и Кипр. Были представлены также государства со статусом турецких автономий и родственных обществ. К этой категории были отнесены Грузия, Башкирия, Босния, Чечня, Хакасия, Крым, Татарстан, Тува, Адыгея, Афганистан, Алания (Осетия), Дагестан, Кабардино-Балкария, Калмыкия, Македония, Монголия. Любопытно, что среди родственных обществ, имеющих собственные флаги, достойное место занимали Абхазия и Грузия (Аджария не вошла в их число, видимо, из-за отсутствия собственного флага). Во всем этом регионе только Армения осталась без определенного статуса, поэтому ее вообще не было на карте.

Таким образом, очевидно, настало время 'великого объединения' Грузии. Наверное, вернем себе Тао-Кларджети, Абхазию, Верхнюю Картли и Сайнгило, но под флагом Великой Турции и при благословении муллы.

Именно поэтому стала актуальной проблема возвращения в Грузию потомков турок, выселенных из Месхети. Вспомните переселение татар в Крым, кампанию возвращения в Месхети выселенных с Кавказа магометан, войны в Чечне и, что самое главное, братоубийственные кровавые столкновения в Абхазии и на земле Верхней Картли.

История действительно повторяется, а мы вновь стоим перед выбором: Россия или Турция? Но нас никто не спрашивает. Это определяют лишь сверхдержавы.

В свое время Эдуард Шеварднадзе сказал: 'Ираклий Второй (грузинский царь, подписавший в конце ХVII века Георгиевский трактат с Россией - ПП) привел в Грузию русских, а я привел американцев. Пусть история рассудит, кто из нас был прав'.

Мы все видим, что вместо американцев приходят турки (правда, с улыбкой и 'по-дружески'), но ясно также, что русские не собираются уходить. Когда Россия ликвидировала свои военные базы в Ахалкалаки и Батуми, мы очень радовались, но теперь получаем те же базы в Абхазии и Верхней Картли. Это тоже часть русской стратегии, которая противостоит американскому стратегическому интересу. Ареной столкновения именно этих стратегических интересов ныне становится Грузия.

Мы прошли двухсотлетний период дружбы с Россией и в надежде на появление нового друга протягиваем руку попрошайки, то в сторону Европы, то за океан. А вот, надежды на самого себя нет, иссякла она. Но ради какого интереса богатая страна захочет дружить с нищим партнером? Разве только возьмет к себе батрачить за кусок хлеба...

წყარო:http://www.inosmi.ru/translation/245976.html

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
bazi2002
იქეთაც მოგვაქციე ყურადღება,შენი ხელი აკლია დესპანს.
Image
ketadea
რამდენImageი ხანია აღარ მინახიხარ,ხომ არ გაგაბრაზეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
qurdimaxo Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბაზი, როგორა ხარ?:)

ნეტა თუ რამე ეშველება საქართველოს?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
არამიშავს bubusuna თავად როგორ ხარ. რა ხანია არ მილაპარაკია შენთან. ალბათ ეშველება, როდესაც შეიცვლებიან. გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუ კომერსანტთან თუ წაიკითხე?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
არა, არ წამიკითხავს, ვნახავ აუცილებლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ვიცი, ამბობენ გაზაფხულზე შეიცვლებიანო... ნეტავი ვინ მოვა მათ ნაცვლად? ედიკა ბაბუს ვერ ვიტანდით და უარესი დაგვემართა : მოგვანატრეს მამათი.. ახლა რაღა იქნება? ვინმე ღირსეული ჩანს ჰორიზონტზე, ცოტათი მაინც რომ უყვარდეს საქართველო? გავწყდით წელში ხალხი,იქნება რამე გვეშველოს. ამინ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
მეცნიერება : საინოვაციო პოლიტიკა საქართველოში: მითები და სინამდვილე
ნანახია: 41
წყარო: http://europeanchoice.ge/science/19-shatberashvili.html

ოლეგ შატბერაშვილი

საინოვაციო პოლიტიკა საქართველოში: მითები და სინამდვილე
სექტემბერი 2007 – იანვარი 2008

ცნობილმა ამერიკულმა ორგანიზაციამ რენდ ქორფორეიშენმა მსოფლიო ბანკის დაკვეთით 2001 წელს გამოაქვეყნა 150-ზე მეტი სახელმწიფოს სამეცნიერო პოტენციალის გამოკვლევის შედეგი. საქართველო რამდენიმე პოსტ-საბჭოთა ქვეყანასთან ერთად "ჩამორჩენილი" ქვეყნების კატეგორიაში მოექცა, პანამასა და ბურკინა-ფასოს შორის. მას აქეთ ის უმთავრესი მაჩვენებლები, რომელთა მიხედვითაც წარმოებდა შეფასება, საქართველოში გაუარესდა. ეს მაჩვენებლებია: მეცნიერებაზე წლიური ხარჯები, გამოხატული მთლიანი შიდა პროდუქტის პროცენტით; მეცნიერთა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე; სამეცნიერო ორგანიზაციათა რაოდენობა ერთ მილიონ მოსახლეზე და ზოგიერთი სხვა. 2006 წელს რენდ ქორფორეიშენმა, კვლავ მსოფლიო ბანკის დაკვეთით, გამოაქვეყნა ანგარიში ქვეყნების ინოვაციური პოტენციალის შესახებ. გამოკვლეულ იქნა ქვეყნების უნარი 2020 წლისთვის აითვისონ 16 უმნიშვნელოვანესი (კრიტიკული) ტექნოლოგია სხვადასხვა სფეროში. საქართველო აღმოჩნდა იმ უსუსტეს ქვეყანათა ჯგუფში (კამერუნი, ჩადი...)
, რომლებიც შეძლებენ 16-დან არა უმეტეს ხუთის ათვისებას. შედეგი მოულოდნელი არაა, რადგანაც შეფასებაში უმთავრეს როლს იგივე მაჩვენებლები თამაშობენ, რაც პირველ გამოკვლევაში. სხვა სიტყვებით, თუ ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალი სუსტია, სუსტია აგრეთვე სხვისი მიღწევების ათვისების პოტენციალიც.

ჩნდება კითხვა: საჭიროა კი საქართველოს მხრიდან ამ მონაცემებზე რეაგირება? განა გვსმენია ზემოხსენებული გამოკვლევების დამკვეთის, - მსოფლიო ბანკის, - მხრიდან საყვედური საქართველოს მთავრობის მიმართ, ან რაიმე შეშფოთება, ჩვენი ჩამორჩენის გამო? ჩამოვრჩით და ჩამოვრჩით, მერე რა? ხომ ვითარდება წარმატებით ტურიზმი, მშენებლობა, კავშირგაბმულობა და ზოგიერთი სხვა დარგი.

მსოფლიო გამოცდილებიდან ვიცით, რომ მხოლოდ იმ ქვეყნებმა მიაღწიეს მე-20 საუკუნეში მაღალ შედეგებს, რომელთა მთავრობებმა მიზანდასახული გრძელვადიანი ინოვაცური პოლიტიკა განახორციელეს. ეროვნული ეკონომიკები განიცდიან როგორც ზრდის, ასევე ვარდნის პერიოდებს, მაგრამ საბოლოო ზრდა ათობით წლის მონაკვეთზე გაზომილი, შეიძლება მხოლოდ სამეცნიერო-ტექნიკურ ცოდნაში ინვესტირებას მივაწეროთ. იმ ქვეყნებში, სადაც პროგრესის შესახებ მხოლოდ რიტორიკული განცხადებები კეთდებოდა, ჩამორჩენა იზრდებოდა (ამ მხრივ გამოირჩევა აფრიკის მრავალი ქვეყანა). 21-ე საუკუნე ჩამორჩენილების მიმართ გაცილებით უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მე-20, განვითარების უფრო მაღალი ტემპის გამო. დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად, ყველას გაცილებით ნაკლები დრო ექნება.

გარდა ამისა, იმ დარგებს, რომელთა განვითარებას მთავრობა აშკარა პრიორიტეტს ანიჭებს (თუმცა ეს არაა ეკონომიკური პოლიტიკის სახით ჩამოყალიბებული - რაც, თავისთავად, ცუდი სტილია), მოცულობისა და შრომის ნაყოფიერების ადვილად დასანახი შეზღუდვები ახასიათებთ. ეს დარგებია ტურიზმი, მშენებლობა და იმპორტზე დაფუძნებული ვაჭრობა. უნდა დავეთანხმოთ ყოფილ სახელმწიფო მინისტრ ბენდუქიძეს, რომ დღეს ძნელია იწინასწარმეტყველო, თუ რა დარგები გახდებიან მომავალში საქართველოს ეკონომიკის ლიდერები. იგი ამბობს: "ვინ იფიქრებდა, რომ ნოკია, რომელიც ფაჩუჩებს კერავდა...". ამით ხაზს უსვამს, რომ პრიორიტეტების დადგენა შეუძლებელია. მაგრამ სიმართლეა ისიც, რომ ნოკია დღევანდელი სახით შეიძლება გაჩენილიყო მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, რომელიც ათობით წლის განმავლობაში საინოვაციო პოტენციალის განვითარებაზე - განათლებაზე და მეცნიერებაზე - დიდ სახსრებს ხარჯავდა, კერძოდ, კავშირგაბმულობისა და ინფორმაციის გადამუშავების სფეროებში. როგორც ვთქვით, საქართველოში პრიორიტეტები არაოფიციალურად დადგენილია. დამტკიცებული პოლიტიკის სახით მათი გაცხადება იმიტომ არ ხდება, რომ გრძელვადიან ამოცანებს ისინი ვერ წყვეტენ. ისრაელში გავრცელებულია აზრი, რომ მათ ქვეყანაში მდიდარია მოსახლეობის მცირერიცხოვანი ნაწილი, დაკავებული მაღალი ტექნოლოგიების სექტორში, ხოლო "ტრადიციულ" სექტორებში (ტურიზმი, მშენებლობა, სოფლის მეურნეობა) დაკავებული მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკმაო სიძნელეებს განიცდის. ისრაელის ოპოზიციის ნაწილი თვლის, რომ მაღალი ტექნოლოგიების სექტორი უნდა გაფართოვდეს, რისთვისაც სახელმწიფომ უნდა გაზარდოს მეცნიერებაზე ისედაც მაღალი ხარჯები. ისიც უნდა ითქვას, რომ მსოფლიო ეკონომიკის სულ უფრო მეტი სექტორი ხდება მაღალტექნოლოგიური, ანუ საკმაო ინოვაციური პოტენციალის გარეშე ქვეყნის განვითარება შეუძლებელი ხდება. მხოლოდ "ტრადიციულ" დარგებზე ორიენტაცია ქვეყანას მომავალში გამდიდრების იმედს უკარგავს. მაგალითად, საქართველოში ჩამოსული ტურისტების წლიურმა რაოდენობამ მოსახლეობის სამმაგ ოდენობასაც რომ მიაღწიოს (რისგანაც ძალიან შორს ვართ), ამ სექტორის წვლილი სულზე შემოსავალში იქნება დაახლოებით 3 ათასი აშშ დოლარი წელიწადში, ანუ მდიდარი ქვეყნისთვის დამახასიათებელი სულზე შემოსავლის 10%-ზე ნაკლები. ასეთ ზღვრულ შეფასებებს სხვა არსებული დარგების მიმართაც თუ ჩავატარებთ, აღმოვაჩენთ, რომ საქართველოზე, როგორც მდიდარ ქვეყანაზე საუბრის საფუძველი ნამდვილად არ გვექნება, თუ საინოვაციო მიდგომებს არ განვავითარებთ. ცნობილი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", თუკი მას სათანადოდ წავიკითხავთ, - ღრმა მტკიცებულებაა და არა უბრალო ლოზუნგი. სავარაუდოა, რომ საქართველოს საგარეო საქონელგაცვლა მომავალში უფრო "ნიშური" მაღალტექნოლოგიური პროდუქტების წარმოებას უნდა დაეყრდნოს, ვიდრე მასობრივი მოხმარების პროდუქტებისა.

საზოგადებას ებადება კითხვა: თუკი კვლევისა და ინოვაციის საკითხები ასეთი მნიშვნელოვანია, რატომ არ გვსაყვედურობენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები, როდესაც ჩვენ არასწორი გზით ვმოძრაობთ, ვაუარესებთ ამ სფეროში ქვეყნის მაჩვენებლებს? ასეთი ეჭვიც კი ვრცელდება, რომ ამ სფეროში ქვეყნის დაკნინების "ევრო-ამერიკული დაკვეთა" არსებობს, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ასრულებს. მას ხშირად გამოთქვამდნენ მეცნიერების რეფორმის ირგვლივ მწვავე დებატების მსვლელობაში. ვფიქრობ, რომ დაკვეთა, შესაძლოა, არსებობს, მაგრამ არ მოდის არც ევროპიდან და არც ამერიკიდან. ზემოხსენებული რეიტინგების გამოქვეყნება თავისთავად საყვედურია. ჩვენი პრობლემა ისაა, რომ საქართველოში არც ხელისუფლება, არც პოლიტიკური ძალები, არც მეცნიერები, არც მრეწველები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და არც მედია არ რეაგირებენ ამ მონაცემებზე ისე მწვავედ, როგორც რეიტინგებზე ადამიანის უფლებების, მაკროეკონომიკის, საარჩევნო სისტემის სფეროებში. უნდა ვაღიაროთ, რომ კვლევისა და ინოვაციის სფეროს მნიშვნელობის რეალისტური აღქმა არ გაგვაჩნია. ზემოჩამოთვლილი დაინტერესებული ჯგუფები არ არიან იმდენად ინფორმირებული, რომ ამ საკითხზე დემოკრატიული დებატები გაიმართოს და, შესაბამისად, მის მიმართ საზოგადოების დაკვეთა ჩამოყალიბდეს. რაც შეეხება უცხოელ პარტნიორებს, მათი პოზიცია გასაგებია. როდესაც ლაპარაკია დემოკრატიულ ფასეულობებზე, სიღარიბესთან ბრძოლაზე, მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე, ისინი უფრო აქტიურები არიან, - ეს ჩვენი ქვეყნის სტაბილობის მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია. როდესაც კვლევასა და ინოვაციაზეა საუბარი, ეს ქვეყნის გამდიდრების საკითხებია, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენ თვითონ უნდა გვაწუხებდეს. ყველა შემთხვევაში, როდესაც ჩვენი მთავრობა ამ სფეროში დახმარებას თხოულობდა (არც თუ ისე ხშირად), იგი მას იღებდა კიდეც. პარტნიორებს მხოლოდ ის შეგვიძლია "ვუსაყვედუროთ", რომ ზემოაღნიშნული რეიტინგების გამოქვეყნებით ისინი მაღალი ტექნოლოგიების სფეროში ინვესტორებს გვიფრთხობენ, რადგანაც ამ სფეროში ინვესტიციები გარდა ფინანსური რესურსებისა, მაღალკვალიფიციურ ადამიანურ რესურსებსაც გულისხმობენ.

ქვეყანაში ინოვაციის პროცესი სამი ძირითადი არხით მიმდინარეობს:

· ახალი სამეცნიერო-ტექნიკური ცოდნის მოპოვება ეროვნული კვლევითი სისტემის ჩარჩოებში და მისი გამოყენება;
· ინვესტიციები ინტელექტუალურ საკუთრებაში პატენტებისა და ლიცენზიების შეძენის გზით;
· განახლება და ცოდნის შეძენა იმპორტირებულ მაღალტექნოლოგიურ მანქანა-დანადგარებში ჩაქსოვილი ტექნოლოგიების მეშვეობით.

კონკრეტული საინოვაციო ღონისძიება შეიძლება ერთზე მეტ ან სამივე არხს იყენებდეს. პროცესი ძალიან რთულია, იგი მოიცავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორების საქმიანობასა და ურთიერთქმედებას. პროცესების სირთულისა და მნიშვნელობის გამო, თანამედროვე ქვეყნებში ჩამოყალიბდა მრავალდონიანი ეროვნული საინოვაციო სისტემები, რომლებიც მოიცავენ უზენაესი ხელისუფლების ყველა შტოს, ადგილობრივ მმართველობას, სამინისტროებსა და უწყებებს, კვლევით ორგანიზაციებსა და უნივერსიტეტებს, სამეცნიერო მომსახურების ცენტრებს, მრეწველობაში მოქმედ სამეცნიერო და საცდელ ლაბორატორიებს.

ხელისუფლების, როგორც სისტემის მენეჯერის, ამოცანაა ინოვაციის სამივე არხზე მოახდინოს ისეთი ზემოქმედება, რომ მიიღოს მაქსიმალური ეფექტი როგორც სამთავრობო, ასევე კერძო ინვესტიციებიდან. ხელისუფლება მოქმედებს როგორც ინვესტორი, აბანდებს რა სახსრებს როგორც კონკრეტულ გამოყენებით კვლევაში, რომლის კომერციალიზაციაც მოსალოდნელია, ასევე (და უმთავრესად) განათლებაში, ფუნდამენტურ და გამოყენებით კვლევაში, ინფრასტრუქტურის განვითარებაში (სამეცნიერო მომსახურებაში). ხელისუფლება მოქმედებს როგორც კატალიზატორი და რეგულატორი, რისთვისაც: ქმნის პირობებს ინოვაციური პროცესის მონაწილეების მხარდასაჭერად, მათი თანამშრომლობის (მათ შორის საერთაშორისო) გასაძლიერებლად; ქმნის წამახალისებელ საკანონმდებლო გარემოს (საგადასახადოს ჩათვლით); შეიმუშავებს გრძელვადიან გეგმებს, ადგენს პრიორიტეტებს და ეროვნული პროგრამების მიმართულებებსა და მოცულობებს; უზრუნველყოფს საინოვაციო სისტემის ფუნქციონირებას.

მაგალითად, შეერთებულ შტატებში კონგრესი არა მარტო ქმნის საკანონმდებლო გარემოს საინოვაციო საქმიანობისთვის, არამედ ეროვნულ კვლევისა და შემუშავების პროგრამებს და მათ დაფინანსებას საკანონმდებლო ფორმასაც ანიჭებს. სულ ახლახან მან მიიღო კანონი სამედიცინო მიზნებით ღერო უჯრედების გამოყენების სფეროში კვლევითი პროგრამის შესახებ. აშშ პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. აი ამ დონეზე იხილება კვლევისა და ინოვაციის საკითხები. წლების წინ, გამოყენებითი კვლევებისა და მრეწველობასთან მათი კავშირის გსაძლიერებლად, კონგრესმა მიიღო კანონი საზოგადოებრივი ფონდების ხარჯზე მიღებული ინტელექტუალური საკუთრების მეცნიერთა მიერ განკარგვის შესახებ. ინტელექტუალური საკუთრების კომერციალიზაცია იმდენად მომგებიანი აღმოჩნდა უნივერსიტეტებისთვის, რომ ახლა შეშფოთებას ფუნდამენტური კვლევების მიმართ მეცნიერთა შედარებით ნაკლები ყურადღება იწვევს. ესაა სახელმწიფოს მიერ ინვესტირებისა და რეგულირების მაგალითები, თუმცა, უნდა შევნიშნოთ, რომ საქართველოსთვის უფრო საინტერესოა მცირე ქვეყნებისა და დიდი ქვეყნების პროვინციების მოდელები.

იმისთვის, რომ ინოვაციის სფეროში გადაწყვეტილებები კომპეტენტური იყოს, ხელისუფლებები სხვადასხვა დონის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოებს ქმნიან - პრეზიდენტებთან, პარლამენტებთან, სამინისტროებთან. მათ შემადგენლობაში შედიან როგორც ხელისუფლების, ასევე მეცნიერებისა და მრეწველობის წარმომადგენლები.

საქართველოში ინოვაციური პროცესი იმპორტირებული ტექნოლოგიების ხარჯზე პრაქტიკულად ყველა დარგში მიმდინარეობს. ზოგიერთში, მაგალითად, კავშირგამულობაში, - საკმაოდ სწრაფად. საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათებს მანქანა-დანადგარების იმპორტის მიმართ, რაც ზოგადად ამ ტიპის ინოვაციას ხელს უწყობს. მაგრამ საქართველოს საინოვაციო პოლიტიკა არა აქვს შემუშავებული (ეს არაერთხელ იქნა აღნიშნული უცხოელი პარტნიორების მიერ), ამიტომ პროცესი სპონტანურად მიმდინარეობს, რაც დარგების განვითარებას ხელს უშლის.

მკაფიო მაგალითია ინტერნეტ-მომსახურება. მისი განვითარება საქართველოში ტემპით ჩამორჩება კავშირგაბმულობის სხვა ტექნოლოგიებს (მაგალითად, მობილურ ტელეფონიას). ინტერნეტში ჩართული კომპიუტერების რიცხვი მოსახლეობის რაოდენობასთან შეფარდებით ("ინტერნეტიზაციის" დონე) დაახლოებით 5% შეადგენს, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ერთ-ერთი დაბრკოლება ბოლო 10 წლის განმავლობაში მომსახურების შედარებით მაღალი ფასი იყო (თუმცა სამართლიანობა მოითხოვს იმის თქმას, რომ ყაზახეთში, მაგალითად, ფასები კიდევ უფრო მაღალია). საქართველოში იყო ინტერნეტ-მომსახურების დღგ-სგან განთავისუფლების მცდელობა, რაც ეფუძნებოდა ნაბეჭდი ფორმით ინფორმაციის იმპორტისთვის კანონით გათვალისწინებულ შეღავათთან ანალოგიას და იმ მოსაზრებას, რომ ინტერნეტი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მაღალი ტექნოლოგიაა. არც ძველმა და არც ახალმა მთავრობამ ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. ბოლო დროს კი უარესიც მოხდა. ამ სფეროს მიმართ პოლიტიკის უქონლობის გამო დაშვებულ იქნა ბაზრის 90%-ანი მონოპოლიზაცია. ამას დაემატა სამავთულო ტელეფონიის ბაზარზე ყაზტელეკომის შემოსვლა, რომელსაც თავის ქვეყანაში ინტერნეტის 100% მონოპოლია აქვს და საქართველოშიც პროვაიდერობის ამბიცია გააჩნია. შედეგად მივიღეთ პროვაიდერების ომი, ფასების ზრდა (შემცირებისკენ მსოფლიო ტენდენციის საწინააღმდეგოდ) და ხარისხის მკვეთრი გაუარესება.

კიდევ ერთი მაგალითია მაღალტექნოლოგიური სატრანსპორტო სფერო - სამოქალაქო ავიაცია. ერთი, არც თუ ისე დიდი, აეროფლოტის საქართველოს განყოფილების ბაზაზე შეიქმნა რამდენიმე ჯუჯა ავიაკომპანია. თითოეულ მათგანს დააწვა თვითმფრინავების მომსახურების, უსაფრთხოების, კადრების მომზადების, ახალი ტექნიკის ათვისების და სხვა ტექნიკური ღონისძიებების მძიმე ტვირთი. ცხადია, რომ საქართველოს ზომის ქვეყანას რომელშიც შიდა ფრენები თითქმის არ ხორციელდება, ერთმანეთის კონკურენტი კომპანიები არ ჭირდება - მთავარი კონკურენტები უცხოური კომპანიებია. მეტიც, შექმნილი კომპანიებიდან რამდენიმე უკვე გაქრა და ახალი შეიქმნა. ამ ქმედებების შედეგია ავიაციის სფეროში მფრინავებისა და სხვა სპეციალისტთა რიცხვის შემცირება და, შესაბამისად, - საინოვაციო პოტენციალის დაქვეითება და მომსახურების დონის ამაღლებასთან დაკავშირებული სიძნელეები. უახლეს სამთავრობო პროგრამაში წერია "გაიზრდება ავიაკომპანიების რიცხვი"(?!). ჩვენში ბოლო დროს მოდური გახდა სინგაპურის მოდელის ქება. რატომ არ ვისარგებლოთ მისი მაგალითით ავიაციის სფეროში? მან მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ავიაკომპანია შექმნა (ტოტალური პრივატიზაციის აპოლოგეტებისთვის შევნიშნოთ, - სახელმწიფო ავიაკომპანია).

როგორც ვხედავთ, საინოვაციო პოლიტიკა, - თუკი სახელმწიფო ინტერესებით ვიხელმძღვანელებთ, - მეტად პრაქტიკული ინსტრუმენტია. სახელმწიფოს მისი გატარების მრავალრიცხოვანი საშუალებები გააჩნია, პირდაპირი ფულადი დახმარებით დაწყებული (მაგალითად, გრანტები მცირე ინოვაციური საწარმოებისთვის მათი საექსპორტო პოტენციალის გასაზრდელად) და საგადასახადო შეღავათებით დამთავრებული (საბაჟო, დღგ, საამორტიზაციო ვადები და სხვა). საჭირო შემთხვევებში მას ანტიმონოპოლური ღონისძიებების გატარება შეუძლია. მას შეუძლია, აგრეთვე, დააკანონოს ინოვაციური პროცესების ხელშემწყობი ისეთი ორგანიზაციული ფორმები, როგორიცაა მაღალი ტექნოლოგიების თავისუფალი ეკონომიკური ზონები, ტექნოპარკები და სხვა. პოლიტიკის უქონლობის გამო ინოვაციაზე მიმართული კანონთა სისტემაც არ იქმნება.
მაშასადამე, ჩვენი ხელისუფლება ინოვაციის არც ერთ ზემოხსენებულ არხზე მიზანმიმართულად არ მოქმედებს, თუმცა, უნდა ვთქვათ, რომ მეცნიერების შესახებ კანონში ამის აუცილებლობა დეკლარირებულია.

მეცნიერება, ანუ კვლევათა სისტემა, ის ერთადერთი ინოვაციის არხია, რომელზეც საქართველოს ხელისუფლება აქტიურად ზემოქმედებს რეფორმის პროცესში. სამწუხაროდ, ეს რეფორმა არ იხილავს კვლევათა სისტემის განვითარებას ქვეყანაში მიმდინარე ინოვაციის პროცესის კონტექსტში. საინოვაციო პოლიტიკის უქონლობის პირობებში სხვანაირად ვერც მოხდებოდა. მეორე მხრივ, ამის გარეშე ვერ ჩამოყალიბდება მიზანშეწონილი თანაფარდობა კვლევითი სისტემის სხვადასხვა ფუნქციებს/კომპონენტებს შორის. ამ შემთხვევაში "თანაფარდობა" ნიშნავს თანაფარდობას მეცნიერთა, ორგანიზაციათა და სახსრების რაოდენობებს შორის, რომლებიც კონცენტრირებულია ცალკეული ფუნქციების შესასრულებლათ, ხოლო "მიზანშეწონილი" ნიშნავს ისეთს, რომელიც პასუხობს ქვეყნის ამოცანების დღევანდელ ხედვას. რეფორმის პროცესში ინოვაციასთან დაკავშირებული ფუნქციები თუ გამოგვრჩა, ან არასაკმარისად შევაფასეთ, რეფორმა ამის ინსტიტუციონალიზაციას ახდენს, რაც შეცდომის შემდგომ გამოსწორებას აძნელებს. ასეც მოხდა. სახელმწიფო დაფინანსების გარეშე დარჩა სამედიცინო მეცნიერება, რაც მომავალში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის ზრდას შეზღუდავს. სხვადასხვა სამეცნიერო დისციპლინაში რამდენიმე ძლიერმა სამეცნიერო კოლექტივმა არსებობა შეწყვიტა. მრავალ კვლევით ორგანიზაციას მიენიჭა შპს-ს იურიდიული სტატუსი, რაც, პრაქტიკულად, კვლევითი სამუშაოების შეწყვეტას ნიშნავს.

ინოვაციის კონტექსტის იგნორირება ავტომატურად იწვევს სერიოზულ დისპროპრციას კვლევასა და კვლევით მომსახურებას შორის. იუნესკოსა და ოისიდის (OECD) განმარტებით ამ უკანასკნელს განეკუთვნებიან: სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკები და საინფორმაციო სამსახურები; სამეცნიერო-ტექნიკური ლიტერატურის თარგმანი, გამოცემა და სხვა; გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და მსგავსი გამოკვლევები; ძიებები: წიაღისეულის და სხვა; სოციო-ეკონომიკური მოვლენების შესახებ მონაცემების შეგროვება; პროდუქციის ტესტირება, სტანდარტიზაცია და ხარისხის კონტროლი, მეტროლოგია; საჯარო სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო საკონსულტაციო სამსახურები; საპატენტო და სალიცენზიო საქმიანობა. კვლევაში ინვესტირება აზრს კარგავს, თუ არ ხდება ინვესტირება კვლევით მომსახურებაში.
ამ უკანასკნელის მდგომარეობაზე თვალნათლივ მეტყველებს ბიბლიოთეკების მდგომარეობა: მრავალი ბიბლიოთეკა დაიხურა და იხურება; წამყვან ბიბლიოთეკებსა და საინფორმაციო სამსახურებს შორის მიმდინარეობს ფუნქციების არაკომპეტენტური გადანაწილება; ეროვნულ ბიბლიოთეკას ლიტერატურის შეძენაზე 2007 წელს 30 ათასი აშშ დოლარი გამოეყო (ეს სიდიდე ღიმილს იწვევს - ამ ტიპის ბიბლიოთეკისთვის 3 მილიონიც არაა საკმარისი). რაღა უნდა ვთქვათ სხვა ბიბლიოთეკებზე? საინფორმაციო საზოგადოების მშენებლობა, რაც საინოვაციო პოლიტიკის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანია, პირველ რიგში ყველა სახის ინფორმაციის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. ბიბლიოთეკებში შექმნილ მდგომარეობას თუ დავუმატებთ ინტერნეტის ზემოხსენებულ მდგომარეობას და მასმედიის შეზრუდვასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ცნობილ ფაქტს თუ გავიხსენებთ, ბუნებრივი კითხვა გაგვიჩნდება: ვაპირებთ კი საინფორმაციო საზოგადოების აშენებას?

კვლევისა და შემუშავების ეროვნული სისტემის ზემოქმედება ინოვაციურ პროცესზე (და საერთოდ ქვეყნის ცხოვრებაზე) შესამჩნევი ხდება, როდესაც მისი ხარჯები მშპ-ს 1% აღწევს. საქართველოში ეს მაჩვენებელი 0,2%-ზე ნაკლებია. განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეს ფაქტი, როგორც იქნა, აღიარა. მდგომარეობის გამოსწორების გამოქვეყნებული გეგმა არ არსებობს, თუმცა მინისტრმა ლომაიამ 2007 წლის 18 ივნისს საზოგადოებრივი ტელევიზიის პირველ არხზე "ღამის საუბრებში" თქვა, რომ 5 წელიწადში ამ მაჩვენებელს გავაორკეცებთ. შექმნილ მდგომარეობაში ასეთი ტემპი სრულიად არასაკმარისია. იგი რა თქმა უნდა გამოთვლილი არაა - გამოთვლა პოლიტიკის ელემენტი იქნებოდა. გავიხსენოთ, რომ სოციალიზმის პერიოდში მაჩვენებელი მშპ-ს 3% აღწევდა.

როდესაც კვლევათა სისტემის განვითარებაზე ინოვაციის კონტექსტში ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ძალიან ფართო კონტექსტია. გარდა იმისა, რომ სისტემა ნაწილობრივ ქმნის ისეთ ახალ ცოდნას, რომლის პირდაპირ გამოყენებაა შესაძლებელი, იგი განათლების სისტემასთან ერთად ამზადებს უმაღლესი კვალიფიკაციის კადრებს - საინოვაციო პოტენციალის უმთავრეს შემადგენელ ნაწილს. კადრების მომზადების ფუნქციის შესასრულებლათ, განათლების სტანდარტის უზრუნველსაყოფათ, უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფუნდამენტური კვლევის განვითარებას. ამდენად, ინოვაციის კონტექსტი კვლევათა სისტემის დაბალანსებულ განვითარებას მოითხოვს. არსებობს კვლევათა სისტემის განვითარების მხოლოდ ერთი, ასეთივე ფართო (და ასევე იგნორირებული) - სახელმწიფო მშენებლობის და მართვის კონტექსტი. ეს უკანასკნელი ცალკე ვრცელი საუბრის თემაა - მოკლე სტატიის ჩარჩოები ყველაფერს ვერ დაიტევს. შევნიშნოთ მხოლოდ, რომ ხარისხიანი სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღება (განსაკუთრებით გრძელვადიანი სტრატეგიის საკითხებზე) დღევანდელ პირობებში, როდესაც სახელმწიფოები განიცდიან შიდა და გარე ფაქტორთა დიდი რაოდენობის ზეგავლენას, შეუძლებელია სამეცნიერო ექსპერტიზის გარეშე. მისი უზრუნველყოფა შეუძლია მხლოდ კარგად ორგანიზებულ სამეცნიერო კვლევების სახელმწიფო სისტემას, რომელიც მუდმივ საწყისებზე ფუნქციონირებს და როგორც ჰუმანიტარულ, ასევე საბუნებისმეტყველო და დარგობრივ დისციპლინებს მოიცავს. მსოფლიოში დამკვიდრდა კვლევებზე დაფუძნებული სამინისტროს ცნება და ამ კატეგორიას ყველა სამინისტრო მიეკუთვნება.

საინოვაციო და, შესაბამისად, სამეცნიერო პოლიტიკების უქონლობის შედეგები მოკლედ და თვალნათლივაა ასახული რენდ კორპორეიშენის ანგარიშებში, რომლითაც საუბარი დავიწყეთ. გამოსავალი - პოლიტიკის შემუშავებაა, ალტერნატივა - მუდმივი და მზარდი ჩამორჩენა.

დავუბრუნდეთ "ევრო-ამერიკული დაკვეთის" მითს. დავიწყოთ "ამერიკული კომპონენტით". შეერთებულმა შტატებმა ქართულ მეცნიერებას მრავალმილიონიანი დახმარება აღმოუჩინეს ბოლო 10-12 წლის განმავლობაში საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის (ICRDF), ევროგაერთიანების, აშშ კვლევისა და შემუშავების ფონდის (ISTC) და აშშ ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტების (NIH) პროგრამებით. მათი შემადგენელი ნაწილი გახლავთ კვლევის შედეგების კომერციალიზაციაში დახმარება, ანუ ინოვაციასთან კვლევის კავშირი საგანგებოდაა ხაზგასმული. არსებობს აზრი, რომ ამ დახმარებით ამერიკელები საკუთარ მიზნებს ახორციელებდნენ, როგორიცაა იარაღთან დაკავშირებული მეცნიერების უპასუხისმგებლო ქვეყნებში წასვლის პრევენცია და, აგრეთვე, ყოფილ საბჭოთა შემუშავებების შესახებ ინფორმაციის შეგროვება. ასეც თუ არის, მოიტანეს, მუქთად ხომ არ წაუღიათ რამე? ევროპამ, გარდა ISTC პროგრამით და რამდენიმე სხვა პროგრამით კვლევების პირდაპირი დაფინანსებისა, არაერთხელ აღმოგვიჩინა დახმარება საბაზრო პირობებში კვლევების დაგეგმვისა და მართვის სფეროში. ამავე სფეროში მსოფლიო ბანკის პროექტებიც შესრულდა. სწორედ იმ მსოფლიო ბანკის, რომელმაც რენდ კორპორეიშენს დაუკვეთა გამოკვლევები. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში მომზადდა რეკომენდაციები ტექინფორმისა და რესპუბლიკური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის განვითარების შესახებ. წინა ხელისუფლების დროს ისინი წლების განმავლობაში არ სრულდებოდა, ხოლო ახალი ხელისუფლების დროს ყველაფერი მათ საპირისპიროდ კეთდება. დაბრკოლება ამ ორგანიზაციების შენობის მიმართ მესამე პირთა ინტერესი აღმოჩნდა. განა დასაშვებია, რომ ქვეყანაში საინოვაციო პროცესების ოპტიმიზაციის კრიტერიუმი შენობებისადმი ინტერესი იყოს? მართვის სფეროში სხვა პროექტების რეკომენდაციებსაც მსგავსი ბედი ეწია. მაგრამ დავანებოთ თავი ძველ რეკომენდაციებს. 2006-2007 წლებში შესრულდა მეცნიერების რეფორმის TASIS-ის პროექტი და მომზადდა ამავე სფეროში ევროპასთან სამეზობლო პროგრამის სამოქმედო გეგმის მონახაზი. ორივეში ევროპელებმა ხაზი გაუსვეს ქვეყანაში საინოვაციო პოლიტიკის არარსებობას, რაც რეფორმის წარმართვისა და ევროპასთან ინტეგრაციის ძირითადი ხელისშემშლელი მიზეზია. გარდა ამისა, ხაზგასმულია დაშვებული შეცდომები, რომელთაგან ბევრს ჩვენც ვხედავდით (ო. შატბერაშვილი. მეცნიერების განვითარება საქართველოში: ბოლო წლების გაკვეთილები. გაზეთი 24 საათი, 22 აგვისტო 2006 წ.). კერძოდ: მეცნიერის პროფესიული სტატუსი დაეცა; უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონმდებლობა ინოვაციის საკითხებიდან მოწყვეტითაა შემუშავებული; რამდენიმეწლიანი რეორგანიზაცია ისე მიმდინარეობს, რომ ინოვაციის საკითხებზე საჯარო დებატები ჯერაც არ ჩატარებულა; კვლევისა და შემუშავების პოლიტიკის ოფიციალურად გაცხადება არ მომხდარა; სამინისტროები არ მონაწილეობენ კვლევის კოორდინაციასა და რეგულირებაში; ოფიცილურ სტატისტიკას დაკარგული აქვს კვლევისა და ინოვაციის აღრიცხვის ფუნქცია; განვითარების პრიორიტეტები და სათანადო სამეცნიერო-ტექნიკური პროგრამები დადგენილი და შემუშავებული არაა და სხვა. ასე რომ, ვერ ვიტყვით დასავლელი პარტნიორები ცოდნაზე დაფუძნებული საზგადოების აშენებაში ხელს გვიშლიანო. არ ვიცით თუ სად ჩამოყალიბდა ზემოაღნიშნული "დაკვეთა" და ეს სერიოზულადაა გასარკვევი, მაგრამ შესრულება რომ ჩვენია, ეჭვს არ იწვევს.

საინოვაციო პოტენციალის სისუსტე მუდმივი ჩამორჩენის საწინდარია - ამაზე ჩვენი პარტნიორები გვითითებენ, ჩვენ კი არ ვრეაგირებთ. გარდა ამისა,
როდესაც ქვეყანა ამერიკული და ევროპული ფასეულობებისადმი ერთგულებას, ინტეგრაციის პოლიტიკას აცხადებს და, ამავე დროს, კვლევისა და ინოვაციის სფეროში იმ შედეგებს იღებს, რაც ჩვენ გვაქვს მიღებული, მითები თავისით ჩნდება.

ოლეგ შატბერაშვილი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი