↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ამ თემაში დავდოთ ქართული ფოლკლორის უნიკალური ჩანაწერები, ვიდეო, დოკუმენტური მასალა, ხელნაწერები. ძალიან გთხოვთ მასალა რომელსაც დადებთ ეხებოდეს ფოლკლორს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჰამლეტ გონაშვილი
(1928-1985)
ჰამლეტ გონაშვილის ალბომი "ჯარო" ჩაწერილ იქნა 1985 წელს სადაც შეკრებილია თითქმის ყველა სიმღერა რომელშიც მთავარი სოლისტი ჰამლეტ გონაშვილია. ეს ალბომი ჩაიწერა მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად შეგახსენებთ რომ უბედური შემთხვევის გამო გარდაიცვალა გონაშვილი, 1985 წელს ჩამოვარდა ვაშლის ხიდან. სამწუხაროდ ბევრი ცნობები მაგალილითად მისი ბიოგრაფია დაწვრილებით ვერსად ვნახე ინტერნეტით თუ ვინმეს ხელი მიგიწვდებათ გთხოვთ დადოთ.

ჰამლეტ გონაშვილი- "თუ ასე ტურფა იყავი"
1985 წელი

http://www.youtube.com/watch?v=-2QPNRY39aY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ზვიგენ კარმა ჩემგან,ვგიჟდებოდი გონაშვილზე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზვიგენ გაიხარე,კარგი თემაა,ერთი კარმა ჩემგანაც:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ილიკო და ნინო სუხიშვილები

ქართული ნაციონალური ბალეტი დაარსებულ იქნა 1945 წელს ილიკო და ნინო სუხიშვილების მიერ. სუხიშვილების ანსამბლმა ქართული ხალხური ცეკვები პირველად გააცნო მსოფლიოს. მათ კონცერტები სრული ანშლაგებით ჩატარებული აქვთ: ალბერტ ჰოლში, კოლისეუმში, მეტროპოლიტენ ოპერაში, მედისონ სქვერ გარდენში და ასე შემდეგ. 1967 წელს ლა სკალამ უმასპინძლა სუხიშვილებს ეს ლა სკალას ისტორიაში იყო პირველი ფაქტი როცა ფოლკლორულ ანსამბლს საშუალება მიეცა ლა სკალაში გამოსვლის.

სუხიშვილები- დოკუმენტური კადრები არქივიდან

http://www.youtube.com/watch?v=h5NF759-QGY

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
კახეთის რეგიონი

სიმღერა
სიმღერა ქართველი ხალხის ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. დღემდე შემორჩენილი წარმართული ხანის სიმღერები ნათლად გვიჩვენებენ, რომ ქართველი ხალხი უძველესი დროიდანვე ქმნიდა სამუსიკო ხელოვნების ბრწყინვალე ნიმუშებს.

ხალხური სიმღერა ქართველი ხალხის უმდიდრესი საგანძურია, გამოირჩევა მრავალფეროვნებით, როგორც ჟანრული თვალსაზრისით, ასევე მუსიკალური წყობით.

საქართველოს ყველა კუთხე თავისთვის დამახასიათებელი ორიგინალური სიმღერით ხასიათდება. ქართული ხალხური სიმღერა სამხმიანია. გამოიკვეთილია სამხმიანობის 3 ტიპი: ბურდონული, კომპლექსური და პოლიფონიური. აღსანიშნავია გურულ და აჭარულ ფოლკლორში არსებული ოთხხმიანი სიმღერების ნიმუშები.

ბურდონული მრავალხმიანობა გავრცელებულია აღმოსავლეთ საქართველოში და წარმოდგენილია ქართლ-კახური ფოლკლორში.

განვითარების მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში კახეთში შეიქმნა და ჩამოყალიბდა უამრავი შესანიშნავი ხალხური სიმღერა, რომელთა მაღალმხატვრული მუსიკალური დონე დღესაც აოცებს მსმენელს. მათში აისახა კახელი კაცის მთელი ცხოვრება - შრომა, ლხინი, მწუხარება, სიყვარული, დარდი, სიმღერებში გადმოცემულია საქართველოს ისტორიული მოვლენები, ლაშქრობები; განსაკუთრებით აღსანიშნავია საეკლესიო გალობანი.

კახეთში ვხვდებით, როგორც ერთხმიან, ისე ორხმიან და სამხმიან სიმღერებს.

ერთხმიანი სიმღერები, იგივე ოროველები სრულდებოდა ერთი მომღერლის მიერ. ასეთებია "გუნდური", "კალოური", "ურმული". მათ ახასიათებდათ დინჯი, მინორული კილო, თავისუფალი მეტრი და რითმი, შესრულების იმპროვიზაციული მანერა, მელიზმები. ლირიკული ერთხმიანი სიმღერები ფანდურის თანხლებით სრულდება.

ორხმიანი სიმღერები დაკავშირებულია ძირითადად შრომის პრიოცესთან. ახასიათებს აქტიური ენერგიული რითმი, სრულდება ორგუნდოვნად - ეს არის შეჯიბრი შრომასა და სიმრერაში.

კახური სამხმიანი სიმღერა ყველაზე მდიდარი და მრავალფეროვანია, როგორც ჟანრულად, ასევე შესრულების მანერით. ეს არის ბურდონული პოლიფონიის უმაღლესი ნიმუში. აღსანიშნავია ლირიკული "გაფრინდი შავო მერცხალო", ისტორიული "გუშინ შვიდნი გურჯანელნი", შრომის "გლესავ და გლესავ ნამგალო", საფერხულო და სალაშქრო "შავლეგო", "მუმლი მუხასა".

კახური ხალხური სიმღერის მწვერვალს წარმოადგენს სუფრულები. რომლებიც მასშტაბურობით, ზეაწეული ხმოვანებით და საზეიმო ჟღერადობით გამოირჩევა.

სუფრული სიმღერებია -

*
"ჩაკრულო",
*
"გრძელი კახური მრავალჟამიერი",
*
"სუფრული",
*
"ზამთარი"

"ჩაკრულო" სუფრული სიმღერის ბრწყინვალე ნიმუშია. არსებობს "ჩაკრულოს" რამდენიმე (7) ვარიანტი, სადაც ტექსტი ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავებულია. ტექსტუალური თვალსაზრისით "ჩაკრულო" ისტორიულ-საგმირო სიმღერებს განეკუთვნება. სწორედ ეს სიმღერა შეირჩა მსოფლიოს ხალხთა ფოლკლორიდან და დედამიწის სხვა მიღწევებთან ერთად გაფრინდა კოსმოსის უკიდეგანო სივრცეში.

ასეთივე უნიკალურია "გრძელი კახური მრავალჟამიერი", სადაც ტექსტიც და მუსიკაც შემოქმედების უმაღლეს მწვერვალს წარმოადგენს:

"წუთისოფელი ასეა
დღეს ღამე უთენებია
რაც მტრობას დაუნგრევია
სიყვარულს უშენებია...

"კახური ალილო" ასრულებს ანსამბლი რუსთავი
http://www.youtube.com/watch?v=qefK3SUQ6Yo

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ფოლკლორული ანსამბლი რუსთავი შეიქმნა 1968 წელს ანზორ ერქომაიშვილის მიერ.
ვნახოთ ძველი ჩანაწერი "შენ ბიჭო ანაგურელო" ანსამბლ რუსთავის შესრულებით.

http://www.youtube.com/watch?v=x5f21RHuNZU

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
კარგია ზვიგენ. მადლობთ დიდად ვისიამოვნე.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ზუმბა მომწონს ძალიან=zer= =zer=flash]
http://www.youtube.com/watch?v=hjH6vgwLalA

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მარტალია ოქროს ფონდი არ არის მაგრამ
კარგი მოსასმენია
http://www.myvideo.ge/?video_id=64456

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.myvideo.ge/index.php?geo=&sr ... 1%E1%83%98
აი ეს მესმიიის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
ჯანსუღ კახიძე

დაიბადა 26 მაისს 1935 წელს. ზ.ფალიაშვილის მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდგომ სწავლა განაგრძო თბილისის ვ.სარაჯიშვილის კონსერვატორიაში რომელიც წარმატებით დაამთავრა.

1957 წელს დაარსა ქართული ფოლკლორული გუნდი "შვიდკაცა".რომელმაც იმავე წელსვე გაიმარჯვა მოსკოვის მეექვსე მსოფლიო მუსიკის ფესტივალზე, 1958 წელს კი ოქროს მედალი აიგო გუნდმა ბრიუსელში მსოფლიო მუსიკის კონკურსზე.
1965-68 წლებში მთავარ დირიჟორად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში.
1971-73- მუშაობდა პოლონეთში ლოდნის ოპერის თეატრში.
1973 წელს დაბრუნდა საქართველოში და გახდა თბილისის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელი სადაც ოცი წლის განმავლობაში მუშაობდა 1993 წლამდე.
1993 წელს კახიძემ დაარსა ახალი თბილისის სიმფონიური ორკესტრი რომელსაც ხელმძღვანელობდა სიცოცხლის ბოლომდე, 2002 წლამდე.

ჯანსუღ კახიძე- ჩონგურს სიმები გავუბი
http://www.youtube.com/watch?v=s248oVXZVrk

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ზვიგენ კარმა ჩემგან კი გეკუთვნის, ორ ფრონტზე გამუშავებ:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
გილოცავთ გიორგობას ამ ლამაზი სიმღერით!

ნანი ბრეგვაძე-"ვარდები არ არიან"

http://www.youtube.com/watch?v=SPo-8tyyZUo

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined19 Apr 2008
Posts157
კარმა9
OFFLINEPROFILE
ყოჩარ ზვიგენ .რა არ მოგეცონა.ხომ ჩაასწორა.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 74 posts ] 
დესპანი