Sofia Georgia wrote:ციტატა:
იქნებ კიდევ ვინმემ დაწეროთ რაიმე რეცეპტი ქართული საჭმლისა? აჯაბსანდალი და კართოფილის შეწვა ვიცი.... საცივის გაკეთება ვინ იცის? გეხვეწებით მომწერეთ, ამათ მადლიერების დღესასწაულზე უნდა გავაკეთო და ვანახო, რა კარგი საჭმელები გვაქვს. კიდევ რა გავაკეთო, მაგრად რომ მოეწონოთ და თქვან : ვა ქართველებს რა მაგარი საჭმელები გქონიათო. ხაჭაპურს ვერ გავაკეთებ, ისეთი ყველი აქვთ, თავი შეგზიზღდება, სალიანკა ანდა რა ვიცი, რამე ძალიან გემრიელი, რომ დაეცნენ ისეთი... ეჰ, რა კაია ღომი და სულგუნი, კიდევ ტყემალი და ჩაციებული საზამთრო=dk=
სოფია, სოფია...გეკადრება?!შენ ახალი ჩამოსული ხარ ალბათ. ყველაფერი ყველაფერი და აქ თუ რაიმეა_საჭმელებია მაგარი და თანაც ყველი?! აბა რას ლაპარაკობ! ყველის დედაქალაქში ხარ მსოფლიო მასშტაბით.სცადე გორგონზოლა, ფეტა,რომანო, პარმაჟანი, გოათ ჩიზი_თხის ყველი, პეპერჯექი, წიწაკით რომაა და სულგუნი თუ გიყვარს, მაცარელას ათასი ნაირსახეობაა იტალიურ მაღაზიაში.ახლა ბერზნულ, შვეიცარულ, ჰოლანდიურ,ფრანგულ ყველს აღარ მოვუყვები, ცუდად გავხდი ამ დილაადრიან.მე საერთოდ ყველის და ღვინის სტაჟიანი კლიენტი ვარ და სადისერტაციო მასალები მაქვს ამ საკითხში, თორემ სხვა რამეზე თავს ვერ დავდებ.:side: ყველი არ უვარგათო, არ თქვა, სირცხვილია.რაც შეეხება საცივს, მე როგორც ქართველების უმრავლესობა ვგიჟდები და ხშირად ვაკეთებ, მაგრამ ამათ არ მოეწონებათ, რამდენჯერაც გავაკეთე, "პოიზონ-პოიზონ"-ს ამბობდნენ,ვერ ამუღამებენ ჩვენს სუნელებს.