|
აბა, მზათა ხაართ? მოიდა შეპირებული "ოსტრი". ისე, ვიდეო ხომ არ გადამეღო და ისე დამედო ჰაა? კარგი, წერა მეზარება, მაგრამ პირობა, პირობაა. დაახლოებით, 2 კილო საქონლის ხორცი, ვისაც პატარა და აუცილებლად ღრმა ტაფა გაქვთ, ერთი კილო იყიდეთ და მერე გაანახევრეთ ყველა ინგრედიენტი, უკეთესი იქნება თუ ცოტა ქონიანს აირჩევთ. "გრუდინკას" ეძახიან ჩვენთანა, აქა, აზრზე არ არიან, რასა სჭამენ. აქ კიდევ არის არჩევანი, თხლად დაჭრილიც იყიდოთ. მოიტანეთ და მაგრა სცემეთ, ანუ დაბეგვეთ. მერე პატარა კუბებად დაჭერით, დაახლოებით...............ჰო, ბავშვების კამათლების ზომაზე, სასურველია მოზრდილი და ღრმა ტაფა აირჩიოთ, თქვენ აზრზე არა ხართ, რამდენი რამე უნდა ჩაგაყრევინოთ შიგა, შედგით საშუალო ცეცხლზე ან კიდევ ელექტროქურაზე. მწეველებს და ყავის მოყვარულებს, ზუსტად ორი წუთი გაქვთ "სიამოვნებისათვის". მერე, დაიწყეთ ხახვის დაჭრა, უკვე ბირჟავიკები რო თამაშობენ ნარდს, იმხელა კუბებად,/ორი საშუალო ზომის წითელი ხახვი დასჭირდება მაგ სასუსნავს/ მიაყოლეთ გაპარსვის დონემდე, თხლად დასერილი 4-5 კბილი ნიორი, კიტრის პიკულებიც მოიძებნება მარკეტებში, ჰოდა, ორი ცალი პაწაწუნა, თხლად დასერეთ და დაანაკუწეთ მონარდეების კამათლის ზომამდე, მაგას ბულგარული წიწაკაც უხდება, მწვანე სჯობია, ნახევარი საკმარისი იქნება კერძისთვის, ეგეც, ეგნრე უნდა დაჭრათ, როგორც პაწაწუნები. ამ დროში, თქვენი ნახარში დუღილს დაიწყებს. ყოველთვის ყურადღებით იყავით, არ ჩაგექაფოთ/ანუ, ქაფი როცა მოსახდელია, უნდა მოხადოთ, დაქალი თუ ძმაკაცი, ტელეფონზე რო რეკავენ, მერეც დარეკავენ./ეცადეთ მოასუფთავოთ ზედაპირი ქაფისგან. მოვიდა დრო ჩაუშვათ /რას ეძახიან იმ ჩემის თვრამეტიანებს? ჰო ვეგეტერიანული./ბუნებრივი ვიტამინები. რაც მანამდე გავამზადეთ, ერთი კიდევ უნდა დავამატოთ, დაფნის ფოთოლი აუცილებელია, დაახლოებით 4-5 ცალი ჩააგდეთ და მიაყოლეთ ხახვი და ნიორი. ცოტა დრო გააქვთ კიდევ, მაგრამ სჯობია, გარშემო მოისუფთავოთ არემარე, ამოდუღდება რამოდენიმე წუთში და მიამატეთ, უკვე გამზადებული პიკულები და ბულგარული წიწაკა.კიდევ გაქვთ დრო, სულ ცოტა, გამოაღეთ თახჩა და გაიმეტეთ ერთი ჭიქა merlot /არამსმელებისთვის:ესა წითელი ღვინოა/ამ კერძისთვის.ნებისმიერი წითელი ღვინო ივარგებს, პორტვეინი არ ჩაასხან, ქართულად მოლაპარაკე რუსებს უთხარით რა. უნდა გქონდეთ, პომიდვრის პასტა, აქ იყიდება ნაირნაირი, მაგრამ მე გირჩევდით clasic-ს, ცოტა კეტჩუპიც დაამატეთ. დააკვირდით, თუ ცხიმი აკლია, უმჯობესია, ზეითუნისა გაურიეთ, შეატყობთ, დიდი და სქელი ფენა არ გააკეთებინოთ ზედაპირზე/ანე,ბევრი არ მოგივიდეთ რა/. ბოლოს მიდის "დიდძალი" ქინძი და პეტრუშკა". ოხრახუში დაიტოვეთ, როცა, "მათლაფებზე' გადმოიღებთ, ზემოდან მოაყარეთ. დაგრჩათ, მარილით და წიწაკა-პილპილით შეზავება.
აი ამას, ქართველებს არასოდეს არ გასწავლით და არ გირჩევთ, თქვენ უკეთესად იცით, რაც გესიამოვნებათ, ისე შეაზავეთ.
ხოოოოო, როგორც იქნა მოვრჩით. გეგონოთ. ყველა გიორგის მიულოცავ, დამდეგ გიორგობას.
/მერე დაგიწერთ, ჩემით, როგორ ვისწავლე საჭმელების კეთება./
შეგარგოთ, თქვენ გენაცვალოთ, თქვენი ელჩი.
|