↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქათამი ფრანგულად:
© Kesi

საჭირო მასალა:
1 ქათამი,
3-4 ცალი საშუალო სიდიდის სტაფილო,
4-5 ცალი საშუალო სიდიდის კარტოფილი,
ხმელი ქონდარი,
3-4 თავი ხახვი და ცოტა მწვანე ხახვი
1 დიდი ქილა მაიონეზი
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
პატარა ნაჭრებად დავჭრათ ქათამი, დავამარილოთ და მოვაყაროთ შავი პილპილი, ცალ-ცალკე ჯამებში მზად გვქონდეს გახეხილი სტაფილო, დაჭრილი ხახვი და ბრტყლად, (სქლად) დაჭრილი, მარილ წასმული კარტოფილი.
შემთბარ, ცოტა ცხიმწასმულ ქვაბში (სქელძირიანი ქვაბი უმჯობესია) დავყაროთ ერთი ფენა ხახვი, დავაწყოთ ერთ ფენად ქათმის ნაჭრები, მოვაყაროთ ერთ ფენად სტაფილო, , მოვაყაროთ მწვანე ხახვი და ხმელი ქონდარი, დავაწყოთ ერთ ფენად კარტოფილი. ესეთი მიმდინარეობით გავაგრძელოთ სანამ არ მორჩება ქათამი, თუ ვინიცობაა სტაფილო ან კარტოფილი არ გეყოთ,დაამატეთ. ესეიგი ბოლო ფენა გამოდის კარტოფილი, რომელსაც მოვასხავთ იმდენ მაონეზს, რომ კარგად დაფაროს ზედაპირი და მოვაყრით შავ პილპილს. მზადდება თავდახურულ ქვაბში, დაბალ ცეცხლზე, მორევა არ უნდა, როცა ნახავთ რომ ქათამი მზადაა, ესეიგი კერძიც მზადაა. მერწმუნეთ, რომ ძალიან გემრიელია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
საოცნებო საჭმელი - ხაჭაპური: მოზილეთ ცომი, ჩადეთ ყველი,გადაუსვით კვერცხი, შედეთ "დუხოვკაში" და რომ გამოიღებთ ცოტა გაგრილება აცალეთ. მერე მე დამიძახეთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ტელმან, ელჩ!რას გვერჩით მე და ჩემს დიეტას! ხვალვე ვაკეთებ ჩახოხბილს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
telmani ჩემო კარგო ჩახოხბილი უკვერცხოთ ჰქვია და ვუმატებთ ღვინოს (ბოდიში შესწორებისთვის)შენს საჭმელს კი თუ არ ვცდები ბუღლამა ჰქვია
(მაპატიე არ გეცყინოს რა?)

ვიცი რომ ძალიან გემრიელია ხშირად ვაკეთებ ხოლმე =ko= =ko=
მუყვარხააარ =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
elchi wrote:
ციტატა:
telmani-თქვენი რეცეპტიც გასათვალისწინებელია, კაი რამე უნდა გამოვიდეს, მე ასე ვფიქრობ.
მაგრამა, ხვალა, მაინც ხინკალი უნდა მოვხარშო.
ზედადგარზე უნდა ამოვაფუშფუშო, გაბერილები და გაბღენძილები.
ჰუუ ტატა-ტააააააა, იგეთებს ამოვყრი რო თითებს მიაყოლებთ ჭამისასა.

მერე კიდენა, ჩემებური ხინკლის რეცეპტსაც დაგიწერთ, რეცეპტორების გასაღიზიანებლადა.
=sher=

elchi---როგორც გაიღვიძებ , ხინკალის რეცეპტი მომაწოდე. მეც მინდა ხინკალი დღეს.:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბატკნის ჩაქაფული biggrin.gif
ბატკნის ხორცს (მთლად ქორფა არ გინდათ!) გარეცახთ, ძვლიანად დაჭრით ნაჭრებად (არ მსხვილ, არც წვრილ, უფრო საშუალო, ან გემოვნების მიხედვით) და ჩადებთ ქვაბში, იქვე დაუდებთ ცოტა დუმის ქონს, იმას - წვრილად დაჭრილს). დადგამთ ძალიან ნელ, ლამის მბჟუტავ ცეცხლზე და ადუღებთ იმ საკუთარ წყალში, რომელიც გამოუვა. გარეშე წყალს საერთოდ არ დაასხავთ არც ერთ ეტაპზე. თუ ამოშრა ხორცის მომზადებამდე, დაუმატებთ ღვინოს. რომ ამოშრება სითხე და ხორციც მომზადდება , დაასხით ისევ ღვინო (ცოტა!). დააყარეთ ერთი ფენა ნახევარრგოლებად დაჭრილი ხახვი.
პარალელურად დაჭერით ბლომად ქინძი, იმის ნახევარი ოხრახუში და ერთი ბეწო ნიახური + ბლომად ახალი ხახვი + გრძელი კახური წიწაკა (გემოზე), აურიეთ ერთმანეთში და მოზადებულ ხორცს დაადეთ ეს ყველაფერი ფენად.
დაუმატეთ ტყემალი (მე კონსერვირებული მირჩევნია ხოლმე, მაგრამ ახალიც კარგია, თუ მწარე არ არის) გემოზე.
ბლომად ქორფა ტარხუნა დაჭერით მსხვილად, ან, თუ ღერო მაგარი აქვს, ეგ ღერო გამოაცალეთ, დატოვეთ მხოლოდ ფოთლები და აღარ დაჭრათ და ეგ ტარხუნაც ზემოდან დაადეთ ფენად.
ფენები უნდა ისეთი იყოს, რომ მათ ქვეშ ხორცი არ ჩანდეს! დაახურეთ ხუფი smile.gif
თუ ცეცხლი მბჟუტავია, ჩაქაფული მზად რომ იქნება, წამოიდუღებს და ზემოდან მოადგება ქაფი! biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
მაგიტომ ჰქვია ჩაქაფული smile.gif
ცოტა ხანი აცადეთ, იმ ქაფის მოხსნა არ დაიწყოთ! lol.gif
ბოლოს ისევ შეგიძლიათ დაამატოთ ცოტა ღვინო.
ქაფის გამოჩენიდან 15-20 წუთში კერძი მზადააა, მიირთვით ცხლად.
ხო, სულ დასაწყისში მარილი არ დაგავიწყდეთ. გარდა ამისა, ვისაც უყვარს, შეუძლია მწვანილამდე ცოტა დაფქვილი წითელი წიწაკა დაამატოს, არომატისთვის, მხოლოდ მოუხდება.

პროპორციები - გემოზე.
ფაქტია, რომ მწვანილმა ხორცი საშუალო სისქის ფენებად უნდა დაფაროს, ტყემალი მოზომილად უყავით, თორემ დაგიმჟავებთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ ვაკეთებ ხალადეცს.... smile.gif
იყიდეთ საშუალო ზომის ღორის თავი და ოთხი ფეხი, + ცოტა რბილი ხორცი.
საფუძვლიანად შეტრუსეთ გაზზე და მაგრა გაასუფთავეთ. ჩლიქები ან გააძრეთ, ან მოჭერით. თავი შუაზე გააპეთ შუბლის არეში, ან ყბა გამოაცალეთ, ენიანად.
კიდევ ერთხელ: მაგრა გაასუფთავეთ და მაგრა გარეცხეთ!
დიდ ქვაბში ჩადეთ და წყალი დაასხით ისე, რომ მაგრად ფარავდეს ხორცს.
აადუღეთ და ქაფი მოხადეთ.
მერე - ჩადეთ დაუფქვავი შავი პილპილი, სურნელოვენი პილპილი, დაფნის ფოთოლი, ხახვის რამდენიმე თავი.
დაახურეთ ხუფი და ადუღეთ ძალიან ნელ ცეცხლზე, ბულიონი რომ არ ამოდუღდეს!

თუ დილით დაიწყეთ ეს ყველაფერი, ხალადეცი იქნება მზად საღამოს, თუ საღამოს დაიწყეთ - დილით. იმიტომ რომ დიდი დრო უნდა. უნდა ადუღოთ, სანამ ძვალი ხორცს არ ჩამოსცილდება და, მაგალითად, იგივე ყბას, თეთრს და კრიალას, ხორცისგან დაცლილს, ვერ ამოიღებთ ქვაბიდან biggrin.gif
მოკლედ, რაც უფრო ჩაიხარშება, მით უკეთესი.

რაღაც ეტაპზე (ალბათ შუა ხარშვაში) ჩადებთ შიგნით მსხვილ დაუჭრელ სტაფილოს და დაუმატებთ ნიორს, ცოტა ქინძს, ცოტა პეტრუშკას და ცოტა (ცოტა!) ნიახურს (მწვანილს მე ძაფით შეკრულს ვამატებ, ზოგჯერ - არც ვამატებ საერთოდ).
ეს ყველაფერი რომ მომზადდება, აიღებთ ორმაგ მარლას და ბულიონს გადაწურავთ, ხორცს ცალკე სინზე დადებთ, გასაცივებლად, მერე ახალი მარლით ბულიონს კიდევ ერთხელ გადაწურავთ და ისევ დადგამთ ნელ ცეცხლზე. გაუსინჯავთ გემოს და რაც აკლია (მარილი, ვთქვათ, ან წიწაკა, ან სურნელოვანი, etc, დაუმატებთ, წამოადუღებთ და ისევ გადაწურავთ biggrin.gif (ამდენი გადაწურვით ბულიონი კრიალა გამოდის, თუმცა ეს აუცილებელი არაა).
ხორცი რომ გაცივდება, დაიწყებთ მის დანითა და ჩანგლით გაჩეჩვას, ან ძალიან წვრილ ნაჭრებად დაჭრას, ან დაკეპვას - მოკლედ, რაც გინდათ, ის დაარქვით.
გასინჯავთ გემოზე, თუ აკლია მარილი ან პილპილი - დაუმატეთ და აურიეთ ჯამში რკინის სუფრის კოვზით (სხვანაირად გაფაფდება!).

რომ მორჩებით, დადებთ ემალირებულ, ან შუშის ჯამში (თეფშს არ გირჩევთ) ლამაზად ჯერ დაჭრილ, ბულიონში მოხარშულ სტაფილოს (მსხვილ ნაჭრებს, გემრიელი იქნება!), მერე ნახევარ-ნახევარ მოხარშულ კვერცხს (წვრილ რგოლებზე უფრო გემრიელი გამოვა!), 1 ნაჭერ ლიმონს დაუდაბთ ფსკერზე. მერე დაადებთ ამ გაჩეჩილ ხორცს, ოღონს ზომიერად, რომ ბულიონს რომ დაასხამთ, კარგად დაფაროს, უფრო ნაზი გამოვა), ხოდა დაასხამთ ამ ბულიონს biggrin.gif
შედგამთ მაცივარში ან გაიტანთ აივანზე biggrin.gif

ჩემი ანგარიშით, 1 თავი + 4 ფეხი + 1 კგ ხორცი თავის ბულიონიანად სადღაც 7-8 ხოშიანი ფორმა ხალადეცი გამოგივათ.

რომ გაცივდება და გამაგრდება, მიირთვით მდოგვით, ან ძმრით, მაგრამ ყველაფერს პირშუშხა (ხრენი) სჯობია, თუმცა ამის დამზადება კიდევ ცალკე რეცეპტია biggrin.gif

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
მალადეც შენ ამ ყველაფრის გაკეთება თუ მართლა იცი , მაშინ ზუსტად ის ხარ ვისაც მთელი ცხოვრება ვეძებდი =sher= :) :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხო მართლა? რეცეპტი თუ მაქვს გაკეთებას რაუნდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბიგოს
ბიგოსი ეს არის პოლონელების ეროვნული კერძი (ლიტვური წარმოშობის) რითაც ისინი თავს ისევე იწონებენ, როგორც ჩვენ საცივით. lol.gif ყველა ოჯახს თავისი "საიდუმლოებანი" გააჩნია და ასე ადვილად არ გაგიმხელენ, მაგრამ არის ძირითადი და ზოგადი ჩონჩხი ყველა ვარიანტს ერთნაირი აქვს - ყოველთვის არის ნედლი და მჟავე კომბოსტო, სხვადასხვა ნაირი ხორცი, შავი ქლიავის ჩირი და მშრალი წითელი ღვინოც ძალიან უხდება. ზოგი ბოლოდ ერთ კოვზ თაფლსაც ამატებს ხოლმე.საუკეთესო ბიგოსში კომბოსტო და ხორცი თანაბარი რაოდენობით უნდა იყოს.
მასალად საჭიროა:
2 კგ თეთრი კომბოსტო ;
2კგ თეთრი მჟავე კომბოსტო ;
1 - 0,5 კგ წითელი ხორცი (ღორის ან ნანადირევი);
1 -0,25 კგ ძეხვი (აი, ახოტნიჩაია კალბასა რომ იყო ადრე ისეთი); 0,5 - 0,25 შებოლილი ლორი (ისეთი რომ ხორცი ბევრი ჰქონდეს);
ცოტაპდენი ტყის სოკო ნედლი ან გამხნარი;
შავი წიწაკის მარცვლები (დაუფქვავი), მარილი, დაფნის ფოთოლი, ძირა, ქონდარი ;
0.25 კგ ხახვი;
შავი ქლიავი (ჩირი) ;
1 -0,5 კოვზი თაფლი
წვრილად დავჭრილი ნედლი და მჟავე კომბოსტო წიწაკით, მარილით, დაფნის ფოთლითა და სოკოსთან ერთად დიდხანს უნდა ითუშებოდეს ( 2-3 საათი). ლორი დავჭრათ და ოდნავ გავადნოთ ტაფაზე და ამ ცხიმში მოვხრაკოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ხორცი და ძეხვი.
მოთუშულ კომბოსტოს ზედმეტი წვენი (თუ ექნება) გადავუწუროთ და ამ მოხრაკულ ხორცებს დავაყაროთ. დავამატოთ შავი ქლიავის ჩირი და ისევ გავაგრძელოთ მოთუშვა იმდენ ხანს სანამ საჭირო იქნება (რაც მეტი მით უკეთესია). უმჯობესია თუ შესვენებებით რამოდენიმე დღის განმავლობაში. ამ დროს კარგია თუ მშრალ წითელ ღვინოს მოვასხამთ ხოლმე. მზა კერძს პიკანტური სუნი უნდა ჰქონდეს - ოდნავ მოტკბო-მომჟავო და მძაფრად უნდა იგრძნობოდეს შავი ქლიავისა და შებოლილი ლორის სუნი.
ძველპოლონური ტრადიციით ბიგოსის გემოს გაკეთილშობილების მიზნით სულ ბოლოს უნდა დაემატოს ერთი კოვზი (დიდ ქვაბზე) თაფლი ან ტკბილი ღვინო მაგალითად "მალაგა". ზოგიერთი უმატებს ასევე ძირას, ქონდარის ერთგვარ სახეობას და Jamaica pepper =ziele angielskie.
ბიგოსს მიირთმევენ შავი ან თალხი პურით.
ბიგოსი იმ იშვიათ კერძებს მიეკუთვნება, რომლებიც მრავალჯერად გაცივება-გაცხელებით გემოს კი არ კარგავენ, არამედ იუმჯობესებენ. გაცხელების დროს მშრალი წითელი ღვინის დამატება არ დაგავიწყდეთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტელმანი,ხუთიანი შენ,ანუ კარმა=ko= ,ამდენი რეცეპტის მოწოდებისთვის,შრომა.გარჯისთვის=zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ციცი, ელჩ, ტელმან, ბოზბაშის მომზადება ხომ არავინ იცით, აგერ უკვე რამდენი ხანია მედავება დეიდაჩემი, მაგრამ რასაც ის ამზადებს მე მგონი სხვა კერძია. გთხოვთ გამომეხმაუროთ, წინასწარ დიდი მადლობა!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა ნამცხვარი ვის გიყვართ?იდეალი

ინგრედიენტები: 5 კვერცხი
2 ჭიქა შაქარი
2 სკ თაფლი
3.5 ჭიქა ფქვილი
2 ქილა მოხარშული ზგუშონი
250 გ მარგარინი
6 სუფრის კოვზი გატარებული ნიგოზი, სოდა, ძმარი ვანილი.

მომზადების წესი: 5 კვერცხის და 2 ჭიქა შაქრისგან გავაკეთოთ გოგლი მოგლი, დავამატოთ სოდა+ძმარი, ვანილი, 2 სკ თაფლი და 3სკ გატარებული ნიგოზი (ყველაფერი თანმიმდევრობით ). კარგად ავთქვიფოთ და დავამატთ ფქვილი, თუ მასა თხელი გამოვიდა კიდევ დავამატოთ ცოტა ფქვილი. საბოლოო ჯამში ცომი არც ძალიან თხელი არ უნდა იყოს და არც სქელი. კოვზიდან წურწურით არ უნდა ჩამოდიოდეს. ამის შემდეგ ჟარუნის ფორმაზე გამოჭრილ კალკაზე წავუსვათ ცხიმი (ზეთი ან მარგარინი) და ცომის ერთი მესამედი მასზე გავანაწილოთ. შევდგათ ცხელ ღუმელში (170გრადუსი) სანამ პირველი ფენა ცხვება ვამზადებთ მეორე ფენას. ბისკვიტმა ღია ყავისფერი უნდა მიიღოს. შეგიძლიათ ჩხირითაც შეამოწმოთ გამოცხვა თუ არა ბოლომდე. ფენის გამოღებიდან 5 წუთის შემდეგ ამოვაბრუნოთ და ქაღალდი მოვაძროთ. და ასევე დანარჩენ ორ ფენაზეც. ფირფიტების მომზადების შემდეგ ჯერი კრემზე დგება smile.gif 250გრ მარგარინი (ოთახის ტემპერატურაზე გამდნარი) კარგად ავთქვიფოთ და დავამატოთ 2 ქილა მოხარშული ზგუშონი, ვთქვიფოთ მანამდე სანამ მარგარინი ბოლომდე არ გაიხსენა ზგუშონში. შემდეგ დავამატOტ 3 კოვზი ნიგოზი და ცოტა ვანილი.
ბისკვიტის პირველ ფენას გადავუსვათ კრემის ერთი მესამედი და დავადოთ მეორე ფენა. მეორესაც წავუსვათ და დავადოთ მესამე ფენა. . ბოლო ფენას რომ წავუსმევთ კრემს ზევიდან მოვახეხოთ შოკოლადი და მოვაყაროთ პატარებათ დაჭრილი ნიგოზი. მართლაც ძალიან გემრიელი გამოვა, მე გამომდის ყოველ შემთხვევაში

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბოზბაში
© auau

წყალში ჩაყარე ცხვრის ნაჭერები და დუმის მოზრდილი ნაჭერი.მოდუღებულს მოხადე ქაფი. ცოტა ხანში ამოიღე დუმა ნახარშიდან და მანქანაში გაატარე. როცა ხორცის ხარშვას ცოტა დააკლდება, ბულიონის ცხიმში ცალკე მოშუშე 2-3 თავი ხახვი და დუმასთან ერთად წვენში ჩააბრუნე. გაუწყე დაფნის ფოთოლი. ბაჰარი(დუშისტი პერეც),ძორა, მარილი შავი და ცოტა წითელი პილპილი, ტომატის პასტა და ბოლოს ჩაყარე ქინძი და ცოტა პიტნა. ყველაზე კარგი ბოზბაში ძროსის ხაშლამის ნახარშში კეთდება. ყველა დიასახლისი ნებისმიერი სადილის მომზადებისას ი9 ნდივიდუალურად იღებს საერთოდ პროპორციებს, ანუ თავისი გემოვნებით კმაზავს. ბოზბაშიც ასეა, ერთხელ გააკეთე და მერე შენს გემოზე დააყენებ. ისე, ღმერთო ყველა დაგვიფარე, მაგრამ კახეთში ქელეხში რომ ბოზბაშს აკეთებენ, იმას არაფერი შეედრება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
გაიხარე ტელმან! რა ხარ შენ ასეთი,ვისი ხარ, ვინა ხარ, სადა ხარ, როგორა ხარ?:side:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი
დესპანი