↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შოკოლადის ტორტი გაჟღენთილი გრანდ მარნიეს და ყავის სიროფით, კარამელის, ნაღების და ნუთელას კრემით ....

ბიკსვიტი - 15 კვერცხი +15ს/კ შაქარი + 15 ს/კ ფქვილი.
1/2 ქილა ნუთელა + ცოტა რძე
1 ქილა მოხარშული შედედებული რძე
შოკოლადის კრემი - 5 კვერცხის გული + 200 გრ შაქარი + 500 მლ რძე + 1 ფილა შოკოლადი + ვანილი. გაგრილებულ მოხარშულ კრემს + 250 გრამი კარაქი( მინ 80% ცხიმანობით)
ნაღების კრემი - 300 გრ გაცივებული ნაღები ( მინ 36% ) + ვანილი + შაქარი

სიროფი - 150 გრამი გრანდ მარნიე + ესპრესო ან ხსნადი ყავა 2 სუფრის კოვზი + შაქარი 2 სუფრის კოვზი + ანადუღარი წყალი 500 მლ.

ბისკვიტი იჭრება სამ ფენად და ინამება უხვად. თანამიმდევრობა: ბისკვიტი + შედედებული რძე+ შოკოლადის კრემი+ ბისკვიტი + ნუთელა + ნაღების კრემი+ ბისკვიტი + შოკოლადის კრემი.

აი ესეთი პრიმიტიულია ეს ტორტი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვეულებრივი მოხარშული კრემი, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ მოხარშული კრემების დიდი მოყვარული არა ვარ, მომწონს. smile.gif

1 ჭიქა ფქვილი
2 ჭიქა შაქარი
3 ჭიქა რძე

უნდა კარგად ათქვიფო რომ გაიშალოს და წამოადუღო დაბალ ცეცხლზე, სანამ კარგად არ შესქელდება და ღომივით თუხთუხხ არ დაიწყებს, თან ვურიოთ კოვზით. მერე ცხელსვე მიქსერით მიათქვიფავ 2 კვერცხს. რომ გაცივდება, დაუმატებ ვანილს და კონიაკს გემოვნებით და შეათქვიფავ წინასწარ საგულდაგულოდ გათქვეფილ კარაქს. smile.gif

ახლა კიდევ ერთი რეცეპტი კექსისა, რომლის მომზადებაც ჩემს ახლობელს ასწავლა ერთმა რუსმა ძალიან მაღალი დონის კონდიტერმა. smile.gif

"Кекс Николаевский"

4 კვერცხი და 2 ჭიქა შაქარი ავთქვიფოთ კარგად, დავუმატოთ 150 გ. კარაქი, 200 გ. არაჟანი, 2 ლიმონის გახეხილი ცედრა, 1 არასავსე ჩაის კოვზი სოდა, 1,5 ჭიქა გატარებული და 0.5 ჭიქა დამტვრეული ნიგოზი, 1,5 წმინდად დაფქვილი ტკბილი საფანელი, 0,5 ჭიქა ფქვილი, 2 ჩაის კოვზი ხსნადი ყავა და 1 ჭიქა ქიშმიში, რომელიც წინასწარ ასე მოამზადეთ: ჩაყარეთ მდუღარე წყალში 30 წუთით, შემდეგ გადაწურეთ, დაასხით 3 შადილის კოვზი კონიაკი და ერთიანად შეურიეთ ცომს.

ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი, ჩავდოთ ცომი და წინასწარ გაცხელებულ ღუმელში საშუალოზე დაბალ ცეცხლზე გამოვაცხოთ.

ზემოდან ლიმონის ცედრასთან ერთად დაფქული შაქრის პურდა მოვაყაროთ და ვისიამოვნოთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
Schwarzwalder Kirschtorte
ცომისთვის:
1/5 ფილა შავი შოკოლადი
4 კვერცხი
4 ს/კ ცხელი წყალი
150 გ. შაქარი
1 პაკეტი ვანილი
75 გ. ფქვილი
75 გ. წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი
2 არასავსე ჩ/კ ბაქპულვერი

შიგთავსი:
1,5 კგ. ალუბალი
250 გ. შაქარი
3 ს/კ ე.წ. "ვიშნოვკა"
30 გ. წმინდად დაფქული სიმინდის ფქვილი

2 შიგთავსი :
1/2 ლ. გათქვეფილი ნაღები
15 გ. ჟელატინი
5 ს/კ "ვიშნოვკა"
150 გ. შაქრის პუდრა

მოსართავად:
1/2 შავი შოკოლადი
16 ალუბალი

შოკოლადი გავადნოთ.
გავთქვიფოთ ცილა.
კვერცხის გული ავურიოთ ცხელ წყალთან, ვანილთან და შაქართან ერთად, დავუმატოთ გამდნარი შოკოლადი, ნელა ავურიოთ გათქვეფილი ცილა, დავუმატოთ ერთმანეთში არეული ფქვილი, სიმინდის ფქვილი და ბაქპულვერი.
გაზქურა გავაცხელოთ დაბალ შაშუალოზე დაბალ ტემპერატურაზე.
ტორტის ფორმას ჩავუფინოთ ცხიმწასმული ქაღალდი მხოლოდ ძირზე, ჩავდოთ ცომი და დაახლოებით30-40 წუთი ვაცხოთ.
რომ გამოცხვება, გავაციოთ და სამ ტოლ ნაწილად გავჭრათ.

ალუბალს გავაცალოთ კურკა, მსუბუქად დავშაქროთ და დავდგათ. წვენს რომ გაუშვებს, წვენი ამოვიღოთ, დავუმატოთ "ვიშნოვკა", სიმინდის ფქვილი და წამოვადუღოთ, შემდეგ ალუბლები ჩავყაროთ შიგნით, გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაციოთ.

ჟელატინი დავალბოთ.
ნაღები კარგად გავთქვიფოთ.
შაქრის პუდრა და "ვიშნოვკა" ავურიოთ.
ჟელატინი წამოვადუღოთ და წვრილი ნაკადით ნაღებს შევათქვიფოთ, შემდეგ მაცივარში შევდგათ, სანამ ნაღები არ შესქელდება კარგად.

დავნამოთ ბისკვიტის პირველიფენა, დავაწყოთ ალუბლები, დავადოთ კრემი, ზემოდან დავადოთ მეორე ფენა და ასე გავაგრძელოთ...
გარშემო ტორტს წავუსვათ კრემი, მოვრთათ ალუბლებით და შავი შოკოლადით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდით ტელმანს დესპანის შეფ-მზარეულის წოდება მივანიჭოთ. ეს ერთი, და მეორე: ვინმემ ხომ არ იცით ტოლმა როგორ გავაკეთო? რა ვიყიდო და როგორ გავაკეთო ისე,რომ ძალიან-ძალიან გემრიელი გამოვიდეს?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
telmani-გერმანიაში ხაარ ? მეც აქა ვარ =sher= . გერმანულ სამზარეულოზე რატომ არაფერს წერ თუმცა არცაა გასაკვირი მაინცდამაინც დიდი არაფერი აქვთ schnizelis და kesekuchen ის გარდა :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
ტელმან, რა არის დაფქვილი ტკბილი საფანელი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მგონია ეს აღმოსავლური ხილია, ხალხო ეს ყველაფერი ჩემი რეცეპტები არ არის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კომბოსტოს ფოთლის ტოლმა
500 გრ საქონლის ან ცხვრის ხორცი, 200 გრ თავი ხახვი, 800 გრ კომბოსტო, 1/4 ჭიქა ბრინჯი, 1 კგ პომიდორი (ან 1 ჭიქა ტომატ-პიურე), ქინძი, ოხრახუში, პილპილი და მარილი - გემოვნებით.
ხორცი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ხახვთან და მწვანილთან ერთად. დავამატოთ გადარჩეული და გარეცხილი ბრინჯი, პილპილი, მარილი, ცოტა წყალი და კარგად გადავურიოთ.
თავი კომბოსტო ჩავდოთ მდუღარე წყალში, გავაჩეროთ 5-10 წუთი, ფოთლები დავაცალკევოთ, მოვაჭრათ მაგარი ნაწილი, ზედ დავდოთ ხორცის ფარში და შევახვიოთ. ქვაბის ძირში დავალაგოთ კომბოსტოს მორჩენილი ფოთლები, ზემოდან დავალაგოთ გამზადებული ტოლმები ფენა-ფენა. პომიდორი გავფცქვნათ, დავჭრათ პატარა ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და დავასხათ ზემოდან ტოლმას (შეიძლება გამოვიყენოთ წყალში გახსნილი ტომატ-პიურე) ისე, რომ ტოლმა დაიფაროს. ტოლმას ზემოდან დავადოთ თეფში, დავახუროთ სახურავი, შემოვდგათ ნელ ცეცხლზე და ვხარშოთ მზადყოფნამდე (1,5 საათი).
მზა კერძი გადავიტანოთ შესაფერის ჭურჭელში და მაგიდასთან მივიტანოთ ცხელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined25 Sep 2008
Posts328
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე ტელმან,ჩემი და ჩემი დის მადლი მოისხი ახლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
LIAKO2008-ს და ყველა ხინკლის მოყვარულ და მონატრებულ ქართველს, ჩემებურად გაკეთებული ხინკლის "რეცეპტი"./ცოტა ხელი შემეშლება აბზაცების გამო, მაგრამ მაინც გაგახარებთ/
სხვადასხვანაირადაც ვიცი, მაგრამ ეხლა ამას დაგიწერთ.
თანაბარი რაოდენობით, საქონლის და ღორის გატარებული ხორცი, თითო კოლო ორივე "კატეგორიიდან", გააქვთ უკვე ორი კილო ხორცის მასა, რომელსაც "ქვეყანა რამე-რუმეებს" დაგამატებინებთ.
მე, წითელ ხახვს ვამჯობინებ, 2 ცალი საშუალო ზომისა და 4-5 კბილი ნიორი, ნამეტანი უხდება მაგ ხორცის რაოდენობას. ამასთანავე ნახევარ-ნახევარი კონა, ქინძი და ოხრახუში/"პეტრუშკა"/. ეს ყველაფერი, უკეთესი იქნება, რა ჰქვია ამ "მანქანას" სახელს ვერ ვიხსენებ, მოკლედ ერთად ნაკუც-ნაკუწ აქციეთ. იცით რასაც ვგულისხმობ. გადაურიეთ ხორცში, არ დაიზაროთ მორევა სჭირდება. ვამატებ ხოლმე უცხო სუნელსაც, დაახლოებით სამი თითით რამდენსაც ამოვიღებ, ორჯერ მოვაყრი ხოლმე, უმატებ ძირასაც,/ აქ ამერიკაში ვინც ხართ, ძირა არის CINNAMON, ყველგან იყიდება/, რაც უფრო მეტად გადაზელთ ერთმანეთში უკეთესია.
ეხლა მთლად მთავარი: ხინკალი წვნიანი თუ არ არის, მე მაგას "პერაშკს" ვეძახი. გავხადოთ წვნიანი. იმ რაოდენობას, რომელიც მოგიგროვდათ, თავისუფლად შეგიძლიათ დაასხათ, დაახლოებით 2 ლიტრი წყალი, თანადროულად ურიეთ ნაზავი, როცა შეატყობთ წყალი შეისრუტა ფარშმა და ფაფას დაემსგავსა, შესდექით ქართველნო და მარილზეც იფიქრეთ. მარილი გემოვნებით შეაზავეთ, მწეველებს და ყავის მსმელებს გირჩევთ, სხვას გაასინჯოთ სიმლაშე.
ეხლა, გააქვთ დრო ამოისუნთქოთ.
გადაანაწილეთ ეს ნაზავი რამოდენიმე პატარა ქვაბში და დურთეთ საყინულეში. დიახაც საყინულეში. /მერე გეტყვით რატომ/
სულ რაღაც 5 წუთში ცომის მოზელვა უნდა დაიწყოთ.
წადით გააბოლეთ, ყავა დალიეთ, დაქალს არ დაურეკოთ, თორემ ვიცი თქვენი "5" წუთი მე.
მოხვედით?
ეხლა დიდი შრომა მოგიწევთ.
მაგ ფარშისგან დაახლოებით 120-130 ცალი უნდა გამოგივიდეთ, ეს თქვენთვის თუ აკეთებთ, თუ ვიღაცეებისთვის/ჩაცეცხლონ და წაეთრენო, მაშინ 160-ზე მეტსაც მოახერხებთ./

დაახლოებით 2 კილო ფქვილი, თბილ წყალში მოზილეთ, არავითარი კვერცხი და წებო კიდევ.
მარილიც უქენით ცომს.
დიდხანს უნდა ზილოთ, მანამ სანამ? არ გამაგრდება ცომი, ანუ თითს რომ დააჭერთ, ცომმა უკან უნდა ამოიწიოს "დაჭერილზე".
დაახლოებით 50-ჯერ მოგიწევთ გაბრტყელებულის, ისევ გადაბრტყელება.
უმჯობესია სამად გაყოთ და ისე უფრო გაგიადვილდებათ ფირფიტების გასწორება.
გაქვთ უკვე პირველი ფირფიტა, რომელიც კაი მოზრდილი ლავაშის ხელაა, აიღეთ ჭიქა/სასურველია პლასტმასის იყვეს, არ გატყდება დაჭერისას და მეც შარში არ გავეხვევი თქვენთან ერთად./
მიყევით და დაჭერით ცომი პატარა რგოლებათ. დაახლოებით 35 გამოგივათ, ერთი 20-ლიტრიანი ქვაბისთვის საკმარისია.
დამხმარე გჭირდებათ აუცილებლად, ვინც ამ რგოლების გაბრტყელებას დაიწყებს, დაახლოებით DVD დისკის ზომაზე/შედარება არის უნიკალური და გთხოვთ არ დამიკარგოთ/
ამასობაში, წყლით ნახევრად გავსებული ქვაბი, აუცილებლად სწრაფ ცეცხლზე უნდა შემოდგათ, იქაც
მარილის ჩაყრა მოგიწევთ.
ჰო, ვიცი, გასვლა გინდათ, მოასწრებთ თითო გაბოლებას კიდევ.
უკვე, ლუდის ბოთლსაც გავხსნიდი, თქვენს ადგილზე, რომ ვიყვე.

მზად გვაქვს სიფრიფანა ცომის ნაჭრები.
დავიწყოთ შეხვევა.
რა ადვილია არა, შეხვევა?
დიახთც=lol= ადვილია.
მარცხენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითით, მარჯვენა ხელის იგივე თითებიდან მოწოდებულ ცომის წიბოებს, გამალებით ვასრისავთ ერთმანეთზე.
მერე ისე გავარჯიშდებით, 10-დან 9-ას, 19 ნაოჭიანს გააკეთებთ.
წყალი დუღს უკვე, წავედით ჩავყაროთ.
კუჭის მხარე, ხელისგულზე დავიდოთ და ისე გაუშვათ მდუღარეში, ვეცადოთ ერთ ადგილზე არ მოვაგროვოთ ყველა. ჩაყრა და ქვაბის შემოტრიალება რამოდენიმეჯერ აუცილებელია, ამასთანავე ციცხვით/ხის გრძელი კოვზით/ თუ ისარგებლებთ მოსარევად, უკეთესი იქნება, ნაკლებად დააზიანებთ. მოგიწევთ ქვაბთან ყოფნა, მალ-მალე მორევა სჭირდება, ერთმანეთს და ძირს, რომ არ დაეკრონ.
სულ რაღაც 3-4 წუთში დაიწყებენ ჩვენი ხინკლები ზედაპირზე ამოსვლას თავდაყირა, დააცადეთ დაახლოებით 2 წუთი და მერე ამოკრიფეთ ქაფქირით.
მაცივარში ფარშის შენახვამ, უამრავი დრო დამიზოგა, შეხვევისას-ფარში იყო შეკრული, აღარ ვწვალობდი და ხინკალიც წვნიანი გამოვიდა.

ხინკალისათვის, ლუდზე და ჩვენს ჭაჭაზე საუკეთესო მისაყოლებელს, მე სხვა ვერაფერს შემოგთავაზებთ .

ალალი იყვეს, ეს დახარჯული დრო, რომელიც მე ამის დაწერას მოვანდომე, ყველა ქართველისთვის, ვინც ამას წაიკითხავს.
ეს ყველაფერი, ჩემით ვისწავლე, უამრავი "ექსპერიმენტების" შემდეგ, გავხდი ხინკლის კეთების "პროფესიონალი", იმიტომ რომ ხინკლის გარეშე ვეღარ ვსუნთქავდი.

შეგარგოთ ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
=haa=
არ ვიცი ,როდის მოვიცლი ხინკლის გასაკეთებლად .მაგრამ , გარანტირებული გაქვს არ დამავიწყდები არასოდეს:side:

დიდხანს იცოცხლე შენ ოჯახთან ერთად .

ღმერთმა ქნას ,შეგვახვედროს ერთმანეთს ბედნიერ საქართველოში.

მადლობთ და გკოცნი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ამდენი ხინკლის მომზადებისატვის დამსახურებული შექება (კარმა)ჩემო კარგო)

ესეც გამოდგება

სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქვაბში ავადუღოთ წყალი, ჩავყაროთ შიგ გარჩეული, კარგად გარეცხილი პრასი და მოვხარშოთ, მერე გადავწუროთ, გავაცივოთ და ხელით კარგად გავწუროთ. დავნაყოთ წიწაკა, ნიგოზი, ნიორი, მარილი, ყვითელი ყვავილი, სუნელი, ქინძი. გამოვხადოთ ზეთი და ცალკე ჭურჭელში ჩავასხათ. დანაყილი მასალა გავხსნათ ძმარში (შეიძლება ცოტა წყალი დავუმატოთ, რომ ნიგვზის მასა სქელი არაჟნის სისქის იყოს) და შიგ სათითაოდ ამოვავლოთ პრასი, შემდეგ კი დავახვიოთ კონად და ჩიტის ბუდის ფორმა მივცეთ, დავაწყოთ თეფშზე, ბუდეში ჩავაწყოთ ბროწეულის მარცვლები და მოვასხათ გამოხდილი ზეთი.

მასალა:
პრასი – 1 კილოგრამი
ნიგოზი – 2 ჩაის ჭიქა
ნიორი – 2–3 კბილი
ბროწეული – 1 ცალი
სუნლი, ყვითელი ყვავილი, ქინძი, წიწაკა, მარილი – გმოვნებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
უფ უფ კარგიააააააა=ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
E L C H I - ისე გულიანადააა დაწერილი ვკითხულობდი და სუნი ცხვირში მიღუტუნებდა :)

გაიხარე ესეთი კარგი ადამიანი რომ ხარ ,გეტყობა რასაც აკეთებ ყველაფრს ესე გულიანად აკეთებ

ღმერთი იყოს შეთან ,ჩვენ კი იმედია კიდევ გვექნება პატივი შენი არაჩვეულებრივი რეცეპტების კითხვით დავტკბეთ .:) :) :) :) :) :) :) :) :) :) :) =sher=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 190 posts ] 
საყვარელი კერძი და მისი მომზადების ჩემეული რეცეპტი
დესპანი