ჩემო კარგებო (მართლა ძალიან კარგი გაგებით)! შევეცდები ყველას თანამიმდევრულად გაგცეთ პასუხები1
ფიცხელას - ლევანის თვალებში ჩაიხედეთ? ასეთი მეტყველი და ჭკვიანი თვალები გინახავთ სადმე? თან სადღაც სიღრმეში სევდაც რომ ურევია? ჩვენს ბავშვებს სხვანაირი კარგი თვალები აქვთ, ფერეიდნელ ბავშვებს კი სულ სხვანაირი... მინდოდა მისი თვალები ცალკე გადამეღო, მაგრამ მერე გადავიფიქრე... ისე სახელები ძალიან მომეწონა, ვიფიქრებ, თუ წკუაში დამიჯდა, შეიძლება წარწერაც გავუკეთო

თვითოეული სურათის დახასიათებაც გეგმაში მქონდა, მაგრამ მერე ნამეტანი ბავშვობად მომეჩვენა, ჯერ მარტო ის რად ღირდა მე და ძროხა ერთ ვაშლს რომ ვჭამდით... მერე ამოვიღე, მაგრამ ლევანის კატების ამბავი დავტოვე მხოლოდ...
ელჩს!
შენი წერილი არ მიმიღია, ასე რომ იქნებ მაინც ე-მაილზე გესინჯა? ტელეფონი ჩართული მაქვს დილის 9-დან საღამოს 9-მდე, მაგრამ მაინც წერილი მირჩევია... კარგია რომ გამოჯანმრთელდი! შემეხმიანე...
ტელმანის!
მე არც კი მიკვირს აქამდე ჩამოსული ფერეიდნელები ისევ უკან რომ გარბიან... ჯერ ერთი მართლაც საშინელ პირობებში უხდებათ აქ ცხოვრება... ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, ყველამ კარგად ვიცით... იქ მათ არაფერი არ აკლიათ, მხოლოდ სამშობლოს ნოსტალგია ახრჩობთ, მაგრამ აქ რომ ჩამოვლენ და მეზობელი "თათარს" დაუძახებს - ეს მათთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა... საგარეჯოდანაც ბევრი წავიდა, თბილისიდანაც... ერთი ოჯახი რატომ წავიდა იცით? მეზობლები მასხარად იგდებდნენ, რადგან ისევ ფეხმორთხმით ჭამდნენ საჭმელს (რას იზამ, 4 საუკუნე ასე იყვნენ მიჩვეულები) როცა დაუძახეს "თათრები" ხართო, ავეჯი დაამტვრიეს სიმწრისაგან და უკან დაბრუნდნენ, ირანში "გურჯობა" გვირჩევია აქ "თათრობასო"...