↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა გუგუა!....................................................................
როგორა ხარ? დიდი ხანია არ "მინახიხარ".................................................
კარგი დრო გაგიტარებიათ, გიორგობას ,საგარეჯოში. შესანიშნავი სურათები გადაგიღიათ. რომ "დაგეხასიათებინა" თითო სიტყვით, უფრო კარგი ბიჭი იქნებოდი...........................
ყველაზე მეტად მე და ჩემს ქალიშვილს(8 წლის ნანა )"საგარეჯოს ფერეიდნელი" ლევანის სურათი მოგვეწონა. ამ სურათს ორი სახელი დავარქვით: 1) ჩემს საგარეჯოს ვაზთან ვეღარავინ დამაშორებს ; და 2)შაჰ-აბასზე გამარჯვებული, 13 წლის დიდი ქართველი, ლევან ასლანიშვილი................პატივისცემით,ჩემს ფერეიდნელებზე უზომოდ შეყვარებული და შენი საქმის თაყვანისმცემელი, ნანა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,ბოლო მონაცემებით, ელჩი ცუდად იყო და მისივე სიტყვებით,რომ ვთქვა: "სულ განსხვავებულებით ასმევდნენ წამლებს". იმედია მალე გამოჯანმრთელდება და გამოვა ასპარეზზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ფიცხელა და გუგუა.
ფიცხელ,ეხლა არა მიშავს, ცოტა კარგად ვგრძნობ თავს.
გუგუა-მივიღე თუ არა შენი წერილი, მაშინვე დაგიწერე ჩემი სახელიც და გვარიც.
მოვნახე შენი მოწერილი ძველი წერილები და შენი ტელეფონიც ვიპოვე, ვეცდები დღეს დაგირეკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გურჯაანში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველებმა სახლები დატოვეს
რადიო ``კომერსანტი``, FM 98,4

მათ რთულ სოციალურ–ეკონომიკურ პირობებს ვერ გაუძლეს

გაუსაძლისი სოციალ–ეკონომიკური პირობების გამო გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში მცხოვრებმა ფერეიდნელმა ქართველებმა სახლები დატოვეს და ირანის ისლამურ რესპუბლიკაში დაბრუნდნენ.

``ირანში ცხოვრების უკეთესი პირობებია, აქ ცხოვრება კი ძალიან ჭირს. სახელმწიფო საერთოდ არ გვეხმარება, ხშირად კვების პრობლემაც კი გვაქვს``-აცხადებს ერთ–ერთი ფერეიდნელი ახმად ბათავანი.

როგორც რადიო ``კომერსანტს`` კახეთის საინფორმაციო ცენტრიდან აცნობეს, ამჟამად სოფელ ახაშენში, ფერეიდნელთა 3 ოჯახიღა შემორჩა და მათაც მძიმე სოციალურ–ეკონომიკურ პირობებში უწევთ ცხოვრება.

ოფიციალური ინფორმაციით, ახაშენში ფერეიდნელი ქართველები 1972 წელს ჩამოსახლდნენ. მაშინ ფერეიდანიდან ქართველები გურჯაანის რაიონის სოფელ შაშიანშიც ჩამოასახლეს, მაგრამ დღეს აღარცერთი არცერთი ოჯახი არ ცხოვრობს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო (მართლა ძალიან კარგი გაგებით)! შევეცდები ყველას თანამიმდევრულად გაგცეთ პასუხები1

ფიცხელას - ლევანის თვალებში ჩაიხედეთ? ასეთი მეტყველი და ჭკვიანი თვალები გინახავთ სადმე? თან სადღაც სიღრმეში სევდაც რომ ურევია? ჩვენს ბავშვებს სხვანაირი კარგი თვალები აქვთ, ფერეიდნელ ბავშვებს კი სულ სხვანაირი... მინდოდა მისი თვალები ცალკე გადამეღო, მაგრამ მერე გადავიფიქრე... ისე სახელები ძალიან მომეწონა, ვიფიქრებ, თუ წკუაში დამიჯდა, შეიძლება წარწერაც გავუკეთო :)

თვითოეული სურათის დახასიათებაც გეგმაში მქონდა, მაგრამ მერე ნამეტანი ბავშვობად მომეჩვენა, ჯერ მარტო ის რად ღირდა მე და ძროხა ერთ ვაშლს რომ ვჭამდით... მერე ამოვიღე, მაგრამ ლევანის კატების ამბავი დავტოვე მხოლოდ...

ელჩს!
შენი წერილი არ მიმიღია, ასე რომ იქნებ მაინც ე-მაილზე გესინჯა? ტელეფონი ჩართული მაქვს დილის 9-დან საღამოს 9-მდე, მაგრამ მაინც წერილი მირჩევია... კარგია რომ გამოჯანმრთელდი! შემეხმიანე...

ტელმანის!
მე არც კი მიკვირს აქამდე ჩამოსული ფერეიდნელები ისევ უკან რომ გარბიან... ჯერ ერთი მართლაც საშინელ პირობებში უხდებათ აქ ცხოვრება... ჩვენ როგორ ვცხოვრობთ, ყველამ კარგად ვიცით... იქ მათ არაფერი არ აკლიათ, მხოლოდ სამშობლოს ნოსტალგია ახრჩობთ, მაგრამ აქ რომ ჩამოვლენ და მეზობელი "თათარს" დაუძახებს - ეს მათთვის ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა... საგარეჯოდანაც ბევრი წავიდა, თბილისიდანაც... ერთი ოჯახი რატომ წავიდა იცით? მეზობლები მასხარად იგდებდნენ, რადგან ისევ ფეხმორთხმით ჭამდნენ საჭმელს (რას იზამ, 4 საუკუნე ასე იყვნენ მიჩვეულები) როცა დაუძახეს "თათრები" ხართო, ავეჯი დაამტვრიეს სიმწრისაგან და უკან დაბრუნდნენ, ირანში "გურჯობა" გვირჩევია აქ "თათრობასო"...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა გამარჯობა ,მართალი ხარ ზოგირთი ქართველი მართლაც ამპარტავანი და გაუტანელია
ნეტა რა აქვთ ფერეიდანელ ქართველებს დასაცინი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგო! წეღან ერთი ამბავი დამავიწყდა: აფხაზეთის ომის პერიოდში ერთი ქალი ჩიოდა, ჩვენი ქართველი ჯარისკაცები მტერზე უარესად იქცევიან, ერთადერთი ღოლი მომიკლეს, კი არ შეჭამეს, უბრალოდ მოკლესო... მართალია, ცუდად მოიქცნენ, ვინც იყო, მაგრამ მერე გაირკვა, რომ იმ ღორს მკვდარი ჯარისკაცი დაუფლეთია... იმ რადიომ მარტო ფაქტი რომ თქვა, მიზეზს არავინ არ ჩაღრმავებია? და ერთი კიდევ, ჩემივე საიტიდან მოვიყვან ერთ წერილს: გამარჯობათ ბატონო გიორგი! ძალიან გამიხარდა რომ მივიღე თქვენი წერილი: ჩვენი ოჯახი ჩამოასახლეს 1979 წელს და დაასახლეს გურჯაანის რაიონ სოფელ ახაშენში. მამაჩემი ირანში შეძლებული ადამიანი გახლდათ, შეიძლება ითქვას, რომ იმ პერიოდში საქართველოში ჩამოსახლებული ფერეიდნელთაგან ყველაზე შეძლებული. ირანში ჰქონდა რესტორნები, რომლებიც მომენტალურად გაყიდა. საბჭოთა მთავრობამ მისცა უფლება თავისი ქონებით შეეძინა სხვადასხვა საქონელი ( მატერია, ოქროულობა) და ჩამოეტანა საქართველოში. ეს ყოველივე არ დარჩათ ყურადღების მიღმა შავი სამყაროს წარმომადგენლებს და მიზანში ამოიღეს უშანგი აბრამიშვილის ოჯახი. ერთ დღეს აიღეს დანები და თავს დაგვესხნენ, ეს მოხდა ჩვენი ჩამოსახლებიდან 2 თვის თავზე. ოჯახში ვიყავით 5 მცირეწლოვანი ბავშვი და მშობლები. მამა დაჭრეს, დედა შეშინდა, დაემართა სიმსივნე, 2 წელი იავადმყოფა, დაბრმავდა და გარდაიცვალა. 5 შვილიდან უფროსი რეზო (რომელიც ამჟამად ირანის ქალაქ ხონსარში მთავარი ექიმია) 14 წლის გახლდათ, ხოლო უმცროსი, ანა – 3 წლის.
ჩვენს აღსაზრდელად მამამ კახელი ქალი მოიყვანა, რომლისგანაც ერთი და ნინო შეგვეძინა. ჩვენი ოჯახი თბილისში გადმოსახლდა, მაგრამ უბედურება ამით არ დასრულებულა. დაახლოებით 5-ჯერ დაგვესხნენ თავს ჯაბა იოსელიანის გველის წიწილები (მხედრიონელები). ოჯახი დაიღალა და დედინაცვალთან და 5 ბავშვთან ერთად ირანში ქალაქ ისპაჰანში გადასახლდა. მე მარტო დავრჩი საქართველოში, დავამთავრე ტექნიკური უნივერსიტეტი, მოვიყვანე ზესტაფონელი ქალი, მყავს 2 შვილი, ვცხოვრობ თბილისში. ბოდიშით, თავი მოგაწყინეთ! პატივისცემით, ალიკო აბრამიშვილი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნაძირალა მხედრიონელები.ფუი მათ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"საგარეჯოდანაც ბევრი წავიდა, თბილისიდანაც... ერთი ოჯახი რატომ წავიდა იცით? მეზობლები მასხარად იგდებდნენ, რადგან ისევ ფეხმორთხმით ჭამდნენ საჭმელს . როცა დაუძახეს "თათრები" ხართო, ავეჯი დაამტვრიეს სიმწრისაგან და უკან დაბრუნდნენ, ირანში "გურჯობა" გვირჩევია აქ "თათრობასო"....................................................................

გუგუა, ამას შენ რომ არ წერდე, სხვას არავის არ დავუჯერებდი................რა ჰქვია გუგუა ახლა ამას, მომკალი და ვერ მოვუძებნე სახელი ამ ავკაცობას. ვითომ სტუმართმოყვარე ერი ვართო. ვითომ , კაცმა, რომ გვკითხოს თბილებიც ვართ, გულისხმიერებიც, თითქოს არც არაფერი გვეშლება ურთიერთობებში. ასე როგორ დავჩიავდით ხალხო, რა გვჭირს აღარ მეტყვით?!
ასე ვინ გადაგვაჯიშა, ვინ ჩადგა ჩვენს ცოდვაში...................................
ძმა და ოჯახის წევრი ვერ გვიცვნია, გადამთიელისთვის კი, ჩვენი კარი ფართოდ არის ღია.
400 წლის ოცნებას რა უყონ, თორემ იქნებ ჯობდეს კიდეც , თავიანთი სახატედ წარმოდგეილი სამშობლო, ასე დაკნინებულ გასაცოდავებული არც კი ენახათ და გული არ გასცრუებოდათ.
მაგრამ ,მადლობა ღმერთს, იმ უგვანო, ქართველობა დაკარგული , "მეზობლების" შორი-ახლოს, ჩვენც ვიმყოფებით,ვისაც ფერეიდნელობა დიდ ღირსებად მიაჩნია . ......................
მე იმ არა კაცების მაგივრად ბოდიშს, ვერ მოვიხდი,ეს მათთვის დიდი პატივი იქნებოდა.....ისინი საქართველოში მცხოვრები ქართველებისთვისაც არანაკლები არაკაცობის გამკეთებლები იქნებოდნენ.
მე საქართველოს სახელით მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ქართველებს, რომელთაც მარტო თავიანთი ოცნება კი არა, 4 საუკუნის თაობების სანუკვარი ოცება, უიმედოდ ჩაეფერფლათ. რომელთათვისაც , საქართველოში ერთი მუჭა მიწა არ არმოჩნდა თავისუფალი, სადაც ბებერი დედა, თავის შვილებს გულში ჩაიკრავდა და ეტყოდა : "კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება შვილებო, უკვე 400 წელია გელით"-ო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,ფიცხელ,ტელმან----ვერაფერი შვება მოვუნახე ჩემს ისედაც დამძიმებულ გულს,ცრემლების მეტი. =cry= =cry= =cry= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ღმერთო, რა დაუნდობლები არიან ადამიანები:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო, ძვირფასო. რაც მე აქ დღეს ცრემლი ვღვარე... ჩემმა შვილმა სულ გერმანულად აპროტესტა.ასე მაშინ შვრება, თუ უნდა,რომ ძალიან მკაცრი იყოს. :(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სად ნახეტ ის სურატები?:huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ფიცხელ, უარესსაც გეტყვი, ძმები რომ იყვნენ ფეხით ჩამოსულები: არია და შაჰინი, გეხსომება - დიდი შეხვედრა მოუწყეს და ეკუთვნოდაც კიდეც, ამხელა მანზილი ფეხით გამოიარეს, რაც მათმა წინაპრებმა აქედან იქით გაიარეს, მათ იქიდან აქეთ გამოიარეს! აი, ვაჟკაცობა და მამაცობა! ერთმა თბილისელმა ქართველმა რა გააკეთა იცი? არიას "დაუმეგობრდა", მერე ირანიდან 1-2 რაღაც გამოაგზავნინა, თანხა გადაუხადა, ასე თუ ისე ნდობა მოიპოვა, მერე კი 20 000 ევროს ღირებული პროდუქტი გამოაგზავნინა "ლიპა" პიროვნებაზე და მერე კი დ ა ე მ ა ლ ა!!! არია 2-3 თვეა თბილისშია, ეძებს, ეძებს, მაგრამ ვერ პოულობს, პოლიციაც ჩაერია, მაგრამ იქ უკვე სხვა პრობლემები შეუქმნეს, თქმისაც კი მრცხვენია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სირცხვილი მაგ ვაი ქართველებს ,არ მიკვირს სახელი რომ გატეხილი გვაქვს .ერთი ორი არაკაცი
ბღალავს ერის სახელს ,ამნაირებს ვიცი რა უნდა უქნა,მაგრამ ხმამაღლა ვერ ვიტყვი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი