შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ეს ორი დღეა მზის მოლოდინში მთებს მოეძალა ფერები ქარის , სახლის კიბეზე სულ უბოდიშოდ ბოშა ქალივით ჩამოჯდა ქარი . ფერად ფოღლებში ურევდა ხელებს უძინარი და გზებზე ნათრევი , და შემოდგომის ავდრიან დღეებს მარჩიელობდა ფოთლის კარტებით.
ვიცი,წრფელია შენი ცრემლები, არ ვენდობოდი მე მხოლოდ ღიმილს; მოგონებებით იღლება გზები და ალუბლებში აპრილი ტირის... ვიცი,მაგ ცრემლსაც მე დამაბრალებ, რომ ის ღიმილიც ჩემი ბრალია, რომ შენი გულიც ეწადა ალერსს და ოცნებები დარდმა დალია... რომ ბეწვის ხიდთან დაგტოვე მარტო, ბედს რომ ერთხელაც არ შეედავე; შენ რომ ვარდების სურნელი გათრობს და ვარდებს სხვებიც შემოგბედავენ... და რაკი სევდა ვერც შენ წაშალე, რაკი ძნელია თვალების დახრა, ვიცი,არც შენ ხარ მთლად და,ნაშავე, ვიცი აპრილიც წრფელია ახლა
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები, შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს, რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,
მაშინ გკითხავენ - “ის მშვენება სად გადამალე, საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?” იტყვი - “თვალების სიღრმეებში დავასამარე!...” და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.
შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება, თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი, მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება, იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა, შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო, და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა, მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.
მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი, მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი, რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.
ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები, ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა, ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება, ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია; ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.
შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს, არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები; ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს, როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.
არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს, არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე – და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის – ნეტავი იმას, ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება, რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას, ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.
და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა
და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი, ხალიანი ტუჩი,მკლავი ანაცერი, მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი, ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური. თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით და შინ ვბრუნდებოდი როგორც გალახული, თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული. ზღვა ღელავდა,თრთოდა,ტალღებს შლიდა მწვანედ, გახველ ნაპირზე და ღელვა გაიტანე, განა ბევრი მინდა?ჰოი დავიქანცე,ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე, მოვდიოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე თითებს დავაწყობდი,როგორც სალამურზე.
მარეკები შლიდნენ ბანაკს,ქარი ჩამიჩუმით ქროდა, ვიცექ,რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა. თითქო ურო დამკრეს თავში,თითქო პაპაჩემი ცხონდა -, ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა. სუნი ქონდა არა დალის,ლალის,- ცისფრის,ანუ თეთრის -,სუნი - საზოადოდ ქალის,სუნი საზოგადოდ მდედრის.ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს,- შენ მაცოცხლო ვინძლო,სანამ ვიცნო ეს სურნელი,სანამ ეს სურნელი ვიგრძნო. მ.ლებანიძე