↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
leilataba ესეიგი გამოდის მეორე მე გყევარ ეხლა =lol= :) :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
აქ ყვავილებიც მოიპოვება,

ეს გრძნობა ცაზე უმაღლესია.

ჩემი ცხოვრება არის პოემა,

ჩემი ცხოვრება მხოლოდ ლექსია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეს ორი დღეა მზის მოლოდინში
მთებს მოეძალა ფერები ქარის ,
სახლის კიბეზე სულ უბოდიშოდ
ბოშა ქალივით ჩამოჯდა ქარი .
ფერად ფოღლებში ურევდა ხელებს
უძინარი და გზებზე ნათრევი ,
და შემოდგომის ავდრიან დღეებს
მარჩიელობდა ფოთლის კარტებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
=dok

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ვიცი,წრფელია შენი ცრემლები,
არ ვენდობოდი მე მხოლოდ ღიმილს;
მოგონებებით იღლება გზები
და ალუბლებში აპრილი ტირის...
ვიცი,მაგ ცრემლსაც მე დამაბრალებ,
რომ ის ღიმილიც ჩემი ბრალია,
რომ შენი გულიც ეწადა ალერსს
და ოცნებები დარდმა დალია...
რომ ბეწვის ხიდთან დაგტოვე მარტო,
ბედს რომ ერთხელაც არ შეედავე;
შენ რომ ვარდების სურნელი გათრობს
და ვარდებს სხვებიც შემოგბედავენ...
და რაკი სევდა ვერც შენ წაშალე,
რაკი ძნელია თვალების დახრა,
ვიცი,არც შენ ხარ მთლად და,ნაშავე,
ვიცი აპრილიც წრფელია ახლა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,
შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,
რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები
და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,

მაშინ გკითხავენ - “ის მშვენება სად გადამალე,
საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?”
იტყვი - “თვალების სიღრმეებში დავასამარე!...”
და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.

შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,
თქმა რომ შეგეძლოს – “ეს არსება შვილია ჩემი,
მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,
იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენმა სიკეთემ მონობის ხვედრს რაც მაზიარა,
შენთვისღა ვცოცხლობ, სიყვარულის დიდო ბატონო,
და ამ წერილშიც შენს გულისთქმას, სიბრძნით კი არა,
მსურს ღირსეული მოკრძალებით დავეპატრონო.

მინდა დიდ პატივს მოვადევნო თხოვნა მცირედი,
მსურს მოციქულად გამოგზავნილ შიშველ სტრიქონებს
შენ მოევლინო მფარველად და მქონდეს იმედი,
რომ ტრფობის სამოსს დრო მათთვისაც გამოიგონებს.

ან ეგებ გავხდე ვარსკვლავეთის სამოწყალო და
ეგებ განგებამ განმარიდოს ავი ზრახვები,
ეგებ ჩემს ღატაკ სიყვარულსაც დახვდეს წყალობა,
ბედნიერებით მოსილი რომ დაგენახვები...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
შენს მონობაში ისე გადის ჩემი ცხოვრება,
ვერ გამიგია – წამია თუ წელიწადია;
ჩემი სიცოცხლე შენს ერთ ღიმილს ემათხოვრება
და სხვა სიკეთე მე ამქვეყნად აღარ მწადია.

შენს მოლოდინში არ შევყურებ საათის ისრებს,
არ ბობოქრობენ უსაშველოდ ჩემში გრძნობები;
ჩემს ბაგეთაგან ჩივილსაც კი არავინ ისმენს,
როცა შეხვედრის დაუთქმელად მემშვიდობები.

არ შემოგცქერი ეჭვის თვალით ლაღსა და მღიმარს,
არ გითვალთვალებ – სად იყავ და ვისთან იარე –
და, საწყალ მონას, ესღა მეთქმის – ნეტავი იმას,
ვისთანაც ყოფნა შენს საამოდ გაიზიარე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
ყველაფრით დაღლილს, მენატრება სიკვდილით შვება,
რადგან შევყურებ სამათხოვროდ შობილ თაობას,
ჭეშმარიტ რწმენას რადგან არყევს ცოდვილთა ნება
და სრულქმნილება დარქმევია არარაობას.

და იყიდება ოქრო-ვერცხლზე კაცის ღირსება
და მოიღერა ქალწულივით ყელი მეძავმა
და განდიდება მდაბიოთა გახდა თვისება
და ყველა ლაჩარს რაინდობა შემოეძალა

და პირმოთნენი დარბაისელ სიტყვებს ხლართავენ
და ავი კეთილს დაატარებს თავის ნებაზე
და უმეცრები განათლების საქმეს მართავენ
და სულმდაბალნი ბატონობენ შთაგონებაზე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი,მკლავი ანაცერი,
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი,
ტალღებს მიაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი როგორც გალახული,
თითქოს შენს სხეულში მზეა მომწყვდეული
ანდა კანში სკდება მწიფე ბროწეული.
ზღვა ღელავდა,თრთოდა,ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვა გაიტანე,
განა ბევრი მინდა?ჰოი დავიქანცე,ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვდიოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი,როგორც სალამურზე.

შ.ნიშნიანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ცოტა შენი ბრალია,ცოტაც მე ვარ ბრალში,
გაზაფხულიც უეცრად ამომიდგა მხარში,
თითქოს ჩაგიხედია ამეთვისტოს თვალში,
ისე ამომარჩიე ათიათას ქალში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
რისი გეშინია? შენი აჩრდილია, დაგდევს და სურვილი აწვალებს,
შენი კოცნა უნდა? რა გასაკვირია-- მას კოცნა აკვანში ასწავლეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მივდივარ,მომდევს მტკვარი ,სატივე და ანთებული ზეცა ხომლებით,
გული გატკინე და მაპატიე,ტკივილით უფრო გემახსოვრები.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მარეკები შლიდნენ ბანაკს,ქარი ჩამიჩუმით ქროდა,
ვიცექ,რომელიღაც ბალახს უცბად - ქალის სუნი ჰქონდა.
თითქო ურო დამკრეს თავში,თითქო პაპაჩემი ცხონდა -,
ათას სურნელოვან შვავში ბალახს - ქალის სუნი ჰქონდა.
სუნი ქონდა არა დალის,ლალის,- ცისფრის,ანუ თეთრის -,სუნი - საზოადოდ ქალის,სუნი საზოგადოდ მდედრის.ღმერთო! ღმერთო! მე სულ ველი სიკვდილს,- შენ მაცოცხლო ვინძლო,სანამ ვიცნო ეს სურნელი,სანამ ეს სურნელი ვიგრძნო. მ.ლებანიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
უხერხულია შენ გერქვას ცოლი,შენ უნდა ცისფერ ღრუბლებში იწვე,
აჰა დამბაჩა და სველი თოვლი,მე შენს მეუღლეს დუელში ვიწვევ. მ ქვლივიძე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი