↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის
დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე,
იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის...
იმ სიყვარულის მიმღერე რამე!
ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის
ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე!
ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის.
იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე!
დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების,
არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე.
აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების.
მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე!
ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების
და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე,
მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების...
გემუდარები, მიმღერე რამე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ციცი მადლობა ლინკებისთვის.გენიალურია სიტყვის დიდოსტატი და მართლაც რომ აკადემიკოსი გურამ საღარაძე,უნაკლოდ და ერთი ამოსუნთქვით რომ კითხულობს ნებისმიერ ლექსს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
საღარაძე შეუდარებელია ნამდვილად.:huh: :huh:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მოიარე საქართველო,
ჩვენი მთა და ჩვენი ბარი,
ზაფხულობით, როცა ყველგან
იკეტება სკოლის კარი, -

რა სავსეა ჩვენი მხარე,
რას არ ნახავს კაცის თვალი;
ყოველ მხრიდან დაბრუნდები
სილამაზის ეშხით მთვრალი.

აქეთ ტევრი უდაბური,
იქით ჭალა ატეხილი,
მარად თოვლში, მარად ტყეში
კავკასიის მთაგრეხილი.

ბუნებაში ყველგან რაღაც
საიდუმლო გვემალება,
მათი ცოდნა, დაუფლება
ყოველ ჩვენგანს ევალება.

რაც გვასწავლეს წინაპრებმა,
რაც აგვიხსნეს ჩვენთა ძველთა,
რისი ცოდნაც შეუნახავთ
ქვეყანაზე წარსულ წელთა,

შეისწავლე, დაიხსომე,
ვით საყვარელ ლექსის პწკარი...
მოიარე საქართველო,
ჩვენი მთა და ჩვენი ბარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=6Kl0HSEd ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციციიიიიიიიიიიიი=ko= ინებე კარმა გენაცვალე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემი საშობლო საქართველოა,პატარა კუთხე მყოფად სოფელში,კურთხეულია ეს მხარე ღვთისგან
თავის ბუნებით,თავის სურნელით.ჩვენში გასაჭირს უდგას ფესვები,ისტორიულად რომ მოგვდგამს ჟამად,მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია,გაუმკლავდეა თავის ხვედრს კვლავაც.
მალე დადგება დრო სანატრელი როცა კამარა გაცისკროვნდება,ამოისუნთქებს ბებერი ძვლები
და სამოთხისკენ შემობრუნდება.სევ დადგება თამარის ხანა,დავითის ხანა ისევ დადგება,დაისადგურებს
სულში სმშვიდე და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ლექსი ჩემი.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო მუხამბაზო,ჩემო ქალაქურო,ამ ჩემს გულში თქმულო ჩუმად დამალულო.
როგორ მენატრები ქალაქურო ჰანგო,გამოუთქმელ როთმად სულში ჩანავლულო.
მეცოდება ის ვინც ვერა ხვდება ელფერს,ქალაქელი კაცის თვისებებს და წესებს.
ქართველური ჟინი,ქართველური ძარღვი,დაჭიმული სიმი,დაძლეული ღვარძლი,
კონად ჩაკონილი,აწყობილი მძივად,ძმურად შენაფიცი,გადებული ხიდად.
ჩემო საქართველო,ჩემო საფიცარო,ჩუმად, ლოცვად თქმულო ჩემო ნატვრისთვალო.
ლექსი ჩემი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
თუკი კახეთში არ სვი მანავი,
ქართლში ურმული არ გიმღერია,
არ გიტირია სამეგრელოში
ბროწეულები როცა ტირიან.
თუკი რაჭაში არ გყავს ძმაკაცი,
გურიის მთებში თუ არ გივლია,
თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ
ან ამ სვანეთის კლდეთა გენიამ,
ან თბილისელი ქალების ეშხმა
გული შუაზე რომ გადახია,
მაშ გიცხოვრია საქართველოში
და საქართველო არ გინახია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
მედი შესანიშნავი ლექსები გიწერია.მომეწონა ძალიან.:)
ისე თუ არ დაგეზარება,არის აქ თემა დესპანელი პოეტები და იქ დაპოსტე რომ ყველამ გაგიცნოს
როგორც პოეტი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჟამიანობა აღარ მორჩა საქართველოში,ვერაი მტერი კარიბჭესთან ჩასაფრებულა,
მოლოდინშია,რომ დაეცეს ქართველი სულით და მიიტაცოს რაც უფლისგან განთავსებულა.
რა ბრიყვია, ვერ მიმხვდარა ვისთან აქვს საქმე,საუკუნეებნაბრძოლველი არ დაცემულა,მცირედი არის ქართლოსის ერი,მაგრამ გულადი,არ დასთმობს გოჯსაც,რაც ღვთისაგან ნაბოძებულა.
არ მაქვს იმედი რუსის ტვინის უგუნურისა,რომ იაზროვნოს,სხვის მიწა-წყალს თავი ანებოს,
მიხედოს იმას,რასაც ქვია მხოლოდ თავისი და დაივიწყოს საქართველო სამარადისოდ.
წარსულს ჩაბარდა ის დრო როცა ვოიაჟობდნენ,წვეთ-წვეთად სვამდნენ ქართველის სისხლს დახარბებულად,
ოცდამეერთე საუკუნე ზეიმობს უკვე და საქართველოც გაბრწყინდება კვლავინდებურად.
ლექსი ჩემი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაიხარე მედი.. შესანისჰნავი ტალანტი გაქვთ და კარგად რითმავთ.=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined18 Nov 2007
Posts27
კარმა50
OFFLINEPROFILE
გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს
უტიფრად წირვა
განზრახ დაფხრიწეს არა ერთი
ქართული ნუსხა
სადაც: "თორნიკე ერისთავი"-
ეწერა წინათ
მუნ ნიკიფორე კეისარი,დაწერეს
ურცხვად.
ქართველი ამას იკადრებს?! არა!!
ათონის ლავრა ნატარელი დიდებით
ბრწყინავს,-
მკრეხელთა ურცხვი საქციელით
ქრისტეა სახტად
სადაც: "დარეჯან დედოფალი"
ეწერა წინათ,-
"ირინა" ბერძენთ დედოფალი"
-წერია ახლა
ქართველი ამას იკადრებს არა
გვინგრევენ წარსულს, გვაოხრებენ
-ჩვენ ყურზე გვზინავს,
იგივე ხდება - უცხოეთში კი არა, აქაც
აგერ ჩვენ თვალწინ-,- ძველი ძეგლი,-
ზედ ხრამის პირას,
კაცმა არ იცის სად როგორ გაქრა,
ქართველი - ამას იკადრებს არა
რაც შეუძლიათ მუშაობენ წერაქვით, ნაღმით
სადაც ქართული წარწერაა,- თავისას წერენ...
ისაკუთრებენ, ერთდროს ჩვენმა
რაც შექმნა ხალხმა და -"ჩვენიაო?- გაჰყვირიან
საქვეყნოდ მერე-...
ქართველი ამას იკადრებს - არა
ქართველი კაცი ბუნებიტ არაა პლატიატორი
ყვავი ვარ?!...ყვავად მოვკვდები
იადონს, ხმა იადონის...
მუხრან მაჭავარიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი მივუძღვენი ჩემს შვილს და ზოგადად კაცებს.

მთავარია ცხოვრებაში კაცი იყო კაცური,არაფერი შეგეშალოს,არ დაჩრდილო წარსული,
არ დანებდე ემოციებს,არ გაჯობოს ცდუნებამ,რომ ყოველთვის გიხდებოდეს ქართველური ბუნება.
სულ იყავი მზად იმისთვის, რომ ცხოვრება რთულია და სიძნელის გდალახვა მხლოდ ვაჟკაცურია.
კაცს სულ უნდა ამშვენებდეს თავის სიტყვა მართალი,რომ მის ნათქვამს ძალა ჰქონდეს კლდეზე უფრო მაგარი,შენი ქცევით,შენი საქმით დაამტკიცე ვინა ხარ,რადგან კაცად იბადები,ივაჟკაცე პირნათლად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მედი,ყოჩაღ,ეს უნიკალური ნიჭია.
ძალიან მომეწონა.=sher= :huh:

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი