შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
როგორ მიყვარდა! მაგრამ ხსოვნა იმ ტრფობის სრულის დარჩა ჩემს გულში წაუშლელი და მოკამკამე, იმას იგონებს დაღონდება დადაღულ გულის... იმ სიყვარულის მიმღერე რამე! ყმაწვილკაცობა, ყვავილები სიცოცხლის დილის ბურუსებს იქით გადიკარგა... როგორ ვეწამე! ეხლა თავს მადგას ჭმუნვარება მომავლის ჩრდილის. იმ სიყმაწვილის მიმღერე რამე! დიდი მიზანი, ბრძოლა იყო ახალ დღეების, არ დავცემულვარ, მაგრამ გესლით მე მოვიშხამე. აი, ნაყოფი ქარიშხლიან სიცოცხლის ვნების. მე იმ ბრძოლების მიმღერე რამე! ახალგაზრდათა ბრძოლის შემდეგ დაუძლურების და წარუშლელი მწუხარების გავხდი მოწამე, მოწამე გავხდი ცეცხლისა და განადგურების... გემუდარები, მიმღერე რამე!
ციცი მადლობა ლინკებისთვის.გენიალურია სიტყვის დიდოსტატი და მართლაც რომ აკადემიკოსი გურამ საღარაძე,უნაკლოდ და ერთი ამოსუნთქვით რომ კითხულობს ნებისმიერ ლექსს.
ჩემი საშობლო საქართველოა,პატარა კუთხე მყოფად სოფელში,კურთხეულია ეს მხარე ღვთისგან თავის ბუნებით,თავის სურნელით.ჩვენში გასაჭირს უდგას ფესვები,ისტორიულად რომ მოგვდგამს ჟამად,მაგრამ ქართველი ხალხი ბრძენია,გაუმკლავდეა თავის ხვედრს კვლავაც. მალე დადგება დრო სანატრელი როცა კამარა გაცისკროვნდება,ამოისუნთქებს ბებერი ძვლები და სამოთხისკენ შემობრუნდება.სევ დადგება თამარის ხანა,დავითის ხანა ისევ დადგება,დაისადგურებს სულში სმშვიდე და ყველაფერი მწყობრში ჩადგება. ლექსი ჩემი.=ko=
ჩემო მუხამბაზო,ჩემო ქალაქურო,ამ ჩემს გულში თქმულო ჩუმად დამალულო. როგორ მენატრები ქალაქურო ჰანგო,გამოუთქმელ როთმად სულში ჩანავლულო. მეცოდება ის ვინც ვერა ხვდება ელფერს,ქალაქელი კაცის თვისებებს და წესებს. ქართველური ჟინი,ქართველური ძარღვი,დაჭიმული სიმი,დაძლეული ღვარძლი, კონად ჩაკონილი,აწყობილი მძივად,ძმურად შენაფიცი,გადებული ხიდად. ჩემო საქართველო,ჩემო საფიცარო,ჩუმად, ლოცვად თქმულო ჩემო ნატვრისთვალო. ლექსი ჩემი.
თუკი კახეთში არ სვი მანავი, ქართლში ურმული არ გიმღერია, არ გიტირია სამეგრელოში ბროწეულები როცა ტირიან. თუკი რაჭაში არ გყავს ძმაკაცი, გურიის მთებში თუ არ გივლია, თუ არ მოგხიბლა იმერეთის ცამ ან ამ სვანეთის კლდეთა გენიამ, ან თბილისელი ქალების ეშხმა გული შუაზე რომ გადახია, მაშ გიცხოვრია საქართველოში და საქართველო არ გინახია.
ჟამიანობა აღარ მორჩა საქართველოში,ვერაი მტერი კარიბჭესთან ჩასაფრებულა, მოლოდინშია,რომ დაეცეს ქართველი სულით და მიიტაცოს რაც უფლისგან განთავსებულა. რა ბრიყვია, ვერ მიმხვდარა ვისთან აქვს საქმე,საუკუნეებნაბრძოლველი არ დაცემულა,მცირედი არის ქართლოსის ერი,მაგრამ გულადი,არ დასთმობს გოჯსაც,რაც ღვთისაგან ნაბოძებულა. არ მაქვს იმედი რუსის ტვინის უგუნურისა,რომ იაზროვნოს,სხვის მიწა-წყალს თავი ანებოს, მიხედოს იმას,რასაც ქვია მხოლოდ თავისი და დაივიწყოს საქართველო სამარადისოდ. წარსულს ჩაბარდა ის დრო როცა ვოიაჟობდნენ,წვეთ-წვეთად სვამდნენ ქართველის სისხლს დახარბებულად, ოცდამეერთე საუკუნე ზეიმობს უკვე და საქართველოც გაბრწყინდება კვლავინდებურად. ლექსი ჩემი.
გამოუყვანეს ქართულ ტაძრებს უტიფრად წირვა განზრახ დაფხრიწეს არა ერთი ქართული ნუსხა სადაც: "თორნიკე ერისთავი"- ეწერა წინათ მუნ ნიკიფორე კეისარი,დაწერეს ურცხვად. ქართველი ამას იკადრებს?! არა!! ათონის ლავრა ნატარელი დიდებით ბრწყინავს,- მკრეხელთა ურცხვი საქციელით ქრისტეა სახტად სადაც: "დარეჯან დედოფალი" ეწერა წინათ,- "ირინა" ბერძენთ დედოფალი" -წერია ახლა ქართველი ამას იკადრებს არა გვინგრევენ წარსულს, გვაოხრებენ -ჩვენ ყურზე გვზინავს, იგივე ხდება - უცხოეთში კი არა, აქაც აგერ ჩვენ თვალწინ-,- ძველი ძეგლი,- ზედ ხრამის პირას, კაცმა არ იცის სად როგორ გაქრა, ქართველი - ამას იკადრებს არა რაც შეუძლიათ მუშაობენ წერაქვით, ნაღმით სადაც ქართული წარწერაა,- თავისას წერენ... ისაკუთრებენ, ერთდროს ჩვენმა რაც შექმნა ხალხმა და -"ჩვენიაო?- გაჰყვირიან საქვეყნოდ მერე-... ქართველი ამას იკადრებს - არა ქართველი კაცი ბუნებიტ არაა პლატიატორი ყვავი ვარ?!...ყვავად მოვკვდები იადონს, ხმა იადონის... მუხრან მაჭავარიანი
მთავარია ცხოვრებაში კაცი იყო კაცური,არაფერი შეგეშალოს,არ დაჩრდილო წარსული, არ დანებდე ემოციებს,არ გაჯობოს ცდუნებამ,რომ ყოველთვის გიხდებოდეს ქართველური ბუნება. სულ იყავი მზად იმისთვის, რომ ცხოვრება რთულია და სიძნელის გდალახვა მხლოდ ვაჟკაცურია. კაცს სულ უნდა ამშვენებდეს თავის სიტყვა მართალი,რომ მის ნათქვამს ძალა ჰქონდეს კლდეზე უფრო მაგარი,შენი ქცევით,შენი საქმით დაამტკიცე ვინა ხარ,რადგან კაცად იბადები,ივაჟკაცე პირნათლად.