↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
"ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით , სამშობლო როსკიპი ქალი არაა მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ , სამშობლო ტაძარია სალოცავი , მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან ,ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე ,მეორეთი კი ხმალს იქნევდე ,რომ ეშმაკები არ დაეპატრონონ ........ და კიდევ ერთი , შესაწირის მიტანა ვერ უნდა მოგასწროს ვერავინ ამ ტაძართან ".

=love =love =love =love

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ციციკორეს! უბრალო კი არა - ბრწყინვალეა! პირველად მესმის და მართლაც ორიგინალურია ადამიანს ბედი რომ შესცოდებოდეს... "რა გულქვა ყოფილა ის უბედური ბედი ,ობოლთა დაუნდობელი "!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,მივიღე pm-ში შენი წერილი,ორჯერ
პასუხი გამოვგზავნე და არ ვიცი რატომ არ იგზავნება.
ალბათ რუსულად რომ ვწერ შენ სახელს.
მომწერე რა სახელით შემოვიდე.
მადლობა წინასწარ. =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
elchi-ს და qurdimaxo-ს!
თუ შეიძლება შეამოწმეთ თქვენი პირადი ფოსტა!

ახლა კი:

გთხოვთ მოინახულოთ www.fereidani.ge სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 97 – ბუჭა ზაზუნიშვილი – ”ფიქრი და მოგონება ფერეიდანზე”.
გარდა ამისა:
1. 84-ე ქვეთავში დაემატა აღმოსავლეთმცოდნე ნოდარ კოჭლაშვილის სტატია: ”როგორ ვრცელდებოდა დედაენა ფერეიდნელ ქართველთა შორის”;
2. 95-ე ქვეთავში დაემატა: ”ეკა ბასილაშვილი და თამთა კიკვიძე”;

გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,ყველაფერს მოგვიანებით წავიკითხავ,
ახლა დაკავებული ვარ.
იმეილი გამოგიგზავნე,ალბათ მიიღებდი.=sher= =sher= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
მახოს! მივიღე რა თქმა უნდა ჩემო ძმაო, ყველაფერი გასაგებია! გაიხარე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუააა---ჯიგარი ხარ =dac= =dac= =kool= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ეეხ, ჩემო მახო, მახო... აქ რომ ყოფილიყავი "თაღლაურაში" წაგიყვანდი შავ ლუდზე და ქაბაბ-ხინკალზე... იქამდე კი გივი ძნელაძის ლექსი უნდა მოგწერო:

შემოიარე, მეგობარო, საღამოს ჩემთან!
ამოიძახე... დაგახვედრებ გიზგიზა ბუხარს.
შემოიარე – მარტო ვარ და... ექვსვისთვის მოდი
სიტყვა – სიტყვაა, გელოდები... ჩემი ძმა თუ ხარ!
ვილაპარაკოთ... თითო ჭიქაც... ჰა, თითო ბოთლიც...
თორე, ხვალ, იქნებ... დალახვროს ღმერთმა
შემოიარე მეგობარო საღამოს ჩემთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
დედა-შვილ "ფიცხელებს" =dk=

თქვენი წერილი დავამატე ლევან ასლანიშვილის ფოტოს ქვემოთ. არ გამიჯავდრეთ რაააა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩს კი შევახსენებ რომ ხვალ შაბათია!

– არაყი?
– ლუდი!
– ერთი?
– ერთი!
– ინებეთ!
– გმადლობთ!
კუთხეში ვზივარ...
გარეთ წვიმს...
გნატრობ.

რაღაც ლოთი კაცის შთაბეჭდილებას ხომ არ ვტოვებ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეჰ ჩემო გუგუა,კარგი ქეიფის ხასიათზე კი დამაყენე,
ისე მინდა იცოდე,ერთ დროს კარგად ვუკრავდი
ფორტეპიანოზე და ვმღეროდი კიდეც,მაგრამ ხომ იცი,
დრონი მეფობენო.
ლოთი კაცის კი არა,დიდებული ადამიანის
შთაბეჭდილებას ტოვებ და დარწმუნებული ვარ,ასეთი ხარ
ნამდვილად.=sher= =sher= =sher= =sher= =sher= =sher= =kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
ჰოი, შენ ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე;
გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო,
ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე?

=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
გრიგოლ ორბელიანი=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დილა მშვიდობისა,ჩემო ძვირფასებო.
მუდამ თქვენთან,თქვენი მ ა ხ ო
=zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩი-ს!
დღეს უკვე ორჯერ გამოგიგზავნე ე-მაილზე წერილი და ორივე უკან მომიბრუნდა... აბა შენც სინჯე, იქნებ მივიღო?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გუგუა wrote:
ციტატა:
ელჩს კი შევახსენებ რომ ხვალ შაბათია!

– არაყი?
– ლუდი!
– ერთი?
– ერთი!
– ინებეთ!
– გმადლობთ!
კუთხეში ვზივარ...
გარეთ წვიმს...
გნატრობ.

რაღაც ლოთი კაცის შთაბეჭდილებას ხომ არ ვტოვებ?

გამარჯობა გიორგი.
ჩემზეც ასე ჰგონია ზოგიერთს, რომ სულ ნასვამი ვწერ და ის კი არ იციან, ოთხი თვეა წვეთი არ დამილევია.
ჩემი დალევა და ბევრ "რამეზე" ხელის დაქნევა ერთი და იგივე იქნება.
ახალ წლამდე მომიწევს "მოთმენა".
ყოველ "წამში" შეუძლიათ შემამოწმონ და თუ ალკოჰოლის რაიმე ნაწილაკიც მიპოვეს სისხლში, მერე დავემშვიდობები მშვიდ ცხოვრებას.

ფოსტას ეხლა შევამოწმებ და მოგწერ მერე.

გამიხარდა შენი პირადად გაცნობა.
მთელი დღე, კარგ ხასიათზე ვიყავი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი