გუგუა wrote:ციტატა:
ელჩს კი შევახსენებ რომ ხვალ შაბათია!
– არაყი?
– ლუდი!
– ერთი?
– ერთი!
– ინებეთ!
– გმადლობთ!
კუთხეში ვზივარ...
გარეთ წვიმს...
გნატრობ.
რაღაც ლოთი კაცის შთაბეჭდილებას ხომ არ ვტოვებ?
გამარჯობა გიორგი.
ჩემზეც ასე ჰგონია ზოგიერთს, რომ სულ ნასვამი ვწერ და ის კი არ იციან, ოთხი თვეა წვეთი არ დამილევია.
ჩემი დალევა და ბევრ "რამეზე" ხელის დაქნევა ერთი და იგივე იქნება.
ახალ წლამდე მომიწევს "მოთმენა".
ყოველ "წამში" შეუძლიათ შემამოწმონ და თუ ალკოჰოლის რაიმე ნაწილაკიც მიპოვეს სისხლში, მერე დავემშვიდობები მშვიდ ცხოვრებას.
ფოსტას ეხლა შევამოწმებ და მოგწერ მერე.
გამიხარდა შენი პირადად გაცნობა.
მთელი დღე, კარგ ხასიათზე ვიყავი.