↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
ქალი დაემგვანე საწნახელს,რომელიც გამზნექს და
დააყენებს ჩემი ვნებებით ბოცების გროვას...
არ გამომივა შენი სხეულის სანგრიდან ამოძრომა,
რადგან მუჭით ვიტენი შენს სახელს და ვერ ვიგებ ძღომას.
მწუხარე ხარ, როგორც დილა,
მკერდი გიზის იაქეზე,
მზერა ---სხვისი ჩამომცმელი ხეზე...
არ მენანება შენს დილასთან მოკლული ვნება, მაინც მოკვდება...
არ შეგეშვები,ვიდრე შენზე წერის თემა არ დამოკლდება.
ლავიწის ძვალთან თითქოს თილისმად დაგიხატავს ჩემი კბილები,
მომხიბლავია, როგორც ´´მარტო შენი ვიქნები´´-ს დანაპირები.
....შენა ხარ ქალი უკოცნელი, რადგან ჩემი კოცნა არ ითვლება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
და ალიონზე თეთრ დუქანთან
სტირის არღანი.
მტკვარი ახლოა,უნდა მტკვარში
თავი დავიხრჩო.
სიყვარულისგან მეტ მოთმენის
არა მაქვს ღონე,
მინდა ამ დილას ამ ცივ მტკვარში
თავი დავიხრჩო.
მეტი მოზიდეთ კალმახები
მაშ,არაგვიდან,
რაც იყოს,იყოს ამ ქეიფსაც
ერთხელ ავიტან.
ერთ ლამაზ ქალზე მარტო ერთი
ლექსი დარჩება,
განა გავხდებით პოეტები
ლექსის ჩარჩებად?
-ნინა,ნინა,ჩემო ნინა
გათხოვება ხომ არ გინდა?
-გათხოვება რომ მინდოდეს,
შენი კითხვა მე რად მინდა.
ასე მეარღნევ,დაამტვრიე,
დასცხე გეთაყვა,
აბა რად გიღირს ერთი ძველი
შენ მუხამბაზი.
რამდენი ძველი სიყვარული
ამ მტკვარს თან გაჰყვა,
ზაჰესის სინას ხომ გაჰყვება
ახლაც ჯამბაზი.
შაბათი რომ დაღამდება,
კვირა გათენდება.
თამრიკო მოწამლულა,
რაღა მეშველება?
ტყუილი იქნება ჩემო ძმაო,
თავს ვინ იწამლავს?
ალბათ იმ ქალსაც სულ ტყუილად
ჰქვიოდა თამრო.
ის სხვა სიყვარულს უეჭველად
გულში იმალავს,
რამდენიც გინდა,
თვითონ ვიცი ,
იმას ყავს საქმრო..
ჩემო მეარღნევ,გენაცვალე,
წაიღე სული,
საქართველოში ნეტა ასე
ვინმეს ვუყვარდე.
რა ვუყოთ მერე,პოეტი ვარ
ხელით წასული.
საქართველოში ხომ ფეტვივით
სთესავენ ვარდებს.
ვიცი გიყვარვარ,რომ არ გინდა
მოკვდეს თამარი.
შენ ჩემო ძმაო თუ მოკვდები,
არვინ დაგმარხავს,
თავის სამარხი ზედ გარტყია
ვერცხლის ქამარი.
ცდები მეარღნევ,გათხოვდება
ის შენი ნინა.
არ დაიჯერო ის თამრიკოც
რომ მოიწამლოს.
ქალი,ქალია,დიდხანს უქმროდ
რამ არონია,
ქალი,ქალია და იშოვის
თავის მალამოს.
უბრალოდ ვკვდებით მეარღნეები
და პოეტები,
მაგრამ ჩვენ ალბათ თავის მოკვლაც
გვეპატიება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
წინ, მეეტლევ!

ეგ ცხენები გააქანე, გააქანე!

მსურს, რომ ერთხელ კიდევ ვნახო გაზაფხულის მთები მწვანე,

მსურს, რომ დაფნით გადავხლართო მძიმე ფიქრთა

ოკეანე...

წამიყვანე!

მთები! როგორ შვენის მათზე გაზაფხულის ბუჩქ-ფოთოლი,

როგორ შვენის ველზე ნამი, გამჭვირვალე, როგორც ბროლი.

ცა ისეა მოწმენდილი, ცა ისეა შეუმკრთალი,

რომ ანგელოზს დაინახავს მოდარაჯე კაცის თვალი.

კიპარისი ისე ღელავს, ისე ღელავს, ისე ღელავს,

ისე ტოკავს, ისე ტოკავს, როცა ქარი გადათელავს,

წყარო, კლდეში მოჩუხჩუხე, წვეთანკარა, ვით ცის ვნება,

დაფნის ბუჩქთა მწვანე ჩარჩოს ეომება, ეხეთქება.

და ჩანჩქერი, მთით ნასხლეტი, დაფერილი დილის სხივით,

ძირს ეშვება და იფრქვევა და გადადის რძის ქაფივით.

ვდგავარ მთაზე... და სიჩუმის იდუმალი მესმის ენა

და მიტაცებს სწრაფი ფრთებით პოეტური აღმაფრენა.

ვხედავ სურებს, ვხედავ დაფნარს, ვხედავ მდუმარ ნასაკირალს,

ვხედავ სოფლებს სიცოცხლისას, განახლების თვალით მზირალს.

ჩუმად! ვიღაც მღერის მთაზე... რა ძალაა ამ ტკბილ ხმაში,

არსად ისე არ მღერიან, როგორც აქ, ამ ქვეყანაში,

არსად, არსად არ არსებობს ბრძოლის ჟინი, ბრძოლის ქარი,

არსად ისე არ გადმოხეთქს უკმარობის ნიაღვარი,

და არსად მთელ ქვეყანაზე არ ჰკოცნიან ისე ვნებით,

ისე ცეცხლით, ისე ჟინით და იმგვარი გატაცებით.

ვერსად ისე ვერვინ გაგხვევს გამოუცნობ ცეცხლის ტბაში,

როგორც ლერწამ-ქალწულები აქ, ამ წარმტაც ქვეყანაში.

და, მეეტლევ,

თუ მათ ალერსს ვერ ვეღირსე, გეთაყვანე,

საალერსოდ ისევ მიწვევს გაზაფხულის მთები მწვანე...

მაშ, გარეკე ეგ ცხენები,

სადმე შორს, შორს წაიყვანე,

გამაქანე,

გამაქანე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
გულგათოშილი და ნამქერის ცივი კოცნებით
განაწამები, ზამთრის კლანჭებს დავუსყლტი გვიან
და ვერ ვიხილე შენს მინდვრებზე ჩემი ოცნება,
ჩემი სამება: ყოჩივარდა, ენძელა, ია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined16 Mar 2008
Posts282
კარმა7
OFFLINEPROFILE
მოვალ, თვალებში ჩAხედვით დაგღლი,
ჩვენს შორის მანძილს დავწნი სამძივედ,
ხელში აგიყვან მკლავების ტალღით
და დაგაძინებ...
ჩვენი სიზმრების ფრთხილი შეხებით,
მყუდრო ნაპირზე
ამოვა მზე და ერთი შეხედვით
გამოგაღვიძებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2007
Posts766
კარმა60
OFFLINEPROFILE
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
იმ ერთის პოვნის თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო,
თვალიც ვერ მოკრა გაჩენილს მისთვის!

ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ,
სად არის იგი?
ეს ღმერთმა იცის.
იმ ერთის ხილვის,
იმ ერთის პოვნის
ათასში ერთი გამხდარა ღირსი

ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს,

წვიმდა, უცებ შეწყდა.

მოვალ, მოვალ აწი,

ისევ მოვალ შენთან.

მოვალ, მოვალ აწი,

ისევ მოვალ შენთან.

წვიმდა, წვიმდა, არ წვიმს,

წვიმდა, უცებ შეწყდა.

ტერენტი გრანელი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
მოდერატორი
მოდერატორი
Joined29 May 2007
Posts1411
კარმა59
OFFLINEPROFILE
ღმერთო

ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო,
უფალო, ძეო ღვთისაო.
ხელი ამართე, დამიცევ,
ძალი არა მაქვს ცდისაო.
შემუსრე ძალი უღვთოთა,
დედაო მაცხოვრისაო.
ძნელია ნემსის ყუნწშია
გაძრომა აქლემისაო...
მიცხონე სული ცოდვილი,
უფალო, ძეო ღვთისაო...
აღმოსავლით და დასავლით
მოგვმადლე შუქი მზისაო.

მიხა ხელაშვილი

_________________
ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts3758
კარმა236
OFFLINEPROFILE
ირაკლი აბაშიძე

ნახე ეს ცა...
ამ არწივის წამოფრენა,
ამ ტყის ცეცხლი...
ჰორიზონტი მკრთალი...
არა, შორით
ამ სამყაროს წარმოდგენა
ჯერ არ ძალუძს
კაცს გონების თვალით.
წარმოიდგენ
თეირანის მტვრიან ბინდებს,
მაგრამ ვერა
ფენჯაბსა და ლაჰორს,
უნდა ნახო,
უნდა ერთხელ ჩამოფრინდე,
უნდა ნახო,
შენი თვალით ნახო.
ნახო ამ გზებს,
ჯერ უხილავს, ჯერ უხსოვარს,
რა მზე აჭერს ,
რა ბულბული უსტვენს...
ეს ქვეყანა
თვით გენიოსს, სწორუპოვარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
არ შეჰყროდეს
აქ ლხინსა თუ ომის გრიალს,
არ ეხილოს
ეს ბიბინი სერთა
არ ენახოს
„სმენად მხეცნი მოვიდიან“,
არ ეგემოს
„ ვა, სოფელოს“ სევდა.
და მეც დავალ,
ვინძლო მის კვალს ვინიშნებდე
ინდოეთის
გადაკარგულ გზებზე;
შვიდასი წლის,
შვიდიათას წვიმის შემდეგ
მის ნაფეხურს,
მის ნაკვალევს ვეძებ.
სად იარა,
სად უცქირა ცრემლთა ფრქვევას,
სად მიუსწრო
ძმას შეფიცულს ძმასთან?...
არაბეთის ზღვასთან იდგა?
მეც აქ ვდგავარ,
მეც აქ მოვალ,
არაბეთის ზღვასთან.
სად ჩამოჯდა,
სად გარინდდა,
სად შეჩერდა,
სად აღმოხდა
მშობელ ქვეყნის ჰანგი?
განგის პირას
მწირთა ლოცვას
თუ შესცქერდა-
მეც მათ შევცქერ,
აი, ჩემს წინ განგი.
თითქოს ვხედავ,
თითქოს მართლაც
ნათლად ვხედავ
ჩემს და ფერმრკლთალს,
ჯანმრთელსა და სულმრთელს...
არა, ეს გზა,
როგორც მგოსანს,
როგორც მხედარს,
არ იქნება,
არ ენახოს რუსთველს.
რა იშოვა,
რა წააგო, რა მოიგო,
რა დაკარგა,
ქვეყნად არვინ იცის,
მხოლოდ მესხეთს
უცხო განძად წამოიღო
სიყვარული
ინდოეთის მიწის.
რა ცაც წვავდა-
ვმღერი მეც იმ ვარსკვლავეთზე,
სადაც შედგა,
მეც იმ ზღურბლზე შევდექ...
ინდოეთში
რუსთაველის კვალს დავეძებ-
აღარც აქ ჩანს
შვიდასი წლის შემდეგ

--------------------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
სამშობლო მთებო! თქვენი შვილი განებებთ თავსა,
მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:
თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად, ვით ჩემი გული,
თქვენთან, ჰე, მთებო, ბუნებითა შეუღლებული!
მახსოვს, ყრმა ვიყავ, ძლივს მოსული გონს და ცნობასა,
როს სიდიადე თქვენი მგვრიდა კანკალს, ჟრჟოლასა...
იგი არ იყო შიშის ჟრჟოლა, შიშის კანკალი,
იგი არ იყო ძვრა გულისა, ფრთხალი და მხდალი.
მე თრთოლვით ვსჭვრეტდი ლაჟვარდ ცაზედ თქვენსა სიმაღლეს
და შევნატროდი ყმაწვილურად თქვენს ზემო მხარეს;
სადაც ღრუბელნი ვერ ჰბედავენ შიშით სრბოლასა,
სადაც ისმენდით ამაყადა გრიგალთ ქროლასა,
სადაც წეროთა ქარავანი, ცას დაღუპული,
თქვენ თავთან იყო თითქმის ძლივ-ძლივ გასწორებული, -
იქ მე ვნატრობდი, ყმაწვილ ტრფობის სიმარტივითა,
ფრენას და ტანტალს თქვენს საშინელ გრიგალივითა.
ვნატრობდი ხოლმე, რომ ვეხვიო სუბუქსა ქარსა
ან თავისუფალ არწივისა ძლიერსა ფრთასა,
რომ აღმოვფრინდე და შევეხო თქვენს ამაყ თავსა.
როცა ჰღმუოდნენ ხევში მძვიფრნი სასტიკნი ქარნი,
ვით ას მრისხანე დაჭრილ ლომთა საშიშნი ხმანი, -
ვითა ფოთოლი, ისე ვთრთოდი, ვუგდებდი რა ყურს,
იმ ხმებში ვგრძნობდი მე რაღაცას ნაცნობს, მშობლიურს.
თუ მაშინ ყრმისთვის უცხო იყო თავმომწონება,
აწ მომწონს თავი, მეგობრებო, რომ დაბადება
თქვენს შორისა მხვდა, ბუნებისა თქვენის ვარ შვილი,
გრიგალთა, მეხთა, ქუხილთ შორის ქართვლად გაზრდილი,
როს ყმაწვილური მრისხანება ჩემს ყმაწვილურს გულს
სჩაგრავდა ხოლმე, თქვენს წინ ვღვრიდი მე ცრემლთ ნაკადულს,
თქვენ შეგჩიოდით, შეგტიროდით, თუმც კი იმ ჩემს ცრემლს,
როგორცა ეხლა, ისე მაშინ არ სცემდით ნუგეშს...
და ეს აჩრდილნი საოცნებელთ წარსულთა წამთა
ჩემს სიკვდილამდე მემარხება გულშია ღრმათა!..

რარიგ მიყვარდით, მეგობარნო ჩემს ყმაწვილ ყრმობის,
და აწ მაშორებს თქვენთან ვალი ამ წუთის-სოფლის,
მომავლის ბედი გაყრას ითხოვს ჩემგან მსხვერპლადა,
და რას მომთხოვდა უარესსა დასასჯელადა?!
ყოვლი ნაბიჯი ჩემის ცხენის თქვენთან მაშორებს,
ყოვლი წუთი გკარგავს თქვენა და მეც მაობლებს...
აგერ თქვენც ჰქრებით თანდათანა... თქვენსა მწვერვალსა
ძლივს ვარჩევ... წუთიც!.. მხოლოდღა ვჭვრეტ ციაგსა ცასა,
ამაოდ ვებრძვი მანძილსა და ჰაერის სისქეს
და მოუსვენრად ვატანტალებ მწუხარს თვალსა ჩემს!..
თქვენი მწვერვალნი აღარ სჩანან და მშვენივრად ცას
აღარ უმკობენ ერთნაირსა ციაგს კამარას!..

მშვიდობით, ჩემნო, თვალში ცრემლით განებებთ თავსა...
უცხოეთიდამ კვლავ მოგაწვდენთ ჩემს გულს და თვალსა;
კვლავ გაგიღიმებთ შორ ქვეყნიდამ თქვენ ჩემი სული,
და დამიწყებსცა სიყვარულით ფეთქვასა გული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts4008
კარმა114
OFFLINEPROFILE
მხიბლავს, რომ ჩემით აღარ სნეულობთ,
მხიბლავს, რომ არც მე ვსნეულობ თქვენით,
რომ დედამიწის მძიმე სამყარო
არ მოგვერთმევა არავის ხელით.
მხიბლავს, რომ თითქოს ისევ ვიცინი,
აღარ ვთამაშობ გრძნობებზე სიტყვით,
და სიყვარულის ტკბილი ალმური
არ მოედება გულს თქვენზე ფიქრით.
მხიბლავს, ძვირფასო, მშვიდად ჩემს თვალწინ
როგორ ეხვევით სხვა ქალის სხეულს,
ნუღარ გამკიცხავთ დღეს სხვასთან წასვლით
თუ ვუღალატე სიყვარულს ჩვეულს.
მხიბლავს, რომ აღარ მიხსენებთ ღამით,
არ გესახებით ცხოვრების ლანდად,
და ეკლესიის საკურთხეველთან
ჯვარს არ დაგვწერენ არასდროს ალბათ.
მადლობელი ვარ მთელი არსებით,
ასე გულწრფელად რომ შემიყვარეთ,
შებინდებისას რომ არ ხართ ჩემთან,
ღამით სიმშვიდეს რომ მაზიარეთ,
რომ სავსე მთვარის ვერცხლისფერ შუქზე
აღარ ვსეირნობთ ტრფობით რხეულნი,
გმადლობ, რომ აღარ სნეულობთ ჩემით
და მეც განმკურნეთ თქვენით სნეული.

ძალიან მიყვარს მარინა ცვეტაევას ეს ლექსი, მაგრამ ორიგინალში მაინც ბევრად უფრო ლამაზად ჟღერს_

Мне нравится, что вы больны не мной,
Мне нравится, что я больна не вами,
Что никогда тяжелый шар земной
Не уплывет под нашими ногами.
Мне нравится что можно быть смешной -
Распущенной - и не играть словами,
И не краснеть удушливой волной,
Слегка соприкоснувшись рукавами.

Мне нравится еще, что вы при мне
Спокойно обнимаете другую,
Не прочите мне в адовом огне
Гореть за то, что я не вас целую.
Что имя нежное мое, мой нежный, не
Упоминаете ни днем, ни ночью - всуе...
Что никогда в церковной тишине
Не пропоют над нами: аллилуйя!

Спасибо вам и сердцем и рукой
За то, что вы меня - не зная сами! -
Так любите: за мой ночной покой,
За редкость встреч закатными часами,
За наши не-гулянья под луной,
За солнце, не у нас над головами, -
За то, что вы больны - увы! - не мной,
За то, что я больна - увы! - не вами!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ბუბუ უზომოდ მიყვარს ეს ლექსი შემოგევლე შენ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Feb 2008
Posts1037
კარმა85
OFFLINEPROFILE
ეს ვარდი, მართლა ჩემი ვარდია,
ეს მისამართი ახლა შევიტყე...
გულს გაზაფხული შემომვარდნია,
მსურს, ლექსში დარჩეს დღევანდელი დღე...

დღე დღეს გადასცემს, უამბობს, ეტყვის,
გადააბარებს, როგორც საუნჯეს,
ვინც სიყვარულის წყალვარდნილს ერთვის,
რა დააბერებს, რა დაამუნჯებს?

მიტომ, ძვირფასო, მინდვრის ხავერდზე,
ელვის კვესაში, წვიმის ჟღარუნში,
მე ვეძებ ოქროს, ფოლადს დავეძებ,
რომ გადავჭედო შენს სიყვარულში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Oct 2007
Posts459
კარმა57
OFFLINEPROFILE
ნუ ტირი!... მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა...
დრო გადის... ვხედავ გზები მართლა გვეყოფა...
ნუ ტირი!... ჩემი გული შენთან დარჩება...
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება...
ნუ ტირი!... თუმცა ცრემლი მართლა გიხდება...
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება...
ნუ ტირი!... გინდა, ჩემს ცრემლს გაგიზიარებ?...
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ...
გათენებისას მზესთან ერთად დაგებედები....
არა! წარსულში ვერ დაგტოვებ არ მემეტები!...
ნუ ტირი!... ბედი ტირის, ეგეც გვეყოფა...
ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Dec 2006
Posts1435
კარმა85
OFFLINEPROFILE
manianna wrote:
ციტატა:
ნუ ტირი!... მე რომ ვტირი ეგეც მეყოფა...
დრო გადის... ვხედავ გზები მართლა გვეყოფა...
ნუ ტირი!... ჩემი გული შენთან დარჩება...
ცრემლებით არაფერი არ გადარჩება...
ნუ ტირი!... თუმცა ცრემლი მართლა გიხდება...
ჩემს გარდა შენს მშვენებას სხვა ვერ მიხვდება...
ნუ ტირი!... გინდა, ჩემს ცრემლს გაგიზიარებ?...
მე წავალ, მაგრამ სულს არ დაგიზიანებ...
გათენებისას მზესთან ერთად დაგებედები....
არა! წარსულში ვერ დაგტოვებ არ მემეტები!...
ნუ ტირი!... ბედი ტირის, ეგეც გვეყოფა...
ხომ ხედავ, გზები უკვე მართლაც გვეყოფა...
სურათი აღარ არსებობს

_________________
ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1744 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი