↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
გვანცა შემოდი ჩატში :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
მე შენ მიყვარხარ, არა იმიტომ რომ შენ ხარ, არამედ ვინ ვარ მე, როცა შენს გვერდით ვარ.

მაგარია მარკესი..

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენზე ფიქრებში, ლამაზო,
ცეცხლივით ავინთებიო,
წამაუბერავს ქარი და
ფერფლივით ვიფანტებიო.
დარდსა ვსომ, წყაროდ ქცეულსა,
ო, რა ძალიან ვთვრებიო!
ხან სალ კლდედ გადავიქცევი,
ხან მიწად გავმტვერდებიო.
თვალო, ქცეულო ღრუბლადა,
რა მალ-მალ მიწვიმდებიო!
გულო, ქცეულო ღამედა,
ელვებით მინათდებიო,
ჩანჩქერით ამომკვნესარევ
ქუხილით აჰგმინდებიო.
ცხოვრებამ გამიუფსკრულა
შენსკენ სავალი გზებიო.
როგორ მიყვარხარ მაშინა,
ცოტას რომ გამიწყრებიო,
ცასავით მაიღრუბლები,
სატირლად ემზადებიო,
ცრემლების მძივით სახეზე
ლამაზად მაირთვებიო.

=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
(ღმერთო, მაპატიე აპათია...)
რატი ამაღლობელი
ღმერთო, მაპატიე აპათია,
რაც კი მაბადია - მაპატიე...
ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს,
ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს.
თორემ უშენობა უმზეოა,
არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ...
ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები,
უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები
მე მივატოვე მზის შენობა,
ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა
იქნებ გამახსენო? გამახსენე
ყველაფერი თავიდან ამიხსენი
შენი სამი ცალი სამოსელი,
ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი.
იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლამის სახლში სემოიჭრას თუთა,ლამის თავზე გადამისვას ხელი,
დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი,ხე ზურმუხტისფერ.
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა! რა ჩურჩული,დამდაგველი,მწველი,
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.ანა კალანდაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაზაფხულის საღამოა მშვიდი ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი,
სული საზღვრებს გადასცდება ფრენით ახლაც მახსოვს მისამართი შენი.
ცამდე წვდება ღამების სიგრძე,რაღაც დიდი სიხარული ვიგრძენ,
წინ მეშლება სხვა ოცნების არე მიწის ცქერით დაიღალა მთვარე.
გაზაფხულის საღამოა მშვიდი ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.ტერენტი გრანელი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ღიმილი და მილოცვები - თუმცა ბევრი გავეცით,
ქრისტე აღსდგა! ჭეშმრიტად! - მხოლოდ ჩვენ კი დავეცით.
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს - უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა;
დეკემბერი დააჭენებს ყინვით ნახატ ეტლებსა,
იმ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა,
მერე ზეცად აღევლინე, არ გიგუეს მიწაზე -
ნუთუ აღარ დაბრუნდები ცოდვილ დედამიწაზე?!
ალბათ მისთვის გაიაფდა ღალატი და გაცემა,ფეხზე დგომა არის ძნელი,
ადვილია - დაცემა! მეც დავრწმუნდი,არ გამქრალა
ქვეყნად შური და მტრობა,მეც მომიწევს ლენარდოს საიდუმლო სერობა.
და წარსული სიზმრად მექცა,მომავალი ოცნებად,
მეგობარი ვეღარ მიცნობს,მნახავს და გაოცდება.
ქრისტეშობას,სხვა ჩემს გარდა სევდას ვინ დაიბედებს?
ძველი წელი ხსოვნას მართმევს,ახალი კი იმედებს.
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ჩემი სულიც ცას უხმობს,
ჭეშმარიტად! - კვლავ იუდა ნიშნისგებით მპასუხობს;
თუმცა შუბლზე სამარცხვინო მინდა დაღი დავაკრა,-
ჯვარს ვერ ვკადრებ ქრისტეს შემდეგ ზედ იუდა გავაკრა.
შერცხვენილი,წარწყმედილი ეგდოს,ქვეყნად ეთრიოს,
ხოლო შენზე მრავალ მლოცველს კვლავაც ღამე ეთიოს.
რწმენა ძნელად გადარჩება,ხატი უფრო ადვილად,
ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა! ქრისტე აღსდგა ნამდვილად!
ზვიად გამსახურდია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
Medi wrote:
ციტატა:
ლამის სახლში სემოიჭრას თუთა,ლამის თავზე გადამისვას ხელი,
დამიძახებს,თვალს ჩამიკრავს მუდამ ხე მაღალი,ხე ზურმუხტისფერ.
რა ჩურჩული ესმით ჩემთა ყურთა! რა ჩურჩული,დამდაგველი,მწველი,
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,ლამის წელზე შემომხვიოს ხელი.ანა კალანდაძე

ამ ლექსთან დიდი მოგონება მაქვს. .ამ დილით შემომეფეთა დესპანი, რომ გადავშალე.
მადლობთ, მედი ამ მოგონებისთვის=ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
შენმა სურვილმა დამლია,
შენზე ფიქრმა და სევდამა,
შორს წასვლამ, ხშირად გაყრამა,
გულის თვალებით ხედვამა;
მაოცებს შენი გამზრდელი,
ვინც შენ გაგზარდა დედამა...
კარგი ხარ, აღარც კარგი ხარ,
მე გულს მაწევხარ ნისლადა,
მინდა, რომ მძულდე, მოგშორდე,
გულზე მობმულო ღვიძლადა,
მაგრამ ტყუილად ვცოდვილობ:
ვერ ვსძლევ შეჩვეულ გრძნობასა,
მთელის ხმელეთის სწორი ხარ,
ვინ მიზამს შენოდნობასა?
ვინა სთქვა: ტრფობა ბერდება
და სატრფიალო საგანი,
ყინულის ეკალს დაისხამს
წამწმები ცრემლით ნაბანი,
ცრემლითა ნასურვილევით,
დრო რა გაივლის და ხანი?!“
ცოცხალი პირქვე დამმარხეთ,
დამხურეთ მიწის საბანი,
თუ ჩემს შენდამო სიყვარულს
დაეკლოს ერთი ცვარია.
თუმცა რაც პირველად გნახე,
მას შემდეგ კარგა ხანია;
ცოცხალს შენა მფენ გულზე ვარდს,
თუ ავდარი, თუ დარია,
საფლავშიც შენზე ვიფიქრებ,
შენგნით ვიცოცხლებ მკვდარია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined23 Jun 2007
Posts1493
კარმა179
OFFLINEPROFILE
თუ ღმერთი დაივიწყებს წამით, რომ მე ნაჭრის თოჯინა ვარ და ცოტათი კიდევ მიწყალობებს სიცოცხლეს, მე ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს ,რასაც ვფიქრობ,მე ალბათ უფრო ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ.
მე, ალბათ შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების არამედ მათი მნიშვენოლბის მიხედვით.
მე ვიძინებდი ცოტას და ვიოცნებებდი ბევრს.რადგან თვალდახუჭულმა გაატარო თუნდაც ერთი წუთი,- ეს ნიშნავს მოიკლო სინათლის სამოცი წამი.
მე ვივლიდი, როცა სხვებს არ ექნებოდათ ამის სურვილი,მე ვიფხიზლებდი, როცა სხვებს სძინავთ,მე მოვუსმენდი როცა სხვები ლაპარაკობენ თუ რა სიამოვნებით მივირთმევდი შოკოლადის ნაყინს.
ღმერთი რომ ცოტაოდენ სიცოცხლეს კიდევ მიწყალობდეს,მე ჩავიცმევდი უბრალოდ,მზის პირველ სხივთან ერთად ავდგებოდი,გავაშიშვლებდი სულსაც და ხორცსაც.
ღმერთო ჩემო, თუ გული არ მიღალატებს,ჩავკირავდი ჩემს სიძულვილს ყინულში,და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. მე დავხატავდი ვარსკვლავთა შუქზე,როგორც ვან გოგი,ვიოცნებედი ბენდეტის პოემაზე და სერხის სიმღერა იქნებოდა ჩემი მთვარის სერენედა.მე ცრემლით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ჩხვლეტა,მეგრძნო ალისფერი კოცნა ვარდის ფურცლისა.
ღმერთო ჩემო, ცოტაც თუ დამცალდა ერეთ დღესაც არ გამოვტოვებდი ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის რომ არ მეთქვა: მე თქვენ მიყვარხართ!მე დავარწმუნებდი უკლებლივ ყველა ქალსა და ყველა მამაკაცს, რომ ისინი ჩემი საყვარელი ადამიანები არიან.მე ვიცხოვრებდი სიყვარულში სიყვარულით.
მე დავარწმუნებდი იმ ადამიანბს ,რომ ცდებიან როცა ფიქრობენ, ვბერდებით და იმიტომაც აღარ შეგვიძლია სიყვარულიო.პირიქით, იმიტომაც ბერდებიან რომ აღარ შეუძლიათ სიყვარული .
მე ბავშვებს მივცემდი ფრთებს, მაგრამ ვასწავლიდი როგორ ეფრინათ.
ხანში შესულთ მე ავუხსნიდი,რომ სიკვდილი სიბერეს კია არა დავიწყებას მოაქვს.ო, რამდენი რამ მასწავლეთ მე თქვენ ადამიანებო.
მე მივხვდი რომ ყველას სურს მწვერვალზე ცხოვრება,მაგრამ ვებრმა როდი იცის ჭეშმარიტი ბედნიერება,დაშვებისას რომ ელის.
მე მივხვდი, ჩვილი რომ მამის თითს პირველად მოიქცევს თავის პაწაწა მუჭში, ეს იმას ნიშნავს, ბოლომდე ასე იქნება.
მე მივხვდი, რომ ადამიანმა ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეხედოს ზემოდან,როცა წაქცეულს ეშველება წამოდგომაში.
მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან,მაგრამ რათალი გითხრათ აზრი აღარ აქვს,რადგან როცა ყოველივე ამას მივხვდი და ამოვავსე კიდობანი,სამწუხაროდ სწორედ მაშინ ვკვდები.
ყოველთვის თქვი ის რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ! რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს,მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს , რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე.რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ,როგორ გადიხარ სახლიდან,მოგეხვეოდი,გაკოცებდი და მოგაბრუნებდი,რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ცავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას,რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია , გეტყოდი "მიყვარხარ".თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი.
ყოველ გათენებასათან ერთად ცხოვრება ახლა-ახალ საშუალებებს გვაძლევს,რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.მაგრამ თუ ახლა მე ვცდები,და დღეს ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია,მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასოდეს დაგივიწყებ.
ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დრევანდელი დღით, რამეთუ არ იცი "ხვალინდელი დღე", იქნება თუ არა.და მერე ნამდვილად დაგწყდება გული,რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის,მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.გვერდიდან არ მოიშორო ისინი,ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გვჭირდებიან ისინი.გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ,დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", გეთაყვა" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით.
შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო.შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე,მათ გამოსახატავად.აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან თითოეული მათგანი შენთვის.
გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას, ვისაც გსურს.
თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ ამას არასოდეს გააკეთებ , არც მაშინ დაშავდება რამე.
დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ნჯ მაიკო, ვგიჟდები მარკესის ამ წერილზე, მადლობთ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
მთელი ცხოვრება სულ წამებში აღმიწერია...
უცნობზე ფიქრით ამივსია ცრემლით თვალები,
მე ამ ცხოვრებას არც გავურბი, არც ვემალები...
როგორ მიხვდები შენ ჩემს გრძნობას, ანდა იარას?
მე გულზე ისეც ბევრმა დარდმა გადამიარა...
მაგრამ რა იცი ვის ეკუთვნის ეს ჩემი დარდი,
იქნებ არავის აღარ ვუთხრა: მეც შემიყვარდი!...
წუხელ ნამთვრალევს ბევრი ლექსი დამიწერია...
ერთ ლექსზე შენი სახელიც კი წამიწერია...
იქნებ დამწერმა, წამკითხავმაც იქნებ ინანოს,
...იქნებ ამ გულმა სიყვარული დაიგვიანოს...
იქნებ უეცრად მე ცრემლებმაც კი მომაკითხონ...
ალბათ ვერაფრით გავიხსენებ წარსულს, რომ მკითხონ...
ხშირად ტაძარში შესულს ლოცვად ჩამძინებია...
დამმძიმებია ეს ცხოვრება, დამმძიმებია...
ასე არასდროს მიფიქრია მე ცხოვრებაზე...
ჩავფიქრებულვარ, ვერც კი ვხვდები ვისზე ან რაზე...
ლექსი დავწერე არც კი ვიცი უკვე რამდენი...
მონანიებად ჩამითვალეთ სიტყვა ამდენი...
წუხელ... ნამთვრალევს... ბევრი ლექსი დამიწერია...
მაგრამ არ ვიცი მე გრძელი გზა თუ მიწერია...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ შენი ცქერა სევდასა ჰგავდა _
ხატების სევდას,
ფრესკების სევდას,
რომლებსაც ძველი ეკლესიის კედლებზე ვხედავ...
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
ასე მგონია, თუ ინებეს შენმა თვალებმა,
ვით წმინდა სანთელს, ცაში ვარსკვლავს
აგინთებ ახალს.
მე შემოგწირავ ყოველივეს დაუნანებლად,
მაგრამ დაჩოქილს შენ წინაშე ვერასდროს მნახავ.
დღესაც არ ვიცი ფერი შენთა უძირო თვალთა,
მხოლოდ ვიცი, რომ მსგავსი თვალები
არ უნდა ჰქონდეს სხვას არავის ხატების გარდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას

რად ჰყვედრი კაცსა, ბანოვანო, პირუმტკიცობას?
თუ ემდური შენ ტრფიალისა ცვალებადს გრძნობას,
რომ არ გემსჭვალვის საუკუნო ტრფიალებითა?
ჰგავს, არ პასუხსსცემ შენ მას სულით მშვენიერითა.
სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების
და, ვით ყვავილი, თავის დროზე მსწრაფლად დაჭკნების,
აგრეთვე გულიც, მხოლოდ მისდა შენამსჭვალები,
ცვალებადია, წარმავალი და უმტკიცები!
მშვენიერება ნათელია, ზეცით მოსული,
რომლით ნათლდება ყოვლი გრძნობა, გული და სული,
და კაცსა შორის, ვით კერძოსა ღვთაებობისა,
რად გრწამს არ იყოს საუკუნო მადლი ტრფობისა?
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს,
მას ვერც შემთხვევა და ვერც ხანი ვერ დააბერებს.
მხოლოდ კავშირი ესრეთთ სულთა შობს სიყვარულსა,
ზეგარდმო მადლით დაუხსნელად დამტკიცებულსა!
მხოლოდ მათ შორის არის გრძნობა, ესთ სანუკველი,
რომ მის უტკბილეს არც თუ არის სასუფეველი!
მას ცისა სხივით აცისკროვნებს მშვენიერება
და უკვდავებით აგვირგვინებს ჭეშმარიტება!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი