|
თუ ღმერთი დაივიწყებს წამით, რომ მე ნაჭრის თოჯინა ვარ და ცოტათი კიდევ მიწყალობებს სიცოცხლეს, მე ალბათ არ ვიტყოდი ყველაფერს ,რასაც ვფიქრობ,მე ალბათ უფრო ვიფიქრებდი იმაზე, რასაც ვამბობ. მე, ალბათ შევაფასებდი საგნებს არა მათი ღირებულების არამედ მათი მნიშვენოლბის მიხედვით. მე ვიძინებდი ცოტას და ვიოცნებებდი ბევრს.რადგან თვალდახუჭულმა გაატარო თუნდაც ერთი წუთი,- ეს ნიშნავს მოიკლო სინათლის სამოცი წამი. მე ვივლიდი, როცა სხვებს არ ექნებოდათ ამის სურვილი,მე ვიფხიზლებდი, როცა სხვებს სძინავთ,მე მოვუსმენდი როცა სხვები ლაპარაკობენ თუ რა სიამოვნებით მივირთმევდი შოკოლადის ნაყინს. ღმერთი რომ ცოტაოდენ სიცოცხლეს კიდევ მიწყალობდეს,მე ჩავიცმევდი უბრალოდ,მზის პირველ სხივთან ერთად ავდგებოდი,გავაშიშვლებდი სულსაც და ხორცსაც. ღმერთო ჩემო, თუ გული არ მიღალატებს,ჩავკირავდი ჩემს სიძულვილს ყინულში,და მზის გამოჩენას დაველოდებოდი. მე დავხატავდი ვარსკვლავთა შუქზე,როგორც ვან გოგი,ვიოცნებედი ბენდეტის პოემაზე და სერხის სიმღერა იქნებოდა ჩემი მთვარის სერენედა.მე ცრემლით მოვრწყავდი ვარდებს, რათა მეგრძნო მათი ეკლების ჩხვლეტა,მეგრძნო ალისფერი კოცნა ვარდის ფურცლისა. ღმერთო ჩემო, ცოტაც თუ დამცალდა ერეთ დღესაც არ გამოვტოვებდი ჩემი საყვარელი ადამიანებისათვის რომ არ მეთქვა: მე თქვენ მიყვარხართ!მე დავარწმუნებდი უკლებლივ ყველა ქალსა და ყველა მამაკაცს, რომ ისინი ჩემი საყვარელი ადამიანები არიან.მე ვიცხოვრებდი სიყვარულში სიყვარულით. მე დავარწმუნებდი იმ ადამიანბს ,რომ ცდებიან როცა ფიქრობენ, ვბერდებით და იმიტომაც აღარ შეგვიძლია სიყვარულიო.პირიქით, იმიტომაც ბერდებიან რომ აღარ შეუძლიათ სიყვარული . მე ბავშვებს მივცემდი ფრთებს, მაგრამ ვასწავლიდი როგორ ეფრინათ. ხანში შესულთ მე ავუხსნიდი,რომ სიკვდილი სიბერეს კია არა დავიწყებას მოაქვს.ო, რამდენი რამ მასწავლეთ მე თქვენ ადამიანებო. მე მივხვდი რომ ყველას სურს მწვერვალზე ცხოვრება,მაგრამ ვებრმა როდი იცის ჭეშმარიტი ბედნიერება,დაშვებისას რომ ელის. მე მივხვდი, ჩვილი რომ მამის თითს პირველად მოიქცევს თავის პაწაწა მუჭში, ეს იმას ნიშნავს, ბოლომდე ასე იქნება. მე მივხვდი, რომ ადამიანმა ადამიანს მხოლოდ მაშინ შეუძლია შეხედოს ზემოდან,როცა წაქცეულს ეშველება წამოდგომაში. მე ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან,მაგრამ რათალი გითხრათ აზრი აღარ აქვს,რადგან როცა ყოველივე ამას მივხვდი და ამოვავსე კიდობანი,სამწუხაროდ სწორედ მაშინ ვკვდები. ყოველთვის თქვი ის რასაც გრძნობ და აკეთე ის რასაც ფიქრობ! რომ ვიცოდე, რომ დღეს უკანასკნელად გხედავ მძინარეს,მაგრად ჩაგიკრავდი გულში და შევევედრებოდი უფალს , რომ შენი სულის დამცველად მოვევლინე.რომ ვიცოდე, რომ უკანასკნელად გხედავ,როგორ გადიხარ სახლიდან,მოგეხვეოდი,გაკოცებდი და მოგაბრუნებდი,რომ კიდევ ერთხელ მეკოცნა. რომ ვიცოდე რომ უკანასკნელად მესმის შენი ხმა ფირზე ცავიწერდი თითოეულ შენს სიტყვას,რათა დაუსრულებლად შემეძლოს მისი მოსმენა.რომ ვიცოდე, რომ ეს ჩვენი უკანასკნელი წუთებია , გეტყოდი "მიყვარხარ".თითქოს არ ვიყო დარწმუნებული, რომ შენ ეს უკვე იცი. ყოველ გათენებასათან ერთად ცხოვრება ახლა-ახალ საშუალებებს გვაძლევს,რომ ლამაზად ვაკეთოთ ჩვენი საქმე.მაგრამ თუ ახლა მე ვცდები,და დღეს ამის მეტი აღარაფერი დაგვრჩენია,მინდა გითხრა თუ რა ძლიერ მიყვარხარ და არასოდეს დაგივიწყებ. ხვალინდელი დღე არავის აქვს გარანტირებული, ახალგაზრდას თუ მოხუცს. ამიტომ ნუღარ დაელოდები მეტს, იცხოვრე დრევანდელი დღით, რამეთუ არ იცი "ხვალინდელი დღე", იქნება თუ არა.და მერე ნამდვილად დაგწყდება გული,რომ ვერ გამონახე დრო ღიმილისათვის,მოფერებისათვის, კოცნისათვის და რომ დაკავებულობის გამო ვერ შეუსრულე შენს საყვარელ ადამიანს უკანასკნელი სურვილი.გვერდიდან არ მოიშორო ისინი,ვინც გიყვარს, ჩუმად ჩასჩურჩულე, თუ რაოდენ გვჭირდებიან ისინი.გიყვარდეს და ფაქიზად მოეპყარი მათ,დროს ნუ დაიშურებ რომ უთხრა "ვწუხვარ", გეთაყვა" და ყველა ის სასიყვარულო სიტყვა, რაც იცით. შენ არავინ გაგიხსენებს შენი ფარული ფიქრების გამო.შესთხოვე უფალს, რომ მოგცეს ძალა და სიბრძნე,მათ გამოსახატავად.აჩვენე შენს მეგობრებს თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არიან თითოეული მათგანი შენთვის. გაუგზავნე ეს სიტყვები ყველას, ვისაც გსურს. თუ დღეს ამას არ გააკეთებ, ხვალინდელი დღე ისეთივე იქნება, როგორიც გუშინდელი და თუ ამას არასოდეს გააკეთებ , არც მაშინ დაშავდება რამე. დაიწყე შენი ოცნებების ახდენა, ახლა სწორედ ეს მომენტია.
|