bubusuna wrote:ციტატა:
ლევან,თუ მართლა შენ ხარ ამ ყველაფრის ავტორი, ქედს და მუხლს ვიყრი შენი ნიჭის წინაშე:) ბრავო!!! მაპატიე სიტყვა "თუ" რომ ვიხმარე, მაგრამ ისეთი მეტყველი ნახატებია, ისეთი საოცარი ჩანახატები და ლექსები, 15-17 წლის ასაკში ადამიანები (99,99%)ასე არ აზროვნებენ, ამ ასაკისთვის შეუფერებლად აზროვნებ, კიდევ გიმეორებ, მხოლოდ შენი ასაკის გამო შემეპარა ეჭვი, და თუ მართლა ეს ეჭვი უსაფუძვლოა, შენ გენიოსი ხარ!!! სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით და მე ბოდიშს გიხდი ჩემი ეჭვებისთვის:)
მე მყავდა ერთი არაჩვეულებრივი მეგობარი, არ ვიცი გაგიგონიათ თუ არა ,დათო კრაწაშვილი, ნამდვილი გენიოსი იყო, წერდა, ხატავდა, მღეროდა,ყველაფრით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. სამწუხაროდ ძალიან ახალგაზრდა წავიდა ამ ქვეყნიდან. ის თავის წასვლასაც გრძნობდა.
შენ ჯვარი გწერია, შენმა გამოჩენამ მისი თავი გამახსენა, თუმცა მე ის არასოდეს დამვიწყებია:(
გაირბენს დრო, ჩაივლის წლები,
საათიც დარეკს და ისიც მოვა,
გამიფრინდება ბავშვობის წლები,
მოვა ზაფხული და შემოდგომა.
მე შემოდგომას დავხატავ მართალს,
და მე ეს ტილო გამითქვამს სახელს,
დაველოდები მერე ცივ ზამთარს,
და მაინც ბოლო ნახატი მამხელს...
მოვა ზამთარი,გამოვიცვლებით,
ჩავიძირებით თოვლის ფიფქებში,
ოთახში ჩუმად გარდავიცვლები,
ჩემი პალიტრით და ფუნჯით ხელში...
გასვენების დღეს იქნება წვიმა,
(უკვე წვეთები წუწუნს იწყებენ)
მიმაბარებენ თბილისის მიწას
და მერე ალბათ...დამივიწყებენ...
ეს დათოს ლექსია:(
მაპატიეთ ასეთი გადახვევისთვის.
ბუბუ-შენს წერილზე დამბურძგლა.
დათო კრაწაშვილისგან, პირადად მისგან მაქვს ნაყიდი მისივე ნახატი, მშრალ ხიდთან. "ქარავანი"-ასე ჰქვია იმ სურათს, რომელიც დღესაც კიდია ჩემ სახლში. საწყალი, როგორ დამენანა.