↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩვენ ვხვდებით ისევ

ჩვენ ვხვდებით ისევ- უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი!
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.

დგახარ და უცდი, ვიცი, ვის ელი,
ოჰ, მეგობარო... ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
და, ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
წარწერა თავის ქალისგან დამზადებულ სასმისზე

1. ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6. რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივართ ქვეყნად?
ხოლო დახსნილნი მატლებისაგან,
გამოდგებიან უთუოდ მეტად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
დალევის საბაბი

ცხოვრებაში საბაბი მრავალია ღვინის სმის:
დალევ, თუკი მოყვრისგან კარგი ამბავი ისმის;

შობასა თუ აღდგომას, ქორწილსა თუ ნათლობას,
შვენის მაგრად ქეიფი და გემოზე დათრობა;

ავდარიც კი განგაწყობს კაცს ხანდახან თრობისთვის,
ან, ვთქვათ, შეგხვდა ძმაკაცი, უნახავი ორი თვის!

ჭირის დღეა? დალიეთ, წესს არ გადაუხვიოთ!
სამსახურში მოწყობაც ვერ ჩაივლის უღვინოდ;

ან ძვირფასი სტუმრისთვის ვინ არ გახსნის, აბა, ბოთლს!
მაგრამ სმა შეიძლება ისეც – სულ უსაბაბოდ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
თუ ისე მოხდა,
რომ შორს წავედი
თმა არ იწეწო,
არ ინაღვლო,
არ დაიზარო,
წყალი მაპკურე,
გზა დამილოცე.
დარდი არ მისცე, ძვირფასო, შენს გულს,
რადგან მე ღმერთთან მელოდებიან,
ასე იყო და ასეა ახლაც _
მოვალეს კარზე მიადგებიან.
ერთ რამესა გთხოვ, ბოლო სუნთქვამდე
არავინ ახლოს არ მომაკარო,
არ დაიჯერო ამ წუთისოფლის
და მიწა სიმწრით არ მომაყარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
როგორც ბიბინა, მწვანე მინდორი,
რომ მოვმკვდარიყავ საღ-სალამათი,
მუნჯს ჩემს წინ სიტყვა რომ დასცდენოდა
და ეთქვა მერე ტკბილი სალამიც.
ჭექა-ქუხილის ხმას რომ გაეშრო
ცრემლი, თვალებზე განაბრწყინები,
მამის მოლოცვა რომ მღირსებოდა _
ყიამათის1 დღეს ვიქორწინებდი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყაყაჩო

ეთერ სვანიძეს
ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ
დაფდაფითა და ბუკითა,
ახლა ყაყაჩო შემომხვდა
ლამაზი ქალის შუქითა.
შემომხვდა, შემომანათა,
ჩინჩხლები შემომაყარა,
ალუჩა-ტყემლის შემოსვლა
და გაზაფხული მახარა…
უცხო კაცად რომ შემიცნო,
შერცხვა და თავი დახარა;
შერცხვა და თავი დახარა,
სიწითლემ გადაუარა,
ალბათ, იმაზე დაფიქრდა,
მოვეწონეო თუ არა?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
კარად არ მახსოვს,
არ ვიცი,
როგორ ბრწყინავდა სამყარო, -
მარტი იდგა თუ
მაისი,
დილა იყო თუ
საღამო;
ვისხედით ჩამქრალ კოცონთან
თუ გიზგიზებდა მიხაკი,
ისევ და ისევ
მომწონდი
თუ უკვე აღარ მიყვარდი;
რომელი ათასწლეული
გვიკაკუნებდა კარებზე,
სული მთხოვდა თუ
სხეული,
შინაური თუ
გარეშე;
ზღვარი ჩანდა თუ
საზღვარი -
ზღვისფერი სანაპიროთი,
ცხადი იყო თუ
სიზმარი,
ვიცინოდი თუ
ვტიროდი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგიწნა თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

შორს აგიშენო თეთრი კარავი,
სიყვარულივით ჩუმი, მდუმარი.
არ შეგაშფოთებს მეტი არავინ,
ისევ ჩვენ ვიყოთ ჩვენი სტუმარი.

ო, შენ არასდროს არ მოგწყინდება,
ჩემთან სიზმრებში ჩაგეძინება
და ცისკარივით გამიბრწყინდები,
ძილში რომ ჩუმად ჩაგეცინება.

ხან უზრუნველი მინდორთა შორის
თეთრ ყვავილებში დამემალები,
მინდორს აანთებს ვარსკვლავი ორი
და შემაჟრჟოლებს შენი თვალები...

წამოდი, ჩემთან არ არის ცუდი,
ლექსები გითხრა - რას დაგადარო!..
დაგხურო თეთრი ზამბახის ქუდი,
ჩემო დიდგულა, პატარა ქალო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით
დაიფარა ყველაფერი.
თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით
გამოვლინდა ფერი მისი.
თეთრი ფიქრის თეთრი ღმერთი
თეთრ ეთერში აღდგა მკვდრეთით.
თეთრ ზეწარზე დაწერილი
ბედისწერის ასოები
მწვერვალების გვირგვინია
დაფერილი სასოებით.
თეთრი ზღაპრის თეთრი აფრით,
თეთრი ფრთებით ანგელოსის
ავფრინდი და თეთრ თავსაფრით
მზე ცის ტახტზე ვნახე რომ ზის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
შენ უნდა გერგოს გვირგვინი დაფნის
მე კი ეკლიან გვირგვინს მოველი,
არ ვიცი უფრო რომელი სჯაბნის,
უფრო ამაყი არის რომელი?
თუ გაიმარჯვებს დღეს რაც იქმნება,
წმინდა საქმენი ჩვენგან მართული,
მაშინ გვირგვინი ჩვენი იქნება
მთლად ერთმანეთში გადახლართული.
თუ გადავედით ცალ-ცალკე ნაპირს,
ფუძე შეირყა საერთო ძეგლის,
შენ შეიმოსე გვირგვინი დაფნის,
მე დამამშვენებს გვირგვინი ეკლის

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მიყვარს ხოლმე სიარული
ქუჩაში მარტო,
იმ დროს,
როდესაც
დედაქალაქს
დაიპყრობს ძილი...
მიყვარს...
მიყვარს
და...
არ ვიცი რატომ!..
(მიზეზის პოვნას
არც თუ ისე ძალიან ვცდილობ).

დავდივარ.
მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ...
იღვრება დიდი ფანჯრებიდან
სინათლე ლურჯი...
და...
ვიცი:
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
ვივლი,
და
ბოლოს
სასაფლაოსკენ წამიღებენ
ამავე ქუჩით.

აუცილებლად!
უსათუოდ
მოხდება ასე!
მაგრამ მე მაინც
გმადლობ, დედა!
დედაო, გმადლობ! -
ვხედავ ქვეყანას
სინათლით სავსეს...
დავდივარ,
ვღელავ,
მიყვარს,
მაწვიმს,
ვიცინი,
მათოვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ახლა აპრილის ჩუმი ღამეა
გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...
ისინი თვის მადლს ცას და მიწას
უხვად სწირავენ...
ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც...
ისე ბრწყინავენ...
ახლა აპრილის ჩუმი ღამეა
გულთამხილავი...
ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ,
როგორ ბრწყინავენ...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ მინდა შენი სიბრალული,
შავი ნაწნავებით შემკარი, -
და თუ სიგიჟეა სიყვარული,
გავგიჟებულვარ და ეგ არი

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოვიდა წვიმა,
წვიმა წკრიალა,
დასტოვა ცრემლი და ჩაიარა...
მოვარდა ქარი,
ქარი გრიალა,
დასტოვა მტვერი და ჩაიარა...
მზე აშრობს ქვებად
ქცეულ იარებს, -
მოხვედი შენც და...
შენც ჩაიარე...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ის ცა, ის მზე,
ის მიწა და
ის მაცდური ჟამი,
მე რომ მღრღნიდა,
მე რომ მშლიდა,
ბადაგოვან შხამით;
ის საუფლო,
ის ბილიკი,
ის ცრემლივით ნამი, -
ერთის წუთით დამასიზმრეთ,
კიდევ ერთის წამით!
იმ ბადეში,
იმ მორევში,
სულს რომ ვლევდი ლამის,
ერთის წუთით ჩამაბრუნეთ,
თუნდაც ერთის წამით!
იმ სიცილში,
იმ ტირილში,
იმ დრამათა დრამის
ერთ სპექტაკლში მათამაშეთ,
იქ დამკალით დანით;
იქ დამაგდეთ...
იქ დამმარხეთ...
იქ მომიღეთ ბოლო, -
იმ ხილვებით,
იმ ხატებით,
იმ ზღაპრებით მხოლოდ!!!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი