შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
თუ ისე მოხდა, რომ შორს წავედი თმა არ იწეწო, არ ინაღვლო, არ დაიზარო, წყალი მაპკურე, გზა დამილოცე. დარდი არ მისცე, ძვირფასო, შენს გულს, რადგან მე ღმერთთან მელოდებიან, ასე იყო და ასეა ახლაც _ მოვალეს კარზე მიადგებიან. ერთ რამესა გთხოვ, ბოლო სუნთქვამდე არავინ ახლოს არ მომაკარო, არ დაიჯერო ამ წუთისოფლის და მიწა სიმწრით არ მომაყარო.
როგორც ბიბინა, მწვანე მინდორი, რომ მოვმკვდარიყავ საღ-სალამათი, მუნჯს ჩემს წინ სიტყვა რომ დასცდენოდა და ეთქვა მერე ტკბილი სალამიც. ჭექა-ქუხილის ხმას რომ გაეშრო ცრემლი, თვალებზე განაბრწყინები, მამის მოლოცვა რომ მღირსებოდა _ ყიამათის1 დღეს ვიქორწინებდი.
ეთერ სვანიძეს ძველად აქ ჯარებს უხმობდნენ დაფდაფითა და ბუკითა, ახლა ყაყაჩო შემომხვდა ლამაზი ქალის შუქითა. შემომხვდა, შემომანათა, ჩინჩხლები შემომაყარა, ალუჩა-ტყემლის შემოსვლა და გაზაფხული მახარა… უცხო კაცად რომ შემიცნო, შერცხვა და თავი დახარა; შერცხვა და თავი დახარა, სიწითლემ გადაუარა, ალბათ, იმაზე დაფიქრდა, მოვეწონეო თუ არა?!
კარად არ მახსოვს, არ ვიცი, როგორ ბრწყინავდა სამყარო, - მარტი იდგა თუ მაისი, დილა იყო თუ საღამო; ვისხედით ჩამქრალ კოცონთან თუ გიზგიზებდა მიხაკი, ისევ და ისევ მომწონდი თუ უკვე აღარ მიყვარდი; რომელი ათასწლეული გვიკაკუნებდა კარებზე, სული მთხოვდა თუ სხეული, შინაური თუ გარეშე; ზღვარი ჩანდა თუ საზღვარი - ზღვისფერი სანაპიროთი, ცხადი იყო თუ სიზმარი, ვიცინოდი თუ ვტიროდი...
თეთრი ფერით, მკვეთრი ფერით დაიფარა ყველაფერი. თრთვილით, თოვლით, თეთრი ნისლით გამოვლინდა ფერი მისი. თეთრი ფიქრის თეთრი ღმერთი თეთრ ეთერში აღდგა მკვდრეთით. თეთრ ზეწარზე დაწერილი ბედისწერის ასოები მწვერვალების გვირგვინია დაფერილი სასოებით. თეთრი ზღაპრის თეთრი აფრით, თეთრი ფრთებით ანგელოსის ავფრინდი და თეთრ თავსაფრით მზე ცის ტახტზე ვნახე რომ ზის.
შენ უნდა გერგოს გვირგვინი დაფნის მე კი ეკლიან გვირგვინს მოველი, არ ვიცი უფრო რომელი სჯაბნის, უფრო ამაყი არის რომელი? თუ გაიმარჯვებს დღეს რაც იქმნება, წმინდა საქმენი ჩვენგან მართული, მაშინ გვირგვინი ჩვენი იქნება მთლად ერთმანეთში გადახლართული. თუ გადავედით ცალ-ცალკე ნაპირს, ფუძე შეირყა საერთო ძეგლის, შენ შეიმოსე გვირგვინი დაფნის, მე დამამშვენებს გვირგვინი ეკლის
მე მიყვარს ხოლმე სიარული ქუჩაში მარტო, იმ დროს, როდესაც დედაქალაქს დაიპყრობს ძილი... მიყვარს... მიყვარს და... არ ვიცი რატომ!.. (მიზეზის პოვნას არც თუ ისე ძალიან ვცდილობ).
დავდივარ. მესმის საკუთარი ფეხისხმა მხოლოდ... იღვრება დიდი ფანჯრებიდან სინათლე ლურჯი... და... ვიცი: ვივლი, ვივლი, ვივლი, ვივლი, და ბოლოს სასაფლაოსკენ წამიღებენ ამავე ქუჩით.
აუცილებლად! უსათუოდ მოხდება ასე! მაგრამ მე მაინც გმადლობ, დედა! დედაო, გმადლობ! - ვხედავ ქვეყანას სინათლით სავსეს... დავდივარ, ვღელავ, მიყვარს, მაწვიმს, ვიცინი, მათოვს.
ახლა აპრილის ჩუმი ღამეა გულთამხილავი... ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ, როგორ ბრწყინავენ... ისინი თვის მადლს ცას და მიწას უხვად სწირავენ... ჩემო ვარსკვლავო, შენი თვალებიც... ისე ბრწყინავენ... ახლა აპრილის ჩუმი ღამეა გულთამხილავი... ო, ვარსკვლავები... როგორ ბრწყინავენ, როგორ ბრწყინავენ...
ის ცა, ის მზე, ის მიწა და ის მაცდური ჟამი, მე რომ მღრღნიდა, მე რომ მშლიდა, ბადაგოვან შხამით; ის საუფლო, ის ბილიკი, ის ცრემლივით ნამი, - ერთის წუთით დამასიზმრეთ, კიდევ ერთის წამით! იმ ბადეში, იმ მორევში, სულს რომ ვლევდი ლამის, ერთის წუთით ჩამაბრუნეთ, თუნდაც ერთის წამით! იმ სიცილში, იმ ტირილში, იმ დრამათა დრამის ერთ სპექტაკლში მათამაშეთ, იქ დამკალით დანით; იქ დამაგდეთ... იქ დამმარხეთ... იქ მომიღეთ ბოლო, - იმ ხილვებით, იმ ხატებით, იმ ზღაპრებით მხოლოდ!!!