↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაუმაჯოს ჩემს საყვარელ მესხეთ-ჯავახეთს მართლაც შესანიშნავი ლექსია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბედმა უცნობი გზით გამაქამანა,
თქვენ დარჩით შორი... ცაზედაც შორი...
და, როგორც კარტში აგურის ქალებს,
გქონდათ ქერა თმა და ყელი ბროლის.
მე გპირდებოდით, რომ დავბრუნდები,
რომ თქვენი თმები დამაბრუნებენ,
მაგრამ დღეები, როგორც ქურდები,
ჩემს დანაპირებს ანადგურებენ.
და სადმე ტყვია თუ გააციებს
გულს საშინელი განადგურებით,
თქვენ მაპატიეთ, ჰო, მაპატიეთ,
დანაშაული არდაბრუნების.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ბნელ სიჩუმეში განშორების დღე ახლოვდება,
არწივის მზერას დაამძიმებს გათიშვის ელდა,
ეს აგარაკი მხოლოდ შენით დამახსოვდება,
დამრჩება სევდა, სასურველო, მარტოდენ შენდა.
იელვებს მარად საიდუმლო იგი ნიშანი,
ერთი ღიმილი, ერთადერთი მწვავე იარა.
ეჰ, ჩემო კარგო, მეც მრავალჯერ ბედთან ვიშარე
და ცრემლი დარჩა თეთრი რითმის თანაზიარად.
მაგრამ, როდესაც მყინვარივით წამოვიხრები,
როცა ჩემი ხმა გაანათებს უკუნეთს ქვიანს,
მაშინ მივხვდები, იმ ღიმილის ძალას მივხვდები,
მაგრამ იქნება,ჩემო კარგო, ძალიან გვიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
მწყურვალისათვის
მიმატანინე წყალი,
მევალისათვის
მიმატანინე ვალი,
გზააბნეულისთვის
მასწავლებინე გზები,
შეუწამლავი
შემაწამვლინე ზვრები,
მომაძებნინე
სხვაგან დაკარგული ძმები,
ამ ჩემს მამულში
დამამარხვინე ძვლები.
მათქმევინე:
ქვეყნად სიცოცხლე ღირდა,
მერე წამოვალ,
წამოვალ, საცა გინდა

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ბევრი იმედი გაწბილდება,
ბევრი ოცნება გაცივდება...
მაგრამ არასდროს არ გცილდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება...
მაგრამ არასდროს არ ბერდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება...
მაგრამ არასდროს არ მოკვდება -
ქალი, რომელიც გიყვარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემს პატარა ბიჭობაში წლები მახსოვს დიდებული,
ერთი მეგობარი მყავდა სამტროდ გადაკიდებული.
მხრებზე სცემდა კულულები,
როგორც ოქროს ბულულები,
პაწაწინა სალამურში დაემწყვდია ბულბულები.

წისქვილებში დაძვრებოდა, ქორწილებში ათენებდა,
თვალებში და ნაწნავებში თრთოდა ციცინათელებად.

პაწაწინა ფრთები ჰქონდა, მშვილდ-ისარიც პაწია,
ტანი ისრით დამიცხრილა, სალამურად მაქცია.

ზოგს ჭრილობა დაუწყლულა, ზოგს მანანით მობანა,
ზოგს შორიდან ეთამაშა კუკუ-დამალობანა.

დაფრინავდა ისრის კონით - ღვთაებრივი ფიჩხით,
კაფანდარა, ტიტლიკანა, ონავარი ბიჭი.

მოდი, კიდევ გამაბრუე შენი ფრთების შხუილით,
თუნდაც მხოლოდ დაპირებით, თუნდაც მხოლოდ ტყუილით.

ერთხელ კიდევ შემასწარი მაგ ღვთაებრივ ზუზუნს,
ერთხელ კიდევ დამასიზმრე ამორძალის ძუძუ.

. . .

რა იქნება, ეგ ისარი ერთხელ კიდევ სინჯო,
შე ცუღლუტო, შე ვერაგო, საძაგელო ბიჭო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
არწივები

მომწონს მე ფიცხი მერცხალი,
მისი ქროლვა და ფეთება,
თუ სახლზე ბუდეს მიაკრავს,
სახლს ლხინი დაებედება!

ბრიალებს ტურფა ხოხობი,
სტყორცნის ალს არემარესა;
შეიფრთხიალა ბულბულმა
და გული გამიალერსა...

მაგრამ მე მიყვარს არწივი,
სიმაღლე უყვართ არწივებს!
შუა გაჰკვეთენ განწირვით,
ვინც მის გზას დაუქარწვიმებს!

ავლენ მზესთან და მღერიან,
მზეში ფრთას გადაარწევენ,
უყვართ სიმაღლის ნათელი,
სიმაღლე უყვართ არწივებს!..

კარგია არწივის ფრთიდან, ―
სტვირზე გმირული გალობა,
თუ არწივული სიმღერა
ლექსის ხმას დაეწყალობა!

კარგია არწივის ფრთები, ―
თუ გმირის მხრებში გამოვა!
“მომცეს ფრთანი და ავფრინდე,
მივხვდე მას, ჩემსა ნდომასა;

დღისით და ღამით ვხედვიდე
მზისა ელვათა კრთომასა!”
მიყვარს არწივთა სამშობლო,
არწივიანი, ორბეთი, ―

იქ იწოდება არწივად
გმირების წინამორბედი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრა ხარ…
სამკვიდრო შენს ქვეშ მტრად შემოსულმა
ვერავინ ნახა:
ვერცა ოსმალომ, ვერცა მონღოლმა
და ვერცა სპარსმა…
შენი დიდების მომღერალია
ოშკი და ზარზმა,
ბებერი ტაო…
შენ ისე ღრმა ხარ, ისე ფაქიზი,
ქართულო ცაო…

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
მე ვთბები მზეზე, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარიას
ვუმზერ ჩემს მუხლებზე
დაჩოქილს მუხლებით,
ყვავილის სადარს...
რატომ არ დასველდი, თუ წვიმდა წუხელი,
გეძინა სადა?
თქვი, ჭიამარია, სით მიგიხარია?
თქვი ჭიამარია!
ვარდთ შემოუნახავთ წვეთები წვიმის,
გზაც ნაწვიმარია...
დავდივარ ბაღში, ვით უდაბნოს მწირი,
და ჭიამარია,
ვინ იცის, სად არის?..

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
***
ნუ იცინი, თორემ იცი?
მაგ სადაფის კბილებს,
მაგ ბაგეებს დამდაგველებს,
წითელ-წითელ ტუჩებს,
ისე მაგრად დაგიკეტავ
ჩემი ბაგის გზნებით,
რომ სუნთქვაც კი ვეღარ შესძლო
შემდეგ შენი ნებით!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2008
Posts621
კარმა65
OFFLINEPROFILE
ღამეა! რაღაც ფიქრი მაწუხებს.
ამ მთვარის შუქზე რა დამაძინებს.
ვესათუთები სულში აწ უკვე
გაფერმკრთალებულ ჩემს სიყმაწვილეს.

ჩემო დობილო გარდასულ დღეთა,
ნუღარ უწოდებ თამაშს სიყვარულს.
დე, მთვარემ ვარჯი გაჰკვეთოს ხეთა,
ჩემს სასთუმალზე გადმოიღვაროს.

ირგვლივ ჩრდილები სახეს იცვლიან,
მთვარის შუქით რომ იხატებიან.
გულს ვერ აიყრი, არ შეგიძლია,
რადგან არც ტრფობით არ აგნთებია.

თუ გიყვარს, ერთხელ გიყვარდეს უნდა,
ამიტომ გული ვერ მიგიკარებს.
შეხედე, აგერ, ამ ცაცხვებს, თუნდაც,
მძლავრი ფესვებით ნამქერში მდგარებს.

მე ხომ ვიცი, და შენც უწყი კარგად,
იდუმალ შუქზე, რომ ახლავს მთვარეს,
ამ ცაცხვებს განა ყვავილთა ფარდა,
თოვლი და ჭირხლი უმძიმებს თვალებს.

ჩვენ რა ხანია მოვისურვილეთ
ტრფობა, მე სხვასთან, შენ – ჩემთან არა,
და ორივესთვის არის სულერთი
იაფფასიან გრძნობებს არ ვფარავთ.

მაინც მსურს, ნაზად რომ მეხვეოდე
და დავეკონო ტუჩებს ვნებიანს.
დაე, გულს მუდამ ესიზმრებოდეს
ვინც საუკუნოდ შეჰყვარებია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენთვის დავკრეფ ცისფერ ღიღილოებს ტირიფის ტოტებში ჩავაწნავ მე შენთვის მოვწყვეტ მელნყსფერ ძეციდან ყველაზე ბრHყვიალა ვარსკვლავს მე ღმერთს ვიწამებ და შენთვის ვილოცებ ხატის წინ გავათევ ღამეს და მერე ჩამოვჯდები ლივლივა ტბის პირას დავხატავ შენს ლამაზ თვალებს

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
maxsimas wrote:
ციტატა:
ღამეა! რაღაც ფიქრი მაწუხებს.
ამ მთვარის შუქზე რა დამაძინებს.
ვესათუთები სულში აწ უკვე
გაფერმკრთალებულ ჩემს სიყმაწვილეს.

ჩემო დობილო გარდასულ დღეთა,
ნუღარ უწოდებ თამაშს სიყვარულს.
დე, მთვარემ ვარჯი გაჰკვეთოს ხეთა,
ჩემს სასთუმალზე გადმოიღვაროს.

ირგვლივ ჩრდილები სახეს იცვლიან,
მთვარის შუქით რომ იხატებიან.
გულს ვერ აიყრი, არ შეგიძლია,
რადგან არც ტრფობით არ აგნთებია.

თუ გიყვარს, ერთხელ გიყვარდეს უნდა,
ამიტომ გული ვერ მიგიკარებს.
შეხედე, აგერ, ამ ცაცხვებს, თუნდაც,
მძლავრი ფესვებით ნამქერში მდგარებს.

მე ხომ ვიცი, და შენც უწყი კარგად,
იდუმალ შუქზე, რომ ახლავს მთვარეს,
ამ ცაცხვებს განა ყვავილთა ფარდა,
თოვლი და ჭირხლი უმძიმებს თვალებს.

ჩვენ რა ხანია მოვისურვილეთ
ტრფობა, მე სხვასთან, შენ – ჩემთან არა,
და ორივესთვის არის სულერთი
იაფფასიან გრძნობებს არ ვფარავთ.

მაინც მსურს, ნაზად რომ მეხვეოდე
და დავეკონო ტუჩებს ვნებიანს.
დაე, გულს მუდამ ესიზმრებოდეს
ვინც საუკუნოდ შეჰყვარებია

Какая ночь! Я не могу.
Не спится мне. Такая лунность.
Еще как будто берегу
В душе утраченную юность.

Подруга охладевших лет,
Не называй игру любовью,
Пусть лучше этот лунный свет
Ко мне струится к изголовью.

Пусть искаженные черты
Он обрисовывает смело,-
Ведь разлюбить не сможешь ты,
Как полюбить ты не сумела.

Любить лишь можно только раз,
Вот оттого ты мне чужая,
Что липы тщетно манят нас,
В сугробы ноги погружая.

Ведь знаю я и знаешь ты,
Что в этот отсвет лунный, синий
На этих липах не цветы -
На этих липах снег да иней.

Что отлюбили мы давно,
Ты не меня, а я - другую,
И нам обоим все равно
Играть в любовь недорогую.

Но все ж ласкай и обнимай
В лукавой страсти поцелуя,
Пусть сердцу вечно снится май
И та, что навсегда люблю я.

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined26 Aug 2008
Posts289
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზის ამოსვლას დავსწრებივარ ალზანზე ყაზახეთში მზის ცასვლისთვის მიცქერია შემიგრძვნია ცივ გომბორის სილამაზე ზღვის ტალღებძე მზის ფერებიმირჩევია ვაჟაი მთის წყალი მისვავს ორთავ პეშვით ლურჯ იაზე ბაგე დამიკონებია ატმის რტოსთვის წიტელ ღაწვზედ მიკოცნია შენი ღაწვი მგონებია ოცნებები ოცნებები ოცნებები რა დიადი რა ლამაზი გორებია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
x x x

Ты ушла и ко мне не вернешься,

Позабыла ты мой уголок,

И теперь ты другому смеешься,

Укрываяся в белый платок.

Мне тоскливо, и скучно, и жалко,

Неуютно камин мой горит,

Но измятая в книжке фиалка

Все о счастье былом говорит.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი