↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
რელიგია და მეცნიერება


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined02 Oct 2007
Posts1167
კარმა182
OFFLINEPROFILE
და კიდევ: ზემოხსენებული ექსპერიმენტის ჩაფლავების ფაქტი არის რელიგიის წკიპურტი მეცნიერების აულაგმავი ცნობისმოყვარეობისადმი და ერთგვარად პასუხი ჩვენი ტოპიკისა.მეცნიერებას არავინ უარყოფს, მაგრამ როცა "დაუკრეფავებში გადადიან" რელიგია მკაცრად მოუზომავს ხოლმე მიწიერ ტეკნიკურ მონაპოვარს თავის ტერიტორიას, თანაც საკმაოდ შეზღუდულ ფარგლებში, რათა კიდევ ერთხელ შეგვახსენოს:მთავარი ტიპის ნაჩალიჩარი_ხელშეუხებელია!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts1220
კარმა67
OFFLINEPROFILE
მე ერთ ანდაზას მაგონებს მაგ ამბავი.. თაგვმა თხარა თხარაო, კატა გამოთხარაო...

ასეთ რაღაცას რომ აკეთებენ როგორ გვარწმუნებენ იმაში რომ უსაფრთხოება დაცულია, როცა თავადაც არ იციან რა მოხდება და რა შედეგს მოიტანს შავი ხვრელები და ათასი უბედურება... და სამწუხაროა ამაზე მილიარდობით დოლარი იხარჯებოდეს ვიღაც ფსიქიკურად დაავადებულის იდეის განხორციელებისათვის... ეს თანხა საქველმოქმედო რამეში დაეხარჯათ აჯობებდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
დორადო და ზვიგენ, მეც თქვენს აზრს დაუჭერ მხარს.

რატომღაც "შერეკილები" გამახსენდა.
ისინიც ხომ "დააფინანსა" ექიმმა კუჭუხიძემ.
/ხარის ტყავი, ტიკი, ვარდები და ......./

უმჯობესი იქნება, მედიცინას მოხმარდეს ის უამრავი თანხა, რომელსაც ეგენი, ქარს ატანენ.
უამრავი ახალი ავადმყოფობა ჩნდება და ზოგიერთი ძველი კიდევ, ახლებურად შეცვლილი, უმკაცრესად სჯის ადამიანთა მოდგმას.
/ტუბერკულოზი-თითქმის ამოუხსნელ ავადმყოფობად გადაიქცა./

ეს ჩემი აზრია: მთელი მსოფლიო, ფულის გაკეთებაზეა გადასული.

თუნდაც გლობალური დათბობის პრობლემა ავიღოთ.
ელ გორს 2006_ში/შეიძლება წელი მეშლება/, პრემია გადასცეს, როგორც ბუნების რესურსების დამცველ და თავდაუზოგავ "მებრძოლს".
იმავე წელს მისმა, მხოლოდ ელექტრობაზე გადახდილმა თანხამ 25 000-ს მიუკაკუნა,
ეს, მხოლოდ ერთ წელიწადში.

არ მჯერავს მაგ ხალხისაც და მამკალით თუ გინდათ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
რეალურ სიცოცხლეს მიხედონ ისა სჯობია
=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
/ტუბერკულოზი-თითქმის ამოუხსნელ ავადმყოფობად გადაიქცა

გამარჯობა ელჩი, ტუბერკულოზი არ არის ამუხსნელი დაავადება
ამ ბაქტერიას აქვს ორი გარსი ,რომლსაც ანტიბიოტიკა ვერაფერს აკლებს.ისე კი დიდი საშიში ბაქტერიაა ჰაერით გადადის

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
telmani-გამარჯობა.
"ამოუხსნელ ავადმყოფობაში"-ვიგულისხმე ამ საშიში სენის, თითქმის ყოველწლიური
სახეცვლილება.
"გუშინდელი" ანტიბიოტიკი, "დღევანდელი" ახალი სახის ბაქტერიას, ვერაფერს აკლებს.

ისე ცნობისთვის, ჩემი მეუღლე 15 წელია მაგ დარგში მუშაობს.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია და მისი "გადამკიდე", მეც ბევრი რამ გავიგე ამ სენის შესახებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეც არანაკლებად ვერკვევი მედიცინაში და ბევრ მეცნიერულ წიგნებს ვკითხულობ განსაკუთრები მიყვარს მიკრობიოლოგია

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამერიკელი მიკრობიოლეგები მუშაობენ იმის შესახებ თუ როგორ შექმნან ხელოვნური სიცოცხლე. მათ აღმოჩენა გააკეთეს ექსპერიმენტით სადაც ისინი ცდილობდნენ ერთი ბაქტერია მეორე ბაქტერიად გარდაექმნათ.

ამერიკელმა მეცნიერებმა გამოაქვეყნეს მასალები, საიდანაც ირკვევა რომ მათ აიღეს ბაქტერიული გენების მთელი ნაკრები (გენომი) და გადანერგეს ის ახლომონათესავე სახელობის ბაქტერიაში. მიღებულმა უჯრედმა ჰიბრიდმა დაიწყო ზრდა და დაყოფა და გარდაიქმნა ბაქტერიად, რომელიც გახდა გენეტიკური დონორი.
მეცნიერებმა განაცხადეს რომ აპირებენ იგივე ხელოვნურ გონემზე განახორციელონ ექსპერიმენტი რომელიც დამზადებულია ლაბორატორიაში ნულიდან. იმ შემთხვევაში, თუ ექსპერიმენტი წარმატებული აღმოჩნდებამ შეიძლება ვილაპარაკოთ პლანეტა დედამიწაზე სიცოცხლის ხელივნური ფორმის ჩასახვის შესახებ.
მკვლევარები ცდილობენ, შექმნან მიკროორგანიზმი, რომელსაც მინიმალური გენების ნაკრები ექნება და რომელიც აუცილებელია სიცოცხლის შესანარჩუნებლად. შემდგომში, მეცნიერები ფიქრობენ, რომ მის გენომს დაამატებენ რამდენიმე სასარგებლო გენს და მიიღებენ ორგანიზმს, პრინციპულად ახალი შესაძლებლობებით, ბიოსაწვავის გამომუშავების მსგავსად.
მეცნიერები ფიქრობენ ასეთი სხვადასხვა სახეობის ბაქტერიის შექმნის თაობაზე, ხოლო მათ საფუძველზე ახალი ტიპის ცოცხალი ორგანიზმების შექმნის შესახებ, რმლებიც შეიძლება გამოყენებული იქნას ბიოსაწვავის სახით, ნავთობისა და ნახშირის სანაცვლოდ, ანდა ტოქსიკური ნარჩენების გადასამუშავებლად, ნახშიროჟანგის და სხვა სასათბურე გაზების ატმოსფეროდან აბსორბაციისთვის.
ექსპერიმენტმა აღფრთოვანება გამოიწვია, მაგრამ ასევე გაჩნდა შიში იმისა რომ ადამიანი ისე შორს წავიდა, რომ შემოქმედს გაუტოლა თავი და შესაძლოა ოდესღაც ვიღაცამ ამ აღმოჩენით სხვა მიზნებისთვის ისარგებლოს.
აღმოჩენის ავტორმა, კრეგ ვენტერმა, აღნიშნა, რომ ის და მისი კოლეგები დიდხანს ფიქრობდნენ ამ კვლევის ეთიკურ პრობლემებზე, ვინაიდან ხელოვნური სიცოცხლის შექმნამ შესაძლოა, ბიძგი მისცეს ბიოლოგიური იარაღის ახალი სახეობის განვითარებას.

ინფორმაციის წყარო: tnews.ge Image

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
will
ეს ხომ მარაზმია.
მზარავს.
=fiqri= =fiqri= მეცნიერები აფრენენ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
შიდსი შავკანიანების ამოსაწყვეტად შექმნეს...
ეკოლოგი და ბიოლოგი ვანგარი მაატჰაი, პირველი აფრიკელი
ქალი იყო,რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა.
მისი განცხადებით, შიდსი სპეციალურად შავკანიანების
ამოსაწყვეტად შექმნეს."ცნობილია, რომ განვითარებული ქვეყნები
ბიოლოგიურ იარაღს იყენებენ,ხოლო ჩვეულებრივ იარაღს პრიმიტიულ ქვეყნებს უტოვებენ.შიდსიც ბოროტი ზრახვების მქონე ადამიანებმა შექმნეს, მაგრამ არავინ
ცდილობს იმის დადგენას, ვინ არის ამ იარაღის ავტორი"

მეორე და ალბათ ყველაზე ჭეშმარიტი ვერსია მაიმუნებს უკავშირდება,
ამ ვირუსის მატარებელმა მაიმუნმა ადამიანს უკბინა,
ვირუსმა თავის მომაკვდინებელიშეტევა დასავლეთ დაეკვატორული აფრიკიდან დაიწყო.
მოგვიანებით, შიმპანზეს სისხლში მართლაც იშვიათი ვირუსი აღმოაჩინეს,
რომელიც ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას სიკვდილს იწვევს, მაგრამ ეს ვირუსი
შიმპანზეებში სიკვდილს არ იწვევს,მხოლოდ ამ ვირუსის მატარებლები არიან.
ასე დარჩა 21 საუკუნის მოუშორებელ შავ ჭირად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შიდსი შავკანიანების ამოსაწყვეტად შექმნეს...
ეკოლოგი და ბიოლოგი ვანგარი მაატჰაი, პირველი აფრიკელი
ქალი იყო,რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა

შიდსმა შავკანიანი და თეთრკანიანი არ იცის ორივეს კლავს და როგორც ცნობილია შიმპანზის ორგანიზმში უვნებლად ცხოვრობს მხოლოდ ადამიანისთვის არის საშიში

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined18 Dec 2007
Posts196
კარმა55
OFFLINEPROFILE
http://www.asavali.ge/asdas1_2006/2008-30/22-40.PDF 24-გვ-ზე შედით. ზეტიტანური მეცნიერული ნაშრომი =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქრისტე ღმერთის კვართი ქართლში ჩამოიტანეს. არა სვიმონ კანანელისა და ანდრია პირველწოდებულის ქადაგებით იწყება საქართველოს გაქრისტიანება. დაიწყო იგი უფლის კვართის ქართლში ჩამობრძანებით. იმ დღეს გოლგოთაზე უამრავი ხალხი იყო და, რაც ხდებოდა, მამაზეციერის ნებით ხდებოდა. ნაწილი უფლისა ერგებოდა არა იმას, ვინც მას შეიხვედრებდა, ერგებოდა იმას, ვისთვისაც მამაზეციერი განაჩინებდა. შეხვედრა შემთხვევითობას გამორიცხავდა, რაკი უფლის ნება იყო აქ. კანონზომიერებაა ყოველ დეტალში და კვართი უფლისა არის ხვედრი საქართველოსი, მისთვის გამომეტებული მადლი.

ქრისტეს მოძღვრება ჟრუანტელია. ჟრუანტელია, რადგან სულის და აზრის ნეტარებაა იგი. ადამიანის სულს მის გარეშე სრულყოფილი ბედნიერების განცდა არ შეუძლია. ის კი უჩვეულოა ადამიანთათვის, თუკი ადამიანი ვერ ეზიარება მას. აუხსნელია, სანამ ეზიარებოდე! გაუგებარიც! რადგან შეუძლებელი ჩანს ყოველი აზრის უჩვეულო არსის გაგება.
ადამიანთა შორის ურთიერთობას და ღვთაებრივთან ადამიანის კონტაქტს იგი ისეთი კანონებით წარმართავს, თუ ეზიარები, ბედნიერების ჟრუანტელი წაგლეკავს. ეს კანონები არ არის მარტივი, ურთულესია - ოღონდ ისეთი გამჭირვალეა, შესაძლოა, მარტივი ეგონოს კაცს. ეს კანონები, ღვთაებრივ სამყაროსთან და ადამიანებთან ურთიერთობის კანონები, იქცა ქართველი ერის წარმმართველად, პირველ ყოვლისა, ცოდნად - შემდგომ ამისა, წესად ---ჯანსუღ ღვინჯილია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
თანამედროვე მეცნიერება და ღვთის რწმენა
უკანასკნელი ასწლეულის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, 1918 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკის დარგში მაქს პლანკი ამბობს: „რელიგია და მეცნიერება სულაც არ გამორიცხავენ ერთმანეთს, როგორც ადრე ფიქრობდნენ და რისაც მრავალ ჩვენს თანამედროვეს ეშინია; პირიქით, ისინი ეთანხმებიან და ავსებენ ერთიმეორეს“.
ამავე აზრს ადასტურებს ცნობილი ამერიკელი მეცნიერი, ნიუ-იორკის მეცნიერებათა აკადემიის ყოფილი თავმჯდომარე ა. კრეს მორისონი თავის ბრწყინვალე სტატიაში „შვიდი მიზეზი, რომლებიც ხსნის, თუ რატომ მწამს ღმერთი“.
მცირედი შემოკლებით გთავაზობთ ამ წერილს.

.: I :.
მათემატიკური ანალიზი
წარმოიდგინეთ, რომ ტომარაში ათი მონეტა გდია, ღირებულების მიხედვით - ერთიდან ათ ცენტამდე. ტომარა შეანჯღრიეთ და შეეცადეთ, მონეტები მათი ღირებულების ზრდის მიხედვით ამოიღოთ, ოღონდ ყოველ ამოღებულ მონეტას, დახედავთ თუ არა, უკანვე, ტომარაში ჩაუძახეთ.

მათემატიკა ამბობს, რომ ათიდან მხოლოდ ერთი შანსი გვაქვს, პირველივე ცდაზე ერთცენტიანი მონეტა შეგვხვდეს. ხოლო ერთცენტიანის შემდეგ რომ ორცენტიანი ამოვიღოთ, ამის ალბათობა უკვე ასიდან ერთია, მესამე ცდაზე სამცენტიანის ამოღებისა - ათასიდან ერთი და ა.შ.

ერთი სიტყვით, აი, რას გვეუბნება მათემატიკური ანალიზი: შემთხვევით, გონიერი წარმართვის გარეშე, სიცოცხლე დედამიწაზე ვერაფრით ვერ გაჩნდებოდა.

ბრუნვის სიჩქარე დედამიწის ზედაპირზე საათში ათასი მილია. დედამიწა რომ საათში ასი მილის სიჩქარით ბრუნავდეს, დღეცა და ღამეც ათჯერ უფრო გრძელი იქნებოდა. ამსიგრძე დღის განმავლობაში მზე ყოველივე ცოცხალს გადაბუგავდა, ღამე კი ყველაფერს სიცივე მოუღებდა ბოლოს.

მზის ტემპერატურა 12 000 გრადუსია ფარენგეიტით. დედამიწა ზუსტად იმ მანძილით არის დაშორებული მზისგან, რომ ეს „მარადიული ცეცხლი“ ისე გვათბობდეს, როგორც საჭიროა, არც მეტად არც ნაკლებად. მზე რომ ორჯერ ნაკლებ სითბოს გვიგზავნიდეს, გავიყინებოდით, ხოლო ორჯერ მეტად რომ გვათბობდეს, სიცხე დაგვხოცავდა.

დედამიწის ღერძი 23 გრადუსით არის დახრილი. ამიტომაც არსებობს წელიწადის დრონი. დახრილობა სხვანაირი რომ იყოს, ოკეანეების ანაორთქლი იმოძრავებდა წინ და უკან, სამხრეთისკენ და ჩრდილოეთისკენ, და ყველა კონტინენტს ყინულით დაფარავდა.

მთვარე 50 000 მილით რომ იყოს ჩვენგან დაცილებული, ოკეანის მიმოქცევას ისეთი გრანდიოზული მასშტაბი ექნებოდა, რომ კონტინენტები დღე-ღამის განმავლობაში ორჯერ მოექცეოდა წყლის ქვეშ.

ატმოსფერო, რომელიც დედამიწას გარს აკრავს, ოდნავ უფრო თხელი რომ ყოფილიყო, მილიონობით მეტეორი, რომლებიც ახლა ატმოსფეროში იწვება, დედამიწაზე ჩამოცვივდებოდა და უთვალავ ხანძარს გამოიწვევდა.

ეს და ურიცხვი სხვა მაგალითი მოწმობს, რომ დედამიწაზე სიცოცხლის შემთხვევით გაჩენის ალბათობა მრავალი მილიონიდან ერთიც კი არ არის.

.: II :.
სიცოცხლემ სძლია წყალს, ხმელეთსა და ჰაერს
ჯერ არც ერთი ადამიანი არ ჩასწვდომია სიცოცხლის არსს. მას არც წონა აქვს, არც ზომა, მაგრამ არის რეალური ძალა. მზარდი ფესვი კლდეს ანგრევს. სიცოცხლემ დაამარცხა წყალი, ხმელეთი და ჰაერი.

სიცოცხლე სკულპტორია, რომელიც ფორმას აძლევს ყველაფერს, რაც სუნთქავს, სიცოცხლე მუსიკოსია, რომელიც ჩიტებს სასიყვარულო სიმღერებს ასწავლის, სიცოცხლე ზედმიწევნით დახვეწილი ქიმიკოსია, რომელიც ნაყოფს გემოს აძლევს, ყვავილებს - სურნელს, წყალსა და ნახშირჟანგს შაქრად და ხედ აქცევს და ამ დროს ყოველი ცოცხალი ორგანიზმისთვის აუცილებელ ჟანგბადს იღებს.

აი, ჩვენს ხელთ პროტოპლაზმას წვეთია, თითქმის უხილავი, გამჭირვალე, ჟელეს მსგავსი, რომელსაც მოძრაობა და მზისგან ენერგიის მიღება შეუძლია. ეს უჯრედი, ეს გამჭირვალე ნამცეცა ნაწილაკი სიცოცხლი ჩანასახია და მცირესა და დიდისთვის სიცოცხლის მიმნიჭებელი ძალა აქვს. მისი ძალა მეტია, ვიდრე ძალა ჩვენი არსებობისა, უფრო ძლიერია, ვიდრე ადამიანი და ცხოველი, რადგან ის ყოველივე ცოცხალის საფუძველია. სიცოცხლე ბუნებას არ შეუქმნია. სიცხისგან დახეთქილი კლდეები და ზღვები ვერ დააკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რომლებიც სიცოცხლეს სჭირდება.

ვინ შთაბერა სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნამცეცს?..

.: III :.
ვინ მისცა ცხოველებს ინსტიქტი?
ახალგაზრდა ორაგული სიცოცხლის პირველ პერიოდს ზღვაში ატარებს, შემდეგ კი მშობლიურ მდინარეს უბრუნდება, თანაც მას ზუსტად ამ გზით აუყვება, რომლითაც ქვირითი მოხვდა ზღვაში. რას მიჰყავს ორაგული ასეთი სიზუსტით?

კიდევ უფრო იდუმალია გველთევზას ქცევა. ეს საოცარი არსება ზრდასრულ ასაკში ტოვებს ტბორებს, მდინარეებსა თუ ტბებს, ფარავენ ათასობით მილს და ბერმუდის კუნძულებისკენ მიცურავენ. აქ ისინი გამრავლების აქტს ასრულებენ და იხოცებიან. პატარა გველთევზები, რომელნიც თითქოსდა ოკეანის სიღრმეებში ჩასაკარგად არიან განწირულნი, თავიანთი მშობლების გზას დაადგებიან და იმ მდინარეებს, ტბორებსა და ტბებს უბრუნდებიან, საიდანაც მათ იწყეს მოგზაურობა. ევროპაში არცერთხელ არ დაუჭერიათ გველთევზა, რომელიც ამერიკის წყლებში ცხოვრობს და არც ამერიკაში უნახავთ ოდესმე ევროპული გველთევზა.

საიდან ჩნდება მათთვის გეზის მიმცემი იმპულსი?

კრაზანა ზუსტად განსაზღვრულ ადგილას ასობს ნესტარს კალიას. ამის შედეგად კალია გონებას კარგავს და თითქოსდა დაკონსერვებულ ხორცად იქცევა. ამის შემდეგ კრაზანა კვერცხს დებს, ხოლო გამოჩეკილი მატლები კალიას ისე წოვენ, რომ არ მოკლან - მკვდარი ხორცი მათთვის მომაკვდინებელი საკვები იქნება. ამის შემდეგ დედა კრაზანა კვდება. ის ვერასოდეს ნახავს თავის შვილებს. უეჭველია, რომ ყოველი კრაზანა ამას ცხოვრებაში პირველად აკეთებს, ყოველგვარი სწავლების გარეშე, და აკეთებს ისე, როგორც საჭიროა. ეს მისტიკური ტექნიკა მათ სისხლში აქვთ გამჯდარი.

.: IV :.
ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალია
ადამიანს კი ცხოველურ ინსტიქტზე მეტი რამ აქვს: გონება. თუკი ინსტიქტს ფლეიტის ერთ ნოტს შევადარებთ, - მშვენიერ, მაგრამ შეზღუდულ ხმოვანებას, - შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანის გონებას ორკესტრის ყველა ინსტრუმენტის ყოველი ბგერის გამოცემა შეუძლია. ჩვენი გონიერების წყალობაა, რომ შეგვიძლია იმაზე მსჯელობა, თუ რას წარმოვადგენთ, ეს შესაძლებლობა კი იმითაა განპირობებული, რომ ჩვენში სამყაროს გონის ნაპერწკალი ძევს.

.: V :.
აი, სად იწყება ევოლუცია
დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ადამიანის გენები რომ შეგვეგროვებინა, სათითესაც კი ვერ გაავსებდა. მიუხედავად ამისა, ეს ულტრამიკროსკოპული გენები და მათი თანმდევი ქრომოსომები ძევს ყოველი ცოცხალი ორგანიზმის ყოველ უჯრედში და უტყუარ გასაღებს წარმოადგენს ადამიანის, ცხოველისა თუ მცენარის ყველა თვისებების ასახსნელად. სათითეში ეტევა მთელი დედამიწის მოსახლეობის ყველა ინდივიდუალური ნიშანი! მაშ, როგორ ხდება, რომ გენი ცალკეული პიროვნების ფსიქოლოგიის გასაღებსაც კი იტევს?

აი, სად იწყება ევოლუცია! ის იწყება ერთეულში, რომელიც გენებს ინახავს და გადააქვს. და თუ ულტრამიკროსკოპულ გენში შემავალი რამდენიმე მილიონი ატომი შეიძლება აღმოჩნდეს ის აბსოლუტური გასაღები, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლეს წარმართავს, რაღა იქნება ამაზე უტყუარი საბუთი, რომ ყოველ ცოცხალ არსებაზე ვიღაცამ წინასწარ იზრუნა?

.: VI :.
მწერმა კაქტუსი დაამარცხა
თუკი ბუნების ეკონომიკას დავაკვირდებით, უნდა ვაღიაროთ, რომ მხოლოდ უკიდურესად სრულყოფილ გონს შეუძლია განჭვრიტოს ყველა სირთულე, რომელიც კი ასეთ რთულ მეურნეობაში იჩენს თავს.

მრავალი წლის წინათ ავსტრალიაში ცოცხალ ღობედ დარგეს კაქტუსის ზოგიერთი შემოტანილი სახეობა. რაკი აქ მისი მავნებლები არ ბინადრობდნენ, კაქტუსი გამრავლდა, და უზარმაზარი ტერიტორია დაფარა. მან ქალაქებიდან და სოფლებიდან გაყარა ხალხი, დაანგრია ფერმები... ენტომოლოგები კაქტუსთან ბრძოლის გზებს მთელ მსოფლიოში ეძებდნენ. ბოლოს და ბოლოს, მათ მიაგნეს მწერს, რომელიც მხოლოდ ამ მცენარით იკვებებოდა. ის იოლად გამრავლდა, რადგან ავსტალიაში მტრები არ ჰყავდა. მალე კაქტუსმა უკან დაიხია. ამის კვალობაზე, შემცირდა მწერების რაოდებობაც. დარჩა მხოლოდ იმდენი, რამდენიც საჭირო გახლდათ, რომ კაქტუსი ამაზე მეტად აღარ გამრავლებულიყო.

ამგვარი ურთიერთკონტროლის მექანიზმი ყველგან გვხვდება. მართლაცდა, მწერები, რომლებიც ასე სწრაფად მრავლდებიან, რატომ არ ანადგურებენ დანარჩენ ცოცხალ სამყაროს? იმიტომ, რომ ისინი სუნთქავენ არა ფილტვებით, არამედ ტრაქეით. ტრაქეა კი მწერის ზრდის კვალდაკვალ შესაბამისი პროპორციით არ იმატებს. ეს შეუსაბამობა აფერხებს მწერების ზრდას. რომ არა ეს თავისებურება, ადამიანები გადაშენდებოდნენ. წარმოიდგინეთ, რა მოგვივა, ერთ მშვენიერ დღეს ლომისოდენა ხოჭოები რომ დაგვესხან თავს...

.: VII :.
ღმერთი ყველგან და ყველაფერშია
ის ფაქტი, რომ ადამიანს უნარი აქვს, ღმერთის არსებობის იდეა აღიქვას, თავისთავად საკმარისი საბუთია მისი არსებობისა.

კონცეფცია ღმერთის შესახებ ადამიანის იმ საიდუმლო ნიჭის წყალობით აღმოცენდება, რომელსაც ჩვენ წარმოსახვას ვუწოდებთ. მხოლოდ ამ ძალის მეშვეობით ძალუძს ადამიანს, ყველა სხვა არსებისგან განსხვავებით, ახსნა მოუძებნოს აბრსტაქტულ საგნებსა და ცნებებს. ასე, რომელსაც ეს ნიჭი გადაგვიშლის, თვალუწვდენელია. სწორედ ჩვენი სრულყოფილი წარმოსახვა გვაძლევს სულიერი აღქმის საშუალებას და შეგვაძლებინებს, მიზნისა და ამოცანის მთელი სიცხადით გავაცნობიეროთ დიადი ჭეშმარიტება, რომ ცათა სასუფეველი ყველგან და ყველაფერშია, რომ ყველგან და ყველაფერშია ღმერთი.

აი, ასე გვიდასტურებს მეცნიერებაც და წარმოსახვაც მეფსალმუნის სიტყვებს: „ცანი უთხრობენ დიდებასა ღმრთისასა და ქმნულსა ხელთა მისთასა მიუთხრობს სამყარო“.

ჟურნალი „კარიბჭე“

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
დედა რაღა ვქნა,ეს ჩემი სიცოცხლე გოგო
მეცნიერებაში გადავარდნილა და აწი რაღა
მოაბრუნებს ჩვენსკენ.
=fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri= =fiqri=
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 84 posts ] 
რელიგია და მეცნიერება
დესპანი