 |
დესპანელი
 |
| Joined07 Dec 2008 |
| Posts62 |
| კარმა0 |
  |
|
მუჭში მომწყვდეული სამყარო
ამ ცხოვრებით გადავიღალე... ფოთლებიც ხვდებიან,რომ ქვეყნად მუდამ ზაფხული ვერ იარსებებს და მშობლიურ ტოტებს ემშვიდობებიან.შემოდგომის ფერადი სასაფლაო მხატვრებისთვის მუზის ერთ-ერთი წყაროა, ხოლო მწერალთა და პოეტთათვის შთაგონებისა...არა... ხელოვანთა შორის მხოლოდ ვივალდმა განიცადა წელიწადის დროთა ღვთიური ამაოება. ერთ დროს ხეზე აკოკრილი ფოთლები გაიფურჩქნენ და მწვანე, ხავერდის სამოსებით საკარნავალოდ შემოსილნი,დღისით მზის სინათლეზე შტრაუსის ვალსს ცეკვავდნენ...ხოლო საღამოს, მთვარით განათებულ შუქს მისტიკური "ტანგო" ერწყმოდა.ყველა ზღაპარი ასე თუ ისე ცხოვრებისეულ რეალობას ასახავს რაშიც დიდი ფილოსოფია დევს...აი ახლაც,როგორც "კონკიაში",დასრულდა ნეტარების ხანმოკლე საუკუნე და სამოსშემოძარცვული ფოთლები,სხვადასხვა ფერის სხეულებით გაშიშვლებულნი ადნებიან დედა მიწას.ხანდაზმულთა დამჭკნარი;დანაოჭებული სხეულები კი მეტად ჭკნებიან,ხმებიან,იხრწნებიან და ფერფლად ქცეულნი ნაგვის ურნებში თუ ქარით ჰაერში ატაცებულნი,უგზო-უკვლოდ ქრებიან და უჩინარდებიან... ბოლოს,ზამთარი სუსხიან გლოვას აცხადებს და დადუმებული სამყარო იმედის თვალით შეჰყურებს მომავალ თაობას,რომელიც კვლავ იცეკვებს შტრაუსის ვალსსა და მისტიკურ "ტანგოს". ამ ცხოვრებით გადავიღალე... გული,გონება,ენა და სული...სხეულის თითოეული უჯრედი სხვადასხვანაირად მეტყველებს ჩემი ცხოვრების შესახებ. თითქოს მე სხვა ვარ და ჩემი მეორე მე სხვა... რომელს უნდა ვენდო?!ისიც კი არ ვიცი,მე რომელი "მე" ვარ!..ერთ მოკვდავს უთქვამს:"ცხოვრების საუკეთესო წლებს საკუთარი თავის შეცნობას ნუ შეალევო"... მაგრამ მგონი უკვე გვიანაა...დიდი ხნის წინ შევაბიჯე დალახვრულ სამყაროში, საიდანაც თავისდაღწევა თითქმის შეუძლებელია.დამშანთა და მუჭში მომიმწყვდია რამდენადაც ნეტარმა,მეტად ჯოჯოხეთურმა სამყარომ. ასეთი ცხოვრებით გადავიღალე!.. კაფეში ვზივარ ჩაფიქრებული...ქალაქის საუკეთესო ორკესტრი რაღაცას უკრავს... ფიქრთა ქალღმერთებთან ბაასით ისე ვარ გართული,რომ კარგად არც კი მესმის ის ღვთაებრივი მელოდია რაც საამოდ ჩამესმის სულსა და გულში. გარეთ წვიმს და უნებლიეთ შევყურებ ქოლგასამოფარებულ შეყვარებულთა წყვილს. არემარე ლამპიონებითაა განათებული.რამოდენიმე განათებულ ადგილას შემზარავად მოსჩანს გატიტვლებულ ხეთა დაძაბული და ანერვიულებული ტოტები,რომლებიც წვიმის გუბეებში ირეკლებიან. ფინჯანი ყავა,რომელიც უკვე გაცივდა მინდა დავლიო...მაგრამ ყველაფერი გადამავიწყა...შიგ,გულში ისარი ჩამცა.მთელი სხეულით ვთრთი და გულის ძგერა, საამო მელოდიასთან ერთად მესმის.თვალთ მიბნელდება...ფრთები შემასხა და ვარდისფერი სათვალე მიბოძა...მეც უმალ გავიკეთე და სამყარო სულ სხვა ფერებში დავინახე...თვალთ ამეხილა. ის ჩემკენ მოაბიჯებს.მესმის მისი ქალური ნაბიჯების ხმა, რომლის ფეხსაცმლის მაღალი და ცეცხლოვანი ქუსლებიც ფრთხილად ეხებიან მარმარილოს ცივ იატაკს...მან ვერც კი შემამჩნია;გვერდით ჩამიარა და ჩემს უკან,მაგიდასთან დაჯდა. მას ვეღარ შევცქერი...ლამისაა გული გამისკდეს, სული მეხუთება...ადგილს ვიცვლი.ახლა ვხედავ,მაგრამ თავს უარესად ვგრძნობ...არ ვიცი ეს რას მივაწერო,მაგრამ ჭეშმარიტად ამაღელვებელი და ძალზედ სასიამოვნო განცდაა. მისი მოსვლიდან 5 წუთსაც არ გაუვლია,როცა შავი სათვალეები გაიკეთა...მის სულს ვეღარ ვხედავ, მაგრამ ვამჩნევ თუ როგორ ეღვენთება ცრემლები შენიღბულ თვალთაგან. მე ის აღარ ვარ ვინც უწინ ვიყავი.სასმელიც აღარ მჭირდება იმისთვის,რომ თავისუფალი გავხდე და ვიყო ის რაც ვარ...პირიქით,ახლა სასმელი ხელს თუ შემიშლის.რაც ეს ღვთიური ქალი გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში,სიცოცხლის არსს ჩავწვდი და შევიცანი.ის ტირის;რაღაცას განიცდის...მე კი ვზივარ და მისით ვტკბები.უცბად გავიაზრე,რომ შანსი მომეცა პირადად გავიცნო,დავუახლოვდე და მის ქორფა, ხორბლისფერ კანს შევეხო.ჩემდაუნებურად ვცილდები მაგიდას,სადაც ფინჯანი ყავა კვლავ ჩემს ბაგეს ელის...მივდივარ ორკესტრთან,რომელსაც ვთხოვ რომ "ტანგო" დაუკრას,როგორც კი... მაცდურ ქალს,რომელიც ასაკით ჩემზე გაცილებით უფროსია,ვუახლოვდები და ხელს ვუწვდი...სრულ მდუმარებას "ტანგოს" ენით უთქმელი,ცეცხლოვანი და მბორგავი მელოდია ახშობს...უეცრად,ქალი ნატიფად თლილ თითებს,ჩემს ძლიერსა და უხეშ ხელისგულს ნაზად ადებს და მსუბუქი მოძრაობით მომყვება სცენის შუაგულში...სათვალეს ვხსნი...თვითონ კი თავსაფარს ემშვიდობება და მოჩუქურთმებულ თმებს, რომელიც ვიწრო წელამდე ჩამოშლია,აღმგზნებად აფრიალებს...ორივემ ერთდროულად დავსცხეთ ქუსლები მარმარილოს ცივ იატაკს...გარშემო სინათლე ჩაქრა და მხოლოდ ჩვენ დაგვნათის მკვეთრი წითელი შუქი და აჩრდილებად ქცეულნი, შავ ლანდებად ვჩანვართ. ცეკვა დავიწყეთ!..ხან მე ვარ ტორეადორი...ხან ის. ჩემი გამჭოლი მზერა მას აშიშვლებს!..ცალი ხელი თმაში წავავლე,ცალით კი თრთოლვით ვეალერსები მის მწიფე მკერდს...ის ჩემი დაკუნთული სხეულის ძალას ვნებით შეიგრძნობს და გიშრისფერი თვალებით მატყვევებს...ფეხები თავისით ცეკვავენ...ერთმანეთს ვენაცვლებით და ვიწვევთ ამ შეუპოვარ;ეროტიკულ ბრძოლა-თამაშში.მუსიკა არ ცხრება...პირიქით,ცხარდება და ჩვენც მეტ ქარიზმას ვგრძნობთ.შამპანიურისა და "ამარეტოს" შადრევანის ქაფში ვშიშვლდებით და ღვთაებრივ აღმაფრენას განვიცდით...ო!..რა უდიდესი სიამოვნებაა... გაველურებულნი ერთმანეთს ვლაშქრავთ და დინამიური ცეკვის სიმძაფრით გაჟღენთილნი,რაღაცისთვის ვიბრძვით...რაღაც აუხსნელისთვის.ემოციურმა მოზღვავებამ ლავასავით ამოხეთქა და უნებლიეთ,უხეში ხელი ქალს სახეში გავარტყი ...გამწარებულმა იფეთქა და ხელის შემობრუნება ამაოდ სცადა,რადგან მაჯაში ძლიერად ვწვდი და შევაჩერე...ახლა განცხრომით ტირის და გაცხოველებულნი ცეკვას განვაგრძობთ...ვარდისფერი ღრუბლები მოიღუშნენ და მეხმა ორივე ძირს დაგვცა. სიყვარულის პატარა,რომანტიკულმა სანთლებმა გულში ხანძარი გაგვიჩინეს,რამაც სული დაგვიმძიმა. "ტანგო" დასასრულს უახლოვდება...ქალი ნაზი ხელებით ფრთხილად მეკიდება კისერზე და ცალი ფეხის წვივს მსუბუქად მხვევს წელზე...მე კი მისი მკერდის ღარში თავჩარგული ვთვრები და ვეთხოვებით ერთმანეთს. დასრულდა "ტანგო"...ეს იყო ჩემი უკანასკნელი "ტანგო". ტაშის ხმამ გამომაფხიზლა...გარშემო მივიხედ-მოვიხედე...თურმე მუსიკოსებს უკრავდნენ ტაშს.მე კი... მე კვლავ მარტო...ეულად ვზივარ და ჩაფიქრებული,ფინჯან ყავაში ვუცქერ საკუთარ ანარეკლს. ასეთი ცხოვრებით გადავიღალე... როგორც ჩემს წარმოსახვაში,ისე რომ მოვიმწყვდიო სამყარო!.. - ღმერთო შემინდე!..
ლევან სონღულაშვილი (16 წ.)
| |
|