↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რუსეთმა ჯობია თავის თავს მიხედონ დიდად სახარბილოდ არ ააქვთ საქმე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
კუდზე ფეხი არ დაადგათ ჩაძინებულ გველს, კუდში ხელი არ ჩაავლო პირდაღებულ მგელს" _ ეს "ჯორჯიან თაიმსს" არ უთქვამს, ჰატეფმა თქვა 1008 წელს, აზერბაიჯანელმა პოეტმა. ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ჰატეფი გაგებული არ ექნება (გრიგოლ ორბელიანი და ნიკოლოზ ბარათაშვილი ერევა ერთმანეთში და ჰატეფის ცოდნას არ მოვთხოვთ), მაგრამ ცას და ქვეყანას მოდებულმა, დემოკრატ პოლიტიკოსობაზე პრეტენზიის მქონემ ის კი უნდა იცოდეს, რომ პრესასთან სიფრთხილეა საჭირო.

მიშა უმსგავსობებსშეურიგებელი მედიისაგან იქით ითხოვს სიფრთხილეს და თვალების დახუჭვას. ვერ შეგუებია იმ აზრს, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც დარჩა, ვისაც მისი ეკლიანი ხელების და ბრჭყალების არ ეშინია!

სადაც მამას შვილი დაეკარგა, მიშა-პრეზიდენტმა ყველა გარშემო შემოიკრიბა და გაიხარა: კოლექტივი შევკარიო. ამ კოლექტივმა, ქოლექტიური ჯამბაზობით და ტაკიმასხრობით, კოლექტიურად ქვეყანა თავზე დაგვამხო და ვართ ასე, კუდამოძუებულები. ტერიტორიები _ რუსეთის რუკაში, ახალგაზრდობა _ ციხეში, ბავშვები _ ქუჩაში, დედები _ თურქეთში, მამები _ დივანზე, ბებია-პაპები _ უფასო სასადილოებში, ტელეეკრანზე _ "რუსთავი-1, 2, 3, 4..." ლარი _ "სიმყარეში", დოლარი _ ჯანდაბაში, პრეზიდენტი _ ცაში, მთავრობა _ ჯიპებში, მათი შვილები _ ჰარვარდში, ოჯახები _ წითელ ხიდზე ოქრო-ხალიჩა მოკიდებულები, მათი საყვარლები _ ჯაკუზებში.

ომში დაღუპული საჯიშე ვაჟკაცები _ უსახელო ჯარისკაცების საფლავებში, მიშას კოლექტივის წევრები კი _ კოლექტიურად გაბღენძილები, მაძღრები და გამოძინებულები, მაგრამ მაინც უზომოდ შეუხედავნი! "ჯღანას" რომ იტყვიან, ისეთები.

პიარი მიშისტური: მანქანებში _ დროშები, ცაში ასროლილი ქუდები, სცენაზე _ ავხორცი რუსლანა, კაბინეტებში _ ბრაიზა და ბადრიჯნის ფერში გადაწყვეტილი კონდოლიზა... დაპირებებიც _ შესაბამისი: აფხაზეთი დაბრუნებულია, ყველანაირი ოსეთი ჩვენია, გავლენა გვაქვს ტრაპიზონამდე.

რეალობა მიშისტური: დავით აღმაშენებელი _ დიღომში, ლომაია _ გაეროში, ეკატერინე ტყეშელაშვილი _ უშიშროების საბჭოში.

გემოვნება მიშისტური: შეღებილი "ბლანდინკები" _ მინისტრებად, "კასტუმჩიკები" მათი _ გოიმური, მეტყველება მათი _ მორზეს ანბანი, სიარული _ ასკინკილა, განათლება _ კემბრიჯული.

მუქარები _ კოლექტიურ-მიშისტური: დაგიჭერთ ყველა აგენტს, ჯაშუშს და გამყიდველს. ორჯერ მეტად დაგიჭერთ, რუსი თუ გყავთ მძახალის დეიდაშვილის ქვისლის ბებია. ცოლი თუ გყავთ ან საყვარელი რუსი, მაშინ სამჯერ დაგიჭერთ. "ოდნოკლასსნიკებში" რუსს ელაპარაკე? _ სამუდამო პატიმრობა...

კოლექტიურებო, სანამ ჯაშუშს სხვას დაუძახებთ და თვალებს ამოსთხრით, საკუთარ "პაგონებს" დახედეთ. კოლექტიურებო, გვეშინია, თვითკმაყოფილების კაიფში არ გაიპაროთ. კაიფი ცუდია. პოლიტიკურ იმპოტენციას იწვევს, მერე ვიღა ააშენებს ქვეყანას?

ამას, ჩვენს მეტი, ასე დაწყობილად და გარითმულად არავინ გეტყვით. ჩვენ კი გეუბნებით, ისევე როგორც გეუბნებოდით 2003-ში, ეკლებიანი რევოლუციის მეორე დღესვე. ჩვენ გეუბნებოდით, თქვენ კი გვემუქრებოდით.

1993-2008 წლები: შეცვლილი პრეზიდენტები და მინისტრები, რევოლუციები და გადატრიალებები, ტერაქტები და რეფორმები...

"ჯორჯიან თაიმსი" კი _ საზღვრებს გარეშე. 15 წელია მედიაჰოლდინგი "ჯორჯიან თაიმსი" მედიაბაზარზეა. 15 წელია ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი გვყავს.

ჩვენ ვინმეს მარტო ჟურნალისტები რომ არ ვგონივართ, დიდი ხანია ვიცით. "ჯორჯიან თაიმსიც" რომ მხოლოდ გაზეთი არაა, ესეც იციან... ჩვენი პრეზიდენტი (ჰო, ჩვენ ჩვენი პრეზიდენტი გვყავს) მალხაზ გულაშვილი მედიის ფარგლებს რომ სცდება საქმიანობით და თავისი ცხოვრების წესით, ეს კიდევ უფრო დიდი ხანია იცით.

ზოგჯერ გვეკითხებიან, ორი თავი გაქვთ? არ გეშინიათ? რას ეძებთ? იყო დრო, როცა ამ კითხვებზე დავფიქრდებოდით მაინც. მერე ჩვენი პრეზიდენტის რენომემ იმხელა იმუნიტეტი გამოგვიმუშავა, ახლა ყველა კითხვის ნიშანი მიამიტობად მიგვაჩნია. ალბათ, ამიტომაც გვეძახდნენ და გვეძახიან ხან შავრაზმელებს, ხან "ცერეუშნიკებს" და ხანაც "ნარუშნიკებს"... ამ უკანასკნელს, ალბათ, იმიტომ, რომ ვისაც "ჯორჯიან თაიმსმა" თავში ჩაუკაკუნა, ან ციხით დაასრულა, ან კარიერის განადგურებით, ან სულაც ქვეყნიდან გაქცევით.

წლების განმავლობაში ვისმენდით და გვისმენდნენ. ბევრი გადაგვატანინეს და ბევრსაც გვემუქრებოდნენ და, როცა შეფიქრიანებულები ჩვენი ოფისის მესამე სართულზე მალხაზ გულაშვილის კაბინეტს კითხვებით ვაღებდით, ჩვენი შეფისგან მოკლე პასუხს ვიღებდით: "როგორც უფალს სურს". მერე მშვიდად ვუბრუნდებოდით ჩვენს კომპიუტერებს და ვაგრძელებდით იმ გზას, რომელიც ძალიან ხშირად სცილდებოდა უბრალოდ სტატიების წერას ჩვენი ოფისის მესამე სართულზე რომ ზის, ხშირად ვა ბანკზე რომ მიდის, იმ ადამიანის იმედით, ის კი _ ღმერთის იმედით. და როცა მორიგ გამარჯვებას ვიღებდით, პასუხიც თავისთავად ჩნდებოდა კითხვაზე _ "არ ეშინია თქვენს პრეზიდენტს, რომ დაიჭირონ?" ან ისევ _ "რა უნდა "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტს?" ამ კითხვას მავანი სვამდა. ის მავანი აუცილებლად თანამდებობის პირი იყო და პირი სისხლით თუ არა, სხვა ათასი სისაძაგლით ჰქონდა მოთხვრილი, თორემ ერმა, ბერმა და, გნებავთ, მრევლმაც იცის, რომ `ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტს აქვს მართლმადიდებლური რწმენა და მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ამქვეყნად ორად-ორი ადამიანის სიტყვას აქვს. ერთია საქართველოს პატრიარქი ილია მეორე, მეორე კი _ მისი პირადი მოძღვარი მამა პეტრე, რომლის სულიერი შვილიც 17 წელია გახლავთ. სტიქაროსანია თავად და მისი ორი შვილიც. მისი მეუღლე კი რიგითი ჯარისკაცის ჩინით საქმიანობს იმ საქმეში, რომელსაც ქართული მედია და ქართული საქმე ჰქვია.

ჩვენ ჩვენი პრეზიდენტის, მალხაზ გულაშვილის იმიჯი და საქმიანი ურთიერთობები გვიცავს. მისი გამოსვლები ევროპის წამყვან სახელმწიფოებში პოლიტოლოგის, ექსპერტის, მედიამფლობელის რანგში, ხშირად გამხდარა ჩვენი იმუნიტეტი, გნებავთ, ვიზა, საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობისას.

წლების განმავლობაში, ჩვენ პოლიტიკურ რეჟიმში ვმუშაობთ. ზოგჯერ გვესმის, რომ, თუ "ჯორჯიან თაიმსის" პრეზიდენტი არ დაამუხრუჭებს, შეიძლება დაიჭირონ, შეიძლება დახვრიტონ, გამოაცხადონ მანჯურიის აგენტად, უპოვონ ის ნიჩბები, რომლითაც გულაშვილი თბილისიდან ბომბეიმდე თხრიდა გვირაბს.

იქნებ ვინმეს ჰგონია, მალხაზ გულაშვილის დამუხრუჭებით, დაამუხრუჭებენ "ჯორჯიან თაიმსს"? "ჯორჯიან თაიმსი" მხოლოდ მალხაზ გულაშვილზე არ დგას. ჩვენს უკან დგას ის საერთაშორისო საზოგადოება, რომელთანაც იგივე მალხაზ გულაშვილი ურთიერთობს როგორც მედიის მფლობელი, როგორც პოლიტოლოგი, ექსპერტი.

ასე რომ, სანამ გვკითხავთ _ "არ გეშინიათ?~ "ვინ გიდგათ უკან?" "ჯორჯიან თაიმსს" გადახედეთ და ნახავთ, რომ ჩვენ მხოლოდ გაზეთი არა ვართ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
telmani ძალიან გთხოვთ, თუ რთული არ არის, წყარო მიუთითეთ ხოლმე თქვეს საინტერესო პოსტებს.

გილოცავთშობა-ახალწელს.
პატივისცემით...bazi

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა ახალი წელი გაგვითენდა!!! ერთი გადახედეთ მსოფლიო საინფორმაციო სააგენტოების საიტებს რითი დაიწყო ეს წელი და რას გვიქადის უკვე დამდგარი კრიზისი, კრიზისი არა მარტო ეკონომიკური არამედ პოლიტიკურიც და ადამიანურიც!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ყველგან კრიზისია ნუ პანიკოპთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
კი ყველაგან ეკონომიური კრიზისია,მაგრამ საქართველოში 31 დეკემბერს არც ერთ

რესტორანში ადგილი არ ყოფილააააააააააა=ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
და ჩემო ნაბულა,არა მარტო ხელისუფლებიდან,
უბრალო ხალხსაც,ზოგს სამი მანქანა და
სამი დაჩა აქვთ,ღმერთმა მისცეს ქართველ ხალხს
მეტი და მეტი შესაძლებლობა,მაგრამ
გვერდში გაჭირვებულებსაც თუ დაეხმარებიან,
უფრო დიდი მადლი იქნებოდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
bazi2002 გამარჯობა, სტატიაში წერია რომ ჯორჯიან თაიმსი მე მგონი ყველა მიხვდება

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სახალხო დამცველის სუპერ-სენსაციური მოხსენება

ხათუნა გოგორიშვილი: “ჰა, აქა ხართ, სუბარის ფანები?”

დაპირებული სენსაციური ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველმა საანგარიშო მოხსენების წარდგენისას, პარლამენტის ტრიბუნიდან 30 დეკემბერს გაახმოვანა, სუპერსენსაციური აღმოჩნდა – 2007 წლის 4 ნოემბერს შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მრავალათასიანი მიტინგის დარბევის გეგმა შემუშავდა და სამი დღის შემდეგ განხორციელდა, იმ ფორმით, როგორითაც არაერთმა თქვენგანმა იწვნია.

ამაზე დეტალურად ცოტა ქვემოთ გიამბობთ, რადგან ზემოთ, ქვესათაურში მერაბიშვილის მითითებების ნაწილია მოყვანილი.

30 დეკემბერს სახალხო დამცველმა 2008 წლის პირველი ნახევრის საანგარიშო მოხსენება წარადგინა. სანამ სუბარი 600 გვერდიანი ანგარიშის მოკლე შინაარსის კითხვას შეუდგებოდა, მანამდე დარბაზში ოცამდე პარლამენტარი იჯდა. მათ შორის ერთი ქალი – ხათუნა გოგორიშვილი, რომელმაც კოლეგებს რამდენჯერმე მიმართა - “აქა ხართ, სუბარის ფანები?”.

პირველად ცოტა ხმადაბლა მოუვიდა, შემდეგ ტონს აუწია და თან ისე, რომ აივანზე მსხდომ ჟურნალისტებსაც კარგად გაგვეგო - “ჰა, აქა ხართ, სუბარის ფანები?”.

ხუთის 15 წუთისთვის, მაშინ, როცა სუბარი მოხსენების წარდგენას შეუდგა, პარლამენტართა რიგი უმნიშვნელოდ შესქელებული იყო და თანაც, მათ შორის უკვე 2 ქალი გახლდათ – ხათუნა გოგორიშვილი და ეკა ხერხეულიძე.

მოხსენების მოკლე შინაარსს სახალხო დამცველი ნახევარი საათი კითხულობდა. მან თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მეგობრის ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის გარშემო განვითარებული მოვლენებით დაიწყო, 5 იანვრის და 21 მაისის არჩევნებზე განხორციელებულ ზეწოლებსა და ანგარიშწორების ფაქტებს ძალიან მოკლედ შეეხო, 2008 წლის აგვისტოშო მოკლულ და გაუჩინარებულ ადამიანებზეც ისაუბრა - აჭარაში სპეცნაზის მიერ მოკლულ როინ შავაძეზე, დავით ცინდელიანსა და პაატა ქარდავააზე:

- “შავაძეს სიცოცხლეშივე აღენიშნებოდა წამების კვალი, რაც დაადასტურეს ექსპერტებმა. ორი ადამიანი, იმავე აგვისტოს დღეებში უკვალოდ გაქრა. ესენი არიან დავით ცინდელიანი და პაატა ქარდავა. განსაკუთრებით პირველთან დაკავშირებით შემიძლია დაბეჯითებით ვამტკიცო, რომ ეს ადამიანი პოლიციამ დააკავა, ხოლო მეორეზე მსგავსი ეჭვები არსებობს და ამის შემდეგ ეს ადამიანები უკვალოდ გაქრნენ. ის რომ შშს-მ გამოაცხადა ძებნა და საიტზე უდევს, რომ თითქოს ამ ადამიანების მოსაძებნად გათვალისწინებულია ჯილდო, ამ ვითარებაში არის სახელმწიფოს მხრიდან გამოხატული ცინიზმი”.

სახალხო დამცველმა პოლიტიკური დევნის და ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორების კონკრეტულ ფაქტებზე, გვარ-სახელებით ისაუბრა. მათ შორის ერთ-ერთი ასეთი ფაქტი გახლდათ დავით ბაციკაძეზე განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება.

ამისმა გაგონებამ ეკა ხერხეულიძე ძალიან აღაშფოთა და სახალხო დამცველი ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა –დავით ბაციკაძე მაშინ ჩემი კოლეგა იყო, აჭარის უმაღლეს საბჭოში, ის არავის უცემია, სახალხო დამცველი ცრუობსო.

ისე, პოლიტიკური ანგარიშსწორების და დევნის დანარჩენ ათეულობით ფაქტზე არავის არაფერი უთქვამს, “ცნობად” მიიღეს.

იმის გასარკვევად, სუბარმა იცრუა თუ ხერხეულიძემ, Presa.ge უშუალოდ დავით ბაციკაძეს დაუკავშირდა, რომელიც კონსერვატორების აჭარის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელია.

დავით ბაციკაძე: “ჩემზე თავდასხმა მართლაც განხორციელდა, 2008 წლის 4 იანვარს, გამთნიისას. საპრეზიდენტო არჩევნების დროს მე ვიყავი გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატის ლევან გაჩეჩილაძის შტაბის უფროსი, ბათუმში. 4 იანვარს, დაახლოებით დილის 5 საათზე ჩვენი აქტივისტები სააგიტაციო მასალას აკრავდნენ რუსთაველის ქუჩაზე, ბათუმის დრამატული თეატრის წინ (იქვეა უმაღლესი საბჭო და ლევან ვარშალომიძის რეზიდენციაც), მეც იქ ვიყავი. უშუალოდ პატრულს პლაკატების გაკვირისას წინააღმდეგობა რომ არ გაეწია (ასეთი ფაქტებიც იყო), უცებ ქუჩაში შუქი გამოირთო და ერთი მიკროავტუბუსი და რამდენიმე მსუბუქი ავტომანქანა მოვარდა, საიდანაც 20-მდე ნიღბიანი გადმოვიდა. ხელკეტებით დაგვერივნენ. ჩემს განცხადებაზე, რომ დეპუტატი ვიყავი, მომიგეს – მაგისთვის გირტყამთო.

დარბევა რამდენიმე წუთს გაგრძელდა. სააგიტაციო მასალა წაიღეს და წავიდნენ. შუქი და პარალელურად პატრულიც მარბიელების წასვლისთანავე მოვიდა. ისე, იმ ტერიტორიაზე, ჩვენს დარბევამდე პატრული ყოველ 2 წუთში გაივლიდა ხოლმე. ერთი აქტივისტი თენგიზ ართილავა დაჟეჟილობით სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ეს ფაქტი მაშინ მასმედიამ გააშუქა”.

მერაბიშვილის კაბინეტში 4 ნოემბერს მთავარი მარბიელების შეკრებაზე სუბარმა ნახევარსაათიანი მოხსენების ბოლოს ისაუბრა.

სოზარ სუბარი: “2007 წლის 4 ნოემბერს, კვირა დღეს, ღამის ცხრა საათზე, ვანო მერაბიშვილის კაბინეტში თათბირი ჩატარდა, რომელსაც ძალიან ბევრი მაღალი თანამდებობის პირი ესწრებოდა. მხოლოდ რამდენიმეს ჩამოვთვლი. ესენი იყვნენ თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, მაშინდელი გენერალური პროკურორი ზურაბ ადეიშვილი, თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების ყოფილი უფროსი დათა ახალაია, რომელიც იმ დროს ოფიციალურად არსად მუშაობდა. სხდომის მასპინძელმა, ვანო მერაბიშვილმა დამსწრეებს გააცნო ოპოზიციასთან და მიტინგის მონაწილეებთან ბრძოლის ტაქტიკა. კერძოდ, მათ უნდა შეედგინათ მიტინგის მონაწილეთა სიები და არც ერთი მათგანი არ უნდა დარჩენილიყო გაულახავი. მისი თქმით, ეს საქმე უკვე დაწყებული ჰქონდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მაგრამ საჭირო იყო ამ ფრონტის გაშლა და მასში მეტი ადამიანის ჩართვა.

მომიტინგეები უნდა ეცემათ ძირითადად თირკმელებში და მუცელში. თუმცა, განსაკუთრებულ შემთხვევებში (ღიმილით დაამატა) სახეშიც შეიძლებოდა ცემა. მიტინგის ზოგიერთი მონაწილისთვის, განსაკუთრებით (ასეთი ციტატაა) მოშავო ტიპებისთვის ნაკორტიკები უნდა ჩაედოთ. ოპოზიციის მხარდამჭერ ბიზნესმენებს კი დავით კეზერაშვილი მიხედავდა.

მინისტრმა ცემის მიზეზი შემდეგნაირად ახსნა – “აქტიური მომიტინგეები აქტიურად დაიწყებენ ბლატაობას, განსაკუთრებით რეგიონებიდან ჩამოსულები, ხოლო გალახული კაცი საქართველოში არის ჩმორი და მაშინვე კარგავს გავლენას”.

- ”ბოდიშს ვიხდი ამ ტერმინების ხმარებისთვის, ეს არის ზუსტი ციტირება, რაც იმ შეხვედრაზე ითქვა. ცემა პოლიტიკად გამოცხადდა, დაიგეგმა და განხორციელდა კიდეც. ეს არის მიზეზი, თუ რატომ სცემდნენ ამ ადამიანებს, როგორც შარშან, ისე 4 ნოემბრამდეც და 4 ნოემბრის შემდეგაც. ამ ფაქტიდან კარგად ჩანს ვინ არიან დამნაშავეები და ამ ცემის პოლიტიკის დამგეგმავები”.

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, 9 საათზე დაწყებული თათბირის შესახებ 12-ზე უკვე იცოდა, რის გამოც 4 ნოემბერს ვილნიუსში დაგეგმილი ვიზიტი გადადო.

- “იმავე დღეებში ამ ფაქტის შესახებ ვუამბე რამდენიმე ძალიან მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატსა და უფლებათა დამცველს. მას შემდეგ მათ არაერთხელ უკითხავთ, თუ როდის მოხდებოდა ამ ინფორმაციის გასაჯაროება. ამ ფაქტის გასაჯაროებას ხელს უშლიდა ბევრი ფაქტორი, მათ შორის ერთი, რომ ვისთვის უნდა მიმემართა, გამოძიებისთვის? როცა ის ადამიანები, ვისაც ეს საქმე უნდა გამოეძიებინათ, ხელმძღვანელობდნენ იმ უწყებებს, ვინც უნდა გამოიძიონ. ვისაც უნდა გამოეძიებინა, ისინი ახორციელებდნენ ამ დანაშაულებრივ პოლიტიკას, ისინი დღესაც ხელისუფლების სათავეში არიან და გამოძიება დღესაც მათ ხელშია”, - განაცხადა სახალხო დამცველმა და იქვე მოითხოვა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნა.

სოზარ სუბარი: “თუ კი ასეთი კომისია შეიქმნება, მე გადავცემ ყველა იმ მტკიცებულებას, იმის დასადასტურებლად, რომ ეს ფაქტი ნამდვილად მოხდა და ამის შემდეგ არა მგონია რაიმე საეჭვო დარჩეს. აქ შემოდის კიდევ ძალიან ბევრი საკითხი, ამ თათბირის მონაწილეთა უსაფრთხოება. რაღაც გარანტიები უნდა არსებობდეს, რომ ეს ყველაფერი გავახმაურო”.

თუ ვიტყვი რომ 4 ნოემბრის თათბირის დეტალების მოსმენამ დეპუტატები აღაშფოთა, მართალი არ ვიქნები – ფაქტიურად, ეს ამბავი მათ “ცნობად” მიიღეს. ალბათ იკითხავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომისიის თავჯდომარე გია არსენიშვილი ამ დროს რას აკეთებდაო. არაფერს ძვირფასო მკითხველო, გაშლილ გაზეთში თავი ჩარგული ჰქონდა და ზევით არ აუწევია. ხათუნა გოგორიშვილი ცინიკურად იღიმებოდა, ოღონდ ვის დასცინოდა, ვერ მივხვდით.

საპარლამენტო უმცირესობა, რომელიც უმრავლესობისგან ქმედებით მანამდე არ განსხვავდებოდა, სუბარს ეხვეწებოდა – ეგ მოხსენება მოგვეცი და ჩვენ გავახმაურებთო, რაზეც სახალხო დამცველისგან თანხმობა არ მიუღიათ.

სოზარ სუბარის თქმით, პარლამენტის საგამოძიებო კომისია თუ არ შეიქმნება, 4 ნოემბრის თათბირის დეტალების გახმაურებაზე თავად იზრუნებ (სამხედრო სფეროში ასეთ როლს ასრულებს “დაზვერვა ბრძოლით”). ჩიხში მოქცეული მსოფლიოს გამოყვანაც პროვოკაციით არის შესაძლებელი, რამაც მძლავრი გამოწვევის ხასიათი შეიძლება მიიღოს
Pრესსა.გე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ფუ !ამ საძაგელ დორბლიან მერაბიშვილს ,ეს სატანა ,აღვირახსნილ რა დედამ შობა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელენ ბერი, Herald Tribune]
ცოტა ხნით ადრე, თავის 41-ე დაბადების დღემდე, პრეზიდენტმა სააკაშვილმა დასავლეთ საქართველოში ტურნე მოაწყო. მეშახტეების ჯგუფთან შეხვედრისას თქვა, რომ ”გული სტკივა”, როცა მათი ქალაქის გაჭირვებას ხედავს და დაპირდა, რომ სოფელ გომარდულში სამთო-სათხილამურო კურორტს მოაწყობს. იქვე ფოტოც გადაიღო ოქროსკბილებიან ბებოსთან, რომელიც მის მკლავებში ისე ხითხითებდა, როგორც ცელქი მოსწავლე.

შეიქმნა სრული შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი საპრეზიდენტო კამპანიას აწარმოებდა. ის თავისუფლად და ბედნიერად გამოიყურებოდა.

- ”მე ერთხელაც არაფერი მითქვამს რუსეთზე და მათაც არაფერი უკითხავთ”, - თქვა მან მოგვიანებით.

მერე გრანდიოზული გეგმები დასახა - როგორიცაა ინგლისურის შესწავლის ორწლიანი კამპანია ”ყოველი ქართველის მიერ ყველაზე შორეულ სოფელშიც კი”. ეს იყო ძველი ”მიშა”, როგორსაც ადრე იცნობდნენ - ბრწყინვალე და ყოვლისშემძლე.

თუმცა დედაქალაქში რთულია ძველი მიშა ნახო. ზამთრის მოახლოებასთან ერთად სააკაშვილი იძულებული გახდა თავდაცვაზე გადასულიყო. აგვისტოში მან თავისი მებრძოლები სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში გადაისროლა. ქართული ძალები დამარცხდნენ და რუსეთმა ორივე სადავო ტერიტორია თავის კონტროლს ქვეშ დაიქვემდებარა.

სააკაშვილმა თავისი თავდასხმა წარმოადგინა, როგორც იძულებითი პასუხი რუსულ ინტერვენციაზე, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი განცხადებები დოკუმენტურად დადასტურებული არ არის და კრიტიკოსები თვლიან, რომ ის წინდაუხედავად მოიქცა.

რუსმა ლიდერებმა ყოველგვარი ცერემონიების გარეშე განაცხადეს, რომ სააკაშვილის თავიდან მოშორება სურთ; ქვეყნის შიგნით კი მისი პოლიტიკური მოწინააღმდეგები ვადამდელ არჩევნებს ითხოვენ, რითაც შესაძლოა სააკაშვილი ხელისუფლებას ჩამოაცილონ. ქართველები ეკონომიკური ვარდნის პირისპირ დადგნენ, რამაც შესაძლოა პოლიტიკური წესრიგი შეცვალოს.

- ”რა მომავალი აქვს სააკაშვილს”? - ამ კითხვას სვამს ქართველი ომბუდსმენი და პრეზიდენტის ძველი კრიტიკოსი სოზარ სუბარი.

- ”მან დაიწყო ომი, მან წააგო ომი, მან დაკარგა ტერიტორიები. სახეზე გვაქვს კრიზისი. საქართველოში არ შემოდის ინვესტიციები. სიტუაცია უფრო და უფრო უარესდება. თუ ცვლილებები არ იქნება, მაშინ ის დატოვებს საქართველოს ისეთ პრეზიდენტად, რომელმაც ყველაფერი დაკარგა”.

სააკაშვილი უკვე არაერთი თვეა ამგვარ შეფასებებს უპირისპირდება და დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხის მხარდაჭერით სარგებლობს. მთელი თავისი პოლიტიკური ოსტატობის მიუხედავად, სააკაშვილი კრიტიკაზე, როგორც წესი, დაუფარავი ბრაზით რეაგირებს. ის კრიტიკოსებს, რომლებიც ომის შესახებ მისი ვერსიის წინააღმდეგ ილაშქრებენ, ადარებს ნაცისტ გერმანელებს, ”იმ ხალხს, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ მეორე მსოფლიო ომი პოლონეთმა დაიწყო.”

- ”იყო მზადება ომისათვის, მათ სურდათ ომი, ისინი შემოიჭრნენ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს”, - ამბობს სააკაშვილი, - ”თუ ადამიანებს ურჩევნიათ ეს არ დაინახონ და არ გაიგონონ, მათი უფლებაა.”

პრეზიდენტად არჩეული 36 წლის სააკაშვილი ფიქრობდა ისტორიული ფიგურა გამხდარიყო. თავის მიმბაძველ მაგალითად ის ხშირად დავით აღმაშენებელს ასახელებდა.

სააკაშვილმა პირველ არჩევნებში 97%-ით გაიმარჯვა და ვნებით და ადრენალინით აღსავსემ საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებები შეიტანა, რამაც მას ფართე უფლებები მიანიჭა. მისი მომხრეები ამბობენ, რომ ეს იყო ერთდაერთი გზა, რათა პოსტკომუნისტური კორუმპირებული სახელმწიფო მოდერნისტულად ექციათ.

კრიტიკოსების თქმით, მან ავტოკრატია შექმნა და ირგვლივ მხოლოდ ერთგული მეხოტბენი შემოიკრიბა. ნებისმიერ შემთხვევაში, დაქსაქსულმა ოპოზიციამ ჯერჯერობით ვერ წამოაყენა კონკურენტი კანდიდატურა. სააკაშვილი ამბობს, რომ ეს ”ძალიან სამწუხაროა.”

- ”მე რომ ოპოზიციაში ვიყო, ამ ხელისუფლებას სამ თვეში დავამხობდი. მით უმეტეს, ეკონომიკური კრიზისის პირიობებში”, - ამტკიცებს ის.
როგორ? მისი პასუხი თითქმის ცინიკურია:
- ”მე ვიცი, ეს როგორ გავაკეთო, მაგრამ არ მსურს მათ ეს ვასწავლო”.

სააკაშვილი ფიქრობს, ლაპარაკობს და მოქმედებს ძალიან სწრაფად. მისი მადა - ნამდვილი ლეგენდაა: 45 წუთიანი ფრენის დროს მან შეუკვეთა სამი ჭიქა ჩაი, ბოკალი ღვინო, კონიაკი და სტიუარდესას თავში სახლელი გაუხდა ის, რომ ბლომად ყველი არ მოიმარაგა.

იმავე ფრენისას მან გლამურულ ჟურნალში ფრანგი მარშალის, ანრი-ფილიპ პეტენას ბიოგრაფიის კითხვა დაიწყო, რომელსაც ჩირქი მოეცხო ნაცისტებთან თანამშრომლობის გამო, აიღო ქართული გაზეთიც, რომელსაც დახედა და გვერდზე გადადო.

- ”ქართულ გაზეთებს არ ვუყვარვარ. რა განსხვავებაა?”, - ამბობს ის, - ”თუ თქვენ მოძებნით ისეთს, რომელსაც მე მოვწონვარ, მაშინ მუდმივად მის კითხვას დავიწყებ”.

დასაწყისიდანვე სააკაშვილის პრეზიდენტობა აღბეჭდილი იყო გაბედული მოქმედებებით. ინაუგურაციიდან რამდენიმე თვეში მან ყველა, 13’000-ვე თანამშრომელი გაათავისუფლა პოსტსაბჭოთა საგზაო პოლიციიდან, რომელიც ცნობილი იყო მექრთამეობით. ისინი 1’600 ოფიცრით შეცვალა, რომლებიც მოამზადეს აშშ-ს პოლიციის მსგავსად. გარდა ამისა, სააკაშვილმა პირობა დადო, რომ აღადგენდა ტერიტორიულ კონტროლს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე, რამაც აღანთო ქართული ნაციონალიზმი და გააძლიერა დაძაბულობა მოსკოვთან.

დასავლელი დამკვირვებლები აღფრთოვანებულნი იყვნენ რეფორმებით და თბილისის ახალი პოლიტიკური ელიტით, რამაც სახელმწიფოს იმედი და ბრწყინვალება შესძინა.

- ”ისეთი შთაბეჭდილება იყო, თითქოს რესპუბლიკა ოუშენის 11 მეგობარს გადასცეს სამეურვეოდ”, - წერდა ბრიტანელი საგარეო პოლიტიკის ექსპერტი მარკ ლეონარდი New Statesman-ში, - ”საქმეს ხელი მოჰკიდა ახალგაზრდა მშვენიერმა ხალხმა, რომლებმაც ქვეყანა თავიდან ბოლომდე შეცვალა”.

დასავლელი მოკავშირეების რწმენა 2007 წლის ნოემბერმა შეარყია, როცა ოპოზიციის ლიდერების მიერ ათიათასობით მომიტინგე პოლიციამ ცრემლსადენი გაზის და ხელკეტების გამოყენებით დაშალა. ხელისუფლებამ ორი ოპოზიციური ტელევიზია დახურა და საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. როცა დასავლელი მოკავშირეებისგან კრიტიკა შეხვდა, სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის მოქმედებდა რუსული შეთქმულების შესაჩერებლად.

სააკაშვილმა კრიზისი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნით გადალახა და 53%-ით გაიმარჯვა.

აგვისტოს ომმა სააკაშვილი კვლავ დაბრკოლებების წინაშე დააყენა. დამკვირვებლები უფრო და უფრო ხშირად სდებდნენ ბრალს სააკაშვილს კონფლიქტის ექსპანსიაში.

სააკაშვილი უარყოფს ამ კრიტიკას, განსაკუთრებით, New York Times-ის 7 ნოემბრის რეპორტაჟს, სადაც მოყვანილია დამოუკიდებელ დამკვირვებელთა მოსაზრებები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებოდნენ და რაც ეწინააღმდეგება ომის დაწყების ქართულ ვერსიას.

ერთ-ერთ ინტერვიუში სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იმდენად კარგად იყო მომზადებული, რომ მისმა საჯარისო ნაწილებმა დაუყოვნებლივ დაამყარეს კონტროლი აფხაზეთზე, რომელიც ასობით მილითაა დაშორებული სამხრეთ ოსეთისგან.

ის იხსენებს საუბარს სენატორ მაკეინთან, რომელიც ქართული დაზვერვის მიერ აღმოჩენილი სატელეფონო ჩანაწერების გაშიფრვის შემდეგ შედგა. ჩანაწერები აჩვენებს, რომ რუსული ჯარები საქართველოს ტერიტორიაზე 7 აგვისტოს დილით შემოვიდნენ.

- ”მე ვთქვი: ეს ადასტურებს, რომ ჩვენ არ დაგვიწყია ომი”, - ამბობს სააკაშვილი, - ”მაკკეინმა მითხრა: იცით, მე სამხედრო ვარ. ვიცი, რომ ტანკები არ დაფრინავენ, განსაკუთრებით, რუსული. მე არ მჭირდება დამამტკიცებელი საბუთები”.

ამერიკული ადმინისტრაციის ცვლილება სააკაშვილის მდგომარეობას კიდევ უფრო არასტაბილურს ხდის, რომელსაც თბილი მეგობრული ურთიერთობები ჰქონდა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან და სენატორ მაკეინთან. სააკაშვილი დარწმუნებულია, რომ შეერთებული შტატები მხარდაჭერის გაწევას განაგრძობს - ვაშინგტონმა პირობა დადო, რომ 1 მილიარდი დოლარის დახმარებას განახორციელებს, ხოლო მომდევნო კვირაში ხელს მოაწერს საქართველოსთან სტრატეგიულ თანამშრომლობაზე შეთანხმებას.

მაგრამ გადამწყვეტი საკითხები კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, მათ შორის: აღჭურავს თუ არა შეერთებული შტატები დასუსტებულ ქართულ არმიას? ქვეყნის თავდაცვის მინისტრის შეფასებით ეს დაახლოებით 8-9 მილიარდი დოლარი დაჯდება.

გარდა ამისა, ოპოზიციის სპორადული დარტყმების და აქციების გამკლავების პარალელურად, სააკაშვილი ევროპული დედაქალაქების დაჟინებული ყურადღების ქვეშ მოექცა. გასული თვის დასაწყისში ნატოს წევრი ზოგიერთი სახელმწიფო საქართველოსა და უკრაინისთვის მაპის მინიჭების წინააღმდეგ გამოვიდა იმის შიშით, რომ სააკაშვილმა შესაძლოა ქვეყანა რუსეთთან ახალ კონფლიქტში ჩაითრიოს.

- ”საქართველოს უამრავი პრობლემა აქვს და ერთ-ერთი მათ შორის არის ხალხის დამოკიდებულება სააკაშვილის მიმართ”, - ამბობს სარა მენდელსონი, ვაშინგტონის სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრიდან.

- ”ის არჩეული პრეზიდენტია და საბოლო ჯამში, ეს თავად ქართველების საქმეა. მაგრამ მე მესმის, ზოგიერთები როგორ ამბობენ: ის უნდა მოვიშოროთ ან ჩვენს კონტროლს დავაქვემდებაროთ”.

მარშალის ფონდის ტრანსატლანტიკური ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი რონალდ ასმუსი თვლის, რომ სააკაშვილმა ძირითადი ყურადღება ინსტიტუტების ჩამოყალიბებას უნდა დაუთმოს და საქართველოში რუსული ჯარის არსებობას შეეგუოს.

- ”რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაივიწყეთ რუსები. დააჩქარეთ რეფორმები და აღადგინეთ მორალური უპირატესობები, რაც გქონდათ და დაკარგეთ”.

რონალდ ასმუსის ვარაუდით, წარსულში სააკაშვილის გუნდი ამ გზით მიდიოდა, მაგრამ ”მათ უჭირთ ამის შენარჩუნება”.

რჩევა შემთხვევითი არ არის. ასმუსის აზრით, 2007 წლის ნოემბერს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით და სამხრეთ ოსეთში ომით, სააკაშვილმა ”ორი დიდი შეცდომა დაუშვა”.

- ”პოლიტიკოსების უმრავლესობა ვერ ახერხებს ორი დიდი შეცდომის დაშვების შემდეგ გამოძრომას. არ ვიცი, რამდენი პოლიტიკური სიცოცხლე დარჩა მას”.

და ამგვარად, 41 წლის ასაკში სააკაშვილის წინაშე უცნაური ამოცანები დგას - მოთოკოს თავისი ამბიციები, შეასუსტოს ვნება, მოუთმენლობა და თვით ძალაუფლებაც. როგორც ჩანს, მან სრულიად შეიგნო ეს, როცა ფართე საპრეზიდენტო რეზიდენციის თეთრი ინტერიერის ფონზე კითხვებს პასუხობდა. მან თქვა, რომ თუ ხელისუფლებას აქვს ნაკლი, ეს იმიტომ, რომ ის ”მეტნაკლებად დაფუძნებულია პიროვნებაზე, მაგრამ უნდა იყოს დაფუძნებული ინსტიტუტებზე”.

სააკაშვილი ამბობს, რომ ბევრი იტანჯა იმაზე ფიქრით, ხომ არ დაუშვა შეცდომა, როცა ცხინვალზე შეტევის ბრძანება გასცა? კონფლიქტის პირველ დღებში ის საკუთარ თავს ამ კითხვას ”ათასჯერ” უსვამდა.

- ”ყოველი საღამო, როცა საკუთარ თავზე არ ვბრაზდები, დაკარგულია”, - ამბობს ის.

გასულ კვირას ის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ინიციატივით გამოვიდა, რომელიც პრეზიდენტის უფლებებს პარლამენტის სასარგებლოდ შეზღუდავს. მისივე თქმით, უკანასაკნელ ხანს მას სულ უფრო ნაკლებად იზიდავს დავით აღმაშენებლის მოდელი და მეტად მოსწონს ჯორჯ ვაშინგტონის, რომელსაც ”შეეძლო მეფე გამხდარიყო, მაგრამ ამჯობინა უარი ეთქვა სამეფო ხელისუფლებაზე და დემოკრატია ჩამოაყალიბა.”

- ”ამის შესახებ უფრო მეტს ვფიქრობ”, - ამბობს ის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Сухогруз, шедший в Грузию, получил пробоину и сел на мель
10 мнений в блогах Экипаж, в составе которого 12 человек (семь азербайджанцев и пять грузин), поставил судно на мель, члены экипажа сами откачивают воду из судна. REGNUM 14:57

Сегодня утром, 3 января, в Керченском проливе на мель сел сухогруз "Карделия", который шел через Азовское море в сопровождении ледокола "Крутов". Правда.ru 13:56

Сегодня ночью в Керченском проливе в районе порта "Кавказ" сел на мель сухогруз под камбоджийским флагом, который следовал с грузом пшеницы в Грузию из Ейска Краснодарского края.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო კარმა რატომ მომაკელი რა დაგიშავე ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
სააკაშვილს ახალი სამაგალითო მოდელი ჰყავს
პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა New York Times-სთან ინტერვიუში, რომ სამწუხაროა, რომ მას არ ჰყოლია მნიშვნელოვანი კონკურენტი ოპოზიციიდან.

”მე რომ ვყოფილიყავი ოპოზიციაში, ამ ხელისუფლებას სამ თვეში გავანადგურებდი,” - განაცხადა მან. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვიცი, როგორც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ არ მინდა მათ ვასწავლო, როგორ გააკეთონ ეს”.

მან ასევე განაცხადა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერება მისი პრიორიტეტია პრეზიდენტის უფლებამოსილების მეორე ვადაში.

კითხვაზე, თუ როგორ გაიხსენებენ მას მისი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, სააკაშვილმა უპასუხა: ”ვფიქრობ, როგორც ადამიანს, რომელმაც საქართველო თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოდ აქცია”.

”ბოლო ხუთი წლის მანძილზე ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ - 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად და სახელმწიფოს ინსტიტუციონალიზაციას განვახორციელებთ. ჩვენ გავხდით თანამედროვე სახელმწიფო, რომელიც ნაკლებად ეფუძნება ინსტიტუტებს და უფრო მეტადაა დაფუძნებული პიროვნებებზე; ახლა, ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე საზოგადოება, რომელიც კანონის უზენაესობას და ინსტიტუტებს დაეფუძნება,” - განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე განუცხადა New York Times-ს, რომ ბოლო დროს მას ნაკლებად იზიდავდა დავით აღმაშენებლის მოდელი. მისი თქმით, მისთვის ჯორჯ ვაშინგტონის მოდელი უფრო მიმზიდველი გახდა, რომელსაც, მისი თქმით ”მეფობა შეეძლო, მაგრამ ძალაუფლებაზე უარი თქვა და დემოკრატია არჩია.”

”ეს არის ის, რაზეც სულ უფრო და უფრო მეტს ვფიქრობ,” - განაცხადა მან. ”ჯორჯ ვაშინგტონი”.

2004 წელს პირველი ვადით არჩევისას სააკაშვილმა გელათის მონასტერში დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო ფიცი, ხოლო 2008 წელს მეორე ვადით არჩევისას სააკაშვილმა ფიცი გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ მესამის ტაძარში დადო.

სივილ ჯორჯია.

"ჯორჯია ვიქლი", 31 დეკემბერი 2008 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სოსო ცინცაძე: "2009 წელს პოლიტიკური ცხოვრების გააქტიურებას ალასანიას და ბურჯანაძის ოპოზიციაში გამოჩენა შეუწყობს ხელს" ბეჭდვა ელფოსტა
soso_cincadze_12_1.jpgპოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მომავალი წლიდან "პოლიტიკური ცხოვრების" გააქტიურებას ელოდება. "აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გაეროში საქართველოს ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიასა და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, "დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" ლიდერის ნინო ბურჯანაძის ოპოზიციის რიგებში გამოჩენა", - განაცხადა პოლიტილოგმა “პირველთან” საუბრის დროს. პოლიტოლოგს მიაჩნია, რომ მომავალი წელი ხელისუფლებისთვის ძალიან რთული იქნება, ვინაიდან ოპოზიციური ფლანგის გააქტიურებას ეკონომიკური კრიზისიც დაემატება. "შიდა პოლიტიკური პროცესების გააქტიურებას ეკონომიკური კრიზისიც დაემატება, რაც ასევე საზოგადოებაში პროტესტის განწყობას განაპირობებს", - განაცხადა ცინცაძემ.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი