ქარო იზუზუნე,
ქარო იგრიალე
ქარო დამანახე ფოთოლთა თამაში,
იგი შორს წასულა,იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი დამიფიქრიანე.
ქარო გამიტაცე!არ მინდა მიწაზე!
ქარო წამიყვანე,აშარნისლიანად,
ქარო თუ გიყვარდე,მასთან მიმიყვანე,
ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა...
გაფრინდი და მალე,
ხელები დამალე,
უცხო კარნავალზე,
არა ვარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის,
თეთრ ქულებს ჩამოშლის
ღრუბლის ქარავანი,
და შენ, მეგობარო,
უნდა მოგებარო,
ახელებს მნახველებს
ლექსის აგონია
ო, სხვა სიყვარული,
ო, სხვა აღმაფრენა
ამ ჩემს სიყვარულთან გამონაგონია!
ეე, საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ?
ვარამის ხიდი ხარ,
არარად გინდივარ,
რატომ მიმატოვე?!
მომკლავს სიმარტოვე,
რატომ მიმატოვე,
ღრუბელს გავა-ტანო
ეჭვის სიფართოვე,
და მის ქვეშ მარტო მე,
ახლა სიმღერები ვისღა გავა-ტანო...
ქარო იზუზუნე!
ქარო იგრიალე!
ქარო, დამანახე ფოთლების თამაში,
იგი შორს წასულა, იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა, საღამოს და მაშინ...

გილოცავ ახალ წელს...