↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვგავარ ჩრდილში მდგარ შეყვარებულ
პოეტ-ოფიცერს,
ვანხორციელებ მოძრაობას პარალიზებულ,
დიაგნოზში კი უმეტესად
ჰემოგლობინზე,
შენს მონატრებას აჩვენებენ
ანალიზები...

ჩვენ რომ ვჩერდებით მერე ქუჩა დადის
ხმაურით,
მშიერი მზერით გვიცქერიან
იეზიდები,
მატარებელი დაიძრა და
მე შენს აურას,
დღეს თბილისადან ბათუმისკენ
მივეზიდები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინი როგორ ხარ=ko=
მრავალ ახალ წელს დაესწარი ,სულ ჯანმრთელი
და ბედნიერი შენ ოჯახთან ერთად=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined02 Sep 2008
Posts229
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინო
გილოცავ ახალ წელს, დაესწარი მრავალს შენს ოჯახთან ერთად, სულ გახარებული და ასეთი ლამაზი ყოფილიყავი.=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თოვს...
მარტმა ამინდი არია,
შენ გავხარ ღვთისმშობელ მარიამს,
არ გინდა არც რა სამკაული,
გუნდა-ლახუსტაკი და უმარილი
შენა ხარ პატარა სასწაული,
ციდან ჩამოსული სტუმარივით,
შენს თმებს ველური ვარდისა და
ტყის თაფლის ნაზი სურნელი აქვს,
ცოტა შეიფერთხე დარდისაგან,
ამასაც ეშხი ურევია...
თოვს... ხანდახან წვიმას გამოურევს,
მარტი გიჟია და სულელია,
ადამიანს დარდს რა გამოულევს,
ჭკუათამყოფს დარდი ულევი აქვს.
თოვს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენ აგიხსნია ბევრი ქარაგმა,
ქორონიკონის კენტი და ლუწი, -
მაგრამ არ იცი, ჩვენმა ქალაქმა
რა სურათები მოხატა უწინ.

თუ ჩაგივლია სირაჩხანისკენ,
დაჰკვირვებიხარ ამ ქუჩებს კარგად -
გაგაოცებდა რუმბების სისქე
და ჭიანურზე დაკრული ჩარგა.

სიძველისადმი გრძნობა, პატივი,
თუ შენში მაინც ოდნავ ელვარებს -
მიხვდები ასე ანდამატივით
რისთვის ვდარაჯობ თბილისის კარებს.

მიხვდები, რატომ არ დაერიდა
ჩემი ლექსები პოეტთა კილვას
და რატომ ვცდილობ ამიერიდან
ასე თამამად წარსულის ხილვას.

აი სეირი ჯერ არნახული!
სადღაა ეშხი და სილამაზე!
არ სჩანს ურმები მოჩარდახული
ღამისმთევლებით ბოლნისის გზაზე.

ღვინოს საფლავზე არვინ მიგიტანს,
ჩამოიხია ბაღდადის ფოჩი, -
ეს, სადღა ნახავ ელამ მიკიტანს
თავის დუქანთან მიბმული ყოჩით!

კრივი, ამქარი, ცეკვა, ართურმა, -
ეს ადათები ძველთაგან ძველი
გადაივიწყა სიტყვამ ქართულმა
და დამრჩა... სევდა წაუბაძველი.

2

აი, პირმაღზე ვწევარ გულაღმა.
ჩემი ოცნება ფრენას ვერ ითმენს.
აი, აფეთქდა აისი ნაღმად.
აი, ლექსისთვის ვეწვიე რითმებს.

ძველებურ განცდით ვდარაჯობ ნიავს,
რომ შორეული ჰანგი მომფინოს -
მაგრამ ზურნის ხმა ვიღაცას მიაქვს,
ვერ აღწევს ჩემი სახლის ლორფინოს.

დუდუკის ნაცვლად - ქარხნის საყვირი.
დუმბო და ზილი დაახშო რკინამ.
ბულბულს - ყაზაფა, გრძნობას - აღვირი.
აღარც დუდუკი... აღარც ყიჟინა...

და მე არ ვიცი ვიღას ვემონო,
ასეთ ყოფაში თითქოს მოვბერდი...
ვრჩები ოტელო უდეზდემონოდ
მე, სხვა ცხოვრების წინამორბედი.

ძველო თბილისო! დღეს ისე მკვეთრად
ვეღარ შეგაქებ... არ მაქვს უნარი...
მაგრამ ვამაყობ, რომ ჩემთან ერთად
დარჩები მუდამ გაუხუნარი.

ძველო თბილისო! ჩემი მიზნები
აღარ მაქვს, გულში რომ გინახავდი...
გადაწყდა, უნდა შევცვალო გზები...
ძველო თბილისო... გტოვებ... ნახვამდის...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები:
შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი -
უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.
უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვლელი:
მწვანე სუროს ფოთოლი . . . კურკანტელას მარცვალი . . .
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,
ბავშვი გაოცებული მხოლოდ შენ შემოგყურებ.
დგახარ დამშვენებული ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,
როგორც თეთრ ჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.
ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,
ალბათ ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!
უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,
ძველი "მრავალჟამიერ" აღებს ყველა გასაღებს.
მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,
და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.
სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი . . .
ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,
მხოლოდ შენ შემოგცქერი, შენი შუქის მჯერა მე,
შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!
სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,
ყოველ ახალწელიწადს მარად მომაგონდები!

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined01 Jan 2008
Posts5
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე მინდა ცაში მე მინდა ღმერთთან მაგრამ მანამდე მე მინდა შენთან. მე ვნახე მთვარე ვიყავი მზესთან მაგრამ ყოველთვის მინდოდა შენთან............. =zer= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩუმად ჩნდებიან შუბლზე შრეები
– დრომ ერთი სევდაც არ მაპატია,
ბორგავენ, როგორც მდინარეები
და შფოთიანი წლები გადიან.
მე ისევ ხვალის იმედით ვცოცხლობ,
ჯერ არაფერი არ მაბადია,
შორი ვარსკვლავი მინათებს მხოლოდ
და ულმობელი წლები გადიან.
შენ, თავო ჩემო, ნუ ფანტავ წამებს
და იშრიალე, როგორც გწადია,
თორემ სულ მალე დადგება ღამე,
შენც დადუმდები... წლები გადიან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
დრო მონადირე მეც თავს დამადგა,
ჭაღარა მისი თოფის ბოლოა,
ისე მოვარდა ის ჩემს კარავთან
ფეხის ხმა არც კი გამიგონია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და მისთხოვდები სხვას
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას.
გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფლოს, შენს სიყვარულს – ქარს,
და მოგიკლავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს.
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად ჰგავხარ ზღვას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
იებს ამბორიც გამოჰყვა თანა-
ამაზე მეტი პოეტ ქალს რა მაქვს:
ხელზე მაკოცე და იმ დღის შემდეგ
მგონია,ცეცხლი თითებით დამაქვს.
მგონია, ცეცხლი ჩაიქცა ჩემში
და ცხელ ნიაღვრად მოედო ძარღვებს,
მოდის,იზრდება გრძნობათა თქეში
და ყველა საზღვარს გზადაგზა არღვევს.
ეს გრძნობა ჩემში ნაღველსაც ბადებს,
ედება შხამი გულსა და კალამს,
ო,ჰკითხე ღმერთებს - რად აჩენს გრძნობებს,
ჰკითხე დემონებს - რადა აქვთ ძალა.
იებს ამბორიც გამოჰყვა თანა-
ამაზე მეტი პოეტ ქალს რა მაქვს:
ხელზე მაკოცე და იმ დღის შემდეგ
მგონია,ცეცხლი თითებით დამაქვს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემ სიმღერას ვინ გაიგებს,
რისთვის ვტირი მე,
მოწყალებას ვინ მაიღებს,
მისი ჭირიმე!
გაზაფხულის ვარდი შენ ხარ,
ედემს რგული ხარ,
ამ სოფელში მოჩვენების
თაიგული ხარ.
გულში სევდა ვერ დავტიე,
ვერარ ვითმენ მე,
ქანდაკების ქვა გამხდარხარ,
აღარ მისმენ მე.
რბილი ენით გაგიცანი,
ბოლს მაგრობ შენ,
ცეცხლის ალში გამახვიე,
აღარ მაქრობ შენ.
მშვიდი,წყნარი გული გქონდა,
რად გახდა თუჯი,
ვისმა ენამ შეგაძულა
შენ იეთიმ-გურჯი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ლალ-ზურმუხტი,ფირუზი ხარ,
ქვეყანას თვალად უზიხარ,
ედემის თაფლის ბუზი ხარ,
ლამაზებში ჯვრის ტუზი ხარ.
მთელი სამყაროს ფასი ხარ,
სხივით პლანეტა მარსი ხარ,
ბულბულისთვის მაისი ხარ,
თუ არ ჩემი-მაშ ვისი ხარ?
შენთვის ვგალობ,მიცან ხმაზე,
აღარა ვარ კაცი ჭკვაზე,
მარტო შენ ხარ მიწა-ცაზე,
მოჩვენება პლანეტაზე.
ჩემო ხატო,ჩემო ღმერთო,
შენ სურათზე სანთლად ვენთო,
გთხოვ ,წყალობა გაიმეტო
ლამაზების პრეზიდენტო.
სანამ შენ სახესა ვმზერდე,
სულ იცოცხლე,არ დაბერდე,
მარტო შენ ქებასა ვწერდე,
იეთიმ-გურჯი შენთვის ვმღერდე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შემოდგომის ქარიან დღეს
გაფრინდი და... ქარი ქროდა...
ქალი ხომ გავს ქარს...
შემოდგომის ქარიან დღეს გამიფრინდი...
გაფრინდი და... სხვას მოვნახავ...
ქალი ხომ გავს ქარს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Aug 2008
Posts263
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქარო იზუზუნე,
ქარო იგრიალე
ქარო დამანახე ფოთოლთა თამაში,
იგი შორს წასულა,იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა,საღამოს და მაშინ...
ნისლო აიშალე,
ზღვაზე იქრიალე,
ფრთები გაიშალე
სახე გაიმშრალე,
გულის საბუდარი დამიფიქრიანე.
ქარო გამიტაცე!არ მინდა მიწაზე!
ქარო წამიყვანე,აშარნისლიანად,
ქარო თუ გიყვარდე,მასთან მიმიყვანე,
ვინც გულის პერანგი დამისისხლიანა...
გაფრინდი და მალე,
ხელები დამალე,
უცხო კარნავალზე,
არა ვარ ნავალი,
მთვარისკენ მიმავალ ბილიკებს რა მოშლის,
თეთრ ქულებს ჩამოშლის
ღრუბლის ქარავანი,
და შენ, მეგობარო,
უნდა მოგებარო,
ახელებს მნახველებს
ლექსის აგონია
ო, სხვა სიყვარული,
ო, სხვა აღმაფრენა
ამ ჩემს სიყვარულთან გამონაგონია!
ეე, საით მიდიხარ?
თუ ღრუბლის ბინდი ხარ?
ვარამის ხიდი ხარ,
არარად გინდივარ,
რატომ მიმატოვე?!
მომკლავს სიმარტოვე,
რატომ მიმატოვე,
ღრუბელს გავა-ტანო
ეჭვის სიფართოვე,
და მის ქვეშ მარტო მე,
ახლა სიმღერები ვისღა გავა-ტანო...

ქარო იზუზუნე!
ქარო იგრიალე!
ქარო, დამანახე ფოთლების თამაში,
იგი შორს წასულა, იგი იგვიანებს,
იგი გვიან მოვა, საღამოს და მაშინ...

სურათი აღარ არსებობს
სურათი აღარ არსებობს

გილოცავ ახალ წელს...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი