|
არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ ..........
რელიგია ანუ რელიგიური მსოფმხედველობა, რელიგიური მსოფლგანცდა გამოვლენილია ღვთისშემეცნების , ღვთისმსახურებისა და ღვთისმეტყველების გარკვეული ფორმის, ზოგჯერ საკმაოდ რთული სისტემის სახით. ცნობიერების ეს ფორმა, გამორჩეულია და აღმატებულია იმდებად, რამდენადაც განფენილია ცხოვრების ყველა ნაწილში. რელიგიური მსოფლგანცდა მსჭვალავს ნებისმიერი ცივილიზაციის თითქმის ყოველ უბანს და, ცხადია, მსოფლიოში არ არსებობს კულტურა რელიგიური საფუძვლების გარეშე. ასევე ქართული კულტურაც რელიგიური კულტურაა ანუ ქრისტიანული კულტურაა. ეს კულტურა იქმნებოდა და ყალიბდებოდა საქართველოს ხელმწიფების წიაჭში. ეს უკანასკბელი ფართო მცნებაა და მოიცავს მრავალ ასპექტს. პირველ რიგში _ ქართულ ცნობიერებას, ქართველობის განცდას . უმთავრესია ეროვნული ფესვები და მემკვიდრეობა, არეკლილი პიროვნების ცნობიერებაში. ქართველობის განცდა თუ შეიძლება ითქვას, _ ქართული სინდისი ანუ სინდისში ჩანერგილი მამულიშვილობაა . ამგვარი მამულიშვილობა ქართველთა შორის, ცხადია, არსებობდა მე-4 (არაქრისტიანულ საქართველოს დროს)საუკუნემდე და არსებობს დღესაც ,ქრისტიანული ფსოფმხედვე,ობის ნაყოფია ის რომ დღესდღეობით ქართული კულტურა მსოფლიოში წარმოდგენილია დამოუკიდებელ ერთეულად. ქართული კულტურის უმთავრეს არტერია და იმპულსი ჯვრისა და ხატის თაყვანისცემის რელიგიაა. სწორედ რელიგია კვებავდა და კვებავს ქართველთა შემოქმედებით პოტენციას და განსაზღვრავს მის თვითმყოფადობას.
რელიგია ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს ხელახალ კავშირს ანუ კავშირის განახლებას, აღდგენას .რელიგია არის ადამიანის უზენაესთან მიახლოების გზა და ხიდი. ცნება ,,რელიგიის" გამოსახატავად ქართულში იხმარება სხვადასხვა ტერმინები: მსახურება, ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშება, კეტილმსახურება, აღსარება, სარწმუნოება. რელიგია ანუ ,,ხელახალი კავშირი" გულისხმობს ადამიანისა და ღმერთის , ორი სუბიექტს შორის ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენას. იგი არის ცისა და მიწის ანუ ზეციურისა და ამქვეყნიური კავშირის აღმდგენი. რელიგიური ცნობიერების საფუძველია უხილავი და ზებუნებრივი სამყაროს რწმენა
|