↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 15 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined31 May 2007
Posts179
კარმა50
OFFLINEPROFILE
არ ვიცი რამდენად საინტერესო იქნება, მაგრამ ..........

რელიგია ანუ რელიგიური მსოფმხედველობა, რელიგიური მსოფლგანცდა გამოვლენილია ღვთისშემეცნების , ღვთისმსახურებისა და ღვთისმეტყველების გარკვეული ფორმის, ზოგჯერ საკმაოდ რთული სისტემის სახით. ცნობიერების ეს ფორმა, გამორჩეულია და აღმატებულია იმდებად, რამდენადაც განფენილია ცხოვრების ყველა ნაწილში. რელიგიური მსოფლგანცდა მსჭვალავს ნებისმიერი ცივილიზაციის თითქმის ყოველ უბანს და, ცხადია, მსოფლიოში არ არსებობს კულტურა რელიგიური საფუძვლების გარეშე.
ასევე ქართული კულტურაც რელიგიური კულტურაა ანუ ქრისტიანული კულტურაა. ეს კულტურა იქმნებოდა და ყალიბდებოდა საქართველოს ხელმწიფების წიაჭში. ეს უკანასკბელი ფართო მცნებაა და მოიცავს მრავალ ასპექტს. პირველ რიგში _ ქართულ ცნობიერებას, ქართველობის განცდას . უმთავრესია ეროვნული ფესვები და მემკვიდრეობა, არეკლილი პიროვნების ცნობიერებაში. ქართველობის განცდა თუ შეიძლება ითქვას, _ ქართული სინდისი ანუ სინდისში ჩანერგილი მამულიშვილობაა . ამგვარი მამულიშვილობა ქართველთა შორის, ცხადია, არსებობდა მე-4 (არაქრისტიანულ საქართველოს დროს)საუკუნემდე და არსებობს დღესაც ,ქრისტიანული ფსოფმხედვე,ობის ნაყოფია ის რომ დღესდღეობით ქართული კულტურა მსოფლიოში წარმოდგენილია დამოუკიდებელ ერთეულად.
ქართული კულტურის უმთავრეს არტერია და იმპულსი ჯვრისა და ხატის თაყვანისცემის რელიგიაა. სწორედ რელიგია კვებავდა და კვებავს ქართველთა შემოქმედებით პოტენციას და განსაზღვრავს მის თვითმყოფადობას.

რელიგია ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და ნიშნავს ხელახალ კავშირს ანუ კავშირის განახლებას, აღდგენას .რელიგია არის ადამიანის უზენაესთან მიახლოების გზა და ხიდი. ცნება ,,რელიგიის" გამოსახატავად ქართულში იხმარება სხვადასხვა ტერმინები: მსახურება, ღვთისმსახურება,ღვთისმოშიშება, კეტილმსახურება, აღსარება, სარწმუნოება.
რელიგია ანუ ,,ხელახალი კავშირი" გულისხმობს ადამიანისა და ღმერთის , ორი სუბიექტს შორის ჰარმონიული ურთიერთობის აღდგენას. იგი არის ცისა და მიწის ანუ ზეციურისა და ამქვეყნიური კავშირის აღმდგენი. რელიგიური ცნობიერების საფუძველია უხილავი და ზებუნებრივი სამყაროს რწმენა

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
არ ვიცი რამდენად სწორი განყოფილება შევარჩიე,მაგრამ გულით მინდა მოგაწოდოთ ბმული თბილისის წმინდა კვირიკესა და ივლიტეს სახელობის ეკლესიის ვებ გვერდისა,ჩემი აზრით შესანიშნავადაა გაკეთებული:

www.kvirike.ge

შეგეწიოთ ყველას :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image
კატოლიკოს პატრიარქი ილია მე-2

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო შენ კათოლიკოსს რომ ამატებენ პატრიარქს-მოგწონს, მართლმადიდებელ მღვდლებს არქიეპისკოპოსს უწოდებენ,
-სიტყვა კათოლიკოსი ზედმეტია ჩვენი პატრიარქის-ილია მეორესთვის,
მახო მოგწონს-სიტყვასთან კითხვისნიშანი დამავიწყდა.
(50 კარმა ოოო)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image
არიადნა,საყვარელო,ჩემი შერქმეული ხომ არ არის,
ჩვენი სამღვდელოება ასე მოიხსენიებს მას.
არც მე მომწონდა არასოდეს სიტყვა კათოლიკოსი,მაგრამ რას ვიზამთ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქურდი მახო
არა სიხარულო,შენ რა შუაში ხარ?
პრეტენზიაა ,რომ ზედმეტია სიტყვა კათოლიკოსი.
ქრისტიანი კათოლიკები ხო არ ვართ?
ვართ მართლმადიდებელი ქრისტიანები,(ისე ჩვენ ვინ რას გვკითხავს)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
unikorn
პატივს ვცემ შენს აზროვნებას=ko=
საინტერესო ადამიანი ხარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined03 Feb 2008
Posts114
კარმა49
OFFLINEPROFILE
ARIADNIT wrote:
ციტატა:
unikorn
პატივს ვცემ შენს აზროვნებას=ko=
საინტერესო ადამიანი ხარ.

დიდი მადლობა ARIADNIT - მეც ასევე პატივს გცემთ და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ.ღმერთმა დაგლოცოთ=ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
unicorn
მადლობა! გაიხარე! 2009 წელი-
სიკეტის და ბედნიერების ყოფილიყოს შენი ოჯახისთვის=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
4 იანვარი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დაბადების დღეა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოდან აცნობეს, სრულიად საქართველოს-კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას ყოვლად წმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს. მრევლს საშუალება ექნება, უწმინდესს დაბადებიდან 76 წლის იუბილე მიულოცოს.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაური-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ღვთისმოსავ ოჯახში დაიბადა.
1952 წელს ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.
1957 წლის 16 აპრილს სასულიერო აკადემიის მე-2 კურსის სტუდენტი ილია მეორე საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის მელქისედეკ III-ს ლოცვა კურთხევით თბილისის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძარში ბერად აღკვეცეს და მას სახელად ილია უწოდეს. 1960 წელს კი დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია პირველი ხარისხის დიპლომით.
1963 წლის 26 აგვისტოს საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის ეფრემ მე-2-ის მიერ არქიმანდრიტი ილია ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის ეპისკოპოსად აკურთხეს, 967 წელს კი. ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად გადაიყვანეს. ორი წლის შემდეგ ილია მეორე მიტროპოლიტის ხარისხში აიყვანეს. ილია მეორემ სოხუმში 11 წელი დაყო.
1977 წელს, საქართველოს მაშინდელი კათოლიკოს-პატრიარქის დავით მე-5 გარდაცვალების შემდეგ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა კათოლიკოს ილია მეორე პატრიარქად აირჩია. ილია მეორის ინტრონიზაცია 1977 წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მოხდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
KATHALIKOS-ბერძნული სიტყვა-უმაღლესი სასულიერო პირის წოდებაა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
nanano wrote:
ციტატა:
KATHALIKOS-ბერძნული სიტყვა-უმაღლესი სასულიერო პირის წოდებაა.
ნანანო,გასაგებია,მაგრამ მართლმადიდებლის
ყურს,მაინც არ სიამოვნებს.
მრავალ შობა ახალ წელს დაეწარი ბედნიერად.
Image
ჩამოასხი და ჩვენც გვადღეგრძელე ჭირიმე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
იცოცხლე მახო,ღმერთმა ბედნიერი წლები დაგათენოს თავზე.დღეგრძელობით ხო,მაგრამ დალევით ვერ დავლევ.:)
რატომ არ სიამოვნებს ყურს ვერ ვიგებ,კათოლიკე სხვა სიტყვაა და კათალიკოსი სხვა.ორივე კ-ზე რომ იწყება,მაგიტომ ხომ არა?:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
url=http://www.imagehosting.com/]სურათი აღარ არსებობს[/url]

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს
ჩვენი ქვეყანა გადარჩება

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 15 posts ] 
დესპანი