|
ამ ათ წელიწადში მე რაც ცრემლი ვღვარე, მინდა შენს საფლავზე ნამად მოვაპკურო, თუმცა გმფარველობდნენ დღე-მზე,ღამე- მთვარე, მაინც ვერ დაგიხსნეს,ჩემო მოლაღურო. დარდმა გულსკარი ისე შემინგრია, სევდა ლამის მხრებზე ნაბდად მომახურის, მაინც რა სცოდნია ბედის მრუდე ტრიალს, შენ რომ ფრთები შეგჭრა,ჩემო მოლაღურო. გძებნი,ვით ბულბული გათანგული ვარდით, ცხადში დაკარგულო,სიზმრად მონახულო, შენი სიყვარულით ისე ძლიერ მწვავდი, ვერა,ვერ გივიწყებ ჩემო მოლაღურო. ჯვარზე რომ გამაკრან,დამწვან ავი ბედით, ლუკმა მომანატრონ,წყალი მომაწყურონ, ზღაპრულ სამოთხეზე ხელსაც ავიღებდი, ოღონდ შენ მყოლოდი,ჩემო მოლაღურო. ცრემლით პისავსეა ჩემი სულის სურა, უნდა შენს საფლავზე იებს მოვაპკურო, ათი წელიწადი როგორ მიიწურა, მხოლოდ ჩემმა გულმა იცის,მოლაღურო.
|