↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Image
ცოტა ძველებიც გავიხსენოთ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined28 Oct 2007
Posts1926
კარმა85
OFFLINEPROFILE
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები..
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი..
ბოშა ქალკი, ვარსკვლავების სადარები....
შეხედე და .... შეუკურთხეს გამჩენი...
მეზღვაურებს გამომწვევად გვერდს აუვლის
ეტყვიან და.. ისიც ეტყვის ურიგოს...
ხელგაშლილი გადუდგება მეზღვაური:
-მხოლოდ ერთხელ მაკოცეო, სულიკო!..
ეს პაწია, სიყვარულის დოსტაქარი,
განა დარდობს,თვალებს ცრემლით იოსებს?
მხიარული, ფეხშიშველი ბოშა ქალი
სტვენით მიდის პორტის სანაპიროზე....

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
სურათი აღარ არსებობს

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ლექსია, მოგეწონა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
აუუ ვერაფერი ვერ გავუგე ამ ფორუმს. სურათზე ხან მეუბნება დიდიაო ხან მეუბნება პატარააო. როგორ დავდო? მგონი ყველა წესებს ვიცავ.........

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ღმერთო, დაეხმარე ყველას, ვინც სუსტია და ოხრავს,
ვინც ფრთებს ვერ შლის და სიყვარულის მაგივრად, ფორთხავს,
ვისაც წაართვეს და მწარე სინანულით მოსთქვამს,
ვინც ელოდება უკვე დაკარგულის მოსვლას,
ღმერთო, დაეხმარე ყველას, ვინც ბოროტია და სცოდავს,
ვინც ფრთებს ვერ შლის და ლოცვის მაგივრად, ბოდავს,
ღმერთო, დაეხმარე ადამიანს,-ურალოს, მოკვდავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოგესალმებით ყველას: qurdi maxo, tartaletka, telmani...... მიყვარხართ და გეფერებით ჩემო კარგო ადამიანებო!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
მიიღე კარმა ჩემგან=ko=
შესანიშნავი ლექსია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ariadnit მადლობა, იცოცხლე გენაცვალე. საპასუხო კარმას მოგვიანებით მოგართმევ, გასაგები მიზეზების გამო=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ioane
ის არაჩვეულებრივი ლექსი შენი იყო? ბრავო,ძალიან მომეწონა
და კარმა ჩემგან:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქვრივი პოეტი ქალის სევდიან ლექსი.

შემოვირტყი წელზე ნისლის ქამარი,
მომენატრა კაბადონი ცის,
პირშეუკრავ ჭრილობების წამალი -
შენზე ფიქრი მაჟრჟოლებს და მცრის.
ზოგჯერ ლექსიც ბედზე უფრო მკაცრია,
განა მათბობს,ყინვასავით მსუსხავს,
ჩვენი შვილი უკვე ჯარისკაცია
და მოვიდა საფიქრალი სულ სხვა.
ხშირად გზავნის ჯარისკაცულ ბარათებს
და მისამართს შენს სახელზე აწერს,
ბიჭი ნეტავ რას უნდა მიმალავდეს,
ან ასეთი რა ნაღველი აწევს.
დედის გული გრძნობს რომ უჭირს ძალიან,
მას იმედი ჩემი ვეღარ შველის,
ათი წელი ობლობაში გალია,
ენატრება მხარდაჭერა შენი.
მაგრამ მჯერა,რაც არ უნდა დაზამთრდეს,
ვით არწივის მართვე გაუმკლავდება,
მტკიცე რწმენა,რომლითაც ის გავზარდე,
ცხოვრებაში დაუდგება თავდებად.
შენს სიყვარულს სანთელივით ავანთებ,
უმამო ბიჭს ვერაფერი დასუსხავს,
და შენს ნაცვლად ჯარისკაცულ ბარათებს
დედის ლოცვას გავუგზავნი პასუხად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქარზე ხმიანობს ბედის კლავიში
და უტკბილესი ჟღერს მელოდია.
ფიქრებმა თავი ისე აიშვეს
და ნატვრის გზებით შენსკენ მოდიან.
ეს ღამეც იყოს ისევ უძილო,
ჩამოქუფრული და კუნაპეტი.
თითქოსდა გული ზღვაა უძირო
შენი ისრებით ნაჩხვლეტ-ნაპენტი.
შენთან სათქმელი ბოლომდე ვერ ვთქვი,
თვალები ცრემლით მაქვს დაბინდული,
ფხიზლობს სარკმელთან ჭაღარა ვერხვი,
ჩემებრ მთრთოლვარე და გარინდული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ამ ათ წელიწადში მე რაც ცრემლი ვღვარე,
მინდა შენს საფლავზე ნამად მოვაპკურო,
თუმცა გმფარველობდნენ დღე-მზე,ღამე- მთვარე,
მაინც ვერ დაგიხსნეს,ჩემო მოლაღურო.
დარდმა გულსკარი ისე შემინგრია,
სევდა ლამის მხრებზე ნაბდად მომახურის,
მაინც რა სცოდნია ბედის მრუდე ტრიალს,
შენ რომ ფრთები შეგჭრა,ჩემო მოლაღურო.
გძებნი,ვით ბულბული გათანგული ვარდით,
ცხადში დაკარგულო,სიზმრად მონახულო,
შენი სიყვარულით ისე ძლიერ მწვავდი,
ვერა,ვერ გივიწყებ ჩემო მოლაღურო.
ჯვარზე რომ გამაკრან,დამწვან ავი ბედით,
ლუკმა მომანატრონ,წყალი მომაწყურონ,
ზღაპრულ სამოთხეზე ხელსაც ავიღებდი,
ოღონდ შენ მყოლოდი,ჩემო მოლაღურო.
ცრემლით პისავსეა ჩემი სულის სურა,
უნდა შენს საფლავზე იებს მოვაპკურო,
ათი წელიწადი როგორ მიიწურა,
მხოლოდ ჩემმა გულმა იცის,მოლაღურო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://media.bigoo.ws/content/image/funny/funny_407.jpg

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა სიხარულოოო...... კარგი მაშინ გავთამამდები, ამ ლექს პირადად შენთვის დავწერ თაკოთაკო

შენს ნაზ სხეულზე, ველური ქარი
დაჯირითობდა ვნება აშლილი,
და ღამის წყვდიადს რჩებოდა ლანდად
უმანკოება სახე წაშლილი.
ღამემ ჩაიცვა კვლავ რუხი კაბა,
ჩამოედინათ ხატებს მირონი.
მე მგლოვიარემ გავშალე ტაბლა
და დავპატიჟე "გალაქტიონი.
ღვინოში დიდხანს ვეძებეთ შვება,
მაგრამ ვერ ვპოვეთ -იმედი მხსნელი.
მე მივტიროდი - შენს განშორებას
და ის ტიროდა - დაკარგულ მერის.
ცის გუმბათზე კი ანგელოზები
უკანასკნელად უკრავდნენ ფორმინგს
და ჩვენ ამ ღამის ჭირისუფალნი
მხოლოდ და მხოლოდ ვიყავით ორნი.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი