↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
4 იანვარი 2009
საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის არსებული დონე “ქარტიაზე” მეტია
კობა ლიკლიკაძე, თბილისი

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში არ წყდება ჰიპოთეტური მსჯელობა საქართველო-ამერიკის პარტნიორობის ახალ დოკუმენტსა და მისი ხელმოწერის თარიღზე, რომელიც ორჯერ გადაიდო სხვადასხვა მიზეზთა გამო. თუმცა ექსპერტები და პოლიტოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის უკვე აქამდე არსებობდა სტრატეგიული პარტნიორობა, მათ შორის, უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში, რამაც სწორედ ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობის დროს მიაღწია ყველაზე დიდ მასშტაბებს. ყოველკვირეულ პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” საქართველო-აშშ-ის სამხედრო თანამშრომლობის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე გესაუბრებით.

საქართველოში ამერიკა-საქართველოს თანამშრომლობის ორი გამოკვეთილი მემორიალი არსებობს: ჯორჯ ბუშის ქუჩა თბილისში და 11 სექტემბრის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი სამხედრო სასწავლო ცენტრი რუსთავის მახლობლად. თუმცა, თუ ჯორჯ ბუშის ქუჩის აუცილებლობის საკითხი დღემდე სადავოა, პოლიგონი ეჭვებზე მაღლა დგას და ზუსტად შეესატყვისება ქართველი და ამერიკელი სამხედროების ურთიერთობის ისტორიას. სწორედ 2001 წლის 11-მა სექტემბერმა მისცა დასაბამი საქართველოსათვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროგრამას, რომლის მეშვეობითაც საქართველოში პირველი პროფესიული ანტიტერორისტული სამხედრო ქვედანაყოფები გაიწვრთნა. თავდაცვის იმდროინდელი მინისტრის დავით თევზაძის თქმით, ქართულ-ამერიკული ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამა იყო უნიკალური სამხედრო დახმარება, რომლის მსგავსი თავის დროზე ვაშინგტონს ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის არც ერთ ქვეყანაში არ განუხორციელებია:

[დავით თევზაძე] ”’წვრთნა და აღჭურვა’ - ეს იყო უნიკალური პროგრამა, ნამდვილად უნიკალური პროგრამა. ეს პროგრამა ითვალისწინებდა საქართველოში რეალური ანტიტერორისტული შესაძლებლობების შექმნას და 4 ბატალიონი ამ ნიშნით გაიწვრთნა.”

ვაშინგტონის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ”წვრთნისა და აღჭურვის” პროგრამაზე 65 მილიონი დოლარი დახარჯა, ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი და აღჭურვილი 2000 კაციანი ქართული ქვედანაყოფი კი პროფესიული არმიის ბირთვად იქცა. თუმცა ვაშინგტონი მხოლოდ ამ დახმარებით არ დაკმაყოფილდა და 2004 წლის ბოლოს დაიწყო ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციის პროგრამა”, რაც მაღალი ინტენსივობის სამხედრო კონფლიქტებისათვის კიდევ 2 ქვეითი ქართული ბრიგადის მომზადებას ითვალისწინებდა. ორი წლის წინ რადიო ”თავისუფლება” ქართველი სამხედროების მომზადებას ესწრებოდა 11 სექტემბრის მსხვერპლთა სახელობის პოლიგონზე და მის არქივში ინახება ამერიკელი ინსტრუქტორების კვალიფიკაციისა და ქართველთა მომზადების დონის სასწავლო ცენტრის უფროსის, პოლკოვნიკ ალეკო კიკნაძისეული შეფასება:

[ალეკო კიკნაძე ] ”სერიოზული მომზადება გაიარეს! შემიძლია ვთქვა, რომ ამერიკელებმა ლოგისტიკის ბატალიონებიც მოამზადეს, როგორც მსუბუქი ქვეითი ბატალიონები. მათთვის არ დაუკლიათ არც ყუმბარმტყორცნებიდან სროლა, არც ”პოდსტვოლნიკებიდან” სროლა. სერიოზული მომზადება გაიარეს, ერთი სიტყვით.” (სტილი დაცულია)

ამერიკული ”სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაცია” ორ ეტაპად განხორციელდა და 2006 წლის ბოლოს დამთავრდა. საბოლოოდ კი, თუ დავაჯამებთ, მარტო ”წვრთნისა და აღჭურვისა” და ”სტაბილურობის” ოპერაციებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 120 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილის გიორგი მუჩაიძის თქმით, უკვე განხორციელებული ამერიკული სამხედრო დახმარებები ორმხრივი სტრატეგიული თანამშრომლობის დემონსტრირება იყო:

[გიორგი მუჩაიძე] ”ამით, ფაქტიურად, საფუძველი ჩაეყარა საქართველო-ამერიკის ფართომასშტაბიან სტრატეგიულ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში და, ფაქტიურად, ამ პროგრამების საფუძველზე განვითარდა და გაძლიერდა საქართველოს შეიარაღებული ძალები და მისი ბირთვი.” (სტილი დაცულია)

დიახ, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიულ სამხედრო პარტნიორობას, სულ ცოტა, ხუთწლიანი ისტორია აქვს. ერაყში ამერიკის სარდლობით მოქმედი კოალიციის რიგებში ქართველი ჯარისკაცების ყოფნა სტრატეგიული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ამერიკელი ინსტრუქტორების მიერ გაწვრთნილი ქართული ქვედანაყოფები თითქმის 5 წლის განმავლობაში ასრულებდნენ სამშვიდობო ოპერაციას მაღალი ინტენსივობის კონფლიქტურ ერაყში. ქართველი ჯარისკაცები იცავდნენ მშვიდობას ბააყუბაში, თიქრითში, საკუთრივ ბაღდადში და, სულ ბოლოს, ირანის მოსაზღვრე ვასიტის პროვინციაში. საქართველოს სამხედრო ბრიგადამ, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ერაყი გასული წლის 10 აგვისტოს დატოვა, რუსეთ-საქართველოს ომის გამო. მაგრამ არა მხოლოდ ერაყში, ქართველი ჯარისკაცები ამერიკელების მხარდამხარ იცავდნენ საერთაშორისო მშვიდობას კოსოვოსა და ავღანეთში. Dდა რა არის ეს, თუ არა სტრატეგიული თანამშრომლობა?

ამ სტრიქონების ავტორი გასული წლის ივლისში იმყოფებოდა ვასიტის პროვინციაში, “დელტას” სამხედრო ბაზაზე, და საკუთარი თვალით აქვს ნანახი ქართველი მშვიდობისდამცველების მოქმედება. ალ კუტში მყოფი ქართველი სამხედროები მართავდნენ მთელ სამშვიდობო პროცესს უმაღლეს დონეზე და ნატოს სტანდარტების შესაბამისად. ანუAამერიკულმა სარდლობამ ქართულ ბრიგადას ანდო საომარი ოპერაციის ყველაზე სახიფათო უბანი და ქართველ ჯარისკაცებს მათთვის არ უმტყუნიათ. Eერაყის მიწაზე დაღუპული 5 დაღუპული ქართველი ჯარისკაცი კი დასტურია იმ საშიშროებისა, რაც ერაყის სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციას ახლდა. ამიტომ უსამართლობაა იმის თქმა, თითქოს ამერიკელ ინსტრუქტორებს ქართული ბატალიონები რეალურ მტერთან საბრძოლველად არ მოემზადებინოთ. ასეთი მოსაზრება საჯაროდ გასული წლის 23 დეკემბერს რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა გამოხატა რადიო ”პალიტრასთან” ინტერვიუში:

[თემურ იაკობაშვილი] ”იცით, რა არის, მოდით, ასე ვთქვათ, რეალურად, რაც ჩვენ ამერიკელებმა გვასწავლეს, ეს არის შლაგბაუმების აწევა და დაწევა. იმიტომ რომ, ჯარები, რომელსაც ისინი წვრთნიდნენ, მიდიოდნენ ერაყში.” (სტილი დაცულია)

მინისტრი იაკობაშვილი ასე გამოეხმაურა ”ნიუ-იორკ ტაიმსში” 18 დეკემბერს გამოქვეყნებულ კრიტიკულ სტატიას, რომელშიც ნათქვამია, რომ, ”10 წელზე ხანგრძლივი ამერიკული სწავლებისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროს ხუთწლიანი დიდძალი ინვესტირების მიუხედავად, საქართველოს არმია ცუდად მომზადებული დარჩა.”

მიუხედავად ამგვარი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებებისა, საქართველოს ხელისუფლებას მაინც ამერიკის სამხედრო დახმარების იმედი აქვს, რაც ხელმოსაწერად გამზადებული სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიაშიც უნდა აისახოს. ქარტიაზე ხელმოწერას საქართველოს ხელისუფლება გასული წლის ბოლომდე ვარაუდობდა. შემდეგ კი დასახელდა 4 იანვარი და, როგორც გასულ კვირაში გაირკვა, ეს თარიღიც არ აღმოჩნდა საბოლოო. თუმცა საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ქარტია, ალბათ, მაინც გაფორმდება და ეს იქნება უკანასკნელი დახმარება ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციის მხრიდან, რომელმაც, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, მართლაც, განუზომელი წვლილი შეიტანა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაში. 2002 წლიდან მოყოლებული, სამხედრო სფეროსა და საზღვრის დაცვის განმტკიცების მიმართულებით ამერიკის დახმარება 300 მილიონ დოლარს აღწევს.

მაგრამ თუკი ამ დახმარების აკუმულირება ყოველთვის სწორად ვერ ხერხდებოდა, ეს ისევ და ისევ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობის ბრალია. რევოლუციურ ინერციას აყოლილი ხელისუფლება ყოველი ახალი თავდაცვის მინისტრის შეცვლასთან ერთად ყველაფერს “სუფთა ფურცლიდან” იწყებდა და ყურადღებას არ აქცევდა იმ ქართველი ექსპერტების მიერ ატეხილ განგაშს, რომლებიც ბევრს წერდნენ არმიის მართვაში, ორგანიზებასა და საკადრო პოლიტიკაში დაშვებულ შეცდომებზე, რასაც საბედისწერო შედეგები მოჰყვა ცხინვალთან, რუსეთ-საქართველოს ხუთდღიან ომში.

წყარო: http://www.tavisupleba.org/programs/mil ... 224450.asp

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გაუმარჯოს ამაშეკელს ! საღად მოაზროვნე ქართველია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს

სიღნაღის რაიონის სოფელ ერისიმედის მოსახლეობა მეექვსე თვეა სასმელად მდინარის წყალს იყენებს. ილტოს ხეობის სოფლებში მცხოვრები არაერთი ოჯახი კი, რომელიც სტიქიამ დააზარალა, ამ დრომდე უსახლკაროდ არის დარჩენილი. მდინარე თუ ადიდებულია, ადგილობრივები ვერც რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან, რადგან მეწყერმა 2005 წელს სავალი გზაც წაიღო. 16 წელია ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი გურჯაანის რაიონის სოფელი ჭერემი. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო მოსახლეობა ხშირად დიდი ხნით გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. პრობლემების მოგვარებას მაღალმთიანი და საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობას არაერთხელ დაპირდნენ, ძირითადად წინასაარჩევნოდ. ადგილობრივი თუ ცენტრალური ბიუჯეტიდან დიდი ოდენობით თანხებიც არის გახარჯული, მაგრამ გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობა სოფლებს მასობრივად ტოვებს.

ოფიციალური ინფორმაციით, საქართველო – აზერბაიჯანის საზღვართან მდებარე სოფელ ერისიმედში სასმელი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობას 2006, 2007 და 2008 წლებში 50 ათასამდე ლარი აქვს გახარჯული. სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კობა ლეკიაშვილი ამბობს, რომ ამ თანხით სოფელში რამდენიმე ჭაბურღილი გააკეთეს, თუმცა ყველა მათგანი ჩაინგრა.

სიღნაღის ბიუჯეტში ცენტრალური ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სასმელი წყლის სისტემების სარეაბილიტაციო და სხვა სამუშაოების შესასრულებლად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 14 მარტის 125-ე და 15 მაისის 327-ე განკარგულებებით 1 891 200 ლარიც ჩარიცხა. სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, აღნიშნული თანხა მიზნობრივად გაიხარჯა, თუმცა სოფელი ერისიმედი დღემდე უწყლოდ არის დარჩენილი. მოსახლეობის არაერთი თხოვნის მიუხედავად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტში, რომელიც სამ მილიონამდე ლარით განისაზღვრა, ერისიმედის სასმელი წყლით უზრუნველყოფისათვის თანხები გათვალისწინებული არ არის. უნდა აღინიშნოს, რომ 2008 წლის მსგავსად, 2009 წლის ბიუჯეტის პროექტშიც სიღნაღის ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი საკუთარი ადმინისტრაციის შენახვაა. მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს შენახვის ხარჯები 30 პროცენტს აღწევს.

რაიონული ცენტრიდან დაშორებულ, მაღალმთიან სოფლებში არსებული პრობლემების გადაჭრა პრიორიტეტი არც ახმეტის ხელისუფლებისთვის აღმოჩნდა. 2009 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების რეაბილიტაციას კი ითვალისწინებს, მაგრამ როგორც გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, ამაში ილტოს ხეობის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების აღდგენა არ იგულისხმება.

ახმეტის 2009 წლის ბიუჯეტის პროექტი არც სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად საჭირო თანხებს ითვალისწინებს. არადა სოფლებში, შახვეტილაში, ჩაჩხრიალაში, ვეძებსა და ჭართალაში რამდენიმე ოჯახი უსახლკაროდ არის დარჩენილი, ათობით სახლი კი დაბზარულია. მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ალექსანდრე მაილაშვილის განმარტებით, ამ საკითხის მოგვარება ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მოხდეს. საკრებულოში ამის დასტურად საქართველოს მთავრობის 2008 წლის 8 ოქტომბრის 467-ე განკარგულება მოჰყავთ, რომლის საფუძველზეც საგარეჯოს, თელავის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ მთავრობის სარეზერვო ფონდიდან თანხები გამოეყოთ.

გაუსაძლისი პირობების გამო მოსახლეობისგან თითქმის დაცარიელდა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭერემი. სოფლის ისტორიული და ტურისტული მნიშვნელობის მიუხედავად, ჭერემში მდგარი 100-ზე მეტი საცხოვრებელი სახლიდან, 90 უკვე მიტოვებულია. 16 წელია სოფელი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ჭერემში არც სამედიცინო პუნქტი არ ფუნქციონირებს. უკიდურესად დაზიანებული გზის გამო აუცილებლობის შემთხვევაში მაღალმთიან სოფელში ასვლას ვერც სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა ახერხებს.

სოფელი ჭერემი მე-5 საუკუნის მე-2 ნახევარში მეფე ვახტანგ გორგასალმა დაარსა, რის შემდეგაც ტახტის მემკვიდრეს დაჩის უბოძა. ამავე პერიოდში დაარსდა ჭერემის საეპისკოპოსო ეპარქია და ჭერემი კახეთის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრად იქცა. 1984 წელს არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ჭერემში ვახტანგ გორგასლის სასახლის კომპლექსის ნანგრევები აღმოაჩინა, რომელიც ისტორიკოსების შეფასებით, უდიდესი მნიშვნელობის ისტორიული ძეგლია. ჭერემში დღემდეა შემორჩენილი მე-5 საუკუნის სხვა ძეგლებიც.

სოფელ ჭერემში არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით, გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასულ წელს `ჭერემის აღორძინების ფონდი~ შექმნა, მაგრამ ამ ფონდის გაკეთებული საქმე ჯერ არავის უნახავს. ფონდში მომუშავე პირთა თქმით, ჭერემელების გამოკითხვის შემდეგ მათ საკრებულოს სხვადასხვა წინადადებები წარუდგინეს და დაფინანსება სთხოვეს, მაგრამ საკრებულომ არცერთი პროექტი არ განახორციელა.

კახეთის სამხარეო ხელისუფლება, კერძოდ, გუბერნატორის პირველი მოადგილე გიორგი სიბაშვილი ჯერ კიდევ 2008 წლის სექტემბერში აცხადებდა, რომ მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება, მაგრამ კითხვაზე, რატომ ვერ მოხერხდა 16 წლის მანძილზე სოფელ ჭერემისთვის ელექტროენერგიის მიწოდება, გვიპასუხა, რომ ეს პრობლემა რთველის დამთავრებისთანავე გადაწყდებოდა, მაგრამ უშედეგოდ. ამის მიზეზად, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, ისევე როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ასახელებენ: რეგიონში მყოფი შიდა ქართლიდან დევნილი ათიათასამდე ადამიანის პატრონობა და ა.შ.

მოგვარდება თუ არა საერთოდ აღნიშნული პრობლემები ნაწილობრივ მაინც ეკონომიკური კრიზისის პერიოდში, რომელიც ექსპერტების შეფასებით 2 წელს მაინც გასტანს, ამაზე ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ იმას გვპასუხობენ, რომ მაქსიმალურად შეეცდებიან. მანამდე, მოსახლეობა მაღალმთიან და საზღვრისპირა სოფლებს მასობრივად ტოვებს. ერისიმედიდან რამდენიმე ოჯახი აზერბაიჯანში გადასახლდა, ადგილობრივების დიდი ნაწილი კი პურის ფულის საშოვნელად თურქეთსა და სხვა ქვეყნებში წავიდა. humanrights.ge

"ჯორჯია ვიქლი", 5 იანვარი 2009 წელი.

პოლიტიკა
«გაზაფხული პოლიტიკურად ძალზე თბილი, ზაფხული კი ძალიან ცხელი გვექნება»
ჩვენ ხომ გარესამყაროზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ძალიან ხშირად ჩვენი თანამოქალაქენი წუხან, - თუ საქართველოს ბედი ადრე მოსკოვში წყდებოდა, დღეს ვაშინგტონში წყდებაო. გავიხსენოთ, რომ ისტორიულად, საქართველოს ბედი მართლაც ხან სპარსეთში წყდებოდა, ხან ოსმალეთში და ხანაც, მონღოლეთში... პატარა ქვეყნის ისტორია ამგვარად ვითარდება.
გაზპრომის იმპერია

ენერგეტიკული დივერსიფიკაცია დასავლეთის პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ ცოტა დაგვიანებული. ევროპა რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა სადაც მივიდნენ, პასუხი ყველგან ერთი იყო: აქ რუსები უკვე იყვნენ.
ისრაელის არმიამ ქალაქი ღაზა ალყაში მოაქცია
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ამერიკული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. მანვე განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი არა ღაზას დაპყრობაა, არამედ ის, რაც ეხლა ხდება „ჰამასისათვის“ გაკვეთილი უნდა იყოს.
გისურვებთ მშვიდობიან ახალ წელს!
georgiaweekly.net გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ 2009 წელს!
რამაზ საყვარელიძე - 2009 წელს უფრო მეტი რისკის ფაქტორი შიდა პოლიტიკაში გვექნება, ვიდრე - საგარეო პოლიტიკაში
სავარაუდოდ, მომავალი წლის ერთ-ერთი ძირითადი პარამეტრი შეიძლება იყოს ეკონომიკური კრიზისი და ნავთობზე ფასების კლების დინამიკა. როგორც ჩანს, ორივე დინამიკა 2009 წელს შენარჩუნდება. ორივე ეს პარამეტრი მძიმე მდგომარეობაში აყენებს ჩვენს იმ მეზობელს, რომელთანაც ყველაზე მეტი პრობლემები გვაქვს.
საქართველო სამხრეთ ოსეთზე მარშით მიდის

არ მჯეროდა, რომ სამხრეთ ოსეთი შეიძლება დავიბრუნოთ საქართველოს შემადგენლობაში ძალით, სამხედრო საშუალებების გამოყენებით. ცხადი იყო, რომ რუსეთი უარს არ იტყოდა სამხრეთ ოსეთზე უბრძოლველად. ჩვენ გვქონდა 10 თუ 11 თვითმფრინავი, რუსეთს კი - რამდენიმე ათასი.

ომის დროს გამაოცეს რუსმა სამხედროებმა. არ ველოდი, თუ ისინი ასეთი მკაცრები აღმოჩნდებოდნენ. ისინი ძარცვავდნენ და ხოცავდნენ ქართველ მშვიდობიან მოსახლეობას.
ქართველმა “ნაციონალ-შუამავლებმა” მეხუთე კოლონა დატოვეს
დღესდღეობით საქართველოს სავსებით გამოკვეთილი საზოგადოებრივი ორიენტირები აქვს.
სულიერ სფეროში _ ათონის წმინდა მართმადიდებლური მთა.
პოლიტიკური _ პოლონეთი, უკრაინა, ბალტიისპირეთი
ეთნიკური _ ჩერქეზები, ვაინახები, დაღესტნელები.
ხედავთ აქ სადმე რუსეთის ადგილს? ჯდება ის რომელიმე ნიშაში,?
კავკასია: გატეხილი რეგიონი
რამდენიმე ვაშინგტონელმა სტრატეგმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი კავკასიიდან შესაძლოა დროზე არ გასულიყო, აბსოლუტურად გამორჩათ რა ის ფაქტი, რომ რეგიონი რუსების ცნობიერებასა და გეგმებში ორი საუკუნის განმავლობაში დომინირებდა, რომ რუსული ელიტის დიდ ნაწილს ამ ადგილებთან, რომლებიც დასავლეთის მცხოვრებლებს მხოლოდ გაგონილი აქვთ, ოჯახები ან ბავშვობის მოგონებები აკავშირებთ.
ისრაელის არმია სახმელეთო ოპერაციისათვის ემზადება
ისრაელი სახმელეთო ოპერაციისათვის ემზადება. ამის შესახებ ინფორმაციები უცხოურ პრესაში ვრცელდება და ის ფაქტი, რომ ისრაელის პრემიერ მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, ამის დასტურად გამოდგება.
"ალასანიამ არ უნდა გაიმეოროს პატარკაციშვილის შეცდომები"
ჩვენთვის, დელეგაციის ექვსი წევრისთვის, მიუღებელი იყო საუბარი საქართველოს ინტერესების დათმობაზე. განვაცხადეთ, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას ალტერნატივა არ აქვს და ამაზე ნურც ვილაპარაკებთ, სჯობია, ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაზე ვისაუბროთ-მეთქი.
გია ყარყარაშვილმა აგვისტოს ომზე დამოუკიდებელი გამოძიება ჩაატარა
გამთენიისას, 8-ში, რუსული აგრესიის აღსაკვეთად შეტევა იწყება. 7-შიც და 8-შიც ცხინვალსა და ჯავაში რუსები უკვე გამაგრებულები იყნენ. ცხინვალში გრუ-ს ორი ქვედანაყოფი იყო ჩასაფრებული. ჯავაში კი _ 135-ე პოლიკის გაძლიერებული ტაქტიკური ჯგუფი. მათ მხოლოდ პროვოკაცია სურდათ.
ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობა მატულობს
პალესტინელები ელოდებიან, რომ როგორც კი ხილვადობა გაუმჯობესდება, ისრაელი ჰამასის ლიდერების მიზანმიმართულ ლიკვიდაციას დაიწყებს. ისრაელში ამისათვის პოლიტიკური ამინდი უკვე შექმნილია, მოსახლეობის უმეტესობა, თითქმის ყველა პოლიტიკოსი და პოლიტიკური პარტიების უმრავლესი ნაწილი, თვლის, რომ ჰამასის მიერ ისრაელის სამხრეთ ნაწილის ტერორიზება, თელავივის საპასუხო რეაქციას ამართლებს.
საქართველოს გავლენის სფეროებად დაყოფა ემუქრება
საქართველოსთვის ნეიტრალური სტატუსია უსაფრთხოების გარანტი. რა თქმა უნდა, ეს არც ისე იოლი გზაა, მაგრამ არა _ მიუღწევადი. ერთ-ერთ ფრანგმა ჟურნალისტმა აღნიშნა, ყველასთვის კარგი იქნება და ტანჯული და სისხლისაგან დაცლილ საქართვლოს შანსი უჩნდება გახდეს ერთიანი სახელმწიფო.
სერგეი მარკედონოვი - რუსეთს რაც უნდოდა, მიიღო; თბილისის შტურმსა და საქართველოს ოკუპირებას არავინ არ აპირებს
უნდა გვესმოდეს რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის განსხვავება. პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დიდი შეცდომაც ისაა, რომ მას არ სურდა ან არ შეეძლო გაერკვია განსხვავება რიტორიკასა და რეალურ პოლიტიკას შორის. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა ბრიუსელისა და ვაშინგტონის მიერ საქართველოს მიმართ მხარდაჭერის შესახებ ავანსად უხვად გაკეთებულ განცხადებებს.
ედუარდ შევარდნაძე- რუსეთი ღრმა კრიზისში აღმოჩნდება

ედუარდ შევარდნაძის აზრით, მომავალში, კავკასიაში წარმოშობილ პროგრესულ იდეებს რუსეთი აშკარად ვეღარ დაუპირისპირდება. რუსეთი თავად აღმოჩნდება ღრმა კრიზისში. ოპეკის წევრი ქვეყნები ნავთობის მოპოვებას ამცირებენ, რუსეთს არ შეუძლია ამას შეეწინააღმდეგოს, და თავადაც ამცირებს მოპოვებას. ამცირებს ნავთობის, გაზის, ხე-ტყის გაყიდვას. ეს ყველაფერი ბიუჯეტზე აისახება, რომელიც თავის მხრივ სამხედრო შესაძლებლობებზე და პოტენციალზე ახდენს გავლენას.
ქართული პრესის მიმოხილვა- რატომ იღებენ საქართველოს მოქალაქეები სომხურ პასპორტებს
"2008 წელს სომხეთში ორმაგი მოქალაქეობა საქართველოს 804-მა მოქალაქემ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაცია სომხურმა სააგენტომ ("ბაგინ.ინფო") გაავრცელა...ასევე ეთნიკური ქართველებიც, სომხეთის მოქალაქეობას ამჯობინებენ, რადგან რუსეთში მუშაობენ, სადაც ქართული პასპორტი ბოლო დროს ერთგვარი "მგლის ბილეთი" გახდა.
კარპატისპირეთი რუსეთს დამოუკიდებლობის აღიარებას სთხოვს

"ჩვენ ძალიან დიდხანს ვცდილობდით ავტონომიის სტატუსის მოპოვებას. ბოლო წლების განმავლობაში თითქმის ყოველთვე ვთხოვდით ქვეყნის ხელისუფლებას განსაკუთრებულ სტატუსს. ამ ხნის მანძილზე ყრუც კი შეისმენდა ჩვენს თხოვნას,” - განაცხადა რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა პიოტრ გეცკომ "როსიისკაია გაზეტასთან” ინტერვიუში.

ლადო ვარძელაშვილი: ბორისოვისგან გავიგე, რომ რუს ჯარისკაცებს პრეზიდენტის დაპატიმრება, ან არადა, ლიკვიდაცია ჰქონდათ ნაბრძანები

არყით და კონიაკით გამობრუჟულ გენერალ ბორისოვს გუბერნატორმა ვარძელაშვილმა საიდუმლო ინფორმაცია მოჰპარა!

იმ დღეებში ვანო მერაბიშვილმა და რამდენიმე ძალოვანმა იცოდა ჩემი ადგილსამყოფელი. ოკუპანტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ვიმყოფებოდი- აცხადებს ვარძელაშვილი.
გადამწყვეტი ბრძოლა კავკასიისთვის
მოსკოვს სურს კასპიისა და ცენტრალური აზიის ენერგო-რესურსების მონოპოლიზება და ნატოს შემოსვლის აღკვეთა კავკასიაში. ამ მისწრაფებების მიზეზები შემდეგია: რუსეთის ეკონომიკა და, შესაბამისად, ქვეყნის განვითარების პერსპექტივები პირდაპირაა მიბმული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებზე. გარდა იმისა, რომ ფასების კონტროლი მოსკოვის ინტერესებში შედის, რუსეთს არ სურს, თავის სამხრეთ საზღვრებთან გამდიდრებულ-გაძლიერებული სახელმწიფოები იხილოს.
“პრეზიდენტი არც ბურჯანაძე გახდება და არც _ ალასანია!”
სამწუხაროდ, “ვარდების რევოლუციამ” ხალხს ისეთი არაფერი მოუტანა, რისი იმედიც ჰქონდა, საქმე მხოლოდ უარესობისკენ წავიდა. ამას მხოლოდ ცხინვალში შესვლა და აგვისტოს ომი კი არა, 7 ნოემბრის მოვლენები და “იმედის” დარბევაც ადასტურებს....ნინო ბურჯანაძე, როდესაც ხელისუფლებაში იყო მაშინ, დაინგრა ყველაფერი.
სოსო ცინცაძე - ვინც აშშ-საქართველოს ხელშეკრულების წინააღმდეგია, მათ მხოლოდ უწყინარი დილეტანტიზმი არ სჭირთ
ვერ ვიტყვი, რომ ეს არის სამხედრო სფეროში ურთიერთდახმარების ხელშეკრულება, როგორიც ამერიკას გაფორმებული აქვს იაპონიასთან და სამხრეთ კორეასთან, სადაც ამერიკული სამხედრო ბაზებია განლაგებული, მაგრამ ის, რომ აქ უკვე ჩადებულია უსაფრთხოების ისეთი სეგმენტები, როგორებიც არის ენერგეტიკული უსაფრთხოება და, საერთოდ, უსაფრთხოების საკითხები, სხვადასხვა კონსულტაციები მათ შორის სამხედრო სფეროში დახმარემა, რა თქმა უნდა, კარგია.
რუსი სამხედროები გალის რაიონში კონტროლს ამკაცრებენ
ფიჩორელების განმარტებით, სკოლაში ქართული ენის აკრძალვის შესახებ ბრძანება არავის მიუღია, გასულ წელს კი სკოლის კურსდამთავრებულებმა როგორც ქართული, ისე რუსულენოვანი ატესტატი ერთდროულად მიიღეს. თუმცა სასწავლო პროცესი მაინც დაძაბულად მიმდინარეობს. იყო ფაქტები, როცა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რუსი სამხედროები სკოლის შენობაში იჭრებოდნენ და ბავშვებს აშინებდნენ.
რა დგას ქართული სიმბოლიზმის უკან?
გრანდიოზული ქართლის დედის ქანდაკება თბილისს მაღალი მთიდან გადმოჰყურებს. მას ერთ ხელში ღვინის ფიალა უპყრია, მეორეში კი ხმალი. ასე ეგებება ის სტუმრებს იმ იმედით, რომ ღვინის ფიალა მტერს გააუვნებელყოფს, ხოლო თუკი ასე არ მოხდა, ქართველები საკუთარ ქვეყანას ხმლით ხელში დაიცავენ.
ედუარდ შევარდნაძე: ელცინმა საქართველოს ორ ნაწილად გაყოფა შემომთავაზა
ქართულ-აფხაზური ომის შემდეგ, როდესაც გამსახურდიას მომხრეებმა ფოთის პორტი დაიკავეს, შევარდნაძე დახმარებისათვის ელცინს მიმართავს. მან კი ბორის ნიკოლაევიჩისაგან პასუხად მიიღო- "დაე დასავლეთ საქართველოს გამსახურდიამ უხელმძღვანელოს, შენ კი აღმოსავლეთ საქართველოს პრეზიდენტი იყავი".
აშშ-საქართველოს სტატეგიული პარტნიორობა - სიგნალი მოსკოვისათვის
"იმ დროს, როდესაც აგრესიის შედეგები აღმოფხვრილი არ არის და არც ის არის გამორიცხული, რომ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესია განახორციელოს, ამერიკასთან მეგობრობის ქარტიის გაფორმებას მოსკოვისთვის წითელი დროშის აფრიალების ფუნქცია აქვს," - აცხადებს "24 საათთან" საუბრისას დავით დარჩიაშვილი.
ფე-ეს-ბე-ს აგენტების ანტიქართული გეგმა
ანდრეი ლუგავოი: “გავანადგურებ მოღალატეებს და ყველას, ვინც ქვეყნისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ასეთია ყველა რუსის პოზიცია, რუსეთის პრეზიდენტის ადგილზე, მე ვბრძანებდი სააკაშვილის ლიკვიდაციას.”
კობა ნარჩემაშვილი: შესაძლოა, ღამით დავიძინოთ , დილით კი გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ დასავლეთ საქართველო ჩვენი აღარ არის
შესაძლოა, ღამით დავიძინოთ ერთიან საქართველოში, დილით კი გავიღვიძოთ და მივხვდეთ, რომ დასავლეთ საქართველო ჩვენი აღარ არის.

ან ვიღაცამ აჭარის ავტონომიის რეალურად აღდგენა მოითხოვოს, თურქეთმა საკუთარი ინტერესები წამოწიოს, სომხეთმა _ სხვა, აზერბაიჯანმა _ სხვა და ა.შ. თუ ჩვენ გონს არ მოვეგეთ, ყველა ამ სცენარის ალბათობა დიდია.
«ბადრი ბიწაძე ტყუის!..»
ღირსების შემლახველად მიმაჩნია ამ ბინძური ბრალდების გამო თავის მართლება. ალბათ, საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობს. ღმერთმა შეუნდოს. ასობით ტირძნისელმა, ტყვიაველმა, კარალეთელმა და ნიქოზელმა იცის, სად იყვნენ და რას აკეთებდნენ იმ მძიმე დღეებში ათიათასობით თბილისელთან ერთად ჩემი ოჯახის წევრები. მინდა მჯეროდეს, რომ ამ ტყუილის შემთხზველის ოჯახის წევრებიც იმ დღეებში იქ იყვნენ.
ეკონომიკა
რთული ზამთარი საქართველოში
საქართველოში, მკაცრი ზამთარი ნელა-ნელა ფეხს იკიდებს. ახალგორში რუსული ჯარები კვლავ რჩებიან. ის 30 ათასი დევნილი, რომელმაც აგვისტოს ომის დროს სამხრეთ ოსეთი დატოვა, სახელმწიფოს მიერ აშენებულ კოტეჯებში სახლდება. საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი, კახა ლომაია აცხადებს, რომ ხელისუფლების დროის 80-90%, რუსული ანექსიის შედეგად გამოწვეული პრობლემების მოგვარებას ხმარდება.
კულტურა
თიკა კანდელაკი: მოღალატე არ ვარ!
მე არასოდეს მითქვამს, რომ მე არ ვაპირებ საქართველოში დაბრუნებას და საქართველოში ყოფნას. შეიძლება, ეს გავაკეთო უახლოეს მომავალში, შეიძლება, _ მოგვიანებით. საქრთველო არის ჩემი სამშობლო, მე ამას ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ და, აქედან გამომდინარე, თუ საქართველო არის ჩემი სამშობლო, ვინ ამიკრძალავს ჩემი აზრის გამოხატვას?
ლადო გუდიაშვილის რომელი ნახატია ყალბი - კრისტის აუქციონზე გამოტანილი, თუ ეროვნულ მუზეუმში დაცული?
ქართველი მხატვრების ცნობილ აუქციონზე მოხვედრა მეტად პრესტიჟული საქმეა, მაგრამ ამჯერად, ”ხაშს” სკანდალი არ ასცდა - ზუსტად იგივე სახელწოდების სურათი 1919 წლიდან ჩვენი სახელმწიფოს საკუთრებაა, ამჟამად, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში ინახება და არსად გაუტანიათ. მაშ, რა გამოჩნდა კრისტის სააუქციონო სახლში?
სპორტი
ალმერია კუპერს გვართმევს?
ეს სენსაციური ინფორმაცია ესპანურ მედიაში პირველად "მარკამ" გაავრცელა, რომელსაც სხვა წყაროებიც აჰყვნენ. გუშინ კი ანდალუსიურმა გამოცემა "დიარიო დე სევილიამ" ამ ამბავს მთელი სტატია მიუძღვნა სათაურით - "ექტორ რაულ კუპერი ალმერიაში არკონადას შეცვლის". დიახ, პრიმერა დივიზიონის ერთ-ერთ მაჩანჩალას საქართველოს ნაკრებისთვის არგენტინელი თავკაცის წართმევა სურს...
საქართველოს ნაკრებში მუშაობა შემომთავაზეს...

ამ ცოტა ხნის წინ უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა 2008 წლის საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში ხუთ სპეციალისტს შორის თემურ ქეცბაიაც დაასახელა.

რუსულმა ჟურნალმა "ფუტბოლმა" ქეცბაიასთან ვრცელი ინტერვიუ გამოაქვეყნა. თემური "ანორთოსისზე", ჩემპიონთა ლიგაზე, მოურინიოზე, "ნიუკასლზე", "რეალზე", სამომავლოდ საქართველოს ნაკრებში შესაძლო დანიშვნასა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს.
ანალიტიკა
საქართველო იმპერიის ნანგრევებში

საბჭოთა იმპერიის დაშლა ისტორიამ 20 საუკუნის 90-იან წლებში დააფიქსირა, თუმცა კრემლის პოლიტელიტის აზროვნებაში იგი დღესაც არსებობას განაგრძობს.
იმპერიას "თინეიჯერები" არ ებრძვიან

მას შემდეგ, რაც მოსკოვმა შიდა საფრთხეების ნეიტრალიზება ჩეჩნეთში წარმოებული ორი ომის შემდეგ ხანგრძლივ პერსპექტივაში უზრუნველყო, საგარეო "საფრთხეების" ჯერიც

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
Илиа II: “В Грузии не будет мира без справедливости”
Sunday, 21 September 2008

В интервью La Croix православный патриарх Илиа II утверждает, что “Грузия никогда не смирится с потерей своих исторических земель” .

- Из-за конфликта в Грузии православные россияне выступили против православных грузин. Какие чувства вызывает у вас эта ситуация?

- Тот факт, что две страны, исповедующие одну и ту же веру, пошли друг против друга, воистину достоин сожаления, но этот конфликт ни в коей мере не вызван религиозными причинами.
Его причины – геополитические, именно из-за них Грузия превратилась в место столкновений мировых политических сил.

Я думаю, что, если вернуться в границы законности, религия (в данном случае, православие) может сыграть важную роль в снижении напряженности и нормализации отношений между Россией и Грузией.
Этот конфликт начался не из-за межнациональной ненависти, по крайней мере, с грузинской стороны. Я полагаюсь на веру и доброту российского народа и верю, что грузины не столкнутся с тяжелыми проблемами в России.

- Каждая страна обвиняет другую в том, что это она начала войну. Что вы об этом думаете?

- В 1920-е годы наша страна подверглась чудовищной агрессии, когда коммунисты вторглись в независимую Грузию. Без каких-либо юридических или исторических оснований часть нашей страны была передана соседним странам и автономным республикам, были созданы Аджария, Южная Осетия и Абхазия. Таким образом были заложены бомбы замедленного действия, готовые взорваться при первой же возможности.

В эпоху Советского Союза режим насаждал в этих регионах идеологию, благоприятствующую их отделению и разделу Грузии. Эта пропаганда не принесла желанных результатов в Аджарии, потому что большинство населения там составляли грузины. В свою очередь, в Абхазии и Южной Осетии результаты были иными.

Даже сами названия “Южная Осетия” и “Северная Осетия”, не существовавшие ранее, были придуманы коммунистами. Историческая родина осетин, Алания, находится на Северном Кавказе. Это отсюда, где теперь расположена Северная Осетия, часть осетин эмигрировала в Грузию в XVII веке. В связи с этим надо подчеркнуть, что осетин всегда было больше в остальной Грузии, чем в Южной Осетии, так как Цхинвали не был их этнокультурной родиной.

Говорили, что грузины напали на маленький осетинский народ и провели этническую чистку. Лживость этого утверждения демонстрирует тот факт, что во время и после военных действий осетины, в большом количестве проживающие в Грузии, не покинули свои дома и не испытывали проблем с грузинами или другими национальными меньшинствами.

Это столкновение – не национальный конфликт между грузинами и осетинами или грузинами и абхазами, а исключительно результат стремления Грузии восстановить свою территориальную целостность, право на которую международное право признает за каждым государством.

Грузия никогда не смирится с утратой этих исторических земель, которые для нас то же самое, что Орлеан для Франции или Смоленск и Новгород для России. Справедливость – гарант мира, и в Грузии не будет мира без справедливости.

- Россия признала независимость Абхазии и Южной Осетии. Как вы восприняли это решение?

- 25 августа, в тот самый день, когда российская Дума признала независимость Абхазии и Южной Осетии, мы опубликовали обращение к российскому президенту с призывом не одобрять это решение. Мы подчеркивали, что признание суверенитета этих регионов принесет России гораздо больше вреда, чем Грузии. Я до сих пор так считаю.

Не знаю, сколько времени потребуется, чтобы восстановить территориальную целостность Грузии, но я убежден, что именно это должно произойти, если страны мира – не только Россия – хотят сохранить мир внутри своих собственных границ.

Для достижения этой цели я категорически исключаю применение силы, и наша Церковь всегда была против насилия. Использование дипломатических, экономических, культурных и религиозных средств может восстановить разрушенную связь. Проблемы с осетинским и абхазским меньшинством начались после распада Советского Союза. Грузию наказали за то, что она одной из первых провозгласила независимость.

- Из-за конфликта многие жители грузинских деревень Южной Осетии и Абхазии стали беженцами. Как обеспечить их возвращение?

- По официальным данным, около 372 человек (военных и мирных жителей) погибли с грузинской стороны. Из 260 тыс. человек, покинувших свои дома, 40 тыс. до сих пор не вернулись. Ущерб, нанесенный стране, измеряется миллиардами евро.

Храмы в деревнях Хеити, Икорта, Кемерти и Свери были сильно повреждены, а в резиденцию митрополита Никозского и Цхинвальского Исайи попал снаряд.

Наши сведения очень ограничены, потому что нам запрещен въезд на оккупированные территории. Я посетил Гори и деревню Никози, когда туда не пускали ни журналистов, ни гуманитарные организации. Мы встречались с оставшимися там мирными жителями и нашими священниками и монахами, которые, несмотря на опасность, не бросили свои приходы. В тот день мы вывезли четверых раненых и шестерых убитых. Потом эстафету подхватили наши священники и всего вывезли 120 погибших.

Наши монахи продолжают посещать пострадавших в зоне конфликта. Каждый день мы раздаем по 2-3 тысячи евро беженцам в Тбилиси. Но эта ситуация не может продолжаться долго, беженцы должны вернуться к себе домой, получив гарантии безопасности, обеспечиваемой международным сообществом.

- Как вы оцениваете действия грузинского руководства?

- Были приложены значительные усилия, чтобы добиться поддержки международного сообщества, и эта цель была достигнута. Национальное единство, без которого нам не справиться с нынешними проблемами, очень важно, как и оценка ответственности и действий грузинских властей. Грузинское население ожидает ответов на некоторые вопросы.

Демократия подразумевает, что правители отвечают перед гражданами. Насколько я знаю, грузинское правительство выразило готовность ответить за свои действия перед народом. Только после этого можно выносить оценки.

- Чего вы ожидаете от международного сообщества и от Европейского союза, в частности?

- Грузинский Патриархат нуждается в помощи извне, потому что, хотя Московский Патриархат недавно вновь признал юрисдикцию Грузинской Церкви над Абхазией и Южной Осетией, мы до сих пор не можем попасть в эти регионы.

Нам нужна поддержка Европейского союза, чтобы вернуть эти территории и восстановить наши исторические границы. Терпимость нашего народа – благодатная почва для создания стабильного и процветающего государства, но будет чрезвычайно сложно достичь этого без согласованных усилий извне.

წყარო : http://domkaukaski.org/index.php?option ... &Itemid=49

მიუხედავად იმისა, რომ მოცემული ინტერვიუ სექტემბრის თვეშია გამოქვეყნებული, უპრიანი მეჩვენება მისი დესპანზე დადება, ვინაიდან პრობლემებს არ დაუკარგავთ აქტუალურობა და არც ასეთი მოცულობის ინტერვიუებით ვართ განებივრებული ონლაინ რეჟიმში.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტური ქალაქის მშენებლობას იწყებს

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი წელს დიღომში სტუდენტური ქალაქის მშენებლობას დაიწყებს. ფინანსების მოსაზიდად ადმინისტრაცია მთავრობასთან შეთანხმებით ვაჟა-ფშაველაზე კუთვნილი ტერიტორიის გაყიდვას აპირებს, საიდანაც, წინასწარი შეფასებით, 4 მილიონ დოლარამდე თანხის მიღებას შესძლებს. ამის შემდეგ კი უნივერსიტეტი სტუდქალაქის მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებს.
აღნიშნული პროექტი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც უნივერსიტეტმა უცხოელი სტუდენტების მიღება დაიწყო. ამჟამად სამედიცინო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 248 უცხოელი სტუდენტი სწავლობს და თითოეული წელიწადში 3 ათას დოლარს იხდის. საერთო სტუდენტური საცხოვრებელი სასწავლებელს უცხოელი სტუდენტების რიცხვის 500-მდე გაზრდის საშუალებას მისცემს

წყარო : http://www.commersant.ge/index.php?pg=nt&id=3901&ct=2

ეტყობა, უკვე ამ შენობას დაადგა ვიღაცამ თვალი და გაYიდვის ტაქტიკა შეცვალეს. თავად აყიდინებენ პატრონს. მალე უნდა ველოდოთ , რომ გია ხობუაც გადაწყვეტს სტუდქალაქის აშენებას და უნივერსიტეტის შენობასაც გამოუჩნდება ახალი პატრონი, თან , ასევე დაწერენ, მრავალმნიშვნელოვნად "მთავრობასთან შეთანხმებითო", მაგრამ ჩვენი სურვილითო =lol= =lol= =lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
ირაკლი სესიაშვილი: "თუ ცალსახად განვაცხადებთ, რომ ომს არ ვაპირებთ და რეალურად ავიღებთ კურსს დემოკრატიაზე, ომი აღარ იქნება"

აგვისტოს მოვლენებიდან დაწყებული დღემდე ქართულ საზოგადოებაში მუდმივად არსებობს შიში, რომ რუსული აგრესია კიდევ განმეორდება, თანაც - ამჯერად უფრო დიდი მასშტაბებით. რამდენად რეალურია რუსეთის მორიგი თავდასხმა და როგორ გაუმკლავდება საქართველო მის მორიგ შესაძლო აგრესიას, - ამ და სხვა საკითხებზე "პირველი" ექსპერტ ირაკლი სესიაშვილს ესაუბრა.

- ბატონო ირაკლი, დღემდე გრძელდება საუბრები იმაზე, რომ შესაძლებელია, აგვისტოს მოვლენები უფრო მძაფრი სცენარით განმეორდეს. ხედავთ თუ არა თქვენ ამ საფრთხეს დღევანდელი გადასახედიდან?

სამწუხაროდ, ეს საფრთხე დღემდე მართლაც არსებობს. აგვისტოს მოვლენების შედეგებმა დაგვანახა, რომ რუსეთი პოლიტიკურ საკითხებს სამხედრო კომპონენტის გამოყენებით (აგრესიით) წყვეტს. პოლიტიკოსი, რომელიც სამხედრო პოლიტიკურ საკითხებს ძალის გამოყენებით წყვეტს, სერიოზულ შეცდომას უშვებს. დღეს ხომ მე-16 საუკუნე არ არის, 21-ე საუკუნეა და ნებისმიერი კონფლიქტი პოლიტიკური მეთოდებით უნდა წყდებოდეს. რა მოუტანა რუსეთს აგვისტოს "გამარჯვებამ" (აგრესიამ)? - თითქმის არაფერი. მის მიზანს არ წარმოადგენდა მხოლოდ აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ოკუპირება, კრემლს უფრო გლუბალური ინტერესების რეალიზების სურვილი გააჩნდა. რუსეთს მთლიანად რეგიონის კონტროლი სურდა. ამის შედეგად ის სახმელეთო გზით დაუკავშირდებოდა სომხეთსა და იარანს, რითაც შესაძლებელი ხდებოდა, ერთის მხრივ, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის სრული კონტროლი, მეორეს მხრივ კი, ირანისა და შუა აზიის ნავთობისა და გაზის რუსული კონტროლით დასავლეთისთვის მიწოდება. ასეთი სცენარით ის ერთ-ერთი ძლიერი ქვეყანა გახდებოდა მსოფლიოში. რუსეთმა აგვისტოს მოვლენების შედეგად პოლიტიკური თვალსაზრისით ვერაფერს მიაღწია, ამიტომ ომის საფრთხე კვლავაც არსებობს. არ ვამბობ, რომ ომი აუცილებლად იქნება, მაგრამ როცა თეორიულადაც კი არსებობს ამის საფრთხე, ჩვენ ამის საპირისპირო ღონისძიებები უნდა განვახორციელოთ. თუ ჩვენს ხელისუფლებას ჰგონია, რომ ეს საფრთხე არარეალურია, მაშინ აიღოს საქართველოს რუქა, შემოხაზოს ის ტერიტორიები, სადაც რუსი ოკუპანტები დგანან და მიხვდება, რომ ეს საფრთხე ნებისმიერ შემთხვევაში რეალურია. თუმცა პირადად მე მიმაჩნია, რომ რუსეთი თავს შეიკავებს მორიგი სამხედრო აგრესიისგან.

- თუ რუსეთი მაინც წავა პროვოკაციაზე, რა შანსები აქვს ქართულ შეიარაღებულ ძალებს, რომ ეს აგრესია თუნდაც იმ დოზით შეაჩეროს, როგორც აგვისტოს კონფლიქტის პერიოდში?

რატომღაც შინაგანი რწმენა მაქვს, რომ მორიგი ოკუპაციის შემთხვევაში ჩვენი ჯარისკაცები თუ სამხედრო ძალები მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან, ვინაიდან ამას ერთი მოტივაცია აქვს - წყდება ქვეყნისა და ისტორიის ბედი. მორიგი აგრესიის შემთხვევაში დადგება "ენის, მამულის, სარწმუნოების" საკითხი - ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით! ასევე დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ძალიან ძლიერი სახალხო წინააღმდეგობა და თუ კი ჩვენს ხელისუფლებაში აღმოჩნდებიან გონიერი ადამიანები, ან სხვებს მაინც დაეკითხებიან ჭკუას, პროცესები უფრო გონივრულად წარიმართება. ჩვენ არ შეგვიძლია მოწინააღმდეგის დამარცხება, მაგრამ შეგვიძლია სერიოზული წინააღმდეგობის გაწევა, რითაც მოწინააღმდეგებს შევაფერხებთ და მოვიგებთ დროს. თუ დედამიწაზე არსებობს ცივილური აზროვნება, ამ დროის ფარგლებში ჩვენ ვიღაც დაგვეხმარება და ეს დახმარება რეალურად მიმაჩნია, რადგან აქ საუბარია არა მხოლოდ ჩვენს დახმარებაზე, არამედ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მიერ საკუთარი ინტერესების დაცვაზე და ამ ინტერესებში საბედნიეროდ, ჩვენც ვექცევით.

- რამდენად აძლევს ჩვენს ქვეყანას სამხედრო თვალსაზრისით დამშვიდების საფუძველს ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც სულ მალე ამერიკასთან გაფორმდება?

დავიწყოთ იმით, რომ ამ დოკუმენტის შინაარსი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა გარკვეული პოლიტიკური განცხადებები უკვე კეთდება. ამ პოლიტიკურ განცხადებებზე დაყრდნობით თუ ვიმსჯელებთ, შემიძლია, ვთქვა, რომ ეს უფრო ზოგადი ხასიათის ჩარჩო-ხელშეკრულება იქნება. მასში ჩამოყალიბდება ზოგადი პრინციპები, რომელიც განხილული იქნება ორი ქვეყნის ურთიერთობების ფორმატში. რა თქმა უნდა, აქცენტი პირველ რიგში, უსაფრთხოების საკითხებზე გაკეთდება. საუბრის დასაწყისში გითხარით, რომ აქ მარტო საქართველოზე არაა საუბარი, არამედ გლობალური ინტერესები იგულისხმება. ამ ინტერესებს გაფრთხილება და დაცვა სჭირდება. მათი დაცვის მექანიზმები საქართველოს არ გაგვაჩნია, ხოლო ვისაც გააჩნია ძალა, დაიცვას უსაფრთხოება, ის მოქმედებს. ვგულისხმობ ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელმაც ჩათვალა, რომ ის აგრესია, რომელიც აგვისტოს მოვლენების დროს იყო, შესაძლოა უფრო დიდში გადაიზარდოს. საჭიროა დროული მოქმედება, კონტრზომების მიღება. თუკი პოლიტიკურ დონეზე დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატები საქართველოს უსაფრთხოების გარანტი იქნება, ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთსა და ამერიკას შორის ომი დაიწყება, ეს პრევენციულ ხასიათს ატარებს. თუ მოწინააღმდეგე დაინახავს, რომ მისი მოწინააღმდეგე არ არის მხოლოდ პატარა ქვეყანა, არამედ მის უკან ძლიერი სახელმწიფო დგას, რა თქმა უნდა, ის იძულებული გახდება, ზედმეტი მოქმედებებისგან თავი შეიკავოს. ასე იყო ცივი ომის დროსაც, რომლის პირობებში (ვფიქრობ, რომ დღესაც ცივი ომის პირობებში ვართ) მხარეები აძლიერებდნენ სამხედრო კომპონენტებს, იყო რბოლა შეიარაღებისკენ, თვალშისაცემი იყო გადამეტებული დაძაბულობა, თუმცა რეალურად ტყვია არავის გაუსვრია, რადგან, ორივე მხარემ იცოდა, რომ ძლიერი იყო და რომ ამ ყველაფერს კატასტროფა მოჰყვებოდა. დღესაც იგივე მდგომარეობაა და ეს ხელშეკრულება პრევენციული ხასიათისაა. მე ადრეც ვთქვი და გავმეორდები, რომ ამ ხელშეკრულების გაფორმება ობამას ოფიციალურ გაპრეზიდენტებამდე მოხდება, რადგან ამას დღევანდელი სიტუაცია მოითხოვს. საჭიროა დროული სიგნალების გაშვება რუსეთის მიმართულებით, რომ მორიგი აგრესია არ გაბედოს და ამაზე არც კი იფიქროს. მეორე მიზეზი ისაა, რომ პრეზიდენტი ბუში პოლიტიკიდან მიდის და უნდა შეასრულოს ის "შავი სამუშაო", რომელიც შეერთებულ შტატებს დარჩა შესასრულებელი, ობამამ კი უკვე თეთრი ფურცლიდან უნდა დაიწყოს რუსეთთან ურთიერთობა. როდესაც დაფიქსირდება ფაქტი, რომ რუსეთი ომით თავის პოლიტიკურ მიზნებს სამხრეთ კავკასიაში ვერ მიაღწევს, ეს ავტომატიურად უბიძგებს მხარეებს, პოლიტიკურ დიალოგზე გადავიდნენ და კონფლიქტები პოლიტიკურ გზებით მოაგვარონ. არის მეორე საკითხიც: ევროპას ძალიან ეშინია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების. მისთვის სამხრეთ კავკასია სტრატეგიული დანიშნულების პლაცდარმია და ფრონტის ხაზი ჩვენზეც გადის. ევროპა უფრო ლიბერალური და სოციალური სულისკვეთებითაა გამსჭვალული, ამიტომაც საქართველოს ნატო-ში შეყვანის შემთხვევაში შიშობს, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩენა მოუწევს. ევროპას არ სურს რუსეთთან ურთიერთობის გაფუჭება, მაგრამ თუ დასავლეთი დაინახავს, რომ საქართველოს ინტერესებს და უსაფრთხოებას შეერთებული შტატები დაიცავს, მას უკვე აღარ შეეშინდება საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რადგან პასუხისმგებლობას უსაფრთხოებაზე, რომელსაც დასავლეთი თავს არიდებდა, ამ შემთხვევაში საკუთარ თავზე შეერთებული შტატები აიღებს. შესაბამისად, სწორედ ის გახდება პასუხისმგებელი დემოკრატიული ღირებულებების აღიარებაზე, პატივისცემასა და დაცვაზე, რაშიც აქამდე ჩვენი მოკავშირე დასავლეთია. თუ ის აიძულებს ჩვენს ხელისუფლებას, რომ დემოკრატიული ნაბიჯები გადაიდგას, თუ შეერთებული შტატები დაიცავს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, დარჩება მხოლოდ კონფლიქტების მოგვარება და ეს საკითხები პოლიტიკური გზებით რაღაცნაირად უნდა მოგვარდეს, პოლიტიკაში კი მთავარი კომპრომისებია. აშშ-სთან ხელშეკრულება, პოლიტიკური მზაობის დემონსტრირებას მოახდენს, რაც პოლიტიკურ ჭრილში შემაკავებელი ფაქტორი იქნება რუსული აგრესიის. შემდგომ ეტაპზე კი, შესაძლოა, ველოდოთ უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების სისტემის გაძლიერებისთვის, რაც საკმაოდ დიდი თემაა და ამ ეტაპზე ამ დეტალებზე საუბარი ნაადრევია.

- რატომ არის ამ ჩარჩო-ხელშეკრულების დეტალები საზოგადოებისთვის გასაიდუმლოებული?

დარწმუნებული ვარ, რომ ამ დოკუმენტში მხოლოდ პრინციპებზე იქნება საუბარი, ის კონსტიტუციურ ხასიათს ატარებს და არა რაღაც კონკრეტული ნაბიჯების. ეს პრინციპები ვერავის გააღიზიანებს და ვერავის შეუქმნის რაღაც განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას. რამდენადაც ეს პროცესი დაჩქარებულია, ვფიქრობ, რომ მისი დეტალების არგახმაურება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მისი ფორმირება ძალიან სწრაფად ხდება. ამდენად ამაში ვერანაირ კატასტროფას ვერ ვხედავ, ამასთან, ვფიქრობ, ნაკლებად მოსალოდნელია, ამ დოკუმენტში საქართველოს მხარის ინიციატივები ჩაიდოს და რეალურად ხელშეკრულებას შეერთებული შტატები ამზადებს. ჩვენ სხვა გზა არც გვაქვს: ევროპა მაინცადამაინც არ გვიკრავს გულში, რადგან არ სურს რუსეთან ურთიერთობების გაფუჭება. შეერთებული შტატები სხვა კონტინენტზეა, მას არ აქვს უშუალო ტერიტორიული ინტერესები საქართველოში და უფრო გეოპოლიტიკურ-გეოსტრატეგიული ინტერესები, გააჩნია, რაშიც ცუდს ვერაფერს ვხედავ. უსაფრთხოების გარანტიები ნიშნავს ეკონომიკურ განვითარებას, დღეს არავინ ჩადებს საქართველოში ინვესტიციებს, მაგრამ თუ ინვესტორებს ეცოდინებათ, რომ საქართველოს უსაფრთხოებას შეერთებული შტატები იცავს, მაშინ ამის შანსები ერთიორად გაიზრდება.

- ევროპის ქვეყნები, ვერ აღმოჩნდა ის დიპლომატიური იარაღი, რომელსაც შეუძლია, რუსეთის მხრიდან აგრესია აგვაცილოს. რამდენად ზრდის ეს საფრთხეს და კიდევ რა უნდა გააკეთოს საერთაშორისო საზოგადოებამ რუსეთის შესაჩერებლად?

ვროპა ჩვენი გულისთვის რუსეთან ურთიერთობას არ გაიფუჭებს, რადგან ის რუსული ენეგორესურსების იმედზეა. მაშინ რატომ ვთხოვთ ევროპას, "გინდა თუ არა, ჩემი გულისთვის კრემლს დაუპირისპირდიო"?! ხომ ვიცით, რომ ევროპა რუსეთზეა დამოკიდებული?! ამასთან, ევროპა ლიბერალური ქვეყნების გაერთიანებაა და არ სურს არანაირი კონფლიქტი. ალბათ, ეს სწორიც არის. ჩვენი ქვეყანა არ არის ევროპისთვის იმდენად სტრატეგიული, რომ ჩვენთვის ვინმემ თავი გადადოს. როცა საქმე ეხებოდა შუა ევროპას და ბალკანეთში იყო ომი, მაშინ ევროპა აქტიური იყო, რადგან გერმანიასა და საფრანგეთს სულ რამდენიმე კილომეტრი აშორებდა კონფლიქტური ტერიტორიიდან, ევროპის ქვეყნებს ლტოვლილების მთელი ნაკადი მიაწყდა, რაც მათთვის სერიოზული პრობლემა აღმოჩნდა. რას ცდილობს ევროპა დღეს? ის ცდილობს, ჩვენს ტერიტორიაზე კონფლიქტები მოგვარდეს ისე, რომ ამან დამატებითი თავის ტკივილი არ მოუტანოს თავად ევროპას. მიუხედავად ამისა, ევროგაერთიანება ასრულებს მნიშვნელოვან როლს. მას შეუძლია, მშვიდობიანი, პოლიტიკური გზებით გამონახოს გამოსავალი. შესაბამისად, რუსეთისთვის შეერთებული შტატები "Bad boy" არის, ხოლო დასავლეთი - "Good boy". ამიტომ შეერთებული შტატები საშუალებას აძლევს ევროპას, გახდეს სამშვიდობო ინიციატივების ინიციატორი. მნიშვნელოვანია და უსაფრთხოების ერთგვარი გარანტიაა ისიც, რომ ჩვენს ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გვყავს: ევროდამკვივებელს რუსეთის მხრიდან რამე რომ შეემთხვეს, ამას დიდი ხმაური მოჰყვება, კერძოდ, ევროპა "შეშფოთდება". მართალია, ეს სიტყვა ძალიან არ გვიყვარს, რადგან ევროპა სულ “შეშფოთებითაა" დაკავებული, მაგრამ ეს შეშფოთება პოლიტიკის ნაწილია. შეერთებული შტატები კი, როგორც "Bad boy", პირდაპირ მოქმედებს და უსაფრთხოების სისტემაში დახმარებას გვთავაზობს.

- როგორც ფიქრობთ, ხომ არ არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო მისიების გაძევების მცდელობა სიგნალი იმისა, რომ ეს ქვეყანა ნებისმიერ სამხედრო ქმედებაზე წავა?

რუსეთი ცდილობს, მის ხელთ არსებული ყველა პოლიტიკური ბერკეტი გამოიყენოს, რათა საქართველოს პოზიციები შეასუსტოს და მეორეს მხრივ, დასავლეთზე ზეწოლა მოახდინოს. რუსეთს სულ ორი პლაცდარმი აქვს - გაერო, სადაც ის ვეტოს უფლებით სარგებლობს და ეუთო, სადაც მას ხმის უფლება აქვს, არის დამფუძნებელი და ერთ-ერთი სერიოზული დამფინანსებელი. ამ ორ ორგანიზაციაში ის მარტივად იყენებს პოლიტიკურ ბერკეტებს, შემდეგ კი ამ უფლებებს დასავლეთთან სავაჭროდ იყენებს: "თუ არ გინდა, დავბლოკო ესა თუ ის საკითხი, მაშინ აღიარე აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთიო". მაგრამ ამაში პოზიტივსაც ვხედავ, კერძოდ, ის რესურსი, რომელიც გაეროსა და ეუთოსთვის იყო გამოყოფილი და კონკრეტულ მიზნები ჰქონდა, ევროკავშირში გადაიქაჩება, ეს კი ის ორგანიზაციაა, რომელზეც რუსეთს ხელი არანაირად არ მიუწვდება, ის არც წევრია და არც ვეტოს უფლება აქვს. რუსეთს არ სურს, აფხაზეთში და ე.წ. სამხრეთ ოსეთში საერთაშორისო დამკვირვებლები შევიდნენ და რუსეთის რეალური ინტერესები და მიზნები დაინახონ, საკუთარი თვალით ნახონ, რომ იქ ადამიანის უფლებები ირღვევა და ეთნიკურ უმცირესობებს პატივს არავინ სცემს. დასავლეთი რეალურად დაინახავს, რომ რუსეთი აფხაზეთის და ოსეთის ოკუპანტი ქვეყანაა.

- რამდენად ცვლის მდგომარეობას თავდაცვის სისტემაში განხორციელებული საკადრო ცვლილებები? აგვისტოს ომმა აჩვენა, რომ კადრებთან მიმართებაში ქვეყანას სერიოზული პრობლემები აქვს.

თავის დროზე დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრად დანიშნვა უარყოფითად შევაფასე, რამდენადაც ის არაპროფესიონალი იყო ამ სფეროში. ასევე წინააღმდეგი ვიყავი ზაზა გოგავას დანიშნვის, რომელსაც არ ჰქონდა უმაღლესი სამხედრო განათლება. ეხლა თავდაცვის მინისტრის პოსტზე დავით სიხარულიძე მოვიდა, რომელსაც მნიშვნელოვანი ცოდნა და გამოცდილება გააჩნია. როცა ამ სფეროში ვმუშაობდი, იგი ჩვენი ორგანიზაციის პარტნიორი იყო. ამასთან, სიხარულიძეს ძალიან კარგი კონტაქტები აქვს შეერთებულ შტატებში, რამდენადაც ის იყო საქართველოს ელჩი აშშ-ში. დღესდღეობით ჩვენი უსაფრთხოების გარანტი სწორედ შეერთებული შტატებია, ამიტომ ეს ფაქტორი მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, სიხარულიძე გაწონასწორებული ადამიანი და კარგი პიროვნებაა, რომელსაც შეუძლია, სწორი პოლიტიკით მართოს უწყება. ეს სამი ფაქტორი გასათვალისწინებელია. თუმცა შეიძლება, მეოთხე ფაქტორი გამოდგეს უარყოფითად – სიხარულიძეს თავისუფალი მოქმედების არეალი არ მისცენ. სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ, მას ეფექტური რეფორმების გატარება შეუძლია. რაც შეეხება გაერთიანებული შტაბის ახალ უფროსს ვლადიმერ ჩაჩიბაიას, მისდამი ასევე პოზიტიურად ვარ განწყობილი: მას ძალიან კარგი ბიოგრაფია აქვს - 1992 წლიდან გვარდიელია და მასში ქართველი ჯარისკაცის სულს ვხედავ. ამასთან, მას ძალიან კარგი განათლება აქვს: წარ კოლეჯი დაამთავრა. თუმცა აქ დასაფიქრებელი ისაა, რამდენად შეძლებს ის, როგორც გაერთიანებული შტაბის უფროსი, საჭირო უნარჩვევების გამოვლენას. შეიძლება, ძალიან კარგი სპეციალისტი იყო, მაგრამ მმართვის უნარ-ჩვევები არ გქონდეს. თუ ამ კომპონენტში ის თავს გამოიჩენს, ვთვლი, რომ მას შეეძლება თავდაცვის სისტემის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა. ჩაჩიბაიამ უკვე გადადგა რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც მომწონს, კერძოდ - საკადრო პოლიტიკასთან დაკავშირებით.

- რას იტყვის ირაკლი სესიაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეზე ბაჩო ახალაიაზე?

კარგს ვერაფერს გეტყვით. ჯერ ერთი, ბაჩო ახალაიას საზოგადოებაში იმიჯი აქვს გაფუჭებული. გარდა ამისა, არ აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მუშაობის გამოცდილება. თუმცა აქ მხოლოდ ბაჩო ახალაიაზე არაა საუბარი. თავდაცვის სამინისტროში არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ მომწონს და მათთან შეხვედრის დროს ამ კუთხით კრიტიკას გამოვთქვამ კიდეც. სიხარულიძესაც ვუთხარი, რაც არ მომწონს, - კრიტიკაში ცუდს ვერაფერს ვხედავ.

- ცვლის თუ არა რამეს ქართული ჯარის უფრო მობილურად ჩამოყალიბების კუთხით რეფორმა, რომელიც თავდაცვის ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ ხორციელდება, - ვგულისხმობ საზღვაო ძალებისა და სასაზღვრო პოლიციის ერთ უწყებად გადაკეთებას, იგივე ავიაციის შემოერთებას?

თავის დროზე მომხრე ვიყავი, რომ საზღვაო ძალები დროებით საზღვრის დაცვის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადასულიყო. მიზეზი შემდეგია: საზღვაო ძალების შენახვა ძალიან ძვირი სიამოვნებაა, ისევე, როგორც საჰაერო თავდაცვისა და საჰაერო ძალების. მარტო პილოტის მომზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და მის მიერ ნორმატივების დაყმაყოფილება კატასტროფულ თანხებთანაა დაკავშირებული. იგივეს ვიტყვი საზღვაო ძალებზეც. თუ ჩვენ პოტენციურ მოწინააღმდეგეს ვუყურებთ და ვიცით, რა ძალები აქვს მას, ამ დროს კი რაღაც ოცმეტრიანი კატარღა გვყავს, მოწინააღმდეგეს ვერ გავუმკლავდებით. საზღვაო ძალები თავის დანიშნულებას და ფუნქციებს ფაქტობრივად ვერ შეასრულებენ. ამიტომ სჯობს, ჯერ ეს ძალები საზღვრის დაცვის ფუნქციით დავტვირთოთ. თუმცა აუცილებელია, შეიარაღებული ძალების წრვთვნების დროს კოორდინაცია იყოს და მათი თანამონაწილეობა იყოს გათვალისწინებული, რათა ჰქონდეთ მუდმივი კავშირი და თანხვედრა. თუ ფინანსები გამოჩნდება და კატარღებს შევიძენთ, ან გვაჩუქებენ, ამის განხორციელება ადვილი იქნება.

- და ბოლოს, რა უნდა გაკეთდეს, რათა საქართველომ უსაფრთხოდ შეძლოს განვითარება? - როგორც ვხედავთ, ნატოში შესვლა ცოტა შორეული პერსპექტივაა.

არ არის აუცილებელი, მარტო სამხედრო განვითარებით ვიყოთ დაკავებული. ლიტვას სულ 4 ტანკი ჰყავს, აქედან ორი სასწავლოა, მაგრამ ეს ქვეყანა ნატოს წევრია. ნატო არ გვთხოვს, მაინცადამაინც სუპერთანამედროვე იარაღის მფლობელები ვიყოთ. ნატოს მოთხოვნაა, იყო ისეთივე, როგორიც თვითონ არის: დემოკრატიული, ცივილური, ადამიანების უფლებების დამცველი, სამართლიანი სასამართლოთი და თავისუფალი მედიით. თუ იქნები დემოკრატიული ქვეყანა, იქნები სტაბილურიც, თუ იქნები სტაბილური, გექნება სტაბილური ეკონომიკა, თუ გექნება სტაბილური ეკონომიკა, მოსახლეობა იქნება სოციალურად დაცული, ხოლო როცა სოციალურად დაცული მოსახლეობა გყავს, ე.ი. კეთილდღეობა გაქვს. თუ ამ კომპონენტებს დავაკმაყოფილებთ და მათნაირები ვიქნებით, მაშინ შეგვეძლება ამ პრინციპების ერთად დაცვა. ბევრი საუბრობს იმაზე, რომ დემოკრატიის მოთხოვნა ფარსია, არადა, სულაც არ არის ფარსი. ჩვენ რომ დემოკრატიული ქვეყანა ვყოფილიყავით, ვფიქრობ, მერკელს გაუჭირდებოდა რაიმე არგუმენტის მოძებნა, მათ შორის - კონფლიქტებთან მიმართებაში. მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზებით მოვაგვარებთ, რაც ფაქტობრივად არ გვითქვამს: სააკაშვილი სულ აჭრაჭუნებდა იარაღს, იძახდა, "აი, რა ძლიერები ვართო". ამას ემატებოდა მინისტრების განცხადებები, რომ 1 იანვარს ცხინვალში შევხვდებოდით. თუ არ გვექნება მშვიდობიანი პოლიტიკა და ჩამოყალიბებული ცივილური აზროვნება, მაშინ ნატოს წევრი ვერასდროს გავხდებით.

- საუბრის დასაწყისში ევროპის რუსეთზე დამოკიდებულებაზე საუბრობდით. ნატოს გადაწყვეტილებებიც ხომ არ უკავშირდება რუსეთის ფაქტორს?

რუსეთის ფაქტორი მნიშვნელოვან როლს ვეღარ ითამაშებს, თუ ვიტყვით, რომ კონფლიქტებს მხოლოდ მშვიდობიანი გზით მოვაგვარებთ, რადგან იმის დეკლარირება, რომ ომი არ იქნება, ნიშნავს, რომ ომი არ იქნება რუსეთსა და დასავლეთს შორისაც. თუ დასავლეთი დაინახავს, რომ რეალურად შენ დემოკრატიულ სახელმწიფოდ ყალიბდები, გვერდში ამოგიდგება. მაგრამ როდესაც დასავლეთი ხედავს, რომ დემოკრატია ფარად გაქვს ამოფარებული, მის უკან კი ტყვიებს ტენი, მაშინ შენში საფრთხეს ხედავენ. როცა ჩვენ ვიტყვით, რომ რეალურად ვართ მშვიდობის მომხრე და დემოკრატიული სახელმწოფო, არამგონია, საწინააღმდეგო არგუმენტები გაჩნდეს, ხოლო თუ მაინც გაჩნდება, შეგვიძლია, უსინდისობაზე ვისაუბროთ, ჯერჯერობით კი ამის საფუძველი არ გაგვაჩნია.

- რას უსურვებდით ახალ 2009 წელს სრულიად საქართველოს მოსახლეობას და რას ელოდებით ახალი წლისგან?

ველოდები, რომ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდება სამართლიანად. იმედი მაქვს, იქნება მშვიდობა, ქვეყანა წინ წავა და განვითარდება, კონფლიქტების მოგვარებაში კი გარკვეული ძვრები იქნება.

ლევან ჭითანავა
საინფორმაციო სააგენტო "პირVელი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Jul 2007
Posts795
კარმა81
OFFLINEPROFILE
წყარო : http://pirveli.com.ge/index.php?option= ... 7&Itemid=1

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნინო ბურჯანაძე: "რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას არ შეუკვეთავს"
დემოკრატიული მოძრაობის - ერთიანი საქართველოს" თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის აზრით, რუსეთი საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას არ შეუკვეთავს. როგორც ~პირველს~ ნინო ბურჯანაძემ განუცხადა, "რუსეთი სააკაშვილის ლიკვიდაციას იმის გამო არ დაგეგმავს, რომ მას სააკაშვილის პრეზიდენტობა აწყობს". "რუსეთს აწყობს საქართველოში სააკაშვილისნაირი პრეზიდენტი, რადგან მან ნებსით თუ ენებლიედ გადადგმული ნაბიჯებით რუსეთს იმაზე მეტი მისცა, ვიდრე ის წარმოიდგენდა", - განაცხადა ქვეყნის ყოფილმა მეორე პირმა. შეგახსენებთ, რომ ნინო ბურჯანაძისგან განსხვავებით, სააკაშვილის ლიკვიდაციას არ გამორიცხავს მომღერალი ბუბა კიკაბიძე. "ვშიშობ, რუსეთი მიხეილ სააკაშვილის მკვლელობას შეუკვეთავს", - განაცხადა კიკაბიძემ ერთ-ერთი რუსული გაზეთისთვის მიცემულ ინტერვიუში.
პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სატატიებს ვეღარ ვაკოპირებ, 5 თითი იხატება,რა არ ვცადე და არ გამოვიდა არაფერი.
ტელმან იქნებ დამეხმარო,გთხოვ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://z.about.com/d/kidsfashion/1/0/m/IMG_1621.jpg

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალბათ, ბევრს გაცნობიერებული არა აქვს ის გეოპოლიტიკური ძვრები, რომელიც დღეს კავკასიაში ხდება საქართველო-ამერიკის მოკავშირეობით. შევეცდეები ავხსნა და გარკვეულწილად უკან დაბრუნება მოგვიწევს, ისტორიაში. თუ თავს წარმოიდგენთ შუასაუკუნეების რაინდებად ეს მოგზაურობა ისტორიულ ტექსტებში და ისტორიულ პარალელებში საკმაოდ შედეგიანი იქნება. ამიტომ წმინდად ტექსტუალური შეფასებაა აქვს ყველაფერს ამ პოსტში და არანაირი მომავლისეული ჭვრეტის პრეტენზია. მხოლოდ ისტორიული ლოგიკა და მეტი არაფერი.

ერთი დღით ადრე ვხსნი ამ თემას, ვიდრე დავპირდი ფორუმს, ვინაიდან პრინციპში ის კვანძიც ნაპოვნია, რისთვისაც მანამდე თავს ვიკავებდი, რომ გამეხსნა თემა ამ პოსტით.

ეხლა რაც შეეხება ისტორიულ ტექსტებს და პარალელებს. დამოუკიდებელმა საქართველომ 1801წ. იარსება. ვიტყვი დამოუკიდებელს, ვინაიდან სწორედ ამ წლამდე ახდენდა საქართველო თავის გეოპოლიტიკურ რეალიზაციას. ხშირ შემთხვევაში ეს იცვლებოდა, მაგრამ ძირითადი გეოპოლიტიკური ხაზი იგივე რჩებოდა. ნებისმიერი ეპოქალურ ისტორიულ ტექსტში საქართველო მოიაზრებოდა, როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის ფორპოსტი. ეს მისია აღმოსავლეთ რომის იმპერიის (476წ. ჩამოყალიბდა მოგვიანებით ბიზანტიად წოდებული) დროიდან იღებს სათავეს. შესაბამისად ამ მისიის გაძლიერება დაიწყო აშოტ კურაპალატიდან და მისი გვირგვინი მე-12 საუკუნის ქართული პოლიტიკურ კულტურული რენესანსის ხანა იყო. ეს ყველაფერი დასრულდა. დასრულდა, მაგრამ დაიწყო ახალი ერა ქართული სახელმწიფოს ახალი გეოპოლიტიკური ჯახუნისა მსოფლიო ისტორიაში, რომლის სათავეც 1453წ. უნდა მივიჩნიოთ, როდესაც თურქულმა სახელმწიფომ შეძლო კოსტანტინოპოლის აღება. ამ დროიდან უკვე საქართველო პრაქტიკულად დარჩა მარტო, როგორც აღმოსავლური ქრისტიანობის კარიბჭედ, რომლის შენგრევასაც ცდილობდა ორი უდიდესი იმპერია ირანისა და თურქეთის სახით, რომლებმაც საბოლოო ჯამში ვერ შეძლეს ჩვენი გეოპოლიტიკური მისიის დასრულება.

1801წ. სანამ საქართველოს გეოპოლიტიკური მისია არსებობდა ის ატარებდა რელიგიურ ხასიათს, ვინაიდან ნაციონალიზმის ეპოქა მხოლოდ დიდი საფრანგეთის რევოლუციის (1789წ.) შემდეგ წარმოიშვა, რომელმაც ჩაანაცვლა პრაქტიკულად სამი პრინციპი, რაზედაც მაშინდელი გეოპოლიტიკა იყო აგებული:
1. მეფე
2. თავადაზნაურობა
3. ეკლესია
ჩვენ ამ ჩანაცვლებას ვეღარ მოვესწარით, ვინაიდან ჩვენი გეოპოლიტიკური მისია შთანთქა უდიდესი რუსული იმპერიის გეოპოლიტიკურმა ინტერესმა და მათმა მითმა მესამე რომის შესახებ, რამაც პრაქტიკულად დაასრულა ჩვენი გეოპოლიტიკური ტექსტი.

მე-19 საუკუნის სამოციანელმა მოღვაწეებმა ილია ჭავჭავაძის თაოსნობით, პრაქტიკულად ჩაანაცვლა უკვე ქართული გეოპოლიტიკის 1801 წლამდე არსებული ძირითადი პრინციპები და შესაბამისად წარმოშვა, სრულიად ახალი “ეროვნულ დემოკრატიული” მოძრაობა, რაც უდიდესი პროგრესი იყო და შესაბამისად გადატრიალება ქართულ ცნობიერებაში.

მიუხედავად იმისა, რომ მისი ჩასახვა და განვითარება, რაღაც დონემდე მოხდა მხოლოდ ლიტერატურულ სივრცეში. რუსული იმპერიის კრახი 1917წ. გამოიწვია, სწორედ მათმა მითოსმა მესამე რომის შესახებ და მეფის რუსეთის რელიგიურმა გეოპოლიტიკამ, რომელიც ჩარჩენილი იყო მე-17 საუკუნეში და უფრო ადრე, როგორც ეხლაა ჩარჩენილი მე-19 საუკუნეში. შესაბამისად საქართველოს 1918წ. 26 მაისს გაუჩნდა შანსი, რომ იმ საძირკვლების გამოყენებით, რაც ილია ჭავჭავაძემ ეროვნულ დემოკრატიული მოძრაობით შექმნა გამოეყენებინა და საქართველოს შეეძინა გეოპოლიტიკური მისია, მითუმეტეს, რომ ევროპული მხარდაჭერა ამას ნამდვილად ჰქონდა, ჯერ გერმანიის, შემდეგ ინგლისის სახით, რაზედაც მაშინდელმა ხელმძღვანელობამ უარი განაცხადა და უარი განაცხადა ასევე გეოპოლიტიკურ მისიაზე, რომელიც საზღვრებიც ინგლისის დახმარებით ავღანეთის ნაპირებამდე მიაღწევდა. ის ენდო რუსეთს, რომელმა კიდევ 70 წელი ჩაყლაპა ჩვენი გეოპოლიტიკური მისია.

1990წ. უკვე არის ისევ ახალი გეოპოლიტიკური მისიის დაფუძნების მცდელობა, მაგრამ იმდენად თვისობრივი გახდა რუსეთისთვის კავკასიის გავლით ინდოეთის ოკეანემდე გეოპოლიტიკური სვლების განხორციელება, რომ ის არ შეეგუა ჩვენმი მისიის გაცოცხლებას და დაიწყო მისი რღვევა, რაც 20 წლიან ომში გვამყოფებს რუსეთთან. თუმცა ამჯერად მოხერხდა ჩვენი ტრადიციული ისტორიული გამოცდილების გამოყენება და ახალი მოკავშირის მოძებნით რუსულ ამბიციაზე დაპირისპირება და სწორედ ამ გზაგასაყარზე ვდგავართ ეხლა.

უახლოეს დღეებში ალბათ იურიდიულად გაფორმდება ეს ახალი საქართველო-აშშ მოკავშირეობა. რითაც პრაქტიკულად იწყება გაცოცხლებული გეოპოლიტიკური მისიის განხორციელება. მთავარი საკითხი და დამთხვევა ამ მოკავშირეობაში არის ისევ ის, გეოპოლიტიკური მარშრუტი, რომელიც თავის დროზე შემოგვთავაზა ინგლისმა, 1919-20 წლებში. ანუ სტრატეგიული ქვეყანა საქართველო აზიისკენ მიმავალ გეოპოლიტიკურ გზაზე. ამ შემთხვევაში აშშ-ის დასაყრდენი აზიისკენ. ჩემის აზრით ხელშეკრულების ხელმოწერის გადადება მისმა სამხედრო ნაწილმა გამოიწვია, რაც გამოწვეული იყო აშშ- ისთვის პაკისტანის მიერ უარის თქმაზე სამხედრო ბაზირების წერტილებზე. შესაბამისად ვფიქრობ ეს მოხერხდება საქართველოს ცენტრალური ადგილით ამ აზიურ გეოპოლიტიკურ მარშრუტზე.

ნუ დეტალებში აღარ დავკონკრეტდები, თუ რა იგულისხმება ამ სამხედრო ნაწილის გადახედვაში. ცუდი არაფერი ყოველ შემთხვევაში. ეს არის პირველი ჩანასახი ჩვენი გეოპოლიტიკური მარშრუტის განხორციელებისა აზიისკენ, რათქმაუნდა მოკავშირეებთან ერთად. რაც აუცილებლად გამოიწვევს საქართველოს გარშემო შესაბამისი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნას ცენტრით საქართველო და საბოლოო ჯამში კავკასიის ერთ პოლიტიკურ ბლოკად გადაქცევას. შესაბამისად ის ფრაგმენტები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ თავის მგზავრის წერილებში “მთელი კავკასის თავისუფლება”, ზვიად გამსახურდიამ “ერთიანი კავკასიური სახლი”... გაიჟღერა აბსოლუტურად რეალური უნდა გახდეს იმ დისკურსში, რასაც ეს ახალი მოკავშირეობა გულისხმობს, ვინაიდან, გეოპოლიტიკურ ცენტრს სჭირდება მისი ლანდშაფტი, რაც ახალ მსოფლიო წესრიგში უზრუნველყოფილია თეორიულად და პრაქტიკულადაც.

აი ეს იყო მიზეზი, რუსული აგრესიისა აგვისტოში. სწორედ ამ გეოპოლიტიკური ძვრების საწინააღდეგო ქმედება და მის მიერ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ამ ქმედების შეჩერებას ემსახურება, როგორც თავის დროზე აჭარის საფაშოს და ახალციხის საფაშოს არსებობა იყო. თუმცა როგორც ჩანს არავინ აპირებს გაჩერებას და არც ჩვენ საბედნიეროდ არ ვთქვით უარი ამ ახალი გეოპოლიტიკური მისიის განხორციელებაზე. ეს არის იმ დაფარული ტექსტის ფრაგმენტი, რომელიც მოგახსენეთ, რომელიც არსებობს და გარკვეულ ორიენტირებს შესძენს მავანთ.

--------------------
http://www.joaoscorner.blogspot.com/

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
„საქართველოს ბანკმა“ გათამაშების – „თქვენ მილიონი გელით“ გამარჯვებულის ვინაობა დაასახელა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ბანკიდან აცნობეს, მილიონი სამხედრო სამსახურში მყოფმა, 18 წლის ჯამბულ კაჭარავამ მოიგო, რომელიც ჩხოროწყუს რაინოდან არის.
„გამარჯვებული მეანაბრის წარდგენა საზოგადოებისთვის მასთან შეთანხმებით მოხდა. გამარჯვებულს შეხვდა და გამარჯვება მიულოცა „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა ენუქიძემ“, - აღნიშნავენ „საქართველოს ბანკში“.
როგორც გაირკვა, ჯამბულ (ჯაბა) კაჭარავას „საქართველოს ბანკში“ განთავსებული ჰქონდა ერთწლიანი ანაბარი 1100 ლარის მოცულობით და მას გათამაშების 8 ბილეთი ერგო. გამარჯვებულს თანხა მიმდინარე კვირის განმავლობაში ანგარიშზე ჩაერიცხება.
მილიონი აშშ დოლარი “საქართველოს ბანკმა” 30 დეკემბერს ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში გაათამაშა.

სულითა და გულით მიულოცავ.
მშვიდობაში მოახმაროს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მომაქციეთ ყურადღება,როგორ ამიარ ჩამიარეთ,
რა ვუშველო ამ 5 თითს,იქნებ მასწავლოთ,
ჩემო პროფესორებო(კომპ-ში)
წინასწარ მადლობა.
ჩემი წინა წერილის წაკითხვა მოგიწევთ,
ვისაც დახმარების სურვილი გაქვთ.
მახო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მეცნიერებმა ღმერთის ადგილსამყოფელი ”დაადგინეს”

მისურის უნივერსიტეტის ნეიროფსიქოლოგებმა აღმოაჩინეს ღმერთის ახალი ადგილსამყოფელი. ეს შესაძლებელი მას შემდეგ გახდა, რაც გმოიკვლიეს, რომ მსოფლიო რელიგიების ყველა სულიერი ცდა მოდის ერთი წყაროდან და არის პროცესი, რომელიც ადამიანების ტვინში მიმდინარეობს.

სულიერი პროცესების მაგალითად აიღეს ტრანსცენდენტალური მდგომარეობა, როცა ადამიანი კარგავს საკუთარ თავს მედიტაციის, ან ლოცვის პროცესში და ანხორციელებს ღმერთთან კომუნიკაციას. მსგავსი პროცესები ყველა რელიგიას გააჩნია.

მვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ასეთი მდგომარეობა მიიღწევა ტვინის მარჯვენა სფეროში აქტიურობის დაქვეითებით.

მსგავსი ცდები უკვე იყო ჩატარებული ნეიროფსიქოლოგების მიერ მედიტაციის სფეროში ბუდისტებსა და ფრანცისკანელ ბერებთან.

მაშინ აღმოაჩინეს, რომ მიუხედავად რელიგიური მიმდინარეობისა, ადამიანები იყენებდნენ ერთნაირ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციებს, მაგალითად, ტრანსცენდენტურ მდგომარეობაში გადასვლას, ერთიანობის შეგრძნებას.

მისურის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გაფართოვეს დაკვირვების სპექტრი ადამიანების თავის ტვინის ტრამვებით.

აღმოჩნდა, რომ დაზიანებებით მარჯვენა ნთხემის ნაწილში ადამიანები უფრო ადვილად შედიან კონტაქტში ღმერთთან.

- ”ტვინი ასრულებს განსაზღვრულ ფუნქციებს სულიერი ცდების ჩატარებისას, - ახსნა მისურის უნივერსიტეტის პროფესორმა, ბრიკ ჯონსტონმა, - როდესაც შევისწავლეთ ადამიანების ტვინი ტრამვებით, აღმოვაჩინეთ, რომ მარჯვენა ნაწილის ტრამვების დროს უფრო მალე ანხორციელებენ მდგომარეობას, რომელსაც ტრანსცენდენტორა ჰქვია”.

ადამიანებს, რომლებიც ანხორციელებენ ასეთ თავგანწირულ სულიერ ცდებს, აქვთ კარგი ფსიქოლოგიური ჯამრთელობა
პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
წალკის სულიერი სავანის საიდუმლო
2009 წლის 07 01, ოთხშაბათი - 00:07

წალკა (ძველი ეძინი) საქართველოს სულიერი სავანეა და ამას რაიონში არსებული ეკლესია-მონასტრებიც მოწმობს. ისტორიული წყაროების მიხედვით, წალკის ცენტრში წმინდა დიმიტრისა და ღვთიმშობლის სახელობის ეკლესიები მეექვსე საუკუნეშია აგებული.
საერთოდ, წალკის რაიონში არ არსებობს სოფელი (სულ 48 სოფელია), სადაც, მინიმუმ, სამი ეკლესია არ იყოს. სოფელ ავრალნოში კი 23 ტაძარია... წალკის კათედრა დღეს მანგლისისა და წალკის ეპარქიაში შედის (მიტროპოლიტი ანანია). მანგლისის ეპარქია ვახტანგ გორგასლის მიერ დაარსებულ ეპარქიათაგან მეოთხე სამღვდელმთავროდ იხსენიება.

თავის დროზე წალკა და, საერთოდ, თრიალეთი ერთ-ერთ უძლიერეს რეგიონად ითვლებოდა. მეექსვე საუკუნეში წალკაში აღმშენებლობა დაიწყო, რომელიც მეთორმეტე საუკუნემდე გაგრძელდა და ეკლესია-მონასტრების უმეტესობაც სწორედ ამ პერიოდშია აგებული. გვიან შუა საუკუნებში, ანუ მაშინ, როცა საქართველოს სამთავროებად დაყოფა დაიწყო, სამცხე-ჯავახეთსა და თრიალეთს მძიმე პერიოდი დაუდგა. მეთვრამეტე საუკუნის ბოლოსთვის კი ეს მხარე, პრაქტიკულად, დაიცალა. ამას ხელი ოსმალეთის იმპერიამ და ჩრდილო კავკასიელების თარეშმაც შეუწყო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ლეკები წალკას, ასე ვთქვათ, ტრანზიტად იყენებდნენ და ოსმალეთში გადადიოდნენ.
რუსეთ-თურქეთის ომის შემდეგ, 1829 წლიდან რუსებმა დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე მცხოვრები მარლთმადიდებელი ბერძნებისა და სომხების წალკაში ჩამოსახლება დაიწყეს. თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, გოდერძი ნარიმანაშვილის თქმით, წალკელი ბერძნები, რომლებსაც ურუმებს ეძახიან, კომუნისტებს არ ეპუებოდნენ და რაიონში არსებულ ეკლესია-მონასტრებს მოვლა-პატრონობას არ აკლებდნენ.
წალკის სულიერი სავანით ქართული საზოგადოება კი განსაკუთრებით 4 წლის წინ, ანუ მაშინ დაინტერესდა, როცა სოფელ ოლიანქის (ოლიანკა) მკურნალი კალმახების ისტორია გახმაურდა...

ავრალნო _ მამა მირიანის საუფლო
მეექსვე საუკუნის შუახანებში საქართველოს 12 ასურელი მამა ესტუმრა. ერთ-ერთი აბიბოს ნეკრესელი იყო, რომელიც კახეთის იმჟამინდელი ქალაქის, ნეკრესის საეპისკოპოსოს განაგებდა... ნეკრესში რელიგიური დაპირისპირება დაიწყო, რაშიც ბრალი აბიბოსს დასდეს და აწამეს. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, “თეზის ხრამსა შინა არს მონასტერი კლდესა შინა წმინდა აბიბოს ნეკრესელის ქმნული.”
სოფელი თეზი, როგორც მეცნიერები განმარტავენ, დღევანდელი ავრალნოა. მაშასადამე, გამოდის, რომ აბიბოსი ავრალნოში აწამეს.

დღეს ავრალნოში მღვდელ-მონაზონი მამა მათე (მირიანი) (ერისკაცობაში ამირან ნარიმანიძე) მოღვაწეობს და სოფლის 23 ეკლესიას უვლის.
მამა მირიანი წალკაში 19 წლის წინ უწმინდესისა და უნეტარესის კურთხევით წავიდა. ახალგაზრდა მღვდელ-მონაზონს პატრიარქმა, თურმე, თავისი კაბა გაატანა...
სხვათა შორის, მამა მირიანი კიდევ ერთ დიდ მადლს ატარებს: ბერად რომ აღკვეცილა, 25 წლის ყოფილა. მასთან ერთად ბერ-მონაზვნის ურთულეს გზას კიდევ ექვსი ახალგაზრდა შესდგომია. მცხეთაში, სამთავროში, ბერად აღკვეცის რიტუალი რომ დასრულებულა, მონასტერში მამა გაბრიელი შესულა. ახალგაზრდებისთვის შეუხედავს, ჩაფიქრებულა. მერე, მამა მირიანთან მისულა და ანაზდეულად უთქვამს, შენ გვირგვინი დაგედგმებაო.
_ მამაო, თავზე თმა აღარ მაქვს და რაღა დროს ჩემი გვირგვინიაო, _ გასცინებია ახალგაზრდა ბერს.
გამოხდა ხანი და იმ შვიდიდან ბერული ცვხოვრება მხოლოდ მამა მირიანმა გააგრძელა _ ერთი სულიერად დაავადდა, ერთმა ბერობაზე უარი თქვა და ა.შ...

მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მამა მირიანი მთელ წალკის რაიონში თითქმის ერთადერთი მღვდელი ყოფილა. სოფელ ავრალნოში რომ ჩასულა, ადგილობრივი ბერძნები სიხარულით შეხვედრიან... იმხანად ავრალნოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში კომუნისტებს საწყობი ჰქონიათ გახსნილი _ ხორბალსა და ქერს ინახავდნენ... მამა მირიანის გამოისობით, წმინდა გიორგის ეკლესია დღეს მოქმედია. მრველი ბევრი არაა, წირვაზე 10-15 ადამიანი დადის, თავის დროზე კი, ანუ მაშინ, ვიდრე ბერძნები გეზს ისტორიული სამშობლოსკენ აიღებდნენ, ეკლესიაში ხალხის ტევა არ ყოფილა.

_ მე ბერი ვარ და მნიშვნელობა არ აქვს, მრევლი არის თუ არა, მაინც უნდა ვილოცო. ჩემი მისია სწორედ ეს არის, _ ბერული სიდინჯით ამბობს მამა მირიანი და ავრალნოს 23-ვე ეკლესიაში სწირავს...

ირიჟრაჟა... წმინდა გიორგის ეკლესიის სამრეკლოზე 70 წელს მიტანებული, ხეიბარი ბერძები ადის და ზარს რეკავს, რაც იმის მაუწყებელია, რომ კვირის წირვა იწყება. ეკლესიაში ათი-თხუთმეტი ადამიანი დგას, ძირითადად _ ქალები... მამა მირიანს მედავითნეობას დედა მარიონილა უწევს.
დედა მარიონილა მონაზვნად 13 წლის წინ აღიკვეცა. თავდაპირველად სვანეთში იყო, ახლა წალკაში მოღავწეობს... მამა მირიანს რამდენჯერმე უთხოვია, ავრალნოში ერთი-ორი ბერი გამოაგზავნეთ, პრობლემებს უფრო ადვილად მოვაგვარებთო, მაგრამ... ბერი ისევ მარტოა. არა, არ წუწუნებს, მაგრამ ურიგო არ იქნება, თუ ავრალნოს სავანეს საეკლესიო და საერო ხელისუფლება მეტ ყურადღებას მიაქცევს. სხვა თუ არაფერი, სოფლის ეკლესია-მონასტრებს შეკეთება სჭირდება. შემოსავალი კი არაა...

სხვათა შორის, ავრალნოს წმინდა გიორგის ეკლესიაში სანთლები არ იყიდება. შემოწირულობაც მინიმალურზე მინიმალურია _ ორი-სამი ლარი...
ადგილობრივები მამა მირიანს პატივს სცემენ. ერთი-ორჯერ ინციდენტი მომხდარა, ახალგაზრდა აჭარლებს მამაოსთვის რაღაც არაკორექტულად უთქვამთ, მაგრამ მღვდელ-მონაზონი ამაზე არ ლაპარაკობს და იმედოვნებს, რომ მოვა დრო და ადგილობივები ჭეშმარიტ ღმერთს აღიარებენ...

ეშმაკის ქვა
ავრალნოს რეხა ესაზღვრება. რეხა მეოცე საუკინის 90-იანი წლების მეორე ნახევრამდე წალკის რაიონში ერთადერთი ქართულ-მართლმადიდებლური სოფელი იყო...
აქვეა საქათმეც, ქართველთა შუა საუკუნეების სიძლიერის მომსწრე ნაქალაქარი. საქათმეში ერთი ეკლესიაა, რომლის ქვაზეც სიტყვა “ფერისცვალებაა” ამოკვეთილი... ეკლესია კომუნისტებს მეორე მსოფლიო ომის დროს დაუნგრევიათ. მერე, ერთ ადგილობრივს გამოცხადება ჰქონია, წმინდანს უთქვამს, აღადგინეო. კაცს მშენებლობა დაუწყვია...
ერთხელ, მძინარე რაღაც ხმაურს გაუღვიძებია და ეზოში გამოსულა. ეკლესიასთან 12 ადამიანი შეუნიშნავს. უფიქრია, ალბათ, თანასოფლელები არიანო და ეკლესიისკენ წასვლა დაუპირებია, მაგრამ ნაბიჯი გადაუდგავს თუ არა, უხილავ ძალას გაუჩერებია. მთელი ღამე იქ მდგარ _ ვერც წინ მიდიოდა და ვერც _ უკან. ამასობაში გათენებულა და... 12 მოსაუბრეც გაუჩინარებულა.

რეხაში კიდევ ერთი სასწაულია _ ეშმაკის ქვა, რომელიც ერთ-ერთი საყდრის ეზოშია და რომელსაც ადგილობრივები ადრე მაგიდად იყენებდნენ. მერე, სოფელში ვიღაცას ამბავი მოუტანია, ეს ეშმაკის ქვა არისო და ხალხი, ცოტა არ იყოს, შეშინებულა.
ეშმაკის ქვა, ერთი შეხედვით, საფლავის ქვას ჰგავს, მაგრამ უჩვეულოდ დიდია. სამი მეტრი სიგრძისა და მეტრანახევარი სიგანის ქვა უცნაური რელიეფური გამოსახულებებითაა აჭრელებული.
არავინ იცი, ეშმაკის ქვა ვინ და რატომ დარქვა. ადგილობრივებმა არც ის უწყიან, საყდრის ეზოში ვინ და როდის მიიტანა. ქვასთან არანაირი რიტუალი არ სრულდება. ეგაა ოღონდ, გაზაფხულობით, მაისის დასაწყიში, ხალხი საყდარში მიდის და საკლავს კლავს...

_ მსოფლიოში სულ სამი ეშმაკის ქვა ყოფილა და აქედან ერთი ჩვენთან არისო, _ შიშნარევად ამაყობენ რეხელები.
ისე, ეშმაკის ქვას, ასე ვთქვათ, ახნას ვერც სპეციალისტები უძებნიან. თრიალეთის არექეოლოგიური ესპედიციის ხელმძღვანელის, გოდერძი ნარიმანაშვილის თქმით, ეშმაკის ქვა, ალბათ, უძველესი წარმართული რელიგიის სიმბოლოა. სხვათა შორის, ასეთი ქვები, რომლებსაც მენქირებს ეძახიან, სამხრეთ საქართველოსა და თრიალეთში მრავლადაა. მაგალითად, წალკის რაიონის სოფელ თეზისის წმინდას კონსტანტინეს ეკლესიაში ხალხმა 4-მეტრიანი მენქირი მოაქცია და ზედ ჯვარი ამოკვეთა. მენქირები, თურმე, 5 ათასი წლის წინანდელია...

მკურნალი კალმახები
ერთხელ, მაშინ მამა მირიანი წალკაში ახალი ჩასული ყოფილა, სოფელ ოლიანქს (ოლიანქი დამახინჯებული თურქული სიტყვაა და ქართულად “წყლის ეკლესიას” ნიშნავს) სტუმრებია. ოლიანქში (ამ სოფელს ადგილობრივები ოლიანკასაც ეძახიან), წმინდა სოფიას წყაროა, რომელზეც ეკლესიაა აშენებული.
თავის დროზე ეს წყარო და ეკლესიაც ადგილობრივი ბერძენის, ასე ვთქვათ, საკუთრება ყოფილა. არავინ იცის, წყაროზე ეკლესია ვინ ააშენა. 200 წლის წინ, როცა ჩემი მამა-პაპა წალკაში ჩამოსახლდა, ეკლესია აშენებული დახვდაო, _ უთქვამს ბერძენს.

მოკლედ, ოლიანკაში ჩასულ მამა მირიანი ხალხს გახუმრებია, ახალგაზრდა მღვდელი გესტუმრათ და რას დგახართ, სოფიას წყალში კალმახები რომ დაცურავენ, დაიჭირეთ და შეწვითო. ხალხი გარინდულა. მერე, მდუმარება მხცოვან ბერძენს დაურღვევია და მამა მირიანისთვის უჩვეულო რამ უთქვამს: ამასწინათ, ნასვამმა სომეხმა კალმახი დაიჭირა და ყბა მოექცაო... რამდენიმე დღის შემდეგ მამა მირიანი ოლიანკაში ისევ წაუყვანიათ და იმ სომხისთვის პარაკლისი გადაუხდია. მერე, დრო რომ გასულა, მამაოსთვის ამბავი მიუტანიათ, სომეხს ყბა გაუსწორდაო...

კიდევ ერთი ოლიანკური ლეგენდა: რამდენიმე წლის წინ მთვრალ ახალგაზრდებს კალმახი დაუჭერიათ და შეუწვამთ, მაგრამ ზუსტად იმ დროს, ქეიფი რომ უნდ ადაეწყოთ, კალმახი გაცოცხლებულა.
მოკლედ, ოლიანკის მკურნალი კალმახების ისტორია უძველესია და ამას მარკო პოლოს ჩანაწერებიც მოწმობს, სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ კავკასიაში არის ეკლესია, რომელიც წყაროზე დგას და წყაროში კალმახები “ცხოვრობენ”. ანალოგიური ცნობა ვახუშტი ბატონიშვილსაც აქვს, თუმცა მკურნალი კალმახების საიდუმლო მხოლოდ რამდენიმე წლის წინ გაცხადდა.

ასეა თუ ისე, ოლიანკის მკურნალი კალმახების საიდუმლო ამოუცნობია, თუმცა ფაქტია: თევზი უძველესი ქრისტიანული სიმბოლოა. მეტიც, “იხტიოს” ქართულად, როგორც ბერები ამბობენ, ასე იშიფრება _ “იესო ქრისტე სოფლის მაცხოვარი”...
წყალზე აშენებულ ეკლესიაში, როგორც ადგილობრივები ამბობენ, ადრე კიდევ ერთი სასწაული ყოფილა _ აკვანი, რომელსაც თუ უშვილო დაარწევდა, შვილი გაუჩნდებოდა. ამ აკვნის შესახებ ბერებსაც სმენიათ, სასწაულმოქმედი აკვანი ეკლესიაში აღარ არის და არც მისი ასავალ-დასავალია ცნობილი...
ოლიანკაში დღეს ორი _ დედათა და მამათა მონასტერი მოქმედებს...

FAKტ.გე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი