↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამოცოცხლება

ხარობს გული, ხარობს გული იმას,
რომ დაშორდა გრიგალსა და წვიმას.

რომ ლექსთა ცეცხლს გადაშორდა ფერფლი
(იყო მსხვერპლი, მაგრამ მსგავსი მსხვერპლი?)

სევდიანი თვალს მოშორდა რული,
გამოცოცხლდა, გამოცოცხლდა გული.

სიხარულით კვლავ წკრიალებს ქნარი
(იყო მკვდარი... მაგრამ მსგავსი მკვდარი? )

გალაკტიონ ტაბიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ჩემო ფიქრო მარადო,ჩემო სულის ნაწილო,
ღვთის წილხვედრო მამულო,მთიდან მთაზე გაწვდილო,
რა განგებამ ინება,უმკაცრესი სასჯელით
ასე რად გავიწირეთ,რატომ დავისაჯენით?
ოჰ,ქარტველნო, მტრისაგან დაგლეჯილნო წამებით,
ზედ გულზე დავიწერეთ თქვენი დანაბარები.
ნუთუ აღარ კმაროდა,ჩვენო სისხლო დაღვრილო,
ძირძველო ტკივილებო,გულში ისრად გაყრილო.
ვაჰ,რომ ვერ ვილომგულეთ,გლოვის ზარმა დარეკა,
ვეღარ ვიგლეჯთ ტანიდან შემოხვეულ ნარ-ეკალს,
სრულიად საქართველოვ,დარდისგან დაზაფრულო,
კვირტებ ჩამოკვეთილო მამულის გაზაფხულო.
ბედმა რკინის მათრახი ისევ გადაგვიჭირა,
სულ მჯეროდა,რომ ჭკუა ხმალზე მეტად გვიჭრიდა,
ასეთი განსაცდელი ნურც ნურასდროს მეხილოს,
უმოწყალო ხელისგან გასხეპილო ხეხილო.
უმძიმესი წარსულით ამ ჭირსაც გავუძელით,
რადგან მუდამ იყავი მედგარი და სულგრძელი,
არა, სულით დაცემა ჩვენ არასდროს მოგველის,
მარნეულით მოჰყვება დედას ორი ბოკვერი.
ფრთხილად,ჩემო შვილებო,ანკესზე ნუ ეგებით,
შეიბრალეთ გლოვისგან გულჩამკვდარი დედები,
მამულს ბევრი პაატა,ბევრი ცოტნე სჭირდება
აიტანეთ ზეცამდე საქართველოს დიდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
უსიყვარულოდ
მზე არ სუფევს ცის კამარაზე,
სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება
სასიხარულოდ....
უსიყვარულოდ არ არსებობს
არც სილამაზე,
არც უკვდავება არ არსებობს
უსიყვარულოდ.
მაგრამ სულ სხვაა სიყვარული
უკანასკნელი,
როგორც ყვავილი შემოდგომის
ხშირად პირველს სჯობს,
იგი არ უხმობს ქარიშხლიან
უმიზნო ვნებებს,
არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს
იგი არ უხმობს...
და შემოდგომის სიცივეში
ველად გაზრდილი,
ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს
სულაც არა ჰგავს...
სიოს მაგივრად ქარიშხალი
ეალერსება
და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს
გარემოუცავს.
და ჭკნება, ჭკნება სიყვარული
უკანასკნელი,
ჭკნება მწუხარედ, ნაზად, მაგრამ
უსიხარულოდ.
და არ არსებობს ქვეყანაზე
თვით უკვდავება,
თვით უკვდავებაც არ არსებობს
უსიყვარულოდ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
არ გჯერა?_ ღამემ გამოიბა ლურჯი ყვავილი!
გამოდი გარეთ!.....
მართალი ხარ,ახლა ქარია,
მაგრამ ოთახში არ ბინადრობს ღამის ფრინველი,
ვერც სარკეები შეედრება გუბეს მთვარიანს,
გამოდი გარეთ!.....
მე ჯადოსნურ ფლეიტას ვუკრავ
და ლოკოკინას ვერცხლისფერ კვალს
ბილიკზე ვაფენ.
ნუ გეშინია,
მეც მიშლიან ასე ხეტიალს,
თუ წამომასწრეს,მეც მომჭრიან ძირში ნაწნავებს,
ჩამომართმევენ ფრთების გაშლის თავისუფლებას,
მეც ჩამკეტავენ.....
გამოდი გარეთ!
თბილ ლოგინში ვერ იგრძნობ ნიავს,
ხეებს რომ ერჩის და ფოთლებს რომ უფორიაქებს,
სახურავი კი არ მოუშვებს შენამდე წვიმას_
შეშლილ მუსიკოსს,
და ვერც ლამპა აგინთებს მთვარეს.
არ გჯერა?_ჩრდილებს მოუნდათ და ფეხი აიდგეს,
დავლურს უვლიან ,სულ აიკლეს არე და მარე!
გამოდი, თორემ დაიწყება ფერიცვალება,
გათენდება და.......
სანამ დროა,
გამოდი გარეთ!....... …

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავათ ჰგავხარ ზღვას,
თუ არ შეგებრალები და, მითხოვდები სხვას,
მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,
გადავლხავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,
ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,
და მოგკილავ მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...
ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემი ბავშვობის სახლთან,
ვხვდებოდი ფერმკრთალ ასულს
და შენ მაგონებ ახლა
იმ სილამაზეს წარსულს.

სხვა რამ,შაირის გარდა,
როგორ გაკადრო აბა?
რა რიგ გიხდება და გრთავს
ეს შინდისფერი კაბა.

ხედავ? ზამთარი ქრება,
ყვავილებს გაშლის ნუში,
ყველგან ხალისი სევდა,
მხოლოდ პოეტის გულში.

წუხილს წაიღებს ქნარი,
და სტრიქონებად დაქსოვს,
-საღამო იყო წყნარი,
თქვენთან ვიყავი მახსოვს.

ლადო ასათიანი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
შიმშილობდა
მშვენიერი პატარა ქალი,
მწყურვალობდა
მშვენიერი პატარაქალი,
მე რა ვიცოდი
თუ სჰიოდა პატარა ქალს,
მე რა ვიცოდი
თუ სწყუროდა პატარა ქალს,
ნაწყენი დამრჩა
მშვენიერი პატარა ფური,
ნატკენი დამრჩა
მშვენირი პატარა გული,
მე რა ვიცოდი,
მე რეგვენმა,
თუ არ ყავდა
დამწყურებელი?!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Sep 2007
Posts1181
კარმა61
OFFLINEPROFILE
ღმერთო, მაპატიე აპათია, რაც კი მაბადია - მაპატიე... ერთსაც ვერ ვასრულებ შენაპირებს, ნეტავ მოვაგნებდე შენს ნაპირებს. თორემ უშენობა უმზეოა, არ ვიცი ვისავით უმწეო ვარ... ქვიშაზე ნაწერივით წავიშლები, უშენოდ სიზმარშიც არ გავიშვები მე მივატოვე მზის შენობა, ჩემიც აღარ მახსოვს მნიშვნელობა. იქნებ გამახსენო? გამახსენე ყველაფერი თავიდან ამიხსენი. შენი სამი ცალი სამოსელი, ღმერთო ფარდებივით ჩამოხსენი. იქნებ მომაშორო ეს ნიღაბი...
უფალო მე კი არა - შენ იყავი!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ვარ აჩეხილი ნახევრად ვაზი
და შენ ხარ ჩემი ჩიგო,
და ყავარჯენიც შენ,სენ ხარ გზაში,
ტვირტს დაჩრილისას იყოფ,
შენ ხარ ცემი ხმალი და ტოფი,
გენდობი როგორც სტრიქონს,
მაქვს ტავი ქუდსჰი სენდამი ნდობიტ,
სადაც არ უნდა ვიყო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko

ძალიან მომეწონა შენი გამოქვეყნებული ლექსი, შესანიშნავია! კარმას მოგვიანებით მოგართმევ, ცოტა ხნის წინ გავეცი =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
სიტყვები არ კმარა
სათქმელად
სანთელის იწვება ტანი
ჩამოიქცევა წვეთებად
ყოველი წუთის წამი,

და მე არ მოვალ იმ კართან,
სადაც მიღებდი სივრცეს.
ოთახში ჩავიკეტები,
რომ მოვიკრიბო სიბრძნე.

მერე კი ვნახოთ სადამდე
გასტანს ძვალრბილში ყოფნა,
ამის გარეშე რაღა ვარ? ___
ჩამქრალი სანთლის გროვა.

ამ სიბნელეში ნაწერი
სიტყვა ურჩხულად იქცა:
არწივს ცა გაუყიდია,
ჭიანჭველას კი მიწა.

მეც გავიყიდე,სულისგან
შემრჩა ფუღურო კბილში.
ხან ამტკივდება ძილის წინ,
ხან გაღვიძებას მიშლის.

სიზმარში ნაღდად ნანახი
აზრი დავკარგე სადღაც.
ნაგანი როგორც ჯალათი
მიცდის და თვალებს ნაბავს.

ლულით ეხება საფეთქელს
ცივად ეცემა ელდა,
და ვიდრე ტყვია დამფლეთდეს,
და ვიდრე გული ფეთქავს,

მინდა შეგიხსნა საკინძე,
მინდა შეგისვა წყალი.
ჩემი სიცოცხლე წამია,
ჩაიწიკწიკებს წამით.

და მაინც როცა გიცქერი,
როცა ნაწნავებს იწნავ,
მე როგორც სარკე გიმღერი,
შენს სილამაზეს ვფიცავ.

ვიდრე გასროლას გაიგებ,
მინდა იცოდე კარგო!
არა სიცოცხლეს მივტირი,
სიკვდილისათვის გმადლობ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გულო, უწყოდე, მეგობარი სამი ჯურისა:
ერთი სულისა, ერთი ენისა, ერთი პურისა.
პურის მეგობარს ჯერ პური და მერე პანღური,
ენისას – ენით გაუქარვე დარდი გულისა,
ხოლო მიეცი სული შენი სულის სანაცვლოდ,
თუკი ოდესმე, მეგობარი პოვო სულისა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
"სევდა იმის გამო,

რომ არ ვართ ღმერთები,

რათა მარად ვიცოცხლოთ

ან არ ვართ ცხოველები,

რათა არ ვიცოდეთ,

რომ აუცილებლად დავმარცხდებით."

***

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნუ დაიჩოქებ, თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ შენ აღარა დაგრჩენია – სხვისთვის იცოცხლე!
ნუ დაიჩოქებ! თორემ ძნელია წამოდგომა,
თუ ბედნიერი არ იქნები, სულ ერთი ბეწო სიხარულისთვის
მაინც იცოცხლე! თუ სახატეში კელაპტარი ყველა ჩაგიქრა,
სულ პაწაწინა სანთლის შუქზე მაინც ილოცე...
ოღონდ ნუ დათმობ, ნუ დაიჩოქებ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined21 Aug 2007
Posts2662
კარმა111
OFFLINEPROFILE
მყრალი სიგარეტით ფილტვებს ვიხეთქავ და
ქუჩებს დავუყვები ფოთლებით დაფენილს.
(შვებას რამდენად მგვრის სულ სხვა საკითხია)
კრიტიკულ ზღვარზე ვარ,ასე ვთქვათ გაფრენის.

იცი? უშენობას ისე მივეჩვიე...
შენი მონატრება მექცა პროფესიად.
ღმერთიც მივატოვე,ახლა მირჩევნია
ეს ნაცრისფერი ცა,ყველა კონფესიას.

და თუკი სიგიჟე ჰქვია ჩემ საქციელს
ამ ლექსსაც სიგიჟის დაერქვას დასტური.
ასეთად... ისევ და ისევ, შენ მაქციე
თუმცაღა ბედის მე არ ვარ უმადური.

რადგანაც სითეთრე და დეკემბერია,
მინდა შენთვის შევქმნა ფიფქის სონატები.
და რომ არსებობდეს,ნობელის პრემიას,
უთუოდ მომცემდნენ,დარგში მონატრების...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი