|
ჩემო ფიქრო მარადო,ჩემო სულის ნაწილო, ღვთის წილხვედრო მამულო,მთიდან მთაზე გაწვდილო, რა განგებამ ინება,უმკაცრესი სასჯელით ასე რად გავიწირეთ,რატომ დავისაჯენით? ოჰ,ქარტველნო, მტრისაგან დაგლეჯილნო წამებით, ზედ გულზე დავიწერეთ თქვენი დანაბარები. ნუთუ აღარ კმაროდა,ჩვენო სისხლო დაღვრილო, ძირძველო ტკივილებო,გულში ისრად გაყრილო. ვაჰ,რომ ვერ ვილომგულეთ,გლოვის ზარმა დარეკა, ვეღარ ვიგლეჯთ ტანიდან შემოხვეულ ნარ-ეკალს, სრულიად საქართველოვ,დარდისგან დაზაფრულო, კვირტებ ჩამოკვეთილო მამულის გაზაფხულო. ბედმა რკინის მათრახი ისევ გადაგვიჭირა, სულ მჯეროდა,რომ ჭკუა ხმალზე მეტად გვიჭრიდა, ასეთი განსაცდელი ნურც ნურასდროს მეხილოს, უმოწყალო ხელისგან გასხეპილო ხეხილო. უმძიმესი წარსულით ამ ჭირსაც გავუძელით, რადგან მუდამ იყავი მედგარი და სულგრძელი, არა, სულით დაცემა ჩვენ არასდროს მოგველის, მარნეულით მოჰყვება დედას ორი ბოკვერი. ფრთხილად,ჩემო შვილებო,ანკესზე ნუ ეგებით, შეიბრალეთ გლოვისგან გულჩამკვდარი დედები, მამულს ბევრი პაატა,ბევრი ცოტნე სჭირდება აიტანეთ ზეცამდე საქართველოს დიდება.
|