|
გუგუა, ესეც ესეეეე. გაამხიარულე ჩვენებურები ამ წერილით.
ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით.
თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია. მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭლით, ფეჩით და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც. აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.
ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო. /მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./
პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს. გამოვედი, რაღა დამაძინებდა. მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა. "შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, გრუზავიკი ყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა". ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.
დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.
ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.
მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ. კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა. მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენ "მაზოხისტს"/ გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო. -რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.
30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმეშავია. აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა? ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან. გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.
შუა ღამისას, განათდა ტვინი. ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შეცვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.
მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.
გახსოვთ საკერავი მანქანა? ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.
გამთენიისას, უკან დაუკიდე ლურსმანზე. ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ. თურმე დიდხანს უწვალია ქუდი, რომ დაეხურა. 4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა. გადავედი და ვეკითხები:-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსთქო? ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან. -საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო./სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/ -რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს. -თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო. მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი. დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო. აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.
ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება. 10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო. მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.
თვითონაც დაისვენა და ჩვენც.
საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.
|