↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩო!
ძილი ნებისა! ტკბილი სიზმრები მისურვებია!

ფიცხელას!
კიიი, შოთა ჰქვია და ძალიან კარგი ბიჭია! სკოლაში სიტყვითაც კი გამოვიდა! თვალები დაეფსოთ აქაურ გოგოებს, ეს ტალიკ-ტალიკი ფერეიდნელი ბიჭები ვერ დამიქორწილებია...

ხალხნო! ვინმემ თუ იცით ლეტიგოს სახელი, გვარი და ქვეყანა? იქნებ დღეს აღარ შემოვიდეს დესპანზე, არადა მჭირდება (ალბათ ხვდებით, მე ხომ გამოუსწორებელი ქურდი ვარ! მახო, თხა თხაზე ნაკლები, მგელმა შეჭამოსო, ხომ გაგიგონია?)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"აქბარ მოყადასი- ჩემი მეკვლე " და აქაც ჩემი შთაბეჭდილებებიიიიიი!

გუგუა ძალიან გამიხარდა, რომ ამისთანა დიდებული სტუმარი ყოლია საქართველოს და
მასპინძელი შენ ყოფილხარ.
უკეთესს ვის უნდა მოელოცა ახალი წელი, შენთვის და ჩემი საქართველოსთვის?!
ალბათ აქბარიც, ქართული ვაზის ერთი ჯიშია შენსავით.
ასე მეუბნება თქვენი სასწაული მზგავსება სურათებიდან.
(ხუმრობით კი თუ არა მცემ :თმაღა გაკლია და სუფთა "დიდება" ხარ=ko= .)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა ისევ აქა ხარ?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა კიდე ბევრი მაქვს დასაწერი,"101"-ზე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
რაო გუგუა,ეს რა თქვი?!
აქბარი,თავისი ოჯახით, რუსეთის აგრესიის პერიოდში,ორი კვირა ელოდა,
საქართველოში შემოსვლის უფლებას-ო?
ეს მაშინ, როდესაც "ძლიერნი ამა ქვეყნისანი" ორ წუთში ტოვებდნენ საქართველოს?!
შემიბრალე გუგუა, ამ "თავზეც" თუ ამატირებდი არ მეგონა...
მაშ არ არის სიმბოლური?!
რუსეთი საქართველოს დასაპყრობად მოდის და ფერეიდნელი
ქართველები საქართველოში შეშვებას ითხოვენ...
იქნებ მათზე უფრო მეტად არის გადასული
კახეთის წმიდათა წმიდა დედოფალ ქეთევანის მადლი.
იქნებ ეს სწორედ ის ძალაა,ის ერთგულება დაგაუტეხლობა,
რას ასე გვჭირდება დღეს?
თქვენ იდღეგრძელეთ ჩემო შეუდრეკელო ფერეიდნელებო,
ღმერთმა საქართველოს დღე მოგცეთ!!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"101"-ში, ერთ ერთ სურათზე გუგუას ვკითხავ: ეს აქ რას აკეთებს მეთქი?!
სახელიარ მინდოდა სურათისთვის შემერჩია და გადათვლა და დანომრვა ვამჯობინე.
სასწაული... 13-ე აღმოჩნდა...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ალილო,ალილო,
შობა ტენდება,
სიყვარული და სიკეთე
დაგვებედება,
ციდან მუდამ იღვრებოდეს
ტკბილი გალობა,
არასოდეს მოგვკლებოდეს
ღმერთის წყალობა.

გუგუა,ფიცხელ,ელჩი,ლეტიგო,
ტელმანი,ციცი,
ჩემო საყვარელო ხალხო,
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობას.

გუგუა,მე მგონი ჩემი სახელის წართმევას
ცდილობ,იცოდე არ გამოგივა,
მაგარი კერკეტი,ჯიუტი,გურული და
სახელოვანი=lol= ქურდი ვარ.
არ გირჩევ სისხლის დაღვრას ჩემო ძმაო.
გკოცნით თქვენი მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიდი მადლობა,გუგუა, ჩემი მილოცვების გამოქვეყნებისათვის, კარგი ბიჭი ხარ!!!!!!!!
ერთი პატარა შენიშვნა...
ჩემი ერთ - ერთი წერილის ადრესატი კახა მოლაშვილი იყო და
შენს საიტზეც სიამოვნებით ვნახავდი ასევე...
მიზანი?
შენთან ფერეიდნელები შემოდიან და კახასაც ალბათ ბევრები იცნობენ, მინდა ყველამ იზოდეს, რომისინი, როგორც ყველა ერთად ასევე თითოეული ცალ-ცალკე ძალიან ძვირფასები არიან ჩვენთვის:
კახაც, საიდიც(რომლის დიდი თაყვალისმზემელიც ვარ),მისი ვაჟი ტარიელი და ყველა,
რომელთა სახელებსაცახლა ვერ ჩამოვთვლი...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
აბა აქაც დილამსჰვიდობისა და ცჰობის ბრცყინვალე დგესასცაულს გილოცავტ.
გუგუა აქ ვარ და ტუ პმ ზე მომცერ ცჰემ ვინაობა ცარმომავლობას იქ გეტყვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
გამარჯობა ლეტიგო!
გუგუა პმ-ზე ცოტა მწყრალად არის, ვერაფერს ვერ გვწერს...
ეს მისი იმელია:Gugua56@gmail.com

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მადლობა პიცხელა აუცილებლად მივცერ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქართველი

უცებ ცხელ გულზე დამადგეს ფეხი
როცა მედეა მომგლიჯეს მკერდით.
ძველი ქართულით, ნუსხურ-მთავრულით
ბოლნისის ქვაზე ჩემს ვარამს ვწერდი.

ხელში ბატის ფრთით, გაშლილ ეტრატზე
მე სიყვარულის პაემანს ვწერდი.
ჩემი ხატია, გულს მახატია:
იყალთო, გრემი და ალავერდი.

ზედ გულზე შემადგა მე თემურ ლენგი,
კოჭლი ფეხებით როცა გამთელა,
მაშინ მამულის საკურთხეველზე
ჩემი თითები ენთო სანთელად.

მე თავი მედო გატენილ თოფზე,
მე ძილვფხიზლობდი, მე არ მეძინა.
ხან თეირანში და ხან სტამბოლში,
როგორც სამკაულს მყიდდნენ მე ძვირად.

ერთხელ ვარსქენმა თმებით მათრია,
განუკურნები დამრჩა იარა.
მაწამა და ვერ გადამარჯულა,
მომკლა და კერპებს ვერ მაზიარა.

გაზით დამგლიჯეს ათივე ფრჩხილი
და წამებული მიწოდა ხალხმა,
თუმც კაცი რაა, სიკვდილის წინაც
მე დაჩოქილი ვერავინ მნახა!

ჩემს დაჩოქებას ნურცვინ მოელის,
უტეხი სული ჩემი განძია.
ასე ავაგე სვეტიცხოველი
და გამოვკვეთე კლდეში ვარძია.

ჩემს თვითოეულ ქვას სიმღერა ჰქვია,
ჩემი ციხენი ძლევის ხმებია.
გულში მრავალჯერ მომარტყეს ტყვია,
ზურგში,-არც არვის უმიზნებია!

მე ტყვე ვიყავი ძალიან ხშირად
და არ ვიცოდი რა იყო მონა.
თან წამოვიღე ფერეიდანში
ჩემი ქართული სიტყვების კონა.

ვერ ამომგლიჯეს პირიდან ენა:
შანთით, წამებით, მუქარით, ძღვენით
და...მღერის მთელი ფერეიდანი
ქართულ ჩონგურზე ქართული ენით.

ვერ დამავიწყეს ჩემი მამული,
ჩემებრ ტანჯული ქართული ენა,
მტერმა ვერასდროს გადამაგვარა,
მტერმა ვერასდროს გადამაშენა.

წიწამურს მომკლეს, ჰერეთს მაწამეს,
მიჯაჭვული და მკვდრეთით აღმდგარი.
ვუძლებდი ნგრევის წლებსა და წამებს
და ერთხელ მერქვა ჯურღაის ფარი.

ბევრჯერ მიმუხთლა ბედის სასწორმა,
რამდენს გავუძელ, რა შემძლებია,-
ჩემი სამგორის სამივე გორა
ჩემი სისხლი და ჩემი ძვლებია!

ამოვჭერ ქვაზე, ამოვჭერ ხეზე
და ყოველივე გულზე სწერია!
ამდენ ლეგენდებს და ამდენ ლექსებს
საქართველოზე მისთვის მღერიან.

თუკი სპარსეთის ტყვე მერქვა ერთხელ,
ბერლინზე დროშა მე ავიტანე.
და ვდგავარ როგორც ალაზნის მუხა,
ნაგრიგალევი ძლიერი ტანით.

მქონია დარდი, ენით უთქმელი,
და არ ვქცეულვარ სევდა-წუხილად,
მე ერთ დღეს ვშობე დიდი რუსთველი,
საუკუნენი თავს რომ უხრიან.

ამირანის და არსენას დედა,-
ვინ გამაკვირვოს შვილთა დიდებით,
ცად და მიწად რომ მისი ხმა რეკდა
მე ისეთ ქართველს კიდევ გპირდებით.

მსურს კიდევ ახალ ხმებად დამრეკონ,
გპირდებით ახალ დავითს და საბას.
დე, კაბადონზე ცათა სამრეკლო
მათი დიდების ყვებოდეს ამბავს.

საუკუნენი მათ სადიდებლად
ყანწებით სვამდნენ ჩემს კახურ ღვინოს,
მეც ვიდგე, ვიდრე ქართველს ქართველის
ნამუსის ქუდი არ შემერცხვინოს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გუგუა, ესეც ესეეეე.
გაამხიარულე ჩვენებურები ამ წერილით.

ერთ ნამდვილ ამბავს მოგიყვებით.

თბილისის ზემოთ, პატარ-პატარა სოფლებია მიმოფანტული, თბილისელები "დაჩებს" ვეძახდით, ჩვენც გვქონდა ერთი პატარა სახლუკა, დასახლებას კოჯრისხევი ჰქვია.
მოწყობილი გვქონდა ყველაფრით, ავეჯით, ჭურჭლით, ფეჩით და თქვენ წარმოიდგინეთ საკერავი მანქანითაც.
აი, ეს საკერავი მანქანა, რაში გამოგვადგა, ქვემოთ მოგახსენებთ.

ზაფხულია, "იწვის" თბილისი, ავიყვანე ოჯახობა და ვაპირებ ჩემი შვებულებაც იქ გავატარო.
/მეუღლე დისერტაციას წერდა და "შორს" ვერ წავედით, ბიბლიოთეკები კიდევ ახლოს იყო, სულ 25 კილომეტრი საჯარომდე./

პირველი დილაა და 6 საათზე დენის ხერხის ღმუილი მაღვიძებს.
გამოვედი, რაღა დამაძინებდა.
მეზობელი მყავდა, პენსიაზე იყო გასული და ზამთარ-ზაფხულ, იქ ცხოვრობდა, ქალაქში პროდუქტებზე და "შეშაზე" თუ ჩამოვიდოდა.
"შეშად", ძველ ფიცრებს ხმარობდა, გრუზავიკი ყავდა, ჩავიდოდა ქალაქში და სადაც გადაყრილ ლურსმნიან ფიცრებს ნახულობდა, ამოჰქონდა და "ერთობოდა".
ის კი ხარობდა, მაგრამ გარშემო მყოფები რა დღეში ვიქნებოდით წარმოიდგინეთ.

დაახლოებით ერთი საათი ხერხამდა, მერე დიდი ურო ჰქონდა და რკინის დიდ პლიტაზე, ამ ძველ ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას, კიდევ ერთი საათი უნდებოდა.

ეგეც თქვენი მშვენიერი სისხამი დილა, აგარაკზე.

მეზობლებს ყველას ვიცნობდი, პირველივე დღეს, შევიკრიბეთ და ვისაუბრეთ.
კრება მშვიდი მომავლის იმედით დაიშალა.
მხოლოდ ჩემზე იყო დიდი იმედი სამეზობლოსი, რამენაირად უნდა გადამეწყვიტა ძია ვასოს პრობლემა./ვასო ერქვა ჩვენ "მაზოხისტს"/
გადავედი და ვეუბნები:- ვასო ძია, ორი ვედრა ლურსმანი და ერთი კამაზი შეშა ჩემზე იყვეს, ოღონდაც თავს გაუფრთხილდი და რამე არ იტკინო ამ ლურსმნებზე და ხერხზეთქო.
-რა მჭირს შენი გასაფრთხილებელი, მე არ ვიცი რა უნდა გავაკეთოო.

30-წელზე მეტი მილიციაში მუშაობდა, ბოლოს მილიციის უფროსადაც უმეშავია.
აბა, მაგის გადაკიდება იქნებოდა?
ტვინი კინაღამ დამეწვა ფიქრისგან.
გადავწყვიტე, ხერხს მოვპარავ თავის ჩაქუჩიანადთქო, ვერ ამართლებდა ეს გეგმაც, პოლიციელი იყო და გაიგებდა, მეორე მთლად უარესი, ქურდობას ვერ ვახერხებ.

შუა ღამისას, განათდა ტვინი.
ამ ჩვენი ცოდვით სავსეს, ერთი ჩვეულება ჰქონდა. დილით სანამ თავის "მაზოხისტურ სეანსს" დაიწყებდა, გარეთ, თავისივე ხელით ჟანგიან-გასწორებულ ლურსმანზე, კეპკა ეკიდა, გამოსვლისას იხურავდა, შეცვლისას, ისევ კიდებდა ხოლმე იმ ლურსმანზე.

მაინც გავრისკე და გადავძვერი მის ეზოში შუა ღამისას.

გახსოვთ საკერავი მანქანა?
ჰოდა, დაახლოებით 3 საათი, ამ ქუდის დაპატარავებას მოუნდით მე და ჩემი ცოლი. სულ რაღაც 2 ზომით შევავიწროვეთ.

გამთენიისას, უკან დაუკიდე ლურსმანზე.
ყველა მეზობელი გაფრთხილებული მყავს, უნდა გაუარონ ახლოს და უნდა შეეკითხონ:-ძია ვასო, დღეს რაღაც თქვენი ფერი არ მომწონს, რაღაც ცუდად გამოიყურებით, და ასე შემდეგ.
თურმე დიდხანს უწვალია ქუდი, რომ დაეხურა.
4 კაცმა რომ შეასრულა "დანაპირები", ჩემი ჯერიც მოვიდააა.
გადავედი და ვეკითხები:-ვასო ძია, რაღაც დიდი მეჩვენება თქვენი თავი, ხომ კარგად გრძნობთ თავსთქო?
ე, ამასღა ელოდა, შევარდა სახლში და ნახევარ საათში ცოლთან ერთად გამოპრანჭულები გამოდიან.
-საით გაგიწევიათ, თუ ქალაქში აპირებთ, მეც მივდივარ და გაგიყოლებთთქო./სადმე წამსვლელი ვიყავიიი?/
-რა ვიცი, რაღაც კარგად ვერ არის ექიმთან მიმყავსო. ცოლი მპასუხობს.
-თქვე დალოცვილებო, აქვე სამეზობლოში 4 ექიმი გვყავს და თბილისში რაღა გინდათ, ამათზე უკეთეს სპეციალისტებს სად ნახავთთქო.
მოკლედ, ეს ექიმებიც ჩემს დღეში იყვნენ და იქვე ეზოში მოაწყვეს კონსილიუმი.
დაუდგინეს ჩვენ ვასოს, თავის გადიდების მიზეზი, ხმაურია და ძილის უკმარისობაო.
აუკრძალეს ყველანაირი ელექტრო ხელსაწყოს ხმარება, მექანიკურების ჩათვლით.

ბიჯოოოოოოო, მეორე დილა გათენდა და იგეთი წყნარი, რო მეტი არ შაილება.
10 საათისთვის, ვასო ძია გამოვიდა და ყვავილების მორწყვა დაიწყო.
მთელი ერთი თვე, შლანგი არ გაუგდია ხელიდან.

თვითონაც დაისვენა და ჩვენც.

საკერავი მანქანა, აუცილებელია ყველას ჰქონდეს. რა იცი რა ხდება.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
=haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= =haa= ვაი საწყალი ვასო ძია . გაიხარე შენ . როგორ გამამხიარულე :) :) :) :) :) :) :) :)

საკერავ მანქანის აუცილებლად მოვიძებნი :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi
ის ძია ვასო შენზე ჭკვიანი რომ გამომდგარიყო,
მერე რას იზავდი. შე ცელქო შენა.
შენი ბედი , ინფარქტი რომ არ აჰკიდე,იმ საცოდავს.
თან ვიცინე,მაგრამ თანაც შემეცოდა.=lol= =haa=

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი