↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
tikotiko
:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined16 Nov 2008
Posts25
კარმა0
OFFLINEPROFILE
ტარტაა სიხააა სად ხარ შემო ჩატში =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
შემოგევლე უჩიკოო=ko= =ko= =ko= უკვე იქ ვარ,მე შენ კარმას გაჩუქებ სიხ=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined27 Jun 2008
Posts1079
კარმა0
OFFLINEPROFILE
უჩიკო მეც გაჩუქებ კარმას =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
amy
კარმა ჩემგან ,"შენ ჩემი სიზმარი ხარ" ამ ჩანახატისთვის.
თხოვნა ,ვინ არის ავტორი?
მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
amy
წავიკითხე "შენ ჩემი სიზმარი ხარ".
კარგა ხანს გაუნძრევლად ვიჯექი,ფიქრებში წასული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined16 Nov 2007
Posts771
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეხ, მახუნია !
მე მეგონა მარტო მე გავშეშდი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
jijilala
=mdaa= =mdaa= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ემის წერილმა მართლაც დიდი ემოციები გამოიწვია,ალბათ ყველასთან............

ციტირება პასუხი
   
User avatar
არალეგალი მეზობელი
არალეგალი მეზობელი
Joined11 Jan 2009
Posts10
კარმა0
OFFLINEPROFILE
იყო ერთი ჩიტი ძლიერი ფრთებითა და მოელვარე ჭრელი ბუმბულით. არსება, რომელიც გაჩენილი იყო ცაში თავისუფალი ნავარდისათვის.
ერთხელ ქალმა დაინახა ის და შეუყვარდა. გული გამალებით უძგერდა, თვალები მღელვარებისაგან უბრწყინავდა, როცა მის ფრენას ადევნებდა თვალს. ჩიტმა ქალს უხმო და ისინი შეხმატკბილებულად გაიჭრნენ ცის ლაჟვარდში. ქალი აღფრთოვანებული იყო მისით, პატივს სცემდა და ადიდებდა მას.
მაგრამ ერთხელაც თავში გაუელვა, ჩიტი ოდესმე აუცილებლად მოისურვებს შორეთში, შეუცნობი მთებისაკენ გაფრენასო. და ქალი შეშინდა. შეშინდა, რომ სხვა ჩიტთან ვეღარ იგემებს ასეთ სიამეს. მას შეშურდა. შეშურდა ბუნებისაგან ბოძებული ფრენის ნიჭისა.
და კიდევ მარტოობისა შეეშინდა.
და მოიფიქრა: „მოდი, კაკანათს დავუგებ, მეორედ რომ მოფრინდება“.
ჩიტსაც უყვარდა ქალი და მეორე დღეს მოფრინდა, მაგრამ კაკანათში გაება.
ქალი მთელი დღეების განმავლობაში ტკბებოდა მისი ცქერით, მეგობრებსაც აჩვენებდა, რომლებიც ეუბნებოდნენ: „ახლა შენ ყველაფერი გაქვს“. მაგრამ ქალის სულში უცნაური რამ ხდებოდა: რაც ჩიტი ხელში ჩაიგდო და რაც მისი მოტყუება და მოშინაურება აღარ იყო საჭირო, მის მიმართ ინტერესი ნელ-ნელა გაუქრა. ჩიტი კი, მას შემდეგ, რაც აღარ დაფრინავდა, არადა მისი ყოფის არსი სწორედ ეს იყო, გახუნდა, პეწი დაკარგა, დაუშნოვდა და ქალი საერთოდ აღარ აქცევდა ყურადღებას. მხოლოდ იმაზე ზრუნავდა, საკენკი არ გამოლეოდა და გალია დასუფთავებული ჰქონოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ჩიტი მოკვდა. ქალი დაღონდა. მხოლოდ მასზეფიქრობდა, დღედაღამ აგონდებოდა, ოღონდ არა გალიაში გამომწყვდეული, არამედ ღრუბლებში მონავარდე, სწორედ ისეთი, როგორიც პირველად ნახა.
ამ ქალს თავის სულში რომ ჩაეხედა, მიხვდებოდა, რომ ჩიტის სილამაზემ კი არ მოხიბლა, არამედ მისმა თავისუფლებამ და მისი გაშლილი ფრთების სიძლიერემ.
ჩიტის გარეშე ცხოვრებამ აზრი დაკარგა და სიკვდილმაც მიუკაკუნა კარზე. „რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა მას ქალმა.
„იმისათვის, რომ შენ კვლავ იფრინო ცაში შენს ჩიტთან ერთად, — მიუგო სიკვდილმა, — მისთვის შენი დატოვებისა და უკან დაბრუნების ნება რომ მიგეცა, ახლა უწინდელზე მეტად გეყვარებოდა და აღფრთოვანებული იქნებოდი. ახლა კი მის კვლავ ხილვას ჩემს გარეშე ვეღარაფრით შეძლებ“.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
კუზა კარმა=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
კუზია ყოჩაღ=zer= =zer= =zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined12 May 2008
Posts292
კარმა0
OFFLINEPROFILE
მზე კი არ ჩადის, ეს შენ ჩადიხარ ზღვაში და თმები სხივებად გიჩანს... თავში ბზუიან ჭრელი ფიქრები, თითქოს ფუტკარი ეხვევა ფიჭას.
გახსოვს? გახსოვს? როგორ წვიმდა... შენ კი იდექი და მელოდი. იმ წვიმიან დღეს ვუმადლი შენი სიყვარულის დასტურს.
წლები გადიან, მაგრამ მე მაინც არ მავიწყდები... არ მავიწყდება შენი თვალები.
რა ახლოს იყო ლურჯი ფრინველი, გვეგონა კიდეც, რომ დავიჭირეთ, ხელში კი მისი რამოდენიმე ბუმბული შეგვრჩა. დრო მიდის, მიდის... კრონოსი მოდის, კრონოსი როგორც საკუთარ შვილებს, ორივეს შეგვჭამს.
ღვთით მოვლენილი სასწაული ვერ დავინახეთ, ვერ დავაფასეთ და ვერ ვაქციეთ დღესასწაულად. კაცი ყველაფერს წაუვა ქვეყნად, ვერსად წაუვა მხოლოდ თავისთავს და სინანულსაც ვერსად წაუვა...
მეეზოვეებს ცოცხის მაგივრად ხელში უჭირავთ მთვარის სინათლე და ცაზე ღრუბლის ნაფლეთებს გვიან... და აგროვებენ, ვით ყვითელ ფოთლებს, შორს ნაგულისხმევ კუნძულის თავზე... და ცხენი უკვე ძარღვებში დარბის და სხეულს თბილი ჭიხვინით ავსებს.
გახსოვს?
სულ ვფიქრობ შენზე, მინდა იცოდე, რომ მიყვარხარ, მენატრები...
ზღვით მოვლენილი დარდი და სევდა, ათასწლოვანი დარდი და სევდა, იქნებ როგორმე განქარდეს ზღვითვე.
გახსოვს?
მზის წვეთი გდია მრეშ ჰორიზონტზე. მე ახლა მზის წვეთს კალმით დავიჭერ და ამ წერილის ბოლოში დავსვამ.

p.S.
ავტორი მე არ ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=
ბრავო ვიილლ=zer= =zer= =zer=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined26 Mar 2009
Posts634
კარმა0
OFFLINEPROFILE
წერილებს სწერენ დედებს, შეყვარებულებს, ..............შენ არცერთი მათგანი არ ხარ, მაგრამ ხარ ძალინ ახლობელი და საიმედო ადამიანი ჩემთვის. გინდა ჩვენი გაცნობის დღე გაგახსენო?
იმ დღით ჩემი მეგობარ გოგონას დაბადების დღე იყო, დედამ ლამაზად ჩამაცვა, საჩუქარი ხელში დამაკავებინა და დამარიგა:
არ იცელქო და მალე დაბრუნდი! მართლაც ბევრი ვიხალისეთ ბავშვებმა, მერე კი დეიდა მარიმ უფროსებთან წარგვადგინა და ვინ იმღერა, ვინ იცეკვა მე კი ლექსი წავიკითხე, არ ვიცი ვინ მასწავლა, ან ვინაა ავტორი, მაგრამ მახსოვს სიჩუმე , უფროსების გაფართოვებული თვალები და ვიღაცის ხმადაბლა ნათქვამი "რა კაცმა დატოვა ეს ანგელოზი ბავშვი?!"ამ სიტყვების მთქმელი შენ იყავი , რაც შეეხება ლექს მხოლოდ ეს სტროფიღა შემორჩა ჩემს გონებას" ფრინდი ფრინდი ჭრელ კაბავ
ხვალ თუ კარგი დარია
თუ მამიკოს წერილებს
ჩვენსკენ მოუხარია
ფრინდი ფრინდი ჭრელკაბავ დედა გამიხარეო
სხვასთან არის მამიკო
ჩვენთან მოიყვანეო!" ეს ისე ემოციურად წავიკითხე რომ დიდხანს ხმას ვერავინ იღებდა მე ხომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და მამა ძალიან მენატრებოდა....(გაგრძელება იქნება) braz.gif
User is online!Profile CardPM

Report PostGo to the top of the page
+

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 412 posts ] 
წერილები Recycle Bin-იდან ანუ გაუგზავნელი წერილები
დესპანი