↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
მახო-იმას რო ტვინი ჰქონოდა, დილის ექვს საათზე, ჟანგიანი ლურსმნების გასწორებას დაიწყებდა?=haa=
ცოდო ჩვენ ვიყავით.
როგორია? იმ გაგანია სიცხეში, თბილისს გავექეცით და ის კიდევ უარესს გვიშვებოდა.
ჩემი იქ ჩასვლა იყო და ორ დღეში მოვაჭკვიანე.=lol= =lol= =lol=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi
ჯიგარუშკა ხარ რა....
=dac= =dac= =dac= =sher= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
გაიხარე გიოოოო
წავედი ვიყიდო საკერავი მანქანა აბა ვინ მოდიიიიიიიიის=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ელჩო! მაგრად ვიხალისე, იმხელა გამეცინა რომ კინაღამ ყველა გავაღვიძე (ოჯახში ჯერ სძინავთ)იმდენი სიახლე დამხვდა რომ საიდან დავიწყო არ ვიცი...
ფიცხელ, შენი მტრის ენა უნდა იცოდე და მისი სურათიც უნდა გქონდესო, ხომ გაგიგია? მაგიტომაც არის ეგ სურათი... იმ შენმა პროტეჟემ კი გამომიგზავნა წერილი, მაგრამ რაც მაინტერესებდა ის არ მოუწერია...

მახოს!
მე ალბათ ქურდობას თავს გავანებებ და კრიმინალურ პოლიციაში ვცდი ბედს, ასე რომ ყველას პირად ბარათებს გავუხსნი და კარტოტეკას შევადგენ, ამჟამად იმ მშვენიერი ლექსის ავტორი მაინტერესებს...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Jan 2008
Posts430
კარმა52
OFFLINEPROFILE
ჯერ არ მინდოდა თქმა, მაგრამ სიურპრიზი აღარ გამოვა! აქბარი ომის პერიოდში ოჯახით ბაქოში იცდიდა და არ გამოუშვეს, ახლა კი საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად არის ჩამოსული და ალბათ არც ეგ საქმე არ გამოვა! არია უკვე დაბრუნდა ირანში, მასაც უარი უთხრეს მოქალაქეობაზე, გესმით ხალხნო? ფეხით ჩამოვიდა ფერეიდანიდან თბილისში და ჩვენ კი უარი ვუთხარით... ვერც თავისი საქმე ვერ გააკეთა... დღეს აქბარის სახელით განცხადება უნდა შევიტანო ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში, ვნახოთ რა იქნება...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გუგუა,რომელ ლექსზე მეკითხები ძვირფასო,
ალბათ გალაკტიო ტაბიძის "უსიყვარულოდ".
თუ საშობაო ლექსების ავტორი გაინტერესებს,
ნამდვილად არ ვიცი.
აბა წავედი ეხლა ფერეიდანში,ვნახავ ახალი რა გვაქვს.
რაც შეეხება ფიცხელას,საქმის გარჩევის გარეშე
გეტყვი რომ არაფერში არ იჭრება,მაგარი ტიპია.
მაგრამ,შენი არ იყოს,ქალია თუ კაცი,"საკითხავი აი ეს
არის"-ა რ ვ ი ც ი
შენი ძაან,ძაან ქ უ რ დ ი მ ა ხ ო
ps-აღიარეთ,რომ მეც მაგარი ვარ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი! გაიხარე!=lol=

ცხრა წლის წინ საკერავი მანქანა ვიყიდე.
(საქართველოდან დედაჩემმა ბრძანება გასცა:
"ბავშვის პატრონს საკერავი მანქანა უნდა ჰქონდესო")
დღენდე არ გამომიყენებია...ეხლა წავედი დავზეთავ...
რა იცი რა ხდება...
შენც ხომ ერთხელ დაგჭირდა ცხოვრებაში...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
"მე ალბათ ქურდობას თავს გავანებებ და კრიმინალურ პოლიციაში ვცდი ბედს"

რათა გუგუავ?! ძია ვასოს გონებამახვილობა მოგეწონა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
გუგუა, გახსოვს, რომ მთხოვე.
დაწერე და გამომიგზავნეო.
ბევრი მაქვს დაწერილი ჩემი ხელით.
არავითარი მწერალი და შემოქმედი არ ვარ, უბრალო ქართველი კაცი ვარ, ქართველებს მონატრებული.

ესეც გაუგზავნე ჩვენს და-ძმებს.

მიწას, რომ მოვლა და პატრონობა სჭირდება, ეს სიბრძნე, ბავშვობიდან გვასწავლეს ქართველებს.
"ქალაქელი" კაცი მქვია, მაგრამ გულით და სულით "სოფლელი" ვარ.
ბავშვი ვიყავი და ერთი სული მქონდა, როდის მოვიდოდა არდადეგების დრო, სოფელში წავეყვანე მშობლებს.
ის ყველა, სოფლელი ბავშვის"სიამეც" ვნახე და საკუთარ თავზეც გამოვცადე.
ბევრი "თავგადასავალი"შემიძლია გავიხსენო.
ჯერ ისევ სკოლაში ვსწავლობდი, საკმარისი იყო, სამდღიანი დასვენებაც, რომ გვქონოდა, დიდუბის ავტო-სადგურზე, პირველ ავტობუსს მივყვებოდი, შუა ქართლის, ერთერთ, ულამაზეს სოფლისაკენ.
მე, ძალიან მიყვარს სოფელი და ყველა იქ მაცხოვრებელი.

გავიდა დრო.
სტუდენტი ვიყავი და მაინც ვპოულობდი დროს, "გავარდნილიყავი"-ხოლმე, ჩემს ჯიგრებთან.
სათევზაოდ, სანადიროდ და საქეიფოდ, იმ ულამაზეს ადგილებში, სადაც ჩვენი წინაპრები ლაღობდნენ მანამდე.
მყავს სანათესაო,ბიძაშვილ-მამიდაშვილები ბლომად.
უფროსი მამიდაშვილი, ძალიან დაემსგავსა, ჩვენს დიდ პაპას, გარეგნობითაც და ცხოვრების წესითაც.
საერთოდ, მე ვარ ყველაზე უფროსი წლოვანებით, ჩემს ბიძაშვილ-მამიდაშვილებში.
მოვეკიდეთ ოჯახებს.
გავმრავლდით.
ერთხელაც, ძალიან მომენატრა და მოვინდომე, მომენახულებინა ჩემი უფროსი მამიდაშვილის, ჩემი ძმის პატარა ოჯახი.
ყველამ კარგად ვიცით, ჩვენ ქართველები, და-ძმას ვეძახით, სისხლით ნათესავს.

ვეფხვია-ჰქვია ჩემს ძმას.
უფროსი შვილი, ხუთი წლის ჰყავდა, მეორე მაშინ სწავლობდა სიარულს.
ვაჟკაცების მამაა.

ნოემბრის თვის დასაწყისი იყო.
ქართლში, თუ არ იზარმაცებ და გვიან შემოდგომაზე ვაშლის ხეებს, გარშემო შემოუბარავ, შრომას დაგიფასებენ ვაშლის ხეები, გაზაფხულზე კიდევ უფრო გაგიადვილდება ხის მოვლა.
ვაშლის ხემ, ამაგის დაფასება იცის.
ბევრ ოჯახს ინახავდა და ინახავს დღესდღეობითაც.

მივედი სახლში და რძალს ვეკითხები:-ამ თავსხმაში, სად დადის შენი ქმარი მეთქი?
წვიმა მოდის ისეთი, ორ ნაბიჯზე არ ჩანს არაფერი.
წასულა სამუშაოდ ბაღში და უფროსი შვილიც გაუყოლებია.
მანამდე მზიანი ამინდი ყოფილა.
სიგარეტი გამოლევია და სახლში გამოუგზავნია პატარა ბექა.
ბავშვს წაუღია სიგარეტი და "სპიჩკა".
ამ დროს, წვიმას მოუსწრია.
დედამისს, პატარაც ვერ მიუტოვებია და ვერც უფროსს გამოჰკიდებია.
მაგ გაწამაწიაში მიუსწარი.
თავსხმაა.
მანქანით ბაღებისკენ ვერ გადავიდოდი. მოვიხურე "პლაში" და გაუყევი.
მივედი და რაც მე ვნახე, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდება.
მამამისს, კალთაში ეჯდა ეს პატაპა ბოკვერი და მხრებით იყო გადაფარებული, თვითონ-ღაპაღუპით ჩამოსდიოდა ცრემლები.
პატარა ბექა, სულმთლად სველი იყო, სიგარეტი და ასანთი-მშრალი.
დამინახა და მიცნო:-მამას, პაპილოსი მაინც მოუტანეო.
ბავშვი, თურმე გულში იხუტებდა, არ დასველდესო.

ეს, ხუთი წლის პატარა ქართველმა გააკეთა და სთქვა, მამის გულში ჩახუტებულმა.

დამიჯერეთ: არ გაწყდება ქართველი ერი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი!
იმხელა "ბურთი" "გამეჩხირა" ყელში,ცრემლებისთვის რომ არ მიმეცა გზა
დახრჩობას ვერ გადავურჩებოდი...

ჩვენ ყველანი დავბრუნდებით, ყველა ქართველი, ფერეიდნელიც, თბილისელიც,
ქართლელიც და კახელიც...
ჯერ იმ ქართველებს ვცემთ თაყვანს ვინც საქართველოშია და იცავენ გადაშენებისგან...
და მერე ჩავეხუტებით ერთმანეთს და ავაშენებთ,ისე როგორც არასოდეს არავის უშენებია...
ოღონდ გვჯეროდეს, დედას გაფიცებთ, გვჯეროდეს,რომ ჩვენ საქართველო ძველებურად
ვუყვარვართ, და თანაც ყველა განურჩევლად...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Sep 2008
Posts416
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=khlG2yKE ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
აი მეც მოვედი ძვირფასო ადამიანებო მიყვარხააართ!!! მოვიარე ბორჯომი შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ბიჭები ბაკურიანშიც ავიდნენ მე მამიდაშვილებში მოვილხინე .ძალიან მომენატრეთ ჩემო გემრიელებო
ფიცხელ!
ელჩი!
გუგუა!
მახო!

ჩემო გემრიელო ფერეიდანის ქართველებო ნეტავ შეძლება მომცეს უფალმა რომ ერთხელ მაინც შეგხვდეთ რომელიმეს რომ გულში ჩაგიკრათ და ჩემი სითბო და სიყვარული გაგატანოთ დანარჩენებთან შურათებს რომ ვათვალიერებ Yველა ჩემი
სისხლი და ხორცი მგონიხართ. მიყვარხართ!!!!
უფალი უყოს თქვენი მფარველი სამშობლოს მონატრებულო ხალხო.გამრავლგით რომ ბევრნი ვიყოთ.
პატივისცემით ციცი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო ძმებო,დებო,შვილებო, ძალიან მიყვარხართ,
ძალიან კარგები ხართ.
გუგუა,ფიცხელ,ელჩი,ციცი და ყველას ვინც
ჩვენთან ერთად,ფერეიდანის გვერდებზე დასეირნობს
და ცდილობს მათი გულის ტკივილი გაიზიაროს,ყველას გეფერებით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეჰ ჩინელებს ხომ ვადლევთ ადვილად მოქალაქეობას:( შინაურს შენდობა არა აქვსო ხომ გაგიგონიატ,კარგად ასრულებს ცჰვენი მტავრობა ამ აფორიზმს:(
გუგუა წერილი ნახე დვირფასო მტელი ავტობიოგრაფია დაგიწერე=sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
letigo
გული არ უნდა გავიტეხოთ.იქნებ ყველაფერი გამოსწორდეს.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1780 posts ] 
დესპანი