შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი, რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა" და თვით არ ვიცი რამ შემაყვარა. სპექტაკლის შემდეგ, როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად, ვაჟი თუ მეტყვის:"მე გაგაცილებთ!" ვპასუხობ:"არა!" როცა ფრთას ისხამს დაირა ,ტაში, "იცეკვეთ ჩემთან", - მომმართავს ვაჟი. მე ვამბობ;"არა!"
ჩემს მოკრძალებას ეს ერთი სიტყვა, ეს ცივი სიტყვა შვენის ზარნაშად. თავს გამოვუტყდე? მე ვიტყვი"არას" და ის ყოველთვის "არას" არ ნიშნავს.
წყაროსთან დამეკარგა სამაჯური უბრალო ,ნაქსოვი ბალახისგან... და ეხლაც ცრემლებით მახსენდება მინდორში,ბალახის დანახვისას... სამყურაგარეული სამაჯური სურნელსაც ინახავდა მრავალძარღვის, ვიღაცა იპოვნიდა,გათელავდა ბევრია ოხერი და მამაძაღლი. თხოვნა მაქვს სანამ აავსებდეთ არ მინდა არავის საგანძური, იქნებ თქვენს წყაროსთან დამეკარგა ის ჩემი ბალახის სამაჯური.
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო, ლექსით გააბრუო, ქარIთ მოიტაცო, ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო მხრებზე შეისვა და მთვარეს მოაფარო. არ გამოგყვება? კაცი იმისი ხარ თავი მოიკლა და მაინც შეაყვარო.
ჩემო ბავშვო,გულშეძრული შენი ბედის მიერ, ყოველ ღამით ვნაღვლობ შენზე უფრო ძლიერ,ძლიერ. ვიცი,ვიცი,მალე,მალე,საღამო რომ მოვა, დაკრძალვისას ჩემს ცხედართან გაიგონებ გლოვას... და როდესაც ჩემს სამარეს დაინახავ გარეთ, შენი გული ჩუმი სევდით დაიკვნესებს მწარედ... ჩემო ბავშვო,მე ვტიროდი,ქარი ქროდა ცივად და ცრემლები შემეყინა მარგალიტის მძივად... და ავკინძე ყელსაბამად,შემოვივლე ყელზე იმ დღეების მოსაგონრად,ცრემლს რომ ვღვრიდი შენზე!
* * * ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში, უდაბურებად იქცა სოფელი. ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში მცირე ბედისაც ვარ მადლობელი. შეიძლებოდა, მქონოდა სული კეთილი, ნაზი, როგორც დობილი, მაგრამ ცხოვრება არაა სრული, მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.
ვით შეიძლება იქნე ლამაზი, როცა სიტლანქე მოდის მგმობელი, დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე, მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.