↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცვრიან ბალახზე თუ ფეხშიშველა
არ გავიარე - რაა მამული?!
წინაპართაგან წავიდა ყველა,
სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული.

გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.

აქ თითო ლერწი და თითო ყლორტი
მასზე ოცნებას დაემგვანება!
ისევ ამწვანდა მდელო და კორდი!..
დავდივარ... ვწუხვარ და მენანება!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
აი,სად შემხვდი,ვით ღამისთევა,
მე კი თურმე სად დამღამებია,-
შენ რომ გიყვარდა - ის ქალი მე ვარ,
შენ უიმედოდ არ გყვარებია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ მაგ თვალებს და მაგ იარებს,-
შენ რომ ეძებდი,ის ქალი მე ვარ,
მითხარი ხომ არ დავაგვიანე?

თუნდაც უსიტყვიდ დამუნჯდეს ენა,
მე უშენობის დაღი მატყვია;
შენ რომ გინდოდა ის გული მე მაქვს-
ვიცი,სხვა გული არც გინატრია.

შენ ეძახოდი შორს,შენგან წასულს
და ხმა ქარიშხალს ჩაუქოლია;
შენ ეძახოდი ვიღაცა ასულს
და ჩემს მეტს არვის გაუგონია.

მე ახლა შენს წინ დაღლილი ვდგევარ,
ვუმზერ აგ თვალებს და მაგ იარებს,
შენ რომ ეძებდი,ის ქალი მე ვარ,-
მაგრამ ვაი რომ დავაგვიანე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
მე ვარ და ჩემი შრიალა ჩრდილი
და იმ თვალების ცისფერი სხივი,-
იქ,ტირიფებში,ცისმარე დილით
იმ სიყვარულის ცრემლების მძივით...

მე ვარ და ჩემი სამშობლოს მთები
და მთაწმინდაზე ის ლურჯი სურო,-
შენ რომ მოჰგავდი დაბურვილ თმებით
და შენთან ყოფნა მინდოდა უფრო...

მე ვარ და თეთრი ვაშლის ხის ფიფქი
და გულში არა მქონია ბინდი.
მე შენს თვალებზე მიყვარდა ფიქრი
და საქართველოს საღამო მშვიდი.

მე ვარ და მთებში თერგის სათავე-
ასე რომ ვშფოთავთ ცისმარე დილით...
და შენზე ფიქრში როცა გავთავდე,
გადამაფარე პატარა ჩრდილი!...

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Jan 2008
Posts1957
კარმა88
OFFLINEPROFILE
ძალიან მასიამოვნა medi ამ ლექსებმა და კარმაც ჩემგან!=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ნაბულა=ko= =ko= =ko=

შენც ეტყობა ჩემსავით გიყვარს ლექსები.=ko= =sher=
მადლობა კარმისთვის:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
რატომღაც მიყვარს ეს სიტყვა "არა"
და თვით არ ვიცი რამ შემაყვარა.
სპექტაკლის შემდეგ,
როს ნათელ ქუჩებს მივყვები წყნარად,
ვაჟი თუ მეტყვის:"მე გაგაცილებთ!"
ვპასუხობ:"არა!"
როცა ფრთას ისხამს დაირა ,ტაში,
"იცეკვეთ ჩემთან", - მომმართავს ვაჟი.
მე ვამბობ;"არა!"

ჩემს მოკრძალებას ეს ერთი სიტყვა,
ეს ცივი სიტყვა შვენის ზარნაშად.
თავს გამოვუტყდე? მე ვიტყვი"არას"
და ის ყოველთვის "არას" არ ნიშნავს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
წყაროსთან დამეკარგა სამაჯური
უბრალო ,ნაქსოვი ბალახისგან...
და ეხლაც ცრემლებით მახსენდება
მინდორში,ბალახის დანახვისას...
სამყურაგარეული სამაჯური
სურნელსაც ინახავდა მრავალძარღვის,
ვიღაცა იპოვნიდა,გათელავდა
ბევრია ოხერი და მამაძაღლი.
თხოვნა მაქვს სანამ აავსებდეთ
არ მინდა არავის საგანძური,
იქნებ თქვენს წყაროსთან დამეკარგა
ის ჩემი ბალახის სამაჯური.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ქალი იმისია ხელზე აგოგმანო,
ლექსით გააბრუო,
ქარIთ მოიტაცო,
ქალი იმისია ხვეწნით გააშმაგო
მხრებზე შეისვა და
მთვარეს მოაფარო.
არ გამოგყვება?
კაცი იმისი ხარ
თავი მოიკლა და
მაინც შეაყვარო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined14 Apr 2007
Posts2139
კარმა95
OFFLINEPROFILE
ჩემო ბავშვო,გულშეძრული შენი ბედის მიერ,
ყოველ ღამით ვნაღვლობ შენზე უფრო ძლიერ,ძლიერ.
ვიცი,ვიცი,მალე,მალე,საღამო რომ მოვა,
დაკრძალვისას ჩემს ცხედართან გაიგონებ გლოვას...
და როდესაც ჩემს სამარეს დაინახავ გარეთ,
შენი გული ჩუმი სევდით დაიკვნესებს მწარედ...
ჩემო ბავშვო,მე ვტიროდი,ქარი ქროდა ცივად
და ცრემლები შემეყინა მარგალიტის მძივად...
და ავკინძე ყელსაბამად,შემოვივლე ყელზე
იმ დღეების მოსაგონრად,ცრემლს რომ ვღვრიდი შენზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=DpiOcsJk ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
http://www.youtube.com/watch?v=swrYF8it ... re=related

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
* * *
ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი.
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.
შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა, დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა რად გამოძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალი, რომელიც გიყვარს

ბევრი იმედი გაწბილდება..
ბევრი ოცნება გაცივდება..
მაგრამ არასდროს არ გცილდება-
ქალი, რომელიც გიყვარს.

ხანდახან ყოფნა გაძნელდება,
და სიმარტოვე გაგრძელდება...
მაგრამ არასდროს არ გბეზრდება-
ქალი, რომელიც გიყვარს.

წლებმა იციან გამეტება,
სულს ბინდისფერი დაედება..
მაგრამ არასდროს არ ბერდება-
ქალი, რომელიც გიყვარს.

თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა,
მალე ბალახი მოგედება..
მაგრამ არასდროს არ მოკვდება-
ქალი, რომელიც გიყვარს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სად დასასრული იყო
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის,
იდგა სანთლების ჯიღა
და ქანდაკება თუჯის.

ყრიდნენ სანთლები ზოლებს,
ჰქროდა სიცივე ბინდის
და იგობედენ მოლებს,
როგორც დაწყევლილ სინდისს.

იდგა გაშიშის სევდა,
მწარე, ნისლივით ვრცელი,
მას ბურუსებზე ხვევდა
თეთრი ობობას ქსელი.

თითქოს მოინგრა ზეცა,
სისხლი, სიცილი ლოთის,
თითქოს მალული მხეცი
უფსკრულებიდან მოდის.

მოდის ბურანი ხანთა,
მას ბატონობა ანდენ,
სად ყვავილები სჩანდა
და დემონებიც სჩანდენ.

ვით დამსხვრეული ჭიქა,
გატყდა ღიმილი ტუჩის,
სად დასასრული იყო
ვიწრო, უცნობი ქუჩის.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
იცოცხლე,მე ვიგორძინო,
იცოცხლე, მე ვიქცე ბალგად,
იცოცხლე, მე მოგილხინო,
თუ შენ მეუოლე კარგად-
ვაზო,
კორტოხო,
კრამიტო,
ჩადარო,
მზეო
ცავ,
კაცსავიტ გადგეგრძელებ,
სენ სადგეგრძელოს ვსვავ...
იყავი-
მეტი რა გინდა
სენ
საქარტველო ხარ!

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი