↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Давид Бакрадзе, председатель парламентского говорит по 8 января, что запланированные американо-Грузия хартии о стратегическом партнерстве не предусматривает развертывание американских баз в Грузии.

"Я хочу подчеркнуть, что этот документ никоим образом не предусматривает развертывание американских военных баз на грузинской территории. Наша цель заключается в укреплении грузинской армии и защиты грузинской земле с грузинской армией, а не с армией какого-либо иностранного государства ", сказал Бакрадзе Имеди ТВ.

Ранее по 8 января оппозиции лейбористской партии заявил президент Саакашвили был в переговорах с властями США по развертыванию военных баз в Грузии.

"Саакашвили проводит интенсивные переговоры с некоторыми группами внутри администрации Буша, предлагая им грузинской земле за 90-летний срок за размещение американских военных баз здесь", Nestan Kirtadze от Лейбористской партии заявил на пресс-конференции 8 января. "Переговоры идут на выделение тысячи гектаров земли без какой-либо арендной платы. Грузинская сторона предупреждает труда администрации Буша, а также входящие администрация не поставить ловушки на Кавказе, а не превратить регион в театр военных действий из крупных государств ".

"Я не знаю, кто является источником этой информации, может быть, [президент Венесуэлы] Уго Чавес сказал им [лейбористской партии] об этом", Михаил Мачавариани, вице-спикер грузинского парламента заявил сарказмом.

Американо-Грузия хартии о стратегическом партнерстве будет подписано в Вашингтоне 9 января должностные лица в Тбилиси сказал.

"Это будет первый официальный документ, который будет отражать - в письменной форме - стратегические партнерские отношения между Грузией и Соединенными Штатами, которые очень важны", заявил Давид Бакрадзе. "Этот документ будет также сказать, что Соединенные Штаты будут продолжать оказывать помощь Грузии в деле укрепления ее обороны и обеспечения безопасности. Это означает оказание помощи грузинской армии за счет подготовки кадров и оборудования ".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიტუაცია დღეს კავკასიაში ძალიან მართლაც დაძაბულია. რუსებსა და ამერიკელებს შორის მიმდინარეობს უკვე ხილული დაპირისპირება. პრაქტიკულად აღარ ერიდებიან ერთმანეთს. ანუ უახლოეს ხანებში მოხდება ძირითიადი სვლების განხორციელება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. ეს მოსალოდნელიც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ დაუწყია რუსეთს, ვგულისხმობ 2003წ. რევოლუციას. ამ სვლების განხორციელება ამერიკელებმა დაიწყეს. არ ვიცი რამდენად გამართლდება გამოთქმა: "თეთრები იწყებენ და იგებენ". აგვისტოში ამ საჭადრაკო დაფაზე დაიწყო რუსების შეტევა, რომელიც შუა გზაში შეჩერდა და დასასრულამდე ვერ მივიდა. რუსებს რომ შეძლებოდათ მისი დასრულება, საჭადრაკო პარტიაც დასრულდებოდა. ანუ დასრულებული ჯერ არაფერი არ არის. დასავლეთმა პრაქტიკულად ერთიანი ფრონტით შეძლო რუსული შეტევის შეჩერება აგვისტოში და ამაში ევროპელებმაც მიიღს მონაწილეობა, მაგრამ მერე ეს შეტევა შენელდა. ანუ ტემპი, რაც რუსებმა შესთავაზეს დასავლეთს არ გაგრძელდა. რუსებიც პრაქტიკულად შუა გზაზე გაიყინენ და სწორედ ეს არის იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსებს ტემპის აჩქარება აწყობდათ. მათ ეს ტემპი დღესაც აწყობთ, ამიტომ ისინი გარკვეულ მანევრებს ატარებენ, რუსული გამოთქმისა არ იყოს " ვაინა ხუ-------------, გლავნიე მანიოვრი". შესაბამისად ეს მანევრებია, რომელიც წარმოშობს იმ ლოგიკას, რომ რუსებს სურთ დაწყებული პარტიის დასრულება და ამაში გასაკვირი არაფერია. ამიტომ მძაფრად ისმის შეკითხვა, იქნება თუ არა კიდევ ომი. დღემდე ამერიკის პოზიცია აგვისტოს განხორციელებულ შტურმზე თავდაცვით ხასიათს ატარებდა, თუმცა უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ ამერიკა აპირებს შეტევაზე გადასვლას, მხოლოდ 4 თვის შემდეგ.
ამ 4 თვეში ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში და მითუმეტეს რუსეთში გაძლიერდა. შესაბამისად რუსეთში ის აქტიურ ფაზაში შედის და ეს წარმოშობს შიდა განხეთქილებას რუსულ პოლიტ ელიტაში. აგვისტოს "გამარჯვებით" გამოწვეული პრ-ის საწვავიც ილევა და ის ვერ იმუშავებს ისე, როგორც ომის დასასრულს მუშაობდა. ასევე ძნელია კრიზისის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ დაიქოქოს ახალი პრ-ი, რომელსაც რუსული საზოგადოება აყვება, ისე, როგორც ეს აგვისტოში მოხდა. მითუმეტეს, რომ აშშ გადადის შეტევაზე. აქ ვგულისხმობ სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების, პროცესის დაწყებას რომელიც ძალიან აქტიური ნაბიჯი იქნება ამერიკის მხრიდან. ვფიქრობ, ამ ხელშეკრულების გაფორმებით ამერიკა ახორციელებს გეგმა ბ-ს. გეგმა ა. იყო საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება, რომლის დროში გადაწევა მოხდა, მაგრამ საკმაოდ საიდუმლო ინტერპრეტაციით.
სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება ეს არის ახალი რუსეთ-საქართველო0ს ომის დაწყების განეიტრალებისკენ გადადგმული ნაბიჯი და საკმაოდ შედეგიანიც შეიძლება გამოდგეს. თუმცა გამორიცხული არ არის ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე რუსებმა სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ და ისევ ავღმოჩნდეთ იძულებითი აუცილებლობის პირობებში, სადაც არჩევანი აღარ არის.

ომის დაწყების და საკითხის დახურვის ცდუნება რამდენად დიდი აღმოჩნდება რუსეთის პოლიტ იშტებლიშმენტისათვის ეს ნამდვილად პროგნოზს არ ექვემდებარება. თუმცა, ვფიქრობ ეს ნაბიჯი რუსეთისთვის დიდი რისკის შემცველი იქნება. ასევე ვფიქრობ, ეს რისკები აისახება კრემლის შიდა დაპირისპირებაზე, რომელიც გარდაუალია. ყავლი გაუვიდა რუსული კრიზისის ამერიკისთვის და საქართველოსთვის გადაბრალების პრ-ს, რომელმაც 4 თვემდე იმუშავა. ფაქტია, რომ რეალურად ეს მდგომარეობა უნდა დაბრალდეს იმ კლანს, რომელმაც გაყო თავი ამ ყველაფერში. ესეც სერიოზული ნიშანია იმისათვის, რომ ომის საშიშროების განეიტრალება მოხდეს, უშუალოდ ერთერთი კლანის მიერ, უფრო ალბათ მედვედევის კლანის მიერ. ვინაიდან ვფიქრობ, პუტინ მედვედევის კლანებს შორის ამაზე აზრთა ერთობა ვერ იქნება. კარგად ჩანს, რომ მედვედევი ცდილობს დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას, პუტინის წინააღდეგ და პრაქტიკულად ეს უკვე დაწყებულია. დასავლეთის სიმპატიები მედვედევის მხარეს იხრება, შესაბამისად ახალი ომის გაჩაღება პრაქტიკულად მედვედევის ამ გეგმებს ჩაშლის და მთავარი საკითხი პუტინის განეიტრალება, ჩიხში მოექცევა. არადა მედვედევისთვის და მისი კლანისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს პუტინის განეიტრალების შესანიშნავი პირობებია რუსეთში ეკონომიკური კრიზისის სახით, რომელიც რეალურად პრემიერის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს საკითხი გააქტიურდება. დუმა უკვე ითხოვს პუტინის მისვლას პარლამენტში და განმარტებების მიცემას ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. პუტინი ჯერჯერობით თავს იკავებს.
ეს საკითხები პირდაპირ ემთხვევა ამერიკის გააქტიურებას საქართველოში და ზოგადად მის კავკასიური პოლიტიკაში. შესაბამისად ომის განეიტრალებაც ამ საკითხებთანაა მიბმული და შეიძლება ითქვას ომის დაწყება არ დაწყების პროცენტული მაჩვენებლები: დაწყება 30% არ დაწყება 70% მდე დავუშვებდი. ვფიქრობ ის 4 თვე, სიტუაციების მომწიფებას დაეთმო და მთავარი შეტევა რუსეთზე გაზაფხულიდან დაიწყება. გაზაფხული ამ ყველაფრისათვის იდიალური დროა.
რუსეთს ექნება მაქსიმუმი მცდელობა, როგორმე მოახერხოს მიენიჭოს იურიდიული სტატუსი აფხაზეთში და ცხინვალში. სწორედ ამიტომ არის აფხაზური ინიციატივა წინა პლანზე ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის შესახებ, სადაც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას და ამით ის, რაღაცნაირად გადალახავს, შეაგუებს დასავლეთს მის არსებობას ამ რეგიონში, ანუ მოახერხებს აგვისტომდელი ფრომატის დეფაქტო გაგრძელებას. რუსეთს ამის პრობლემა აქვს, თან დიდი პრობლემა. ის იმყოფება საოკუპაციო სტატუსში და არავინ იჯერებს იმას, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან ხელშეკრულებები გააფორმა. ეს ხელშეკრულებები საერთაშორისო ურთიერთობებში ნულის ტოლია. ეს არის საკუთარი იურიდიული სივრცე, რომელსაც არავინ იზიარებს. ეს არის ასევე სარკოზი მედვედევის შეთანხმების პარალელური იურიდიული სივრცე, რომელმაც ვერ ჩაანაცვლა ძირითადი 6 პუნქტიანი შეთანხმების სამართლებრივი სივრცე.
რუსეთის ეს მცდელობები ჯდება იმ 70%-იან ომის არ დაწყების ალბათობაში. რუსეთი ვერ აწესრიგებს იურიდიულ მხარეს და შეიძლება ითქვას კბილებით უჭირავს სიტუაცია. ის ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაშია. შეიძლება თქვან ეს არაფერს ნიშნავსო, მაგრამ იურისპრუდენცია დიპლომატიური გამარჯვების მოსაპოვებლად პირველი ბერკეტია. რაც რუსეთს საქართველოში აღარ გააჩნია. არადა აგვისტომდე სიტუაციების დაბრუნება იურიდიულ პლანში ნიშნავს სამშვიდობო ფორმატს, რუსების გარეშე, რუსეთს გამოცხადებულს ოკუპანტად და კონფლიქტის მხარედ. ეს რუსეთმა იცის. ის ამის საწინააღდეგოდ ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ნებისმიერი ახალი იურისპრუდენციული სივრცე, რომელსაც რუსეთი მოინდომებს, რომ შექმნას ამ ტერიტორიებზე იქნება ისეთივე საოკუპაციო სტატუსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დღეს არის. ამდენად რუსეთის მცდელობები, ამ შემთხვევაში არის მანევრები შეძლოს, როგორმე გადალახოს საოკუპაციო სივრცე, რომელსაც ვერ ახერხებს. ამიტომ ომის რიტორიკა, რომელიც ისმის რუსეთიდან არის შანტაჟი და მისი განხორციელების 30 %-იანი ალბათობა შეიძლება დავუშვათ მხოლოდ. ომის დაწუების შემთხვევაშიც კი, არავინ იცის, რუსეთი, რამდენად შეძლებს აგვისტოს გეგმის განხორციელებას. ესეც დიდი ალბათობის ქვეშაა და აშშ ამას არ დაუშვებს. გეგმის დასრულების შემთხვევაში საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მიერ იქნება კონტროლირებადი მოექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და პრაქტიკულად საქართველოს როგორც ქვეყანას დაეკარგება ყოველგვარი შანსი განვითარების.

ფორუმ.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
ცოტნე ბაკურია:"სააკაშვილი ნიუ-იორკ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში თავის თავს ჯორჯ ვაშინგტონს ადარებს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველო-ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების ხელმოწერამ, ჯერ 9 იანვრამდე, ახლა უკვე კი გაურკვეველი ვადით გადაიწია. თანაც ცნობილი გახდა, რომ ეს ჩარჩო-ხელშეკრულება კი არა, ქარტია იქნება. მიზეზად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენები სახელდება. თუმცა, ნამდვილად ამის გამო გადაიწია ხელშეკრულებაზე ხელმოწერამ, თუ სხვა მიზეზით, არავინ იცის. თავად ეს ხელშეკრულებაც, რატომღაც, გასაიდუმლოებულია.

ისე, როგორც ხმები ვრცელდება, აშშ-ის ხელისუფლება უკვე საქართველოს მთავრობასაც თითქოს მოწყალე თვალით არ უყურებს. ის კი არადა, ჰილარი კლინტონს ამერიკის მიერ საქართველოსთვის გაწეული სამხედრო დახმარების ხარჯვის მიზანშეწონილობის შესწავლაც კი მოუთხოვია. ამ და სხვა საკითხებზე `ჯორჯიან თაიმსი~ ამერიკაში მცხოვრებ ქართველ პოლიტოლოგ ცოტნე ბაკურიას ესაუბრა:

_ ხომ არ არის თქვენთვის ცნობილი, რა მიზეზით გადაიწია აშშ-საქართველოს შორის ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებამ?

_ ამერიკა-საქართველოს ურთიერთობა მხოლოდ ორ ქვეყანას შორის დღევანდელი პოლიტიკური ელიტის კავშირები როდია და ვფიქრობ, აუცილებელია ეს ორი რადიკალურად სხვადასხვა ფენომენი ერთმანეთისგან განვასხვავოთ. კონკრეტულად ვერ გეტყვით, რა აფერხებს ამ ორ ქვეყანას შორის რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმებას. თუმცა, ზოგიერთ ექსპერტს თუ დავუჯერებთ, საქართველოს ხელისუფლების არაპროფესიონალიზმი და ფამილარობის ზღვარს გადასული ამბიცია ამერიკული მხარის დაბნეულობის გამოწვევის მიზეზი ხშირად ხდება.

_ საქართველოს ხელისუფლება ირწმუნება, რომ ეს ხელშეკრულება ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარანტი იქნება და შემდგომი აგრესიებისგან დაგვიცავს. საერთოდ, რას ითვალისწინებს ეს ხელშეკრულება, რომლის შინაარსი ჩვენთან თითქმის გასაიდუმლოებულია?

_ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც ცივილიზებულ ქვეყანას, იქნება ეს სავაჭრო, კულტურული, თუ ნებისმიერი სხვა ხასიათის, არაერთი მსგავსი ხელშეკრულება აქვს მრავალ სახელმწიფოსთან გაფორმებული და ამაში განსაკუთრებული არაფერია. ვერანაირი ხელშეკრულება საქართველოს ვერანაირი საფრთხისგან ვერ დაიცავს, თუ ქვეყნის ხელისუფლება საკუთარი ხალხისა და ქვეყნის მიმართ პასუხისმგებლობის გრძნობით განმსჭვალული არ იქნება.

ამერიკელები ქართველი ხალხის გასაკეთებელ საქმეს ვერ და არ გააკეთებენ და ამაში საოცარს ვერაფერს ვხედავ. როდესაც საქართველოს პირველი პირი ამასწინანდელ მის მიერ `ნიუ-იორკ თაიმსისთვის~ მიცემულ ინტერვიუში თავის თავს ჯორჯ ვაშინგტონს ადარებს, მას ან ავიწყდება, ან არ იცის, რომ ჯორჯ ვაშინგტონის პირველი საზრუნავი საკუთარი ხალხის უსაფრთხოება და პატივისცემა იყო და არა ამერიკელი ხალხის საქონელივით სასაკლაოზე გარეკვა.

_ რამდენად შეესაბამება სიმართლეს განცხადება, თითქოს ეს ხელშეკრულება იმიტომ ფორმდება, რომ ნატომ საქართველოს გაწევრიანებაზე ჯერჯერობით უარი გვითხრეს და სანამ გაგვაწევრიანებენ, მანამდე ჩვენს უსაფრთხოებას აშშ დაიცავს?

_ არა მგონია, საქართველოში ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს იმაში, რომ ტოტალიტარული რეჟიმების გზა ნატოსკენ კი არა, ისტორიის ყველაზე სამარცხვინო ნაგვის ყუთზე გადის. ასე რომ, ამ თემაზე საუბარი დროის ფუჭად დაკარგვაა. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამერიკელების მიერ საქართველოს დაცვა? რა ქნან ამერიკელებმა იმაზე მეტი, რასაც წლების განმავლობაში საქართველოს მიმართ აკეთებდნენ?

მსგავსი ფინანსური თუ პოლიტიკური მხარდაჭერა ვინმეს უპასუხისმგებლო პოლიტიკური კორუფციის ამბიციებს თუ შეეწირა, ამაზე პასუხი ქართველმა ხალხმა მას უნდა მოსთხოვოს, ვისაც ის ხელფასს უხდის. თუ საქართველო მარტო მათ სურვილებზე დაფუძნებული ქვეყანაა და ამას ვერ ახერხებს, მერწმუნეთ, მაშინ ამას ვერც ამერიკელები და ვერც ევროპელები ვერ გააკეთებენ.

_ რას ფიქრობს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებასთან შემდგომი ურთიერთობების შესახებ?

_ ამერიკის ახალ ადმინისტრაციას და არჩეულ პრეზიდენტს, ბარაკ ობამას იმდენად სერიოზული ტვირთი დააწვა ამ არნახული ფინანსური კრიზისიდან ქვეყნის გამოსაყვანად, რომ ეჭვი მეპარება ისინი საქართველოს ხელისუფლებაზე ფიქრით ღამეებს ათენებდნენ.

_ რამდენად შეესაბამება სინამდვილეს გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ჰილარი კლინტონმა საქართველოსთვის აშშ-ის მიერ გამოყოფილი თანხების დახარჯვის მიზანშეწონილობის შესწავლა მოითხოვა?

_ დიახ. ჯერ კიდევ სენატორმა ჰილარი კლინტონმა მოითხოვა შეისწავლონ საქართველოსადმი გაწეული სამხედრო დახმარების შესწავლა. გაიხსენეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" პენტაგონიდან მოპოვებული ინფორმაცია, რომელიც ცხინვალის რეგიონში ომის დროს საქართველოს ხელისუფლების უაღრესად არაპროფესიონალურ მოქმედებაზე მეტყველებს.

პენტაგონის ანალიტიკური ცენტრის მასალებზე დაყრდნობით გაზეთი პირდაპირ წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტი სამხედრო ოფიცრებს უბრალო მობილური ტელეფონით აძლევდა განკარგულებებს, თუ როგორ წარემართათ საომარი მოქმედებები და შედეგად გინესების წიგნში შესატანი სწრაფად და სამარცხვინოდ დამთავრებული ომიც, ალბათ, ამიტომაც მივიღეთ.

_ ერთ-ერთი ამერიკული საინფორმაციო საშუალებისთვის მიცემულ ინტერვიუში სააკაშვილს განუცხადებია, ის რომ დღეს ოპოზიციაში იყოს, ხელისუფლებას სამ თვეში დაამხობდა. როგორი შეფასება მოჰყვა ამ განცხადებას აშშ-ის პოლიტიკურ წრეებში და რამდენად სერიოზულად აღიქვეს იგი?

_ საქართველოს პრეზიდენტმა სააკაშვილმა გაზეთ "ნიუ-იორკ თაიმსის" კორესპონდენტს დეკემბრის ბოლო კვირაში დაბეჭდილ ინტერვიუში განუცხადა, ის რომ ყოფილიყო ოპოზიციაში, მაშინ იგი მისნაირ ხელისუფლებას ორ საათში დაამხობდა. კითხვაზე, თუ როგორ მოახერხებდა ამას, უპასუხა, რომ ქართული ოპოზიციისათვის შპარგალკის მიცემას არ აპირებდა. ამის შემდეგ, ასეთი განცხადების ავტორი რამდენად ჯანმრთელია, მკითხველმა განსაჯოს.

_ გაიზრდება თუ არა აშშ-ის მხრიდან საქართველოს მიმართ ფინანსური დახმარება?

_ ამერიკის შეერთებული შტატები უძირო როდინი არ გახლავთ. ამ ქვეყანაში ისეთი ხალხი ცხოვრობს, რომელიც წესიერად შრომობს, რათა თავი ირჩინოს და გადასახადებიც გადაიხადოს. ქვეყნის ბიუჯეტიც სწორედ ამ გადასახადების შედეგად ივსება და მის ფინანსურ სიძლიერეს განსაზღვრავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ რიგითი ამერიკელების ჯიბიდან გადახდილი საქართველოსათვის გამოყოფილი დახმარება არანაირ კავშირში არ შეიძლება იყოს საქართველოს ხელისუფლების ელიტარული ფენის კეთილდღეობასთან.

თანხა ქართველი ხალხისადმია განკუთვნილი. თქვენ ატყობთ ქვეყანას მილიარდობით დოლარის დახმარებას და ქართული ეკონომიკის აყვავებას? ასიათასობით ქართული ოჯახის კარამდე მივიდა ეს ეკონომიკური კეთილდღეობა? ამავე დროს ხომ ატყობთ ელიტის წელის გარშემოწერილობის ზრდას. როცა ოცდამეერთე საუკუნის ქართულ ოჯახს შიმშილის პრობლემა ექნება, ვინ უნდა აგოს ამაზე პასუხი? ამერიკელმა? არა მგონია. რა აზრი აქვს ნებისმიერი სახის დახმარების გაზრდას, თუ ეს სიკეთე ხალხამდე არ მივიდა.

ფრიდონ დოჩია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Раньше Эдуарду Кокойты удавалось отбиваться от критиков, объявляя их провокаторами и грузинскими шпионами. С теми, кто упорствовал, особо не церемонились. Так, братья Вадим и Владислав Козаевы (жители Северной Осетии, прибывшие в зону конфликта после начала войны) были задержаны, после того как один из них обвинил президента в трусости (в том, что тот "сбежал из Цхинвали, когда женщины и старики сидели под бомбами"). По словам братьев, один из которых, бывший десантник, в прошлом воевал в Южной Осетии и Абхазии, охранники Кокойты напали на них и избили. Позднее братьев обвинили в "нападении на представителя власти", "распространении лживых слухов" и "попытке расколоть общество".

Благодаря тому, что в дело вмешались российские правозащитники, общественные деятели и чиновники из Северной Осетии, до суда дело не дошло: в сентябре южноосетинская прокуратура согласилась выпустить задержанных "под подписку о невыезде" (фактически это означало, что врагам Кокойты разрешили вернуться домой, в Северную Осетию). "Оставьте нас в покое, и чтобы в интернете ничего не писали, - сказал им прокурор. - Мы строим государство, а вы нам мешаете". После освобождения Владислав Козаев заявил журналистам: "Спасибо Кокойты за независимость, но за издевательства я ему ставлю двойку". "Он таким поведением дискредитирует Южную Осетию", - цитировал Козаева "Коммерсант".

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვასილ ჭყოიძე - რუსეთ-უკრაინის ე.წ. გაზის ომის ფონზე, ევროპა საქართველოს გავლით „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზაციის იდეას დააჩქარებს

რუსეთ-უკრაინის ე.წ. გაზის ომზე და ამ პროცესში ევროკავშირის გააქტიურებასა და ევროკავშირის მონაწილეობით კონფლიქტის მოგვარების სავარაუდო პერსპექტივაზე „ინტერპრესნიუსი“ ევროპული ინტეგრაციის კვლევის ცენტრის პრეზიდენტს ვასილ ჭყოიძეს ესაუბრა.

- ბატონო ვასილ, მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირებაში აქტიურად ჩაერთო ევროკავშირი. რით შეიძლება დასრულდეს ხმაურიანი ე.წ. გაზის ომი და, სავარაუდოდ, რა როლს შეასრულებს ამ დაპირისპირების მოგვარებაში ევროკავშირი?
- პროგნოზირება ძნელია, ვინაიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ზამთარში რუსეთი უკრაინაზე და ირიბად ევროკავშირის ქვეყნებზე ზეწოლას იწყებს. ფაქტია, რომ რუსეთი გაზზე ფასს ხელოვნურად წევს და უკრაინასთან კონფლიქტში შედის, რასაც პრობლემები მოჰყვება ხოლმე როგორც უკრაინის, ასევე ევროპული ქვეყნებისათვის გაზის მიწოდების საკითხში.
რუსეთმა წელსაც გადაწყვიტა თავისი ძალის კიდევ ერთხელ დემონსტრირება. როგორც ჩანს, ის უკრაინისაგან კომპრომისს ელოდა და არ ელოდა იმას, რომ ამ საკითხში ევროკავშირს მწვავე რეაქცია ექნებოდა. ფაქტია, რომ უკრაინა კომპრომისზე არ წავიდა, რუსეთის მხრიდან უკრაინისათვის გაზის მიწოდების ჯერ შემცირება, შემდეგ შეწყვეტა, ევროკავშირის ცალკეულ ქვეყნებზე უკვე აისახა და ევროკავშირი გაზის მიღების ალტერნატიულ მარშუტებზე საკმაოდ შეშფოთებით ფიქრობს.
ჩეხეთში, რომელიც 2009 წლის 1 იანვრიდან ევროკავშირს თავმჯდომარეობს, დაგეგმილია რუსეთ-უკრაინას შორის შექმნილ კრიზისზე სერიოზული შეხვედრის გამართვა. პრაღის ინიციატივით, უახლოეს დღეებში ენერგეტიკულ საკითხებს სპეციალური სამიტი მიეძღვნება და დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

- გასაგებია, პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ თავის დროზე ევროკავშირმა რუსეთის მიმართ ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკა ვერ შეიმუშავა, მაგრამ ახლაც, ერთი შეხედვით, საქმეს ისეთი პირი უჩანს, თითქოს რუსეთი ამ კონფლიქტში უკრაინას საინფორმაციო ომს უგებს. ასეთ ვითარებაში, რა კომპრომისის მიღწევაა შესაძლებელი?
- მე ვერ ვიტყოდი, რომ რუსეთი უკრაინას საინფორმაციო ომს უგებს. პირიქით, მგონია, რომ რუსეთმა გააღრმავა ის იდეა, რომ საჭიროა რაც შეიძლება დაჩქარდეს ევროპის მიერ ენერგომატარებლების მიღების ალტერნატიული გზის რეალიზაცია და ამ მიზნისთვის თანხების გამოყოფა.
მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი რაღაც კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ გაზის საკითხში მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირებამ მთავარი შედეგი უკვე გამოიღო _ ევროკავშირი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთი არ არის ენერგომატარებლების მიწოდებაში საიმედო პარტნიორი.
აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ თავის დროზე ევროკავშირმა ვერ შეძლო რუსეთის მიმართ ერთიანი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება. ქვეყნები ინდივიდუალურად ცდილობდნენ გარკვეული პროექტების ლობირებასა და ხელშეწყობას, თუმცა ეს ევროკავშირისთვის მომგებიანად არ მიიჩნევა. ასეთ შემთხვევაში რუსეთს პარტნიორ ქვეყნებზე სერიოზული ზეწოლისათვის მნიშვნელოვანი ბერკეტები რჩება.
ამ ეტაპზე ყველაზე მეტად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დაზარალდნენ, თუმცა ეს უკვე ევროკავშირზე ზეწოლას ნიშნავს. მოსკოვის მხრიდან რაიმე კომპრომისს არ გამოვრიცხავ, მაგრამ გაზის მიწოდებაზე დავა ამით არ დასრულდება. „გაზპრომის“ პოლიტიკა არის საკმაოდ ხისტი და სწორხაზოვანი და ევროკავშირი იძულებული გახდება დააჩქაროს ენერგომატარებლების მიღების ალტერნატიული გზების რეალიზაცია.

- რამდენად შეესაბამება სინამდვილეს მტკიცება, რომ რუსეთ-უკრაინის გაზის კონფლიქტის ფონზე საქართველოს გავლით „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზაცია უფრო რეალური გახდება?
- უდავოა, რომ რუსეთ-უკრაინის ე.წ. გაზის ომის ფონზე, ევროპა საქართველოს გავლით `ნაბუკოს~ პროექტის რეალიზაციის იდეას დააჩქარებს. ამ იდეის განხორციელება აგვისტოში საქართველოში განვითარებული მოვლენებისა და ახლა რუსეთ-უკრაინის დაპირისპირების შემდეგ კიდევ უფრო დააჩქარდება. ვვარაუდობ, რომ `ნაბუკოს~ პროექტის რეალიზაციაზე სერიოზული თანხების მობილიზება მოხერხდება და სერიოზული გადაწყვეტილებებიც იქნება მიღებული.
ამ კრიზისმა საქართველოს სასარგებლოდ იმოქმედა, ვინაიდან მოსკოვსა და კიევს შორის დავამ, ევროპას ენერგომატარებლების მიწოდების საქმეში რეალური პრობლემები დაანახა. ძველი ევროპის ქვეყნებს ამის დანახვა არ სურდათ. ახლა ევროპა თავად ხედავს, რომ რუსეთი თანდათან კონტროლს აღარ ექვემდებარება და თუ მოსკოვმა თავის საგარეო პოლიტიკას არ გადახედა, მათ შორის ენერგომატარებლების მიწოდების საკითხში, ევროპას სერიოზული ენერგეტიკული პრობლემები შეექმნება.
საქმეს ისიც ართულებს, რომ რუსეთმა ამ საკითხში თავად არ იცის რა უნდა. იგი ხან კომერციულ მოგებაზეა ორიენტირებული, ხან პოლიტიკურ მიზნებზე. იმის გამო, რომ `გაზპრომი~ რეალურად სახელმწიფო კომპანიას წარმოადგენს, ძალიან ძნელია იმის გარკვევა `გაზპრომს~ კომერციულ მოგება აინტერესებს თუ მეზობლებზე პოლიტიკური ზეწოლა. მოსკოვის ქცევაზე ევროპის რეაგირება არა მარტო ეკონომიკურ სფეროზე, არამედ პოლიტიკის სფეროზეც უნდა გავრცელდეს. მე არ გამოვრიცხავ, რომ ასეც მოხდება.

"ინტერპრესნიუსი"

"ჯორჯია ვიქლი", 8 იანვარი 2009 წელი.

კომენტარები(0)
პოლიტიკა
რას მოუტანს საქართველოს აშშ წარმავალ ადმინისტრაციასთან ქარტიის ხელმოწერა?
ეს არის ე.წ. Executive Agreement, ანუ ხელშეკრულება ორი ქვეყნის აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ძალაშია მანამ, სანამ საქართველოსა და აშშ-ში მოქმედებენ ის აღმასრულებელი ხელისუფლებები, რომლებმაც მას ხელი მოაწერეს. როგორც ცნობილია, ამჟამინდელი ადმინისტრაცია სულ 11 დღე იქნება ხელისუფლებაში, ხოლო იხელმძღვანელებს თუ არა ახალი ადმინისტრაცია ამ ხელშეკრულებით - ღმერთმა უწყის.
The Times: პუტინმა კიევი კი არა, ევროკავშირი გამოიწვია
ბრიტანული The Times-ის შეფასებით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინისთვის გაზის გადაკეტვით არა კიევი, არამედ ევროკავშირი გამოიწვია და მის მიერ გაზზე დაწესებულ მონოპოლიას, შესაძლოა, ახალი ცივი ომი მოჰყვეს.
უჩინარი მოწმეები და თვალდათხრილი თემიდა
ვიდეოფირი ამტკიცებს იმას, რომ მკვლელი ბარათელისგან განსხვავებული გარეგნობის არის. ჩვენ ვნახეთ ვიდეოფირი, რომელზეც კადრები შემდეგს ასახავენ: ჭაღარათმიან კაცს, ანუ გურამ შარაძეს, უკან მიჰყვება მასზე მაღალი, მხარბეჭიანი, სპორტული აღნაგობის პიროვნება, რომელსაც აქვს დამახასიათებელი შავი თმა, არის ბარათელის გარეგნობისგან სრულიად განსხვავებული.
ვასილ ჭყოიძე - რუსეთ-უკრაინის ე.წ. გაზის ომის ფონზე, ევროპა საქართველოს გავლით „ნაბუკოს“ პროექტის რეალიზაციის იდეას დააჩქარებს
მე არ გამოვრიცხავ, რომ საბოლოო ჯამში რუსეთი რაღაც კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ გაზის საკითხში მოსკოვსა და კიევს შორის დაპირისპირებამ მთავარი შედეგი უკვე გამოიღო _ ევროკავშირი საბოლოოდ დარწმუნდა, რომ რუსეთი არ არის ენერგომატარებლების მიწოდებაში საიმედო პარტნიორი.
მთავრობამ უცხოელი მრჩევლების ნაცვლად პატრიარქს უნდა მოუსმინოს
ბიზნესმენი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ პატრიარქის მიერ საშობაო ეპისტოლეში გაჟღერებული იდეები ხელისუფლებას აიძულებს, უცხოელი მრჩევლების დირექტივების ნაცვლად ხალხის ინტერესებს დაემორჩილოს.
სააკაშვილი: საქართველო - უმცროსი ძმა აღარ არის
ვრცელდება ხმები, თითქოს საქართველოს არმია ახალ შეტევას განახორციელებს მას შემდეგ, რაც მილიონობით თანხა მის სასწრაფო რეაბილტაციას მოხმარდება. რუსეთთან აგვისტოს ომის დროს ქართულმა არმიამ მისი საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილი დაკარგა.
ისრაელზე ზეწოლა ძლიერდება
"ჰამასი" საკმაოდ მომზადებული ჩანს სახმელეთო ოპერაციისათვის. 6 თვიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ისრაელთან ტერორისტებმა წინააღმდეგობის ინფრასტრუქტურის გაძლიერებას მოახმარეს. ამაზე ის მიწისქვეშა გვირაბები მეტყველებს, რომელშიც ისინი გაუჩინარებას ახერხებენ, მას შემდეგ რაც ებრაელ ჯარისკაცებზე შეტევას მიიტანენ.
აიგება თუ არა საქართველო-რუსეთის ომში დაღუპულთა საძმო სასაფლაო?
ასიმეტრიული მიწის ბორცვები 400 კვადრატულ მეტრზე, საფლავებზე დასმული გადაფერდებული შავი რკინის ფირფიტები, წარწერით ”უცნობი ჯარისკაცი”, საფლავებზე მიმოფანტული ცარიელი ფოთლები, დამჭკნარი ყვავილები და გახუნებული საქართველოს დროშა - აი, ასე გამოიყურება რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ ქართველ ჯარისკაცთა საძმო სამარხი მუხათგვერდის სასაფლაოზე.
გაზაფხული პოლიტიკურად ძალზე თბილი, ზაფხული კი ძალიან ცხელი გვექნება
ჩვენ ხომ გარესამყაროზე დამოკიდებული ქვეყანა ვართ. ძალიან ხშირად ჩვენი თანამოქალაქენი წუხან, - თუ საქართველოს ბედი ადრე მოსკოვში წყდებოდა, დღეს ვაშინგტონში წყდებაო. გავიხსენოთ, რომ ისტორიულად, საქართველოს ბედი მართლაც ხან სპარსეთში წყდებოდა, ხან ოსმალეთში და ხანაც, მონღოლეთში... პატარა ქვეყნის ისტორია ამგვარად ვითარდება.
გაზპრომის იმპერია

ენერგეტიკული დივერსიფიკაცია დასავლეთის პრიორიტეტული მიმართულებაა, მაგრამ ცოტა დაგვიანებული. ევროპა რუსეთზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლებას ცდილობს, თუმცა სადაც მივიდნენ, პასუხი ყველგან ერთი იყო: აქ რუსები უკვე იყვნენ.
ისრაელის არმიამ ქალაქი ღაზა ალყაში მოაქცია
ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა ამერიკული ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში გამორიცხა ცეცხლის შეწყვეტის შესაძლებლობა. მანვე განაცხადა, რომ ისრაელის მიზანი არა ღაზას დაპყრობაა, არამედ ის, რაც ეხლა ხდება „ჰამასისათვის“ გაკვეთილი უნდა იყოს.
გისურვებთ მშვიდობიან ახალ წელს!
georgiaweekly.net გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ მშვიდობიან და წარმატებულ 2009 წელს!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
რა საფრთხე ემუქრება ირაკლი ალასანიას?

გაეროში საქართველოს ყოფილმა ელჩმა, ირაკლი ალასანიამ, საზოგადოებისთვის მიცემული პირობა არ დაარღვია და ქვეყანაში დაბრუნებული, პირველი საჯარო განცხადებით სწორედ საახალწლო დღესასწაულების წინ გამოვიდა. არცთუ ხმამაღალი, არცთუ სკანდალური, მაგრამ ხელისუფლებისთვის, უდავოდ, მძიმე! ასე მოვიდა ქართულ პოლიტიკაში ის, ვის შესახებაც ბოლო რამდენიმე თვე აქტიურად საუბრობდნენ საზოგადოებაშიც და პოლიტიკურ თუ მედიაკულუარებშიც; ის, ვისაც სააკაშვილის ერთ-ერთ ყველაზე უფრო რეალურ მემკვიდრედ მიიჩნევენ და, შესაბამისად, მის ადგილს ოპოზიციაში ხედავენ; ცხადია, ჭეშმარიტად ოპოზიციური ძალების გვერდით და არა ხელისუფლების მიერ ასეთად გამოცხადებულების!

ქართულ პოლიტიკაში ახალი მოთამაშე მოვიდა!.. საქართველოს უახლეს ისტორიაში ძნელი გასახსენებელია პოლიტიკოსი, რომელმაც პოლიტიკური კარიერა მისთვის ესოდენ არახელსაყრელ დროს დაიწყო. ყოფილი ელჩი იმდენი საფრთხის წინაშე დგას, რომ ყველას ჩამოთვლა გაჭირდება კიდეც. თუმცა, მოდით, მაინც ვცადოთ, მაგრამ იქამდე გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ საუბარია პოლიტიკურ საფრთხეებზე და არა ფიზიკურზე.

მაშ ასე, რა ,,ხაფანგები" ელის ირაკლი ალასანიას _ როგორც პოლიტიკოსს, ლიდერს და პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატს?..

მესიანიზმი
(გადაჭარბებული მოლოდინები)

დამოუკიდებელი საქართველოს უახლეს ისტორიას ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს მახინჯი მოვლენა, რომელიც ქვეყნის ყველა უბედურების სათავედ შეგვიძლია მივიჩნიოთ _ მესიანიზმი (მხსნელის მოლოდინი)!

თითქმის 20 წლის განმავლობაში ხელისუფლებაში მოსული ყველა პრეზიდენტი საზოგადოების (ანუ ამომრჩევლის) უდიდესმა ნაწილმა მესიად აქცია _ გავიხსენოთ არჩევნების შედეგების პროცენტული მაჩვენებელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში და ყველაფერი გასაგები იქნება.

გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს, 90-იანების დასაწყისში, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა დაიწყო. გამოჩნდა ზვიად გამსახურდია. ქვეყნის პირველი პრეზიდენტი, იმავდროულად, საზოგადოებისთვის შეთავაზებული პირველი ქარიზმატული ლიდერი გახლდათ. ეს ,,ახალი ხილი" იყო... ამომრჩეველმა ვერც ,,ცდუნებას" გაუძლო და არც პოლიტიკური გამოცდილება ეყო _ სულ მალე ზვიად გამსახურდია მესიად, ანუ მხსნელად იქცა. ყველაფერი სამოქალაქო ომით დასრულდა.

ამის შემდეგ, ედუარდ შევარდნაძის ჯერი დადგა. ისიც მესია იყო. უფრო ზუსტად, მხსნელი... ყველას კარგად გვახსოვს ის ფაქტი, როდესაც ქართული საზოგადოების ნაწილმა მას დარჩენა დაჩოქილმა სთხოვა. შევარდნაძე დარჩა. ყველაფერი ,,ვარდების რევოლუციით" და ახალი მესიის, მიხეილ სააკაშვილის, მოვლინებით დასრულდა. ეს უკვე მესამე შემთხვევა იყო, როდესაც ამომრჩეველმა ,,იზარმაცა" და ,,ცივი გონებით" გააზრებული არჩევანის ნაცვლად, ყველა პრობლემის მოგვარების იმედები ერთ ადამიანს დაუკავშირა.

2004 წლის 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნები ნამდვილად არ გაყალბებულა. ქვეყნის სამარცხვინოდ, ახალმა ლიდერმა ისევ ხმათა 90%-ზე მეტი აიღო. ყველაფერი კი მკვლელობებით, 2007 წლის 7 ნოემბრითა და 2008 წლის 7 აგვისტოთი დამთავრდა.

სააკაშვილის შემდეგ მესიად კინაღამ ირაკლი ოქრუაშვილი იქცა. მას ამისთვის ყველაფერი ჰქონდა. აბსოლუტურად ეროვნული, ქართველობისთვის დამახასიათებელი ყველა დადებითი თუ უარყოფითი ნიშან-თვისებით, იგი ადვილად გასაგები და მისაღები იყო ამომრჩევლისთვის. ამას მისი მკვეთრად გამოხატული ქარიზმატულობაც ემატებოდა.

მმართველმა გუნდმა თვითგადარჩენისთვის სასტიკი ბრძოლა დაიწყო. ამან ოქრუაშვილის ქარიზმატულობა და, შესაბამისად, პოლიტიკური მომავალი შეიწირა. მისგან ესტაფეტა ბადრი პატარკაციშვილს გადაეცა. დროის მცირე მონაკვეთში ამომრჩევლის უღარიბესი ნაწილისთვის ისიც მესია იყო _ ფინანსური მხსნელი!

პატარკაციშვილმა, ოპოზიციის სხვა კანდიდატების მსგავსად, საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მალევე გარდაიცვალა და სრულმასშტაბიან მესიად ვერ იქცა.

ხელისუფლების მიერ ოქრუაშვილის ქარიზმატულობის ნგრევისა და ლევან გაჩეჩილაძის უდიდესი პოპულარობის შემდეგ გაჩნდა იმედი, რომ ქვეყანაში მესიათა ხანაც დასრულდა და ქარიზმატული ლიდერებისაც. იმედი, რომ საზოგადოებამ (ანუ ამომრჩეველმა), ბოლოს და ბოლოს, პროგრამების მიხედვით არჩევანი ისწავლა. ამის საფუძველს თავად გაჩეჩილაძის ფიგურა იძლეოდა. მას ვერც მესიათა რიგს მივაკუთვნებთ და ვერც ქარიზმატული ლიდერების. საზოგადოებისთვის მისაღები სწორედ ის გზავნილი აღმოჩნდა, რომლითაც გაჩეჩილაძემ საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღო მონაწილეობა: ,,საქართველო პრეზიდენტის გარეშე!" (ანუ საპარლამენტო რესპუბლიკა).

სამწუხაროდ, იმედები არ გამართლდა.

ქვეყანაში უკიდურესი კრიზისია: პოლიტიკური, ინსტიტუციონალური, მორალური (დამარცხებული ერის სინდრომი) და ეკონომიკური! მოსახლეობის 80% თითქმის შიმშილობს! ნათელია, რომ ასე დიდხანს ვეღარ გაგრძელდება. საზოგადოებაში იმდენად დიდია ცვლილებების სურვილი, რომ ისევ გაჩნდა მოლოდინი. სამწუხაროდ, ისევ მესიის! ეს ძალიან ნათლად აჩვენა ირაკლი ალასანიას გარშემო ხალხში ატეხილმა მითქმა-მოთქმამ და მოლოდინმა.

აჩვენა ისიც, რომ ქართველი ამომრჩევლის ცნობიერებაში მესიანიზმის ეპოქა არ დასრულებულა. უბრალოდ, მესიის იმიჯმა განიცადა ცვლილება: დღეს საზოგადოების მხრიდან მესიად გამოცხადებისთვის ქარიზმა საჭირო აღარ არის. სააკაშვილის შემდეგ ახლა მოთხოვნა მშვიდ, დინჯ, გაწონასწორებულ, ეროვნული ფასეულობების მატარებელ-დამცველ მესიაზეა.

ალასანია ყველა ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად მაინც. ამიტომ ახლა საზოგადოების ცნობიერებაში ქვეყნის ყველა კრიზისიდან ერთად გამოყვანის იმედები მთლიანად ალასანიას დაუკავშირდა. საზოგადოებამ ისევ იპოვა ,,განსაკუთრებული~ და ნაცვლად იმისა, რომ როგორმე ქვეყნის მომავალზე პასუხისმგებლობის აღება თავად ისწავლოს _ საარჩევნო ყუთთან არჩევანი ,,ცივი გონებით~, უემოციოდ და გააზრებულად გააკეთოს _ მესიის ,,ვაკანტურ ადგილზე~ სწორედ ალასანიას ამზადებს.

ყოფილ ელჩს მესიად ქცევის რეალური საფრთხე ემუქრება. მას მეტისმეტად დიდხანს ელოდნენ, მეტისმეტად ,,გაბერილი"იყო მასთან დაკავშირებული ,,მოლოდინის კამპანია"...

მესიად გამოცხადება ნებისმიერი პოლიტიკოსისთვის უდიდესი ცდუნებაა...

მესია მხსნელია, სასწაულთმოქმედი! ამას ამომრჩევლის უსაზღვრო ნდობა, თითქმის 100%-იანი რეიტინგი, ანუ არჩევნებში უპრობლემო გამარჯვება მოაქვს. საზოგადოების მხრიდან მესიად გამოცხადება პოლიტიკური წარმატების უმოკლეს ვადებში მოპოვების გარანტიაა. ალასანიას მსგავსი ახალბედა პოლიტიკოსისთვის ეს ძალიან დიდი ცდუნება იქნება. გაუძლებს ყოფილი ელჩი ამას? შესძლებს კი გაიაზროს, რომ ეს მისი პოლიტიკური მომავლისთვის სერიოზული რისკია? არადა, საფრთხე მართლაც დიდია.

საზოგადოების მხრიდან ამა თუ იმ ლიდერის მესიად გამოცხადება მარტო არჩევნებში მოპოვებულ ჰიპერპროცენტებს არ ნიშნავს. იმავდროულად, ეს ნდობის უდიდესი ვოტუმიც არის. ამას კი, საბოლოოდ, შეუზღუდავ ძალა-უფლებამდე, ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობამდე, თითქმის დიქტატურამდე მივყავართ. ,,ვარდების რევოლუცია" და მის შემდეგ განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია. ეს ყველაფერი ქვეყნის დემოკრატიულ, ნორმალურ განვითარებას აფერხებს.

ფაქტია, რომ ,,ნაცმოძრაობის" ნაცვლად ხელისუფლების სათავეში მოსულ ლიდერს (მიუხედავად ვინაობისა) და მის გუნდს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევთ. მმართველი პარტიის გარდა, უკვე ყველასათვის ნათელია, რომ გუშინდელი ,,ყვავილოვანი გმირები" დღევანდელი განკიცხულები არიან. მესიად გამოცხადების მეორე უდიდესი საფრთხეც სწორედ ეს არის.

როგორც უკვე ვთქვით, მესია მხსნელი, სასწაულთმოქმედია. შესაბამისად, საზოგადოება მისგან სასწაულს ელის _ ქვეყნის ყველა პრობლემის უმოკლეს დროში, ასე ვთქვათ, ერთი ხელის მოსმით მოგვარებას. მესიად გამოცხადებული კი, სინამდვილეში, უბრალოდ, ადამიანია, პოლიტიკური ლიდერი... ზოგჯერ უფრო ძლიერი, ზოგჯერ უფრო სუსტი და მთლიანად ,,იმიჯმეიკერების" მიერ შექმნილი მითი.

ორივე შემთხვევაში, შედეგი ერთია: ,,მოკვდავს" სასწაული არ ხელეწიფება! დრო გადის, ქვეყანაში არაფერი იცვლება (ასე ეჩვენება საზოგადოებას) ან იცვლება, მაგრამ მკვეთრად უარესობისკენ. საბოლოოდ, დიდ აღფრთოვანებას დიდი განხიბლვა ენაცვლება.

გუშინდელი გმირი, მესია, განკიცხული ხდება და აქტიურ, დიდ პოლიტიკაში დარჩენის ყოველგვარ შესაძლებლობას კარგავს. საერთო სახალხო აღფრთოვანების სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ყოფილი კერპი თვითგადარჩენისთვის ბრძოლას იწყებს. საბოლოოდ, ეს არამარტო საზოგადოებას უქმნის საფრთხეს, არამედ, უბრალოდ, ქვეყნის ფიზიკურ არსებობასაც კი! ბოლო ერთი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები ამის ნათელი მაგალითია.

სააკაშვილმა და მისმა გუნდმა მესიანიზმის საფრთხესა და ცდუნებებს ვერ გაუძლეს. გაუძლებს ალასანია? ახლა ყველაფერი თავად ახალბედა პოლიტიკოსზეა დამოკიდებული. იმაზე, თუ რა ტიპის ლიდერად შესთავაზებს იგი თავს საზოგადოებას; პოლიტიკური საქმიანობის როგორ გზას აირჩევს; როგორი იქნება მისი პირველი, უფრო კონკრეტული, ასე ვთქვათ, საპროგრამო გზავნილები...

ალასანიას შეუძლია მორიგ მესიად, მხსნელად გამოცხადების საფრთხე აიცილოს. ოღონდ ამისთვის პოლიტიკური ბრძოლის, პოპულარობის მოპოვების გრძელი გზა უნდა აირჩიოს. მან საზოგადოებას, ქვეყანაში არსებულ ყოველ კონკრეტულ პრობლემასთან დაკავშირებით, გამოსავლის საკუთარი ხედვა, საკუთარი ,,რეცეპტი" უნდა შესთავაზოს. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმ ადამიანებზე, რომლებსაც იგი გარშემო შემოიკრებს _ მის მომავალ გუნდზე.

პოლიტიკური პარტნიორები

ირაკლი ალასანიამ პირველი შეცდომა უკვე დაუშვა. პოლიტიკოსის ამპლუაში პირველ საჯარო განცხადებაში მან თქვა, რომ ახალი პოლიტიკური ძალის ჩამოყალიბებას არ აპირებს და კონსულტაციებს ოპოზიციურ ძალებთან აწარმოებს. ამის შემდეგ მისი პირველი შეხვედრაც ვნახეთ _ ,,ახალ მემარჯვენეებთან" და ,,რესპუბლიკელებთან". შეცდომაც სწორედ ეს არის. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შეცდომაა არა კონკრეტულად ,,ახლებთან" და ,,რესპუბლიკელებთან" კონსულტაციები, არამედ ახალი პოლიტიკური ძალის შექმნაზე უარის თქმა.

ქვეყანაში მეტისმეტად მძიმე ვითარებაა. არის უამრავი კითხვა და არც ერთი პასუხი. ჩიხში ვართ ყველა მიმართულებით და ახლა საზოგადოებას შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის გზები აინტერესებს. ქართული, რეალურად ოპოზიციური, სპექტრი არ ან ვერ გრძნობს ამომრჩეველში არსებულ განწყობებს და საზოგადოებას კითხვებზე პასუხებს არ სთავაზობს. მთელი მათი პოლიტიკური საქმიანობა ნეგატივზე _ ხელისუფლების კრიტიკაზე და ჩადენილი შეცდომების ჩამოთვლაზეა აგებული.

დღევანდელმა მმართველმა გუნდმა ,,ვარდების რევოლუციის" მხარდამჭერთა იმედები ვერ გაამართლა. ამაზე არავინ დავობს. ფაქტია ისიც, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ამ კატასტროფული მდგომარეობიდან გამოყვანისთვის საჭირო რესურსი (საკადრო, ფინანსური, მორალური) აღარა აქვს.

რევოლუციურმა გუნდმა საკუთარი თავი ამოწურა და სასწრაფოდ რაღაც უნდა შეიცვალოს _ არც ეს არის სიახლე! საზოგადოებამ ესეც იცის. ოპოზიციური სპექტრი კი ისევ მხოლოდ შეცდომების ჩამოთვლით იფარგლება. პრობლემების მოგვარების გზების შესახებ კი არაფერს ამბობენ.

იქმნება შთაბეჭდილება, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის რაიმე კონკრეტული ხედვა არც მათ აქვთ. საზოგადოება ამას გრძნობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ დღეისათვის არც ერთ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას არა აქვს საკმარისი რეიტინგი _ საზოგადოების მხარდაჭერა იმისათვის, რომ ხელისუფლებას სერიოზული საფრთხე შეუქმნას (ცხადია, კონსტიტუციური მეთოდებით), ან, თუნდაც, ნორმალური საარჩევნო კოდექსის შექმნა და არჩევნების დანიშვნა აიძულოს.

მოკლედ, შექმნილ ვითარებას და საზოგადოებაში არსებულ განწყობებს თუ კარგად გავიაზრებთ, ნათელი გახდება, რომ ამომრჩეველიც, რეიტინგებიც და სერიოზული პოლიტიკური წარმატებაც აშკარად ახალ პარტიას, ახალ ლიდერს ელის. მათ, ვინც საზოგადოებას გამოსავლის გზებს, კონკრეტულ პრობლემებთან დაკავშირებით მოქმედებათა კონკრეტულ გეგმას შესთავაზებს.

P.S. იმ ორი უმთავრესი საფრთხის გარდა, რაზეც უკვე ვისაუბრეთ, ალასანიას უამრავი სხვა საფრთხეც ელის. მაგალითად, ე.წ. ,,შავი პიარი", რომელსაც ხელისუფლება აუცილებლად ააგორებს. ყოველ შემთხვევაში, ეცდება მაინც. სხვათა შორის, ამის ნიშნებს უკვე ვხედავთ... უახლოეს მომავალში გაირკვევა, რომ თურმე ალასანია რუსეთის ,,აგენტია" და ტელეფონით ვიღაც ,,მაესტროებს" მეგობრულად ესაუბრება... რომ სამი ფეხი და ოთხი ხელი აქვს და ა.შ. _ ეს ცოტა უტრირებულად, ცხადია.

,,შავი პიარის" თვალსაზრისით, ალასანიასთვის ყველაზე რთულად გასაბათილებელი ერთი, სრულიად ლეგიტიმური ეჭვი იქნება, რომლის რეკლამირებასაც ხელისუფლება აუცილებლად შეეცდება.

დიდი ხანია საუბრობენ, რომ სააკაშვილი მემკვიდრედ გიგი უგულავას ამზადებს. სულ მალე პრესაში, ალბათ, გაჩნდება ვარაუდი, რომ, შესაძლოა, უგულავა, ასე ვთქვათ, ,,შემოგდებული" კანდიდატურა იყო და სინამდვილეში მემკვიდრე ალასანია გახლავთ. როგორც უკვე ვთქვით, ეს სრულიად ლეგიტიმური ეჭვია. მას აქვს არსებობის უფლება და, თუ ალასანიას მართლაც შორს მიმავალი გეგმები აქვს, მას ამ ეჭვის გაბათილება სერიოზული არგუმენტებით მოუწევს.

დასასრულ, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყველაფერი, რის შესახებაც აქამდე ვსაუბრობდით, ძალაში მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ ყოფილ ელჩს საპრეზიდენტო ამბიციები მართლაც აქვს. საზოგადოებამ ჯერ ეს არ იცის. მან მხოლოდ ის იცის, რომ ალასანიას კეთილი სურვილები აქვს და აღარ სურს, მმართველ გუნდთან იყოს ასოცირებული.

მანანა აბაშიძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
აგვისტოში რუსეთმა საქმე ვერ მოამთავრა. ამიტომ საქართველოშიც, რუსეთშიც, დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც ძალიან ბევრი მსჯელობა და მკითხაობაა იმაზე, თუ რა მოხდება გაზაფხულზე. განაახლებს რუსეთი აგრესიას? ვინ და როგორ შეაჩერებს რუსეთს? როგორი იქნება ევროპის, ამერიკის, კავკასიის, ცენტრალური აზიის, ავღანეთის, ირანის, ერაყის, მოკლედ, როგორი იქნება მთელი მსოფლიოს მომავალი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
В результате аварии на магистральном газопроводе в Грузии, прекращена подача газа Армении. По сообщению министерства энергетики Грузии, авария произошла в Гардабанском районе Грузии, на... REGNUM 09.01.09 12:27

Армению постигла участь Европы - страна лишилась российского газа ARMENIA Today09.01.09 13:23
Вход азербайджанской ГНКАР на грузинский рынок газа обозначился прекращением поставок в Армению REGNUM09.01.09 13:02
Прекращен транзит российского газа через Грузию в Армению Day.Az09.01.09 12:42
Грузия прекратила транзит российского газа в Армению REGNUM09.01.09 12:27

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
უკრაინის ”კაპიტულაცია” გაზის ომში და ნაბუკოს პერსპექტივები

[გოჩა ჯელია]
უკრაინისა და რუსეთის ”გაზის ომის” ცხელი ფაზა დასრულდა. ევროკავშირის პრესსამსახურის ინფორმაცით, შეთანხმება მონიტორინგის მისიის შესახებ მიღწეულია და ევროპისთვის გაზის მიწოდება 10 იანვრიდან აღდგება.

კიევთან და მოსკოვთან მოლაპარაკების შემდეგ, ევროპელი ექსპერტები გაზის ტრასაზე მონიტორინგის განხორციელების მიზნით უკრაინაში დღესვე ჩავიდნენ.

მისლსადენის კონტროლზე აყვანა ევრო-დამკვირვებლების მიერ ნიშნავს იმას, რომ ”გაზპრომსა” და ”ნეფტოგაზს” შორის ვალის თაობაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.

როგორც ჩანს ევროკავშირმა ორივე მხარე დაარწმუნა, არ გააგრძელონ ევროპისათვის საზიანო ძალისმიერი ქმედებები და მოლაპარაკებათა მაგიდასთან გადაჭრან ფინანსური უთანხმოებები.

ეს კომპრომისი განსაკუთრებით მტკივნეული მაინც უკრაინისათვისაა, რადგან მას ევროპული ტრანზიტიდან აირის მიტაცება აეკრძალა. მძლავრი ენერგობერკეტებით აღჭურვილ რუსეთთან მოლაპარაკებების წინ კი, ეს ალბათ უკრაინის ერთადერთი არგუმენტი იყო.

ყველაფრიდან ჩანს, რომ რუსეთი აირის ომიდან გამარჯვებული გამოდის. პოლიტოლოგ პაატა ზაქარეიშვილის აზრით, კრემლმა დასავლეთს დაანახა, რომ ამ მსოფლიოში მარტო თვითონ არაა ცოდვილი.

- ”დასავლეთისათვის რუსული ხისტი პოზიცია დიდი ხანია უცხო არაა და რუსეთსაც დიდად არ უნდა ანაღვლებდეს საკუთარი პარტნიორული რეპუტაციის შელახვა. მით უფრო, რომ ის ევროპისათვის გაზმომარაგების ფაქტიური მონოპოლისტია”.

უკრაინის მთავრობისათვის კი, ევროპისაგან მასზე და არა რუსეთზე ზეწოლა სერიოზული მარცხია. ევროპისათვის რუსეთ-გერმანის ბალტიის ხაზმა უკვე შეიძინა მაცოცხლებლისა და გადამრჩენის ფუნქცია.

- ”რუსეთმა მიაღწია პოლიტიკურ მიზანს და ევროპას დაანახა ჩრდილოური მარშრუტის დაჩქარების აუცილებლობა.

ეს მოსკოვის სერიოზული წარმატებაა”.

გერმანული გაზეთის Berliner Zeitung-ის მტკიცებით, გაზპმრომი მსოფლიოში მესამე კომპანიად ითვლებოდა, ახლა კი ვალებშია ჩაფლული და მისი აქციები 76 პროცენტით დაეცა. რუსეთი ცდილობს საშინაო პრობლემების მიმართ საკუთარი მოსახლეობის ყურადღება მოადუნოს და აქტიურ ანტიუკრაინულ პროპაგანდას ეწევა.

- ”გაზის გადაკეტვით, პუტინი 2009 წლის უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინ, ამ ქვეყნის მთავრობის სრულ დისკრედიტაციას ცდილობს და არ ერიდება დააზარალოს რუსეთის, როგორც მიმწოდებლის რეპუტაცია”.

საინტერესოა, რომ მიუხედავად საჯარო მუქარებისა, რუსეთს უკრაინის მიერ გაზის მოპარვის საქმეზე სტოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოსთვის საჩივრით არ მიუმართავს და დღემდე ასაიდუმლოებს გაზის მიწოდებაზე ”გაზპრომსა” და ”ნეფტოგაზს” შორის დადებულ შეთანხმებას. ეს კი ეჭვს ბადებს, რომ რუსეთი ამ დავაში არც თუ მართალია.

დემურ გიორხელიძე თვლის, რომ გაზის ომით წაგებული საბოლოოდ მაინც მხოლოდ უკრაინა დარჩება.

- ”ჩვენს პრესაში არ გახმოვანებულა ევროკავშირის განცხადება, რომ უკრაინის დესტრუქციულობა აუცილებლად იმოქმედებს ამ ქვეყნის ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივებზე. ევროპაში თვლიან, რომ უკრაინამ საბაზრო ფასი უნდა გადაიხადოს და არ უნდა მოახვიოს სხვა, თუნდაც მეგობარ ქვეყნებს, თავისი პრობლემები”.

უკრაინის მძიმე ინდუსტრია ფაქტიურად გაჩერებულია. სამთომომპოვებელი მრეწველობა და მეტალურგია უზარმაზარ ენერგიას მოითხოვს. ისეთ ინდუსტრიულ ცენტრებში, როგორც დონბასია, ხალხი მასობრივი უმუშევრობისა და შიმშილის ზღვარზეა. გრივნა ას პროცენტიან დევალვაციას განიცდის.

- ”ვიქნები მიუკეძოებელი და ვიტყვი, რომ რუსეთი ამ ეტაპზე იურიდიულად მაინც უფრო მართალია, ვიდრე უკრაინა. უკრაინისთვის რუსულ გაზზე ფასი იგივე ფასთწარმოქმნის პრინციპებზეა დამყარებული, როგორზეც ევროპისათვის”.

- ”უკრაინას არა აქვს არც იურიდიული და არც მორალური უფლება ბელორუსიის მსგავსად შეღავათიანი ფასი მოითხოვოს. ეს პოლიტიკური საზღაურია, რომელიც ამ ქვეყანამ პროდასავლური კურსის გამო უნდა გადაიხადოს”, - განაცხადა გიორხელიძემ.

ცხადია რუსეთი ცდილობს გამოიყენოს შანსი და უკრაინას არ მისცეს სუნთქვის საშუალება. ვლადიმერ პუტინი ამას უარყოფს და მაგალითად, რომ კრემლი საკუთარ ენერგორესურსებს პოლიტიკური მანიპულაციისთვის არ იყენებს, საქართველოს ასახელებს.

- ”მიუხედავად არსებული პოლიტიკური პრობლემებისა, ჩვენ საქართველოს ბუნებრივ აირს დღესაც შეუფერხებლად ვაწვდით. მე არ ვიცი პოლიტიკური იარაღი. ვიცი იარაღი, რომელიც უკრაინიდან შედიოდა კავკასიაში საომარი მოქმდებების დროს”, - აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.

ჩრდილოეთის ტრასის პროექტის ხელმძღვანელმა გერჰარდ შრიოდერმა განაცხადა, რომ 2011 წლისათვის დასავლეთი გაზს მიიღებს უკრაინის, პოლონეთისა და ბალტიის ქვეყნების გვერდის ავლით და ამით ევროპის ენერგო სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი.

რა გავლენას მოახდენს ეს პროცესები ნაბუკოს კავკასიური გაზსადენის მშენებლობის პერსპექტივაზე, ამაზე ექსპერტები სხვადასხვა ვარაუდებს გამოთქვამენ. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე თვლის, რომ აქ მთავარია მათი პოზიცია, ვინც ფული უნდა ჩადოს როგორც ერთ, ასევე მეორე მილსადენის მშენებლობაში.

- ”თუ გაზის ომის მიზეზად ცალსახად იქნება აღქმული უკრაინა, მაშინ რუსეთისაგან გაზის სხვა გზით მიღების პროექტის სწრაფი ფორსირება მოხდება. მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ დასავლეთი არც რუსეთითაა აღფრთოვანებული, ამიტომ აშშ-ს მხარდაჭერით, ნაბუკოს კავკასიური დერეფანიც უნდა დაჩქარდეს. ეს მოსკოვის აბსოლუტურ მონოპოლიას ევროპის გაზმომარაგებაში ცოტა მაინც შეარყევს”.

პაატა ზაქარეიშვილის აზრით, ნაბუკო არაა დამოკიდებული ევროპის სურვილზე, აქ გადამწყვეტი სიტყვა ცენტრალური აზიის ქვეყნებს ეკუთვნით.

- ”ამ რეგიონში რუსული გავლენა საკმაოდ დიდია. გაზპრომი იქ სერიოზული მოთამაშეა, როგორც მოპოვების, ასევე ტრანსპორტირების ბიზნესში. ის რომ ნაბუკოს განხორციელება აქამდე ვერ დაიწყეს, სწორედ იმიტომ, რომ შუა აზიის ქვეყნები ვერ ჩამოყალიბებულან”, - ამბობს ზაქარეიშვილი.

დემურ გიორხელიძის აზრით, ნაბუკო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაასწრებს რუსეთ-გერმანიის ხაზს. რუსეთსა და უკრაინას შორის მოგებულ-წაგებული ვინ დარჩება, ეს ევროპისათვის მეორეხარისხოვანია იმ ფონზე, რომ დღის წესრიგში დადგა ევროპის ენერგოუსაფრთხოება. ამიტომ დასავლეთის მიდგომა რაციონალური იქნება.

რუსეთი უახლოეს წლებში, რეალურად ევროპის უალტერნატივო გაზმომმარაგებელია, თუმცა ნაბუკო სრულიად რეალური პროექტია. იგი ადრე თუ გვიან განხორციელდება, მაგრამ არა კონფრონტაციულ კონტექსტში, არამედ რუსეთის მონაწილეობით.

ამიერკავკასიისა და აშშ-სათვის ის მართლაც ნაწილობრივ პოლიტიკური პროექტია, მაგრამ ევროპისათვის სულაც არაა ასე. მით უმეტეს, რომ ნაბუკოს ალტერნატივა ვერ მოხსნის რუსეთის, როგორც მთავარი გაზმომმარაგებლის მნიშვნელობას ამ რეგიონისათვის.

საქართველოს მართებს ძალიან სწორი და კომპრომისული პოლიტიკის წარმოება, რომ ნაბუკომ საქართველოზე გაიაროს. უკრაინის მაგალითზე ჩვენც უნდა დავინახოთ, რომ კონფრონტაციულ რეჟიმით საკითხის გადაწყვეტაში ევროპას ვერ ჩავითრევთ. უფრო მეტიც, პროექტის ჩაგდების პარალელურად მხარდაჭერასაც დავკარგავთ”.

უცხოური ტელეარხებისთვის მიცემულ ინტერვიუში პუტინმა აღნიშნა, რომ მოსკოვი ნაბუკოს პროექტის განხორციელებას ხელს არ შეუშლის.

- ”ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას ამ პროექტის განხორციელებაში, მაგრამ არც ხელს შევუშლით”, - აღნიშნა რუსეთის პრემიერ-მინისტრმა.

ამასთან, ვლადიმერ პუტინი 16 იანვარს გერმანიაში გაემგზავრება და ანგელა მერკელს შეხვდება. ექსპერტების მოსაზრებით, შეხვედრის მთავარი თემა ევროპისთვის გაზის მიწოდების ჩრდილოეთის ტრასის მშენებლობის დაჩქარების განხილვა იქნება.

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ეკა ბაქრაძე]
საქართველოს ხელისუფლებას ყველაფერზე დაგვიანებული რეაქცია აქვს. როდესაც მთელ მსოფლიოში და მათ შორის, ჩვენშიაც ეკონომიკური გრიგალი მძვინვარებს, მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა ახლაღა განიხილა. თუმცა, იმ პირობებში, როდესაც მთავრობის მეთაური გაბუტული და ქვეყნიდან გაქცეულია, პარლამენტის სპიკერი საავადმყოფოშია, ხოლო ხელისუფლება ქეიფსა და დროსტარებას გადაჰყვა, ესეც დიდი შეღავათია.

მთავრობის პირველ სხდომაზე, რომელიც 2009 წელს პირველად ჩატარდა და საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაუძღვა, განიხილეს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც მთავრობამ 2008 წლის ბოლოს ეკონომიკური პრობლემების წინააღმდეგ საბრძოლველად წარმოადგინა.

მთელი ანტკრიზისული გეგმა სააკაშვილის ლოზუნგებსა და სახელმწიფო ტენდერების გამოცხადებას გულისხმობდა. ლოზუნგები ხალხისთვის იყო განკუთვილი, ხოლოსახელმწიფო პროგრამები - მთავრობასთან დაახლოებული სატელიტური ბიზნეს-კომპანიებისათვის.

- ”საქართველოში ყველაზე მსხვილი ინვესტორი სახელმწიფო უნდა გახდეს”, - დასჭექა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის სხდომაზე და იქვე ინვესტორების ”ეთნიკურ” გადაშენებას გაუსვა ხაზი: ”ინვესტორი, როგორც ჯიში, მსოფლიოში გამქრალია!”

პრეზიდენტი არ მალავას, რომ ყველაზე დიდ კომპანიებსაც კი უწევთ თავის გადარჩენაზე და არა ინვესტიციებზე ფიქრი. სიტუაციას ის უფრო ამძიმებს, რომ ”კრედიტები ბანკებში გაიჭედა”.

- ”ჩვენ შევინარჩუნეთ ვალუტის სტაბილური კურსი, ნორმალური საბანკო სისტემა. ბანკებში არის ფული, თუმცა მათ არ აქვთ ეკონომიკური ოპტიმიზმი”, - დასძინა პრეზიდენტმა.

მან სახელმწიფოს მხრიდან მოსალოდნელი ტენდერების გამოცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ისინი მაქსიმალურად საჯარო უნდა იყოს. ”მკაცრად გავაკონტროლებთ, რომ ტენდერები პატიოსნად ჩატარდეს”, - აღნიშნა სააკაშვილმა. ტენდერების გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, მისივე თქმით,ტელეკომპანიების მეშვეობითაც უნდა გაშუქდეს.

ეს სიტყვა იყო, რომ ფინანსთა მინისტრს აღარ დაუხანებია, რათა საზოგადოებისათვის სახარბიელო ინფორმაცია ეხარებინა. მომავალი ერთი თვის განმავლობაში სახელმწიფო 1 მილიარდი ლარის ღირებულების პროექტებზე ტენდერებს გამოაცხადებს.

გილაურის თქმით, ამ თანხიდან 300 მლნ ლარი საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება, 160 მლნ ლარი სხვადასხვა მცირე პროექტებს (მათ შორის ირიგაციის გაუმჯობესების და ნაპირსამაგრ სამუშაოებს), 120 მლნ ლარი - დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობას, 120 მლნ ლარი - თბილისში მუნიციპალური პროგრამების განხორციელებას, 120 მლნ ლარი -მუნიციპალური განვითარების ფონდს, 66 მლნ ლარი - რეგიონების ფონდს, 20 მლნ ლარი - სოფლის დახმარების პროგრამებს.

თანხის ხარჯვა თებერვალში დაიწყება. ”1 მლრდ ლარის ინვესტიცია სახელმწიფოს მხრიდან ხელს შეუწყობს, დაახლოებით, 25-30 ათასი სამუშაო ადგილის შექმნას, - აცხადებს გილაური.

მთლიანობაში წელს ეკონომიკური სტიმულირების პაკეტის ოდენობა 2,2 მლრდ ლარს შეადგენს. გილაურის განცხადებით, ეს პაკეტი სტიმულირებას გაუწევს საბანკო სექტორსაც. მას დაეთანხმა საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც განსაკუთრებით მოითხოვა საბანკო სექტორის მხარდაჭერა იმის გათვალისწინებით, რომ თბილისში ბანკებმა ათასობით ადამიანი გაუშვეს სამსახურებიდან.

გზების დეპარტამენტის უფროსის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, საგზაო ინფრასტრუქტურას წელს, ჯამში 521 მლნ ლარი მოხმარდება. ეს თანხა როგორც მიმდინარე, ასევე ახალ პროექტებზე დაიხარჯება.

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]
აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში გაერო-ს გენმდივნის ყოფილი სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში დიტერ ბოდენი აფხაზეთის დამოუკიდებლობას უჭერს მხარს.
გერმანულ გაზეთ ”შპიგელთან” ინტერვიუში ბოდენი აფხაზეთის თემას კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარების საკითხთან დაკავშირებით შეეხო და განაცხადა, რომ ”კოსოვოს აღიარების შემდეგ აფხაზეთის დამოუკიდებლობის არაღიარება არაკანონზომიერია”.

ამავე გაზეთთან საუბრისას ბოდენი საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს აფხაზეთის მიმართ გატარებული პოლიტიკის გამო აკრიტიკებს.

გაეროსა და ეუთოს მისიების ყოფილი წარმომადგენელი საქართველოში საქართველოს პრეზიდენტს აფხაზეთის მიმართ არასწორ მიდგომაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ”მიხეილ სააკაშვილის მოქმედებები ახალი შეიარაღებული კონფლიქტის საფრთხეს შეიცავს”.

ამასთან, ბოდენმა აფხაზეთთან მიმართებაში რუსეთის პოლიტიკაც გააკრიტიკა.

მისი თქმით, “რუსეთს ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში ერთის მხრივ, შუამავლის როლის შესრულება სურს, ხოლო მეორეს მხრივ, აფხაზურ მხარეზე ძლიერ პოლიტიკურ ზეწოლას ახორციელებს”.

როგორც ცნობილია, გერმანელი დიპლომატი და რუსული ლიტერატურის სპეციალისტი დიტერ ბოდენი საქართველოში საერთაშორისო ორგანიზაციების მისიებს ორჯერ ხელმძღვანელობდა. 1994-1997 წლებში იგი საქართველოში ეუთო-ს მისიის ხელმძღვანელი, 1998-2002 წლებში კი აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებში გაერო-ს გენმდივნის სპეციალური წარმომადგენელი იყო.
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ყარაჩაი-ჩერქეზეთში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება

ჩერქეზებს დამოუკიდებელ “ჩერქეზულ” რესპუბლიკაში ცხოვრება სურთ

[მიხეილ ლაბაძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში]
ყარაჩაი-ჩერქეზეთში მცხოვრებმა ჩერქეზებმა 2009 წლის დადგომა ყარაჩაელებს მეტად თავისებურად მიულოცეს. 4 იანვარს, რესპუბლიკის დედაქალაქ ჩერქესკში ჩერქეზმა ახალგაზრდობამ არაფორმალური ფორუმი გამართა, რომელსაც დელეგატები მეზობელი ადიღეისა და ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკებიდანაც ესწრებოდნენ.

როგორც ჩერქეზული ვებგვერდი adygi.ru იტყობინება, ფორუმის მონა¬წილეებმა გამოთქვეს მზადყოფნა იმასთან დაკავშირებით, რომ იმუშაონ ”ერთიანი ჩერქეზული” რესპუბლიკის შესაქმნელად, რომელიც რუსეთის ფედერაციის დამოუკიდებელი სუბიექტი იქნება.

არაფორმალურ ფორუმს მთავარი სპონსორობა ჩერქეზულმა საერთაშორისო ტელეარხმა “ნართ-ტვ” გაუწია. ის იორდანიიდან მაუწყებლობს და უშუალოდ სამეფო ოჯახის მფარველობის ქვეშაა. შეგახსენებთ იმასაც, რომ “ნართ-ტვ”-ს ხელმძღვანელია ევგენი პრიმაკოვის ახლო მეგობარი ჟანთი ნაღვეი, იორდანიის ჩერქეზული სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი და ცნობილი მედიამაგნატი.

ჩერქეზული ახალგაზრდობის არაფორმალურ ფორუმზე წარმოდგენილი იყვნენ როგორც დამოუკიდებელი დეპუტატები, ისე საზოგადოებრივი გაერთიანებებიც და მათ შორის “ჩერქეზული კონგრესიც”, რომლის წარმომადგენელმა, ვინმე რუსლან ქეშევმა რუსულ გაზეთ “კავკაზსკი უზელს” განუცხადა, რომ დამოუკიდებელი ჩერ¬ქეზეთის აღდგენა რუსეთის ინტერესებს არათუ შეეწინააღმდეგება, არამედ პირიქით, ხელს დიდად შეუწყობს კავკასიაში მშვიდობის დამყარებასა და რუსეთისთვის ხელსაყრელი ვითარების შენარჩუნებას.

ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის საზოგადოებრივი მოძრაობა “ადიღე ხასეს” ლიდერმა მუჰამედ ჰაფიწემ კი ხსენებულ რუსულ გაზეთთან საუბარში აღნიშნა, რომ კავკასიის ჩერქეზული ეროვნებების – ყაბარდოელების, ადიღეელებისა და საკუთრივ ჩერქეზების ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთობის აღდგენა ის საკითხია, რომელიც ჩრდილო კავკასიაში უპირველეს ყოვლისა უნდა გადაწყდეს.

- “თუმცაღა ჩვენ მაინც საზოგადოებრივი მოძრაობა ვართ და მთელი ხალხის სახელით ვერ ვილაპარაკებთ”, - დასძინა ჰაფიწემ.

როგორც “კავკაზსკი უზელი” იუწყება, უფრო ადრე მუჰამედ ჰაფიწე აცხადებდა, რომ ჩერქეზებს სავსებით აკმაყოფილებდათ ახლანდელი მდგომარეობა და ერთიანი ჩერქეზეთის აღდგენაზე საუბარი დროული არ იყო.

ზემოთქმულთან დაკავშირებით, ჩვენ არაფორმალური ფორუმის ერთ-ერთ მონა¬წილეს, ნალჩიკის მკვიდრ ზალინა სოკუროვას დავუკავშირდით, რომელიც ფორუმზე დამოუკიდებელი დელეგატის სტატუსით იმყოფებოდა. როგორც მან განგვიცხადა, ამ ფორმატის შეხვედრები ამიერიდან ხშირად გაიმართება იმ რესპუბლიკებში, სადაც ჩერქეზული მოსახლეობაა.

- “მიმაჩნია, რომ პოლიტიკურ გაერთიანებამდე საჭიროა, მოხდეს ჩერქეზთა სხვადასხვა ჯგუფების კულტურული დაახლოება და მხოლოდ ამის შემდგომღა უნდა ვიფიქროთ სხვა დანარჩენზე”, - მიაჩნია ზალინა სო¬კუროვას.

ამჟამად რუსეთის ფედერაციაში ჩერქეზები ერთ ერად მიჩნეულნი არ არიან. მათ განიხილავენ, როგორც ეთნოსთა ერთობას. დასავლელი ჩერქეზები, რომელთა ისტორიული სამშობლო კრასნოდარის მხარის ტერიტორიაა, ცნობილნი არიან ადიღეელთა სახელით, აღმოსავლელი ჩერქეზები კი, რომლებიც ყაბარდოს მკვიდრნი არიან, ყაბარდოელებად იწოდებიან.

ამასთან, რუსეთში ოფიციალურად “ჩერქეზებს” უწოდებენ მხოლოდ იმ აღმოსავლელ ჩერქეზებს, რომლებიც არსებითად, დასავლური და აღმოსავლური ჩერქეზული ტომების კონგლომერატს წარმოადგენენ და სახლობენ ყარაჩაი-ჩერ¬ქე¬ზეთის რესპუბლიკის ჩრდილო-დასავლეთ რაიონებში, ასევე ადიღეის რესპუბლიკის აღმოსავლეთ ნაწილის რამდენიმე სოფელში.

ამდენად, ჩერქეზები “სატიტულო ეროვნებად” ითვლებიან რუსეთის ფედერაციის სამ ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკაში: ყაბარდო-ბალყარეთში (ბალყარე¬ლებთან ერთად), ყარაჩაი-ჩერქეზეთში (ყარაჩაელებთან ერთად) და ადიღეიში.

აქედან ყველაზე მეტნი, პროცენტული შეფარდების თვალსაზრისით, ისინი ყაბარდო-ბალყარეთში არი¬ან: 800 ათასზე მეტი კაციდან ჩერქეზია 55%, ადიღეის რესპუბლიკაში ისინი 400 ათასიანი მოსახლეობის 24%-ს შეადგენენ, რაც შეეხება ყარაჩაი-ჩერ¬ქეზეთს, აქ ჩერქეზთა ხვედრითი წილი მხოლოდ 11,3%-ს შეადგენს.

ჩერქეზები, როგორც დასავლელები, ისე აღმოსავლელები, თავიანთ თავს “ადიღეს” უწოდებენ. მათი სამკვიდრო მიწები რუსეთის შემადგენლობაში ძირითადად XIX საუკუნის შუა წლებში მოხვდა. იყო წინაისტორიაც: ყაბარდოელმა თავადებმა ჯერ კიდევ 1557 წელს დადეს მოსკოვის სამთავროსთან მეგობრობისა და მფა¬რველობის ხელშეკრულება, რაც დინასტიური ქორწინებითაც დაგვირგვინდა – მეფე ივანე მრისხანემ ცოლად ყაბარდოელი თავადის, თემურყვას და შეირთო. რუსეთთან ჩერქეზების კავშირი იმ დროს ამაზე შორს არ წასულა.

სამაგიეროდ, XIX საუკუნის დასაწყისიდან, როცა რუსეთმა დაიწყო კავკასიის ათვისება, ჩერქეზული ტომების უმრავლესობა (მათი რიცხვი იმ დროისთვის თორმეტამდე იყო) იმამ შამილის “საღვთო ომში” ჩაება. ჩერქეზებს მაშინ შამილის ნაიბები, მუჰამედ ემინი და ღაზი მუჰამედი სარდლობდნენ.

ამასთან, ყაბარდოში უარი თქვეს რუსთა წინააღმდეგ ბრძოლაზე. საინტერესოა, რომ “საღვთო ომში” ჩაბმულ ჩერქეზულ ტომებს მხარს უჭერდა ოსმალეთი და ბრიტანეთი.

სხვათა შორის, ბრიტანეთის დაზვერვა ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში ლონდონის პროტექტორატის ქვეშ “ჩერქეზეთის შეერთებული შტატების” შექმნასაც გეგმავდა. ამ სახელმწიფოს დროშა – 12 ვარსკვლავიანი მწვანე ალამი, რომელზედაც გადაჯვარედინებული ისრებია გამოსახული, ბრიტანელი ჯონ ურკვარტის შექმნილია 1830 წელს. დღეს კი ის “საერთო-ჩერქეზული ეროვნული მოძრაობის” სიმბოლოდ და ადიღეის რესპუბლიკის სახელმწიფო დროშადაა აღიარებული.

1864 წლისთვის, როცა რუსეთმა ჩერქეზთა წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხა, ამ ხალხის უმეტესობამ არ ისურვა დამონებულ სამშობლოში ცხოვრება და იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიაში გადასახლებულიყო. გადასახლებული ჩერქეზების ბედზე სხვა დროს კიდევ ვისაუბრებთ, ახლა კი ორიოდ სიტყვით ვიტყვით იმასაც, თუ როგორ წარიმართა კავკასიაში დარჩენილ ჩერქეზთა ისტორია:

1922 წლისათვის, როდესაც კავკასიაში საბჭოთა ხელისუფლება განმტკიცდა, ჩერქეზებმა ავტონომია მიიღეს, მაგრამ არა ერთიანი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. 1922 წელს კრასნოდარის მხარეში ჩამოყალიბდა ჩერქეზეთის აო, სტავროპოლის მხარეს კი ჩერქეზთა ნაციონალური ოკრუგი, მთიელთა ასსრ-ს კი ყაბარდოს აო გამოეყო.

ამ დროიდანვე, ბოლშევიკების პოლიტიკურ ხედვათა შესაბამისად, მოხდა ჩერქეზების დაყოფა სამ ეროვნებად და მათთვის ორი სალიტერატურო ენის შემუშავება. დასავლელთა ენას ეწოდა “ადიღეური”, აღმოსავლელთა ენას კი “ყაბარდოულ-ჩერქეზული”. ეს მდგომარეობა რუსეთში დღესაც შენარჩუნებულია და არავინ უწევს ანგარიშს იმ ფაქტს, რომ ადიღეური და ყაბარდოულ-ჩერქეზული ერთმანეთის მიმართ დიალე¬ქტებია.

მოგვიანებით, გასული საუკუნის 30-იან წლებში, აღმოსავლელი ჩერქეზების ერთი ნაწილი, ყაბარდოელები, ბალყარელებთან ერთად გააერთიანეს ყაბარდო-ბალ¬ყა¬რეთის ასსრ-ში, მეორე ნაწილი, ე.წ. “ჩერქეზები” (ყუბანისპირა ყაბარდოელებისა და ბესლენელთა ტომის კონგლომერატი) კი ყარაჩაელებთან ერთად, ყარაჩაი-ჩერქე¬ზეთის ოლქში. აქვე აღვნიშნავთ იმასაც, რომ ყარაჩაელები და ბალყარელებიც ერთი ხალხია. ისინი თურქული მოდგმისანი არიან და კავკასიელ ყივჩაღთა შთამომავლებად ითვლებიან.

ამგვარად, რუსულ-ბოლშევიკური გაანგარიშებით, ჩერქეზთა და ყარაჩაელ-ბალყარელთა შორის საუკუნო მტრობა უნდა ჩამოვარდნილიყო, რაც მხოლოდ რუსეთის წისქვილზე დაასხამდა წყალს. ბოლშევიკებმა ყველაფერი კარგად გათვალეს, ამ ორ ეთნოსს შორის მალევე წარმოიშვა ანტაგონიზმი.

მეორე მსოფლიო ომის დროს კი, როცა ყარაჩაელ-ბალყარელები ფაშისტებთან კოლაბორაციონიზმის ბრალდებით შუა აზიაში გაასახლეს, ჩერქეზები წაახალისეს და პრივილეგიებიც მოუმატეს.

1957 წლის ბოლოსთვის, როდესაც რეპრესირებული ხალხები ხრუშჩოვმა უკან დააბრუნა, ჩერქე¬ზებსა და ყარაჩაელ-ბალყარელებს შორის შეტაკებებიც კი მოხდა. რეპატრირებუ¬ლ¬ნი დამხვდურებს ხშირად უყენებდნენ გარკვეულ პრეტენზიებს, რასაც ვითარების გამწვავება მოჰყვებოდა ხოლმე.

1991 წლის 27 ნოემბერს კავკასიელ ჩერქეზთა ყრილობის დეპუტატებმა არც მეტი, არც ნაკლები, დიდი ჩერქეზეთის რესპუბლიკა გამოაცხადეს. როგორც გაზეთი “იზვესტია” წერდა, ეს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგებოდა როგორც მაშინდელი საბჭოთა კავშირის კონსტიტუციას, ისე ჩერქეზთა მეზობელი ხალხების ინტერესებსაც. მოსკოვში “დიდი ჩერქეზეთის რესპუბლიკა” არ ცნეს და ამის საპირწონედ, სტატუსი აუმაღლეს ადიღეისა და ყარაჩაი-ჩერქეზეთის ოლქებს. ისინი რესპუბლიკებად გამოაცხადეს.

ერთი თვის შემდგომ, როცა ერთი მხრივ ყარაჩაი-ჩერქეზეთსა და ერთი მხრივ კი ყაბარდო-ბალყარეთში ჩერქეზებსა და ყარაჩაელ-ბალყარელთა შორის უკიდურესად გამწვავდა ურთიერთობები, ბორის ელცინმა ხელი მოაწერა სპეციალურ დეკრეტს, რომლის მიხედვითაც ხსენებულ ორ რესპუბლიკაში ლიბანის მსგავსად, “ხელისუფლების დაბალანსების” რეჟიმი მყარდებოდა. თუ პრეზიდენტად აირჩევდნენ ჩერქეზს, პრემიერ-მინისტრად უნდა დაენიშნათ ყარაჩაელი, ან ბალყარელი და პირიქით. ეს დეკრეტი ძალაში 1992 წლის იანვრიდან შევიდა.

როგორც მოსალოდნელიც იყო, “ხელისუფლების დაბალანსებამ” შედეგი ვერ გამოიღო და კიდევ უფრო მეტადაც დაძაბა ურთიერთობა ხალხებს შორის. ყაბარდო-ბალყა¬რეთში ჩერქეზებმა ბალყარელთა ინტერესებს აბსოლუტური იგნორირება გაუწიეს, რასაც თანადროულადვე მოჰყვა ანალოგიური ქმედებები ყარაჩაი-ჩერქეზეთში, ამჯერად, რასაკვირველია ყარაჩაელთა მხრიდან.

1999 წელს ხსენებულ რეგიონში პრეზიდენტად ყარაჩაელი გენერალი ვლადიმირ სემენოვი აირჩიეს, პრემიერ-მინისტრიც ასევე ყარაჩაელი გახდა, რამაც ჩერქეზთა უკმაყოფილება გამოიწვია და მათ ერთ-ერთ დემონსტრაციაზე აბაზებსა (ჩრდილოკავკასიელ აფხაზებსა) და კაზაკებთან ერთად მოითხოვეს ჩერქეზული რაიონების ცალკე რესპუბლიკად გამოყოფა.

საბოლოოდ, მოსკოვმა ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, რუსულად გადაწყვიტა. ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ყველა ხალხის ენა: რუსული, ყარაჩაულ-ბალყარული, ყაბარდოულ-ჩერქეზული, აბაზური და ნოღაური სახელმწიფო ენებად გამოცხადდა, ხოლო “ხელისუფლების დაბალანსება” გააუქმეს.

დღევანდელი კანონმდებლობით, შემოღებულია ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა, რომელიც რუსი ეროვნების ვერა მოლდოვანოვას უკავია. მოკლედ რომ ვთქვათ, ვლადიმირ პუტინმა ყარაჩაი-ჩერქეზეთში მმართველობის საბჭოთა მოდელი ააღორძინა.

ამგვარად აშკარაა, რომ ყარაჩაი-ჩერქეზეთში ეთნიკური დაპირისპირება მწვავდება და 4 იანვრის არაფორმალური ფორუმიც ამის დასტურია. აღსანიშნავია ისიც, რომ დაპირისპირება შესაძლოა გაღრმავდეს მხოლოდ იმის გამოც, რომ ყარაჩაი-ჩერქე¬ზეთის დედაქალაქი ჩერქესკი ჩერქეზულ მიწაზეა, მის მთავრობაში კი ყარაჩაელები ჭარბობენ. ახალი კონფლიქტი კი, როგორც ყოველთვის, რუსეთის წისქვილზე დაასხამს წყალს.

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
პროკურორმა მოსამართლის გადაწყვეტილება წინასწარ გამოაცხადა

გელა მთივლიშვილი, კახეთი

გურჯაანის სასამართლოს მოსამართლე ლია ოთარაშვილმა მთლიანად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და კრივში საქართველოს ჩემპიონს 22 წლის ბიძინა სეფიაშვილს და ფეხბურთელს 19 წლის სპარტაკ სალთხუციშვილს წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას და პირად თავდებობას ითხოვდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და რეგიონალურმა ჟურნალისტებმა პროკურორ გიორგი ქოქიაშვილისგან პროცესის დაწყებამდე გაიგეს, რომ სასამართლო დაკავებულებს ორთვიან პატიმრობას შეუფარდებდა.

გურჯაანის პროკურატურა სეფიაშვილს და სალთხუციშვილს პოლიციის თანამშრომელზე ჯგუფურ თავდასხმაში ადანაშაულებს. “2009 წლის 04 იანვარს გურჯაანის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ – გამომძიებლები, პოლიციის უმცროსი ლეიტენანტი დავით ხიზანიშვილი და პოლიციის პოლკოვნიკი ნუგზარ მენთეშაშვილი საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდნენ ქ. გურჯაანში, ე.წ. “პაპას ბაღის” ტერიტორიაზე, რა დროსაც ისინი იმყოფებოდნენ პოლიციის ფორმაში. დაახლოებით 19 საათზე ავტობუსების გაჩერებასთან ასრულებდნენ რა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს მოდიოდნენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფები ბიძინა სეფიაშვილი, სპარტაკ სალთხუციშვილი და გიორგი ოტიაშვილი. სეფიაშვილმა და სალთხუციშვილმა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის და შეწყვეტის მიზნით პოლიციის მუშაკებისთვის წინააღმდეგობის გაწევა განიზრახეს. ისინი მივიდნენ პოლიციის მუშაკ დავით ხიზანიშვილთან და მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ხიზანიშვილი შეეცადა თავის დაცვას, მაგრამ სპარტაკ სალთხუციშვილმა მას უკანიდან მოხვია ხელი, შებოჭა და განაგრძო შებოჭილი დავით ხიზანიშვილის ცემა სახისა და ტანის არეში. ნუგზარ მენთეშაშვილმა ინციდენტის დროს რამდენჯერმე ახსენა, რომ იყვნენ პოლიციის მუშაკები, თუმცა ამას არანაირი ზეგავლენა არ მოუხდენია თავდამსხმელებზე - ისინი კვლავ აგრძელებდნენ ცემას, რის შედეგადაც დავით ხიზანიშვილს მიაყენეს სხეულის მძიმე დაზიანებები. პოლიციის მუშაკების მიერ წინააღმდეგობის გაწევა 10-15 წუთს გრძელდებოდა, რის შემდეგაც მოქალაქეებმა დახმარებისთვის მიმართეს პოლიციეს განყოფილებას, რათა თავდასმა აღეკვეთათ - აღნიშნავს გურჯაანის რაიონული სამმართველოს დეტექტივ–გამომძიებელი ვახტანგ რუაძე.
თვითმხილველების მტკიცებით, შემთხვევის ადგილზე ორი სამართალდამცავი არ ყოფილა და თავდასხმას და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი საერთოდ არ ჰქონია. ბიძინა სეფიაშვილს ავტობუსების გაჩერებაზე მყოფ დავით ხიზანიშვილთან, რომელიც ყვარელში ცხოვრობს და გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხის უბნის რწმუნებულია, მხოლოდ შელაპარაკება მოუვიდა. თვითმხილველთა თქმით, ხიზანიშვილი მარჯვენა ხელით მობილურით საუბრობდა, როგორც შემდეგ გაირკვა მეუღლესთან, მეორე ხელში კი ნამცხვრის ფირფიტები ეკავა. თვითმხილველები იმასაც ამბობენ, რომ ხიზანიშვილს პოლიციის ფორმა ეცვა, მაგრამ სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტამდე რამდენიმე წუთით ადრე ავტობუსების გაჩერებაზე ხიზანიშვილი სახლში წასასვლელად მანქანას ელოდებოდა. თვითმხილველებს ვინაობის საჯაროდ გამჟღავნება არ სურთ. როგორც მათ გვითხრეს, გურჯაანის პოლიციის უფროსი სოსო მარტაშვილი მათ გამოძიების საწინააღმდეგოდ ჩვენების მიცემის შემთხვევაში, პრობლემების შექმნით დაემუქრა.

გამოძიებას ამ დროისთვის მოწმის სახით დაკითხული ჰყავს გიორგი ოტიაშვილი და პოლიციის თანამშრომელი ნუგზარ მენთეშაშვილი. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ ოტიაშვილი გამომძიებელმა მარინა ფოცხვერაშვილმა დაკითხა. გამომძიებელს ჩვენება თავად დაუწერია, რის შემდეგაც მოწმეს ჩვენებაზე ხელი მოაწერინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ოტიაშვილსაც ეჭვმიტანილად ცნობით და დაკავებით დაემუქრნენ. ამ ფაქტებთან დაკავშირებით არც გურჯაანის პოლიციაში და არც რაიონულ პროკურატურაში კომენტარს არავინ აკეთებს.

გამომძიებელმა ვახტანგ რუაძემ ბიძინა სეფიაშვილსა და სპარტაკ სალთხუციშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის II ნაწილით წარუდგინა, რასაც პროკურორიც დაეთანხმა. ბრალდების მხარემ სასამართლოსგან დაკავებულებისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობის შეფარდება მოითხოვა. აღნიშნულის მიზეზად შუამდგომლობაში მიუთითა, რომ დაპატიმრების შეურჩევლობის შემთხვევაში შესაძლებელია ბრალდებულებმა ზემოქმედება მოახდინონ პროცესის მონაწილეებზე, მიიმალონ და გააგრძელონ დანაშაულებრივი საქმიანობა.

ბიძინა სეფიაშვილის ადვოკატის ლოლა ტუსაშვილის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ქმედებაში სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა არ არის. "აღნიშნული მუხლი პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ წინააღმდეგობას ითვალისწინებს, მხოლოდ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით, აგრეთვე აშკარა უკანონო ქმედებისათვის მისი იძულება, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით. კონკრეტულ შემთხვევაში პოლიციის მუშაკს დავით ხიზანიშვილს, რომელიც სოფელ ველისციხის უბნის რწმუნებულია, შემთხვევის ადგილზე საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა არ ევალებოდა და ამას არც ახორციელებდა. საქმის მასალებშიც არ არის მითითებული, რა სახის წესრიგის დაცვას ახორციელებდა ხიზანიშვილი. მე მიმაჩნია, რომ ბიძინა სეფიაშვილისთვის წინასწარი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მკაცრი სასჯელია. ბრალდების მხარის მიერ არაფერი არ არის დასაბუთებული, რატომ მიიმალება სეფიაშვილი, რატომ შეუშლის ხელს გამოძიებას და ა.შ. გარდა ამისა, სეფიაშვილი ხასიათდება აბსოლუტურად დადებითად, არის საქართველოს ჩემპიონი კრივში, უმაღლესი განათლებით და თანამშრომლობს გამოძიებასთან. ის აღიარებს, რომ პოლიციის თანამშრომელთან შელაპარაკება მოუხდა, მაგრამ თავდასხმას ადგილი არ ჰქონია", - აღნიშნავს ადვოკატი.

სასამართლო პროცესს "ადამიანის უფლებათა ცენტრის" და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მათი თქმით, პროკურორმა გიორგი ქოქიაშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ, მოსამართლის მიერ ბრძანების გამოტანამდე განაცხადა, რასაც არც დაკავებულების ახლობლები უარყოფენ. ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც ქოქიაშვილი და არც გურჯაანის რაიონული პროკურორი გელა ლაზაშვილი კომენტარს არ აკეთებენ.

ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ლოლა ტუსაშვილის ცნობით, რაიონული სასამართლოს ბრძანებას თბილისის სააპელაციო სასამართლოში არ ასაჩივრებენ. ადვოკატი ამის მიზეზად იმას ასახელებს, რომ სააპელაციო სასამრთლოში არაფერი შეიცვლება, რადგან პროკურატურა თავის პოზიციას არ ცვლის. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, პროკურატურიდან ბრალდებულების მშობლებს შეუთვალეს, თუ საპროცესო გარიგების გზით დაკავებულების გათავისუფლება უნდათ, "უხმაუროდ" იყვნენ. საგულისხმოა, რომ სპორტსმენების საქმით ჟურნალისტების დაინტერესებამ უკიდურესად გააღიზიანა გურჯაანის პოლიციის უფროსიც. მარტაშვილმა კორესპონდენტები გააფრთხილა, რომ თუ ისინი სპორტსმენების საქმეზე მუშაობას არ შეწყვეტენ, ნარკოტიკები შესაძლოა, არა მარტო მათ, არამედ მათი ოჯახის წევრები

პრესსა.გე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
ინტერნეტ-ფორუმების მიმოხილვა: ”მაგრამ, კარგად შენახული!”

ამერიკასა და საქართველოს შორის, სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა, რაც ამერიკის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არ გაუგია და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებს. ჩვენთან კი, დიდი სიხარულია. მშვიდობა ნამეტანი კარგი რამ ყოფილა. როგორც ამბობენ, მალე აშშ-ში წასასვლელი ვიზებიც გამარტივდება.

ამ ფაქტმა, ქართულ ინტერნეტ-ფორუმებზე განსაკუთრებული გამოხმაურება ჰპოვა. გაამარტივონ ვიზები და სულ მალე ნახავთ ნიუ-იორკის ცენტრალურ ქუჩებზე ”სახაჭაპურეს”, რომელსაც ინგლისურად ეწერება: ”ნისიაზე არ ვყიდით და არც უკან ვიბრუნებთ მოკბეჩილ ხაჭაპურს”.

მერე 3-4 ჯერ გახშირდება მაღაზიაში ქურდობის ფაქტები, მცირე და საშუალო ბიზნესზე ”ზეწოლა” და ასე შემდეგ. ბოლოს კი იმით დამთავრდება, რომ ამერიკელი ხალხი დაიწყებს მასობრივ გამოსვლებს ლოზუნგით: ”კულტურას და ისტორიას გვართმევენ!”.

098: ”საქართველო რიგით მე-6-ე ამერიკის ოფიციალური მოკავშირე გახდა. (ცხადია ლაპარალია ჩრდილო ატლანტკური პაქტის მიღმა სახელმწიფოებზე). ვინ არიან ის დანარჩენი 5 სახელმწიფო?

როგორც ვიცი:
1. ისრაელი
2. იაპონია
3. სამხრეთ კორეა
4. არგენტინა
5. უკრაინა
6. და საქართველო...

ამას გარდა აშშ-ს მჭიდრო, თითქმის სამოკავშირეო ურთიერთობა აქვს

არაღიარებულ ტაივანთან, აღიარებულ ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან და ქუვეითთან.

მჭიდროდ თანამშრომლობს სამხედრო საკითხებში (ტერორიზმთან, მარქსიზმის სენთან და ნარკოტიკებთან ბრძოლაში) - ფილიპინებთან, პაკისტანთან, პერუსთან, ჩილესთან, კოლუმბიასთან და პანამასთან”.

ჰაა, როგორ კამპანიაში ვხვდებით?

მარად დაუღლელი და უბერებელი ფორუმელი licemer-ი, დანარჩენ ფორუმელებს კიდევ ერთხელ ახსენებს მარადიულ პრობლემას – თაობათა შორის ჭიდილსა და გაუცხოვებას...

Licemer: ”მეტაფორა მინდა გამოვიყენო. ერთხელ ბიძაჩემმა ერთი ამბავი გაიხსენა: ჩემს სოფელში ერთი მეღვინე კაცი ცხოვრობდა, რომელიც ხშირად იმეორებდა - ჩემი ბიჭი კაცური კაცი უნდა გამოვიდესო. ერთმა მოხუცმა ჰკითხა: ყველამ იცის, რომ შენ ღვინოში წყალს ურევ და წყალ-წყალა ღვინოს ყიდი. ეს ასეა. ჰოდა, ვის მოატანინებ ხოლმე ჭიდან იმ წყალს ღვინოში გასარევად? შენ ბიჭს ხომ?! ესეც ასეა. იფიქრე ახლა, ამ საქმეს შვილს რომ აკეთებინებ, როგორ გინდა, მერე იგი კაცი გამოვიდეს?

არავის მშობელს შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ მათთვის (უმრავლესობისათვის) პრიოტეტული კომუნისტური იდეალები - ფულის კეთება, შვილების უმაღლესში მოწყობა და ა.შ. იყო, და არა თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო. ჩვენც ამ სულისკვეთებით ვიზრდებოდით.

ჩემი თაობაც (51 წლის ვარ) ისე ”გაზარდეს”, რომ დამოუკიდებლობის წლებზე ბუნდოვანი წარმოდგენა გვქონდა და არცაა გასაკვირი, რადგან ეს ტაბუდადებული თემა იყო.

მახსოვს ქაქუცას სურათი, რომ გამოიტანეს მიტინგზე არავინ არ იცოდა (თითქმის) ვინ იყო და რას წარმოადგენდა. მოკლედ, ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემა უპრობლემობა იყო. ამის ბრალია, რომ ჩემი თაობა საქართველოს უახლოეს ისტორიაში ვერ გამოიყურება ”კაცურად”. ბოლომდე ვერ მოვკალით ჩვენში მონა, ლაქია, და მათხოვარი”.

მაშ, ასე, ლიცემერის აზრით, საქმე ახალგაზრდებმა უნდა გააკეთონ...

მიხეილ რძე: ”თქვენს თაობას კიდევ რა უჭირს. შრომის ფასიც იცოდით, ასე თუ ისე, და ტვინიც არ გქონდათ იმ დონეზე დაბომბილი, როგორც მამათქვენებს.

აი მერე წამოვიდა უქნარა თაობები. ხალხი არაფერში ხელფასებს იღებდა, ’პუწიოვკებს’. თან ”სახელმწიფო” ფულის ჩაჯიბვის მრავალი დაკვალული გზაც ჰქონდა.

ჩემი თაობა (საბჭოთა კავშირის დაშლას ადრეული (ან გვიანი) გარდატეხის ასაკში რომ შევესწარით) სიდუხჭირემ გააფუჭა, ომმა, არეულმა ქვეყანამ და უშუქობა-უგაზობამ. საბოლოოდ, ჩვენი თაობიდანაც არ გამოვიდა და არც გამოვა კარგი არაფერი.

აი, მერე მოდის თაობა-კატასტროფები. უქნარობას აქ უვიცობა და ელემენტარული უზრდელობაც ერთვის. ბავშვები სკოლაში ვერ დადიოდნენ წესიერად და რა უნდა მოვთხოვოთ? გარეთ უყურებდნენ ძალმომრეობას და ათას უბედურებას.

მოკლედ, პირადად მე ისევ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დაბადებული თაობა მირჩევნია. სადღაც 1960 წლამდე ხალხი.

ასე რომ, ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებთ ყველას. იქნებ, თქვენ მაინც აჩუქოთ ხალხს ის სითბო და სიყვარული, რომელიც ჯერ კიდევ დაგრჩათ”.

ფორუმელი ”სვანიც” თაობათა გაუცხოებაზე საუბრობს, ოღონდ სულ სხვა კონტექსტში...

svani67: ”მიხეილ შვიდკოი (რუსეთის პრეზიდენტის უპოლნომოჩენნი პრედსტავიტელი) სექტემბრის დასაწყისში რობიკო სტურუამ მოიწვია თავის იუბილეზე - ომიდან ერთ თვეში. იმავე დროს პაატა ბურჭულაძემ თავის ვაჟს გადაუხადა 400 კაციანი ქორწილი.

იქ მოხდა რაც მოხდა!

მიხეილ შვიდკოი წერს: ”როცა შევედი დარბაზშიო, დამკვრელებმა მაშინვე შეწყვიტეს ეროვნული სიმღერის შესრულება და ჩემს საპატივცემულოდ დაუკრეს ”პოდმოსკოვნიე ვეჩერა”. თანაც, რუსეთის სადღეგრძელოც დალიესო ფეხზე ადგომითო. ეს ყველაფერი ხდება ომიდან თვენახევრის შემდეგ!

თვითონ ”ტოვარიშჩ” მიხეილი იყო გაკვირვებული ქართველების ასეთი სიყვარულით რუსეთის მიმართ. ამ ინფორმაციის წაკითხვის შემდეგ, კარგა ხანს შოკში ვიყავი. თვალებს არ ვუჯერებდი, რამოდენიმეჯერ გადავიკითხე.

კიდევ, ეს აჩვენი ”ძვირფასი” შვიდკოი ახლახანს კიდევ იყო სტუმრად საქართველოში კიდევ ერთ ს...თან, ნიკოლაი სვანიძესთან ერთად და რუსეთში დაბრუნების შემდეგ საქართველოს მიმართ საკმაოდ არასასიამოვნო სიტყვები იხმარა.

მოკლედ ისევ ისეთი გიჟვრაცუები ვართ, რაც ვიყავით საუკუნის წინ.

რა იყო წითელი ინტელიგენციის წარმომადგენლებო, ასე გსიამოვნებთ რუსების ხახაში ყოფნა? მომიტევოს სულმნათმა აკაკიმ, მაგრამ უნდა დავესესხო: ”ფურთხის ღირსი ხარ შენ, საქართველოვ!”

სანამ ერთი ფორუმელი აკაკის ”ესესხება”, მანამდე მარად დაბოღმილი ბესარიონ გუგუშვილი, იგივე ფორუმელი ბპგ აღიარებს, რომ გიომია. აღიარებას და თან უხარიია:

ბპგ: ”მე, ბპგ, ვამაყობ იმით, რომ გოიმი ვარ! სულიერად, კულტურულად და გენეტიკურად... თქვენ?

ჩვენი, გოიმების ბოლო ასწლეულის საყვარელი გმირებია ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა. ზვიადისტები ვართ (ასე გვიწოდეს არაგოიმებმა) და ვამაყობთ ამით...
ჩვენ, გოიმები, გულუბრყვილონი (ანუ გულ-უეშმაკოები) და იდეალისტები ვართ. და ვამაყობთ ამით!
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ საქართველოს აქვს სულიერი მისია. და ვამაყობთ ამითი!
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ ივერია გაბრწყინდება. რამეთუ იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვედრია.
ჩვენ, გოიმებს გვჯერა, რომ საქართველოს გზა - ქრისტეს გზაა, ჯვარცმისა და ჯვარცმით ამაღლების.
ჩვენ, გოიმები ვთვლით, რომ სატანასთან ხელშეკრულებით და გარიგებით, ანუ სიცრუით, სიყალბითა და ცილისწამებით სიკეთე არ იქნება”...

საწყალი მერაბ კოსტავა. რას წარმოიდგენდა, რომ გოიმები მისი სახელით იკეკლუცებდნენ...

რუსეთი გაზის გარეშე იგივეა, რაც საქართველო წყლის გარეშე. როგორც ცნობილია რუსები მსოფლიო გაზის მარაგის 30%-ს ფლობენ, მაგრამ ერთია, რამდენი გაზია მიწაში და მეორეა, შეძლებ თუ არა მის ათვისებას და რაოდენ რენტაბელურია მისი ათვისება.

Dato-Tolordava: ”ფაქტია, რომ რუსებს რამოდენიმე წელიწადში (მაქსიმუმ 3 წელი) გაზის მარაგები უმთავრდებათ. ახალი საბადოების ათვისებას უნდა (იამალი, შტოკმანი) 100 მილიარდი დოლარი (ამდენი თანხა გაზპრომს არ აქვს), მაგრამ როგორც ირკვევა ტექნიკურად შეუძლებელი ყოფილა მაგ საბადოების ათვისება.

გამოდის, რომ რუსების ერთადერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში არის შუა აზიის გაზი და ნაბუკოს პროექტის ჩაშლა. ეს რუსებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ჩათვალეთ, რომ თუ ნაბუკოს პროექტი შედგა და შუა აზიის გაზი რუსეთის გვერდზე ავლით წავა ევროპაში, რუსეთს სრული განადგურება გარანტირებული აქვს”.

წინა კვირის ყველაზე მაგარი ”მარგალიტი” სულ ბოლოს შემოვინახეთ. ერთ-ერთი ფორუმელი გვთავაზობს, დირექტორების კონკურსის ფუნქციური წერის გამოცდის ”შედევრებს”. ანუ, ქვემოთ მოყვანილი ყველა წინადადება და სიტყვა, არც მეტი, არც ნაკლები, სკოლის დირექტორებმა დაწერეს.

el-greko:
”თქვენს მიერ გამოთქმული უკმაყოფილება ჩემს მიმართ, რამაც მაიძულა ამ ანგარიშის დაწერა თქვენს მიმართ, უსაფუძვლოა”

”მოცურავე წიგნები შველას ითხოვენ”. (დავალებაში იყო, რომ წყალდიდობამ დააზიანა ბიბლიოთეკა).

”ისტორიის მასწავლებელი არის ახალბედა, სულ ორი წლის”.

”დღეისათვის ხელოვანმა, გამოცდილმა პედაგოგებმა ძლიერი ზარი უნდა შემოვკრათ საუკუნეების მიღმა უღრანებში დავანებულ კაცობრიობის ცოდნისა და განათლებას, და გადავცეთ ის ახალბედა პედაგოგებს!”.

”ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება საფუძვლიანი შეკეთება, თორემ მალე რემონტს აღარ დავექვემდებარებით”.

”სკოლას წყალდიდობის შედეგად აღარ აქვს იატაკი ჭერი, კედლები, სახურავი, საძირკველი და კოჭებიც კი. მე რა ვქნა?”

”სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას”

”თვითმართველობის ორგანომ უარი მითხრა დაფინანსებაზე. აბა ის ორგანო რა ორგანოა, უარს რომ გეტყვის საჭიროების შემთხვევაში”

”ჩვენი ვალია აღვზარდოთ მოსწავლეები, რომელნიც ამავე დროს იქნებიან მოზარდები”

”მოვაწყვეთ ”ვალენტინობა - სიყვარულის დღე”, რომელზეც მოვიწვიეთ სკოლის ვეტერანი მასწავლებლები”

”წყალმა არ იკმარა ბიბლიოთეკის სარდაფში დგომა და გადავიდა საძირკველში და დაიწყო დაჭაობება”

”ისტორიის მასწავლებელი სულ ახლახანს დაბერდა”.

და ბოლოს, მთავარი შედევრი:
- ”ჩვენი სკოლა მართალია ნახმარია, მაგრამ კარგად შენახული”.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
პრეამბულა: ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო:
1. ვადასტურებთ ჩვენი, როგორც მეგობრების და სტრატეგიული პარტნიორების ურთიერთობის მნიშვნელობას, განზრახული გვაქვს გავაღრმავოთ პარტნიორობა ორი ერის საკეთილდღეოდ და გავაფართოვოთ თანამშრომლობა ორმხრივი პრიორიტეტების ფართო სპექტრით.
2. ხაზს ვუსვამთ, რომ ჩვენს დემოკრატიებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება საერთო ღირებულებებსა და საერთო ინტერესებს, მათ შორის დემოკრატიისა და ეკონომიკური თავისუფლების განვითარებას, უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას, სამართლის უზენაესობის განმტკიცებას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, ყველა იძულებით ადგილნაცვალი პირის და ლტოლვილის ღირსეული, უსაფრთხო და ნებაყოფლობითი დაბრუნების უფლების ჩათვლით, ინოვაციებისა და ტექნოლოგიური მიღწევების მხარდაჭერას და ევრაზიაში ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას.
3. ხაზს ვუსვამთ ორმხრივ სურვილს გავაძლიეროთ ურთიერთობა ეკონომიკის, ენერგეტიკის, დიპლომატიის, მეცნიერების, კულტურისა და უსაფრთხოების სფეროებში.

ნაწილი I: პარტნიორობის პრინციპები
წინამდებარე ქარტია ეფუძნება მხარეებისათვის საერთო ძირითად პრინციპებსა და შეხედულებებს:
1. ერთმანეთის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და საზღვრების ურღვევობის მხარდაჭერა წარმოადგენს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის საფუძველს.
2. ჩვენი მეგობრობა ეფუძნება საერთო გაგებას და აღიარებას ერთობლივი რწმენისა, რომ დემოკრატია წარმოადგენს პოლიტიკური ლეგიტიმურობის და შესაბამისად, სტაბილურობის მთავარ საფუძველს.
3. დემოკრატიათა შორის თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებითი მნიშვნელობა აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის.
4. ძლიერ, დამოუკიდებელ, სუვერენულ და დემოკრატიულ საქართველოს, რომელსაც შესწევს პასუხისმგებელი თავდაცვის ძალა, წვლილი შეაქვს არა მარტო საქართველოს ყველა მოქალაქის, არამედ ერთიანი, თავისუფალი და მშვიდობიანი ევროპის უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის განმტკიცებაში.
5. საქართველოს მზარდ დემოკრატიას ძალუძს ასპარეზი მისცეს თავისი შრომისმოყვარე მოქალაქეების შემოქმედებით პოტენციალს, რითაც მკვეთრად გაიზრდება კეთილდღეობა როგორც მთელ რეგიონში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
6. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ძალისხმევას გააღრმავოს კავშირები ევროატლანტიკური თანამეგობრობის სხვა ერებთან პოლიტიკის, ეკონომიკის, უსაფრთხოებისა და სოციალურ სფეროებში.
7. პარტნიორები აცხადებენ, რომ მათ საერთო მიზანს წარმოადგენს საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროპულ და ტრანსატლანტიკურ პოლიტიკურ, ეკონომიკურ, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინსტიტუტებში, საქართველოს მიერ აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების საფუძველზე.

ნაწილი II: თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში
ორივე ქვეყნისათვის სასიცოცხლო ინტერესს წარმოადგენს, რომ საქართველო იყოს ძლიერი, დამოუკიდებელი, სუვერენული, ერთიანი და დემოკრატიული სახელმწიფო. ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს ერაყში კოალიციის ძალისხმევაში. ამით საქართველომ მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ აქვს პოტენციალი, საკუთარი წვლილი შეიტანოს საერთო უსაფრთხოებაში. საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავება წარმოადგენს საერთო პრიორიტეტს და ჩვენ ვგეგმავთ უსაფრთხოების სფეროში გაფართოებული თანამშრომლობის პროგრამის წამოწყებას, რომლის მიზანია საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერება და ნატოს წევრობისათვის მომზადება. ამასთან, აღსანიშნავია 2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე ალიანსის განაცხადი, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.

1. ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო შეადგენენ და შეასრულებენ ორგანიზებულ გეგმას, რომლის მიზანია ნატოსა და საქართველოს შესაძლებლობების თავსებადობისა და კოორდინაციის ამაღლება, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წვრთნისა და აღჭურვის გაუმჯობესების გზით.
2. აღიარებენ რა, რომ მსოფლიოში მშვიდობასა და სტაბილურობას საფრთხეები ემუქრება, ითვალისწინებენ რა საქართველოსა და რუსეთს შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებიდან გამომდინარე ძალის არ გამოყენების შესახებ ვალდებულებას, ამერიკის შეერთებულ შტატები და საქართველო გეგმავენ გააფართოვონ თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე თანამშრომლობის პროგრამების ფარგლები, ამ საფრთხეების აღმოფხვრისა და მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ხელის შეწყობის მიზნით. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა და პარტნიორობა სასარგებლოა როგორც ორივე სახელმწიფოსთვის, ისე რეგიონისთვის.
3. აცნობიერებენ რა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელებით გამოწვეულ მზარდ საფრთხეს, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვალდებულებას იღებენ იბრძოლონ მასობრივი განადგურების იარაღის და სახიფათო ტექნოლოგიების გავრცელების წინააღმდეგ გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით, ექსპორტის კონტროლის ეფექტიანი განხორციელებით და ამგვარი კონტროლის გაძლიერებით.
4. თავდაცვისა და შეიარაღებული ძალების შესაბამის უწყებებს შორის არსებულ თანამშრომლობაზე დაყრდნობით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საქართველოს ძალისხმევას დააკმაყოფილოს თავისი უსაფრთხოებისა და თავდაცვის ლეგიტიმური საჭიროებები, მათ შორის ჯეროვანი, ნატოსთან თავსებადი სამხედრო ძალების განვითარების გზით.

ნაწილი III: ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობა
ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს გავაფართოვოთ თანამშრომლობა სამუშაო ადგილების შექმნისა და ეკონომიკური ზრდის წახალისებისათვის, საბაზრო-ეკონომიკური რეფორმის და ლიბერალიზაციის მხარდასაჭერად, ბიზნეს-გარემოს შემდგომი გაუმჯობესებისა და ბაზარზე საქონლისა და მომსახურების დაშვების ხელშესაწყობად. ჩვენ ვაღიარებთ, რომ ვაჭრობას არსებითი მნიშვნელობა აქვს გლობალური ეკონომიკური ზრდის, განვითარების, თავისუფლებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისათვის, მივესალმებით ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის სამხრეთული დერეფნის განვითარებას. ამერიკის შეერთებული შტატები ხელს შეუწყობს საქართველოს ინტეგრაციას გლობალურ ეკონომიკაში და შესაბამის საერთაშორისო ეკონომიკურ ორგანიზაციებში.

1. ვაღიარებთ რა, ეკონომიკური ზრდისა და განვითარებისათვის გაზრდილი ინვესტიციების მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული გვაქვს მივაღწიოთ შეთანხმებას “ორმხრივი ინვესტიციების გაფართოების შესახებ”, რათა გაიზარდოს “შეღავათების ზოგად სისტემაში” საქართველოს დაშვება და შესწავლილ იქნეს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების დადების შესაძლებლობა.
2. ამერიკის შეერთებული შტატები მიზნად ისახავს დახმარება გაუწიოს საქართველოს ომის შემდგომ რეკონსტრუქციასა და ფინანსურ სტაბილიზაციაში. ჩვენ განზრახული გვაქვს, ერთად ვიმუშავოთ საქართველოს ხალხის მოთხოვნილებათა დასაკმაყოფილებლად, ქვეყანაში სიღარიბის შემცირებისათვის გამიზნული პოლიტიკისა და პროგრამების გასატარებლად, ჯანდაცვისა და განათლების სისტემებში ინვესტიციებისა და მდგრადი გაუმჯობესების მეშვეობით საქართველოს ყველა მოქალაქის კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.
3. ვაღიარებთ რა, გამართულად მომუშავე, ბაზარზე ორიენტირებული ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს შევისწავლოთ საქართველოში ენერგიის წარმოების შესაძლებლობები, გავაძლიეროთ ენერგოეფექტიანობა და გავზარდოთ ევროპული ბაზრებისკენ საქართველოზე გამავალი ენერგეტიკული ტრანზიტის ფიზიკური უსაფრთხოება. ჩვენ განზრახული გვაქვს კიდევ უფრო განვავითაროთ აზერბაიჯანსა და თურქეთთან ჩვენი ქვეყნების მრავალწლიანი თანამშრომლობა, რომლის შედეგიც იყო ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის და ბაქო-სუფსის ნავთობსადენები და ბაქო-თბილისი-ერზრუმის ბუნებრივი აირის მილსადენები, რათა შეიქმნას ახალი სამხრეთული დერეფანი, რომელიც დაეხმარება საქართველოს და დანარჩენ ევროპას აზერბაიჯანიდან და ცენტრალური აზიიდან იმპორტის უზრუნველყოფით მოახდინონ ბუნებრივი აირის მომარაგების დივერსიფიკაცია.

ნაწილი IV: დემოკრატიის გაძლიერება
აღიარებენ რა დღეისათვის საქართველოს მნიშვნელოვან მიღწევებს, ჩვენი ქვეყნები ვალდებულებას იღებენ, რათა ერთობლივად ვიმუშაოთ მედიის თავისუფლების, პარლამენტის, სასამართლო რეფორმის, სამართლის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემისა და ანტიკორუფციული ღონისძიებების გაძლიერებისათვის. ჩვენ ერთხელ კიდევ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას დემოკრატიის, შემწყნარებლობის და ყველა თემის მიმართ პატივისცემის საერთო ღირებულებებისადმი და განზრახული გვაქვს ვითანამშრომლოთ შემდეგ საკითხებში:

1. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ, რათა ხელი შევუწყოთ დამოუკიდებელ მედიას, გამოხატვის თავისუფლებას და ობიექტური ახალი ამბებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, მათ შორის ჟურნალისტებისა და მედიისათვის დახმარების გაწევის გზით.
2. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო მზად ვართ ვითანამშრომლოთ სამართლის უზენაესობის შემდგომი განმტკიცების საქმეში, სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის ჩათვლით. ამ მხრივ, ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დახმარება გაუწიოს ამ პროცესს, მათ შორის მოსამართლეების, პროკურორების, ადვოკატების და პოლიციის ოფიცრების ტრეინინგის ჩათვლით. სამართალდამცავი და სასამართლო შტოს გაფართოებული ურთიერთობების მეშვეობით, ჩვენ ვგეგმავთ ჯეროვანი ძალისხმევა მივმართოთ ისეთი საერთო ტრანსნაციონალური დანაშაულის საფრთხეების წინააღმდეგ, როგორიცაა ტერორიზმი, ორგანიზებული დანაშაული, ადამიანებით და ნარკოტიკებით უკანონო ვაჭრობა, ფულის გათეთრება და კომპიუტერული დანაშაული.
3. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ, რათა საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და საკანონმდებლო პროცესის გამჭირვალობის და ანგარიშვალდებულების გაზრდის, მთავრობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მოქალაქეებისა და მედიის ჩართვის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ კარგი მმართველობის გაუმჯობესებას.
4. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო პირობას ვდებთ, ვითანამშრომლოთ საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის ზრდისათვის, მათ შორის წავახალისოთ პოლიტიკური პარტიების განვითარება, ანალიტიკური ცენტრები და არასამთავრობო ორგანიზაციები, მათი მონაწილეობით სრულვყოთ კანონმდებლობა და გავატაროთ რეფორმები უფრო კონკურენტული საარჩევნო გარემოს შესაქმნელად.
5. ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ვგეგმავთ ვითანამშრომლოთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობის გასაძლიერებლად, რათა მოხდეს საჯარო პოლიტიკის შემუშავება და ანალიზი, მოქალაქეების ინტერესების მხარდაჭერა, საკანონმდებლო პროცესში მონაწილეობა და უზრუნველვყოთ საჯარო მოხელეებზე ზედამხედველობა.

ნაწილი V: ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული გაცვლის გაფართოება
ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო გამოხატავენ სურვილს, მოხდეს ორი ქვეყნის ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავება და კულტურული, საგანმანათლებლო და პროფესიული გაცვლის პროგრამების გაფართოება, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დემოკრატიისა და დემოკრატიულ ღირებულებების დამკვიდრებას და გაზრდის ურთიერთგაგებას.

1. აღიარებენ რა ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ხალხებს შორის კონტაქტების გაღრმავების მნიშვნელობას, ორივე მხარეს განზრახული აქვს შემდგომში ხელი შეუწყონ კულტურულ და სოციალურ გაცვლას და საქმიანობას ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა ფულბრაიტის პროგრამა, მომავალი ლიდერების გაცვლის პროგრამა FLEX), სტუდენტური გაცვლა (UGRAD), საკანონმდებლო განათლება და პრაქტიკა (LEAP), საერთაშორისო ვიზიტორი ლიდერების პროგრამა და ინგლისური ენის სწავლებისა და სწავლის პროგრამა.
2. ხაზს ვუსვამთ რა ჩვენი ქვეყნების მომავლისათვის სიახლეებისა და დინამიზმის აუცილებლობას, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს განზრახული გვაქვს უზრუნველვყოთ გაძლიერებული თანამშრომლობა უმაღლესი განათლების, ბიზნესისა და სამეცნიერო კვლევის სფეროში. შეერთებული შტატები გეგმავს გაამარტივოს შეერთებული შტატების ვიზის მოთხოვნის პროცესი ამერიკის კანონმდებლობის და პროცედურების შესაბამისად, ისე, რომ კულტურის, განათლების, ბიზნესის და სამეცნიერო საქმიანობაში კვალიფიციურ პირებს მიეცეთ მონაწილეობის შესაძლებლობა.
3. ამერიკის შეერთებულ შტატებს და საქართველოს განზრახული აქვთ საქართველოს ომის შემდგომ გარემოში აღადგინონ დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და მედია და ხელი შეუწყონ უწყვეტ კონტაქტებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის და დანარჩენი საქართველოს მცხოვრებლებს შორის.

ხელმოწერილია ვაშინგტონში, კოლუმბიის ოლქში 2009 წლის 9 იანვარს
ამერიკის შეერთებული შტატების სახელით: სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი
საქართველოს სახელით: საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე
http://fact.ge/news.aspx

ლიცემერი: "მე სინდისი მიმაჩნია მთავარ მსაჯულად, კიდევ ხალხი, რომელსაც გამოაქვს ყველასთვის განაჩენი და ბოლოს, ისტორია-ისიც მსაჯულია". ზვიად გამსახურდია

განვიხილოთ...

--------------------
პოლიტიკოსი არ გახლავართ,მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ

დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიცემერი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი