↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ყოველდღიური დაიჯესტი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined14 Dec 2008
Posts36
კარმა0
OFFLINEPROFILE
როგორც ველოდი ეს ქარტია ზოგადი შენაარსის იქნებოდა მასში ბევრი იურიდიული სიტყვახლართი იქნება შემდგომი კონკრეტული შეთანხმემბების გასამართლებლად, თუმცა ქვეყნის უსაფრთხოებისათვის ასეთი შეთანხმების არსებობა აუცილებელი იყო!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
იმის მიუხედავად, რომ საქართველოში უამრავი იმედგაცრუება ნახა, ისტორიული სამშობლო მაინც ამქვეყნიურ სამოთხედ მიაჩნია. არ მოსწონს თბილისის ქუჩებში ზანგების, ჩინელების და ინდოელების მომრავლება და ფიქრობს, თუ ასე გაგრძელდა, მალე საქართველოში ქართველები აღარ დარჩებიან... ხანდახან თავი ცხენზე ამხედრებულ რაინდი ჰგონია... მოკლედ, “ფაქტი” 2007 წელს ფერეიდანიდან საქართველოში ფეხით ჩამოსული ორი ძმიდან ერთ-ერთს, არია ხოსროშვილს წარმოგიდგენთ:

_ ფერეიდანში 1615 წელს შაჰ აბასის მიერ გადასახლებული ჩემი წინაპრები ცხოვრობენ, მათი მე-12 თაობა ვარ. ჩემი წინაპრები ფეოდალები იყვნენ, მიწებს ამუშავებდნენ და თურქებსა და სომხებზე აქირავებდნენ. დაახლოებით 45 წლის წინ, ირანში ბატონ-ყმობა გადავარდა. ჩვენი მიწები კი იმ ხალხმა მიიტაცა, ვინც ამუშავებდა და ძალიან ცოტა მამულები დაგვრჩა, თუმცა უწინდელი პრესტიჟი მაინც შევინარჩუნეთ.
მესამე კლასში ვიყავი, როცა მამაჩემი ავარიაში დამეღუპა. სამი ძმა ვართ და ორი და ვართ. სკოლა რომ დავამთავრე, საქართველოს ნახვის დიდი ინტერესი გამიჩნდა. ჩემი ინტერესი გამოწვეული იყო იმით, რომ ოჯახის წევრებიდან და ფერეიდნელი ქართველებიდან სულ მესმოდა სახელი გურჯისტანი. თან ისე ტკბილად, რომ საქართველო ამქვეყნიურ სამოთხედ წარმომედგინა. როგორც იქნა, ოცნება ავისრულე და ჯარის მოხდის შემდეგ, 1994 წელს საქართველოში ჩამოვედი. სახელმწიფო უნივერსიტეტში სამედიცინო ფაკულტეტზე ჩავაბარე, თუმცა ზაფხული იყო, სახლში ბევრი საქმე მქონდა და უკან დაბრუნება მომიწია. 1996 წელს საქართველოში ისევ ჩამოვედი და სახელმწიფო უნივერსიტეტის მოსამზადებელ ფაკულტეტზე ხელახლა ჩავირიცხე. ასე მივდიოდი და მოვდიოდი. აქ რომ ჩამოვიდოდი, ოჯახი მენატრებოდა, იქ კიდევ საქართველოს ნახვის წყურვილი მკლავდა. 2004 წელს გადავწყვიტე, საქართველოში ფეხით წამოვსულიყავი.

_ რატომ? ამით რის დამტკიცება გსურდათ?
იცით რა? მინდოდა, იმ ქართველებისთვის, რომლებიც საქართველოდან გარბიან, დამემტკიცებინა, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც საქართველოში ფეხით ჩამოსვლაზეც კი არ ამბობენ უარს, გარკვეულწილად მათთვის მაგალითის მიცემა მქონდა გადაწყვეტილი. ვერ გეტყვით, რომ ეს ადვილი იყო. ჩემთან ერთად ჩემი ძმაც მოდიოდა. მას საქართველო ნანახი არ ჰქონდა და მისთვის უფრო შთამბეჭდავი იყო. პრობლემები ბევრი იყო. საკუთარი ხარჯებით ჩამოვედით. ღამეებს ქალაქებსა და სპორტულ ცენტრებში ვათენებდით, როცა ქალაქში ვერ შევდიოდით, _ სოფლებსა და რესტორნებში. ამხელა მანძილის გამოვლას დიდი ძალისხმევა სჭირდება. ძნელია შეუსვენებლად სიარული. ბოლოს, ფეხები დაგვისივდა, მაზოლები გაგვიჩნა და სითხე რომ გამოგვეშვა, წყლულები დანით დავისერეთ. ეს საშინლად მტკივნეული იყო, თუმცა საქართველოში ჩამოსვლა ამად ნამდვილად ღირდა.

_ ამბობთ, რომ საკუთარი ხარჯებით ჩამოხვედით. დავიჯერო, საქართველოს მთავრობა არაფერში დაგხმათ?
_ კი, ხარჯები ჩვენი იყო. საქართველოს მთავრობამ აზერბაიჯანის ვიზა გაგვიკეთა და როცა პრობლემები გვექმნებოდა, რეკავდნენ და ჩვენზე ინფორმაციას აწვდიდნენ.
_ საქართველოში რომ ჩამოხვედით, საცხოვრებელი ან სამუშაო არ შემოუთავაზებიათ?
_ არა, ასეთი რამის შემოთავაზება ნამდვილად არ ყოფილა. თუმცა, რომ დამჭირდა, რაღაცეებზე შევაწუხე, მაგრამ პრობლემა მაინც ვერ მომიგვარეს. პრინციპში, მაინც მადლობელი ვარ მთავრობის იმიტომ, რომ ჩემზე მეტად გაჭირვებულებიც არიან და მათ ვერ ეხმარებიან. რომ ჩამოვედით, დიდი პატივით მიგვიღეს. პრეზიდენტმა აქეთ-იქიდან დაგვიყენა მე და ჩემი ძმა და ჩვენთან ერთად სურათიც გადაიღო. მერე თქვა, ფერეიდანში ორი მეგობარი უკვე მყავსო.

_ პრობლემა რასთან დაკავშირებით შეგექმნათ?
_ მურმან ტოგონიძემ, ჩემმა ძველმა მეგობარმა, 2007 წელს დამირეკა, შენთან ჩემი კარგი მეგობარი ჩამოდის და ბიზნესის კეთებაში დაეხმარეო. შევთანხმდით, რომ ჩვენ ირანიდან საქონელს გამოვუგზავნიდით, ის კი საქართველოში გაასაღებდა. თავიდან ეს აგურის ბიზნესი იყო. მურმანის მეგობარი, გია ყარაშვილი ჩემთან ორჯერ ჩამოვიდა. პირველდ ორი კვირა, შემდეგ კი ერთი თვე დარჩა. კარგად მივიღე, როგორც ქართველს ეკადრებოდა, ისეთი პატივი ვეცი. მერე კივის გამოგზავნა მოთხოვა. საქმეები მოვუგვარე, კივი უკვე გასაგზავნად იყო გამზადებული, თუმცა ფულს არ მიგზავნიდა. დამირეკა და მითხრა, რომ 5-6 იანვრამდე ფულს ვერ გადმომირიცხავდა. იძულებული გავხდით, ჩვენი ფულით გვეყიდა, თან დავურეკე და ვუთხარი, ფული უნდა ვისესხო ამ საქმისთვის და თუ დააგვიანებ გამოგზავნას, პროცენტებიც უნდა გადავიხადოთ-თქო. მეგონა, კარგი ფულიანი ბიჭი იყო. ვენდე და ყველანაირი ხელშეკრულების გარეშე კივი გამოვუგზავნე, 25 000 დოლარი ვალი ავიღე. იმის შემდეგ ერთი წელი გავიდა, წავიდა და წავიდა, ფული აღარ დაუბრუნებია.

_ მერე, აქ დახმარებისთვის არავის მიმართეთ?
_ როგორ არ მივმართეთ, ჩამოვიდა ჩემი ძმა სააქრთველოში და ფინანსურ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. ხან რომელ სასამართლოში გადაიტანეს საქმე, ხან _ რომელში. მერე, გადავწყვიტე მე ჩამოვსულიყავი, რადგან ენა უკეთესად ვიცოდი და აქ მთავრობაშიც ბევრს ვიცნობ. რომ ჩამოვდი, განცხადება დავწერე და პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გავგზავნე. პრეზიდენტმა ხელი მოაწერა, რომ მოგვარებულიყო, თუმცა... ბოლოს მითხრეს, რომ მცხეთის პოლიციაში ყოფილა ეს საქმე აღძრული. მივხვდი, პოლიცია არაფერს გააკეთებდა.
თითქმის ნახევარმა მთავრობამ გაიგო ჩემი პრობლემის შესახებ, თუმცა ვერ მომიგვარეს. გაგოშიძეთანაც ვიყავი, გიული ალასანიასაც შევხვდი და ვუთხარი, მიშას გადეცი, იღუპება შენი მეგობარი, თუ არ უშველი-თქო. მერე ომი დაიწყო და აბა, ვიღას ეცალა ჩემთვის?

_ ე.ი. საქართველოსთან ცუდი მოგონებებიც გაკავშირებთ და, მიუხედავად ამისა, მაინც გიყვართ?
_ დიახ, მაინც ძალიან მიყვარს. აჭარაში, კახეთში, თუშეთში, ჯავახეთსა და რაჭაში ნამყოფი ვარ. განურჩევლად ყველა კუთხე მიყვარს, ყველა კუთხეში მინდა, რომ სახლი მქონდეს და ვცხოვრობდე. ძალინ მიყვარს ქართველები, სტუმართმოყვარე ერი ვართ, თუმცა არ მომწონს, რომ ქართველების სტუმართმოყვარეობით ჩინელები, ზანგები და ინდოელები სარგებლობენ.
_ რას ერჩით ჩინელებს, ზანგებს და ინდოელებს?
_ ჩვენ, ფერეიდნელი ქართველები 400 წელია, ვოცნებობთ, ჩამოვიდეთ და საქართველო ვნახოთ, მაგრამ სანამ ჩვენ ჩამოვალთ, მგონი, იქამდე ქართველები აღარც დაგვხვდებით. თბილისის ქუჩები ზანგებით, ჩინელებით და ინდოელებით გაივსო. ესე არ შეიძლება, თორემ, ხომ გაგიგიათ, გარეულმა ქათამმა შინაური გააგდოო?! ჩვენც ეგრე დაგვემართება. განა, ზანგის და ჩინელის წინააღმდეგი ვარ? ისინიც მიყვარს, მაგრამ თავიანთ სამშობლოში და არა _ ჩემში. გული ძალიან მწყდება, როცა ქართველ გოგოს ჩინელის ან ზანგის გვერდით ვხედავ. ისეთი გრძნობა მიჩნდება, თითქოს და მომტაცეს და აღარ დამიბრუნებენ. ყველას და ყველაფერს თავისი ადგილი უნდა ჰქონდეს. მონას მონა უნდა ერქვას, მეფეს _ მეფე. მსოფლიოც როგორ გაირყვნა, ამერიკის პრეზიდენტად შავკანიანი რამ აარჩევინათ? პრეზიდენტი დარბაისელი უნდა იყოს. ყველაფრის ერთმანეთში არევ-დარევა არ შეიძლება.

_ ბარაკ ობამას წინააღმდები ხართ?
_ წინააღმდეგი არავისი ვარ, პირიქით, ძალიან ჰუმანური ადამიანი ვარ, მაგრამ პრეზიდენტი, პირველ რიგში, გარეგნულად უნდა იყოს მომხიბვლელი და დარბაისელი. შეიძლება, ბარაკ ობამა კარგი ადამიანია, მაგრამ მისი წინაპრები მონები იყვნენ.
_ კარგი, ამაზე კამათს ნუღარ გავაგრძელებთ... მითხარით, ფერეიდანში მცხოვრებ ქართველებსაც თქვენსავით უყვართ საქართველო და აქ ჩამოსვლაზე ოცნებობენ?
_ ფერეიდანი, დაახლოებით, ექვსიათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ამ მანძილზე დაასლოებით 200 000 კაცი ცხოვრობს და აქედან 40-50 ათასი ქართველია. სულ რვა სოფელია, სადაც ქართულად ლაპარაკობენ: ზემო მარტყოფი, ქვემო მარტყოფი, აფუცი, ბოინი, თორელი, ჩუღურეთი, სიღბახი, აღჩა, დაშკეზანა. იქაური ქართველები ოცნებობენ საქართველოზე. ყველას ძალიან აინტერესებს თავის სამშობლოს ნახვა. თანახმანი არიან, რომ აქ ერთხელ ჩამოვიდნენ და მერე უკვე აღარაფერს დაეძებენ. საქართველო მათ სიზმრებში ცოცხლობს.

_ თუმცა, რამდენიმე დღის წინ საქართველო რამდენიმე ფერეიდნელმა ქართველმა დატოვა, ხომ არ იცით, რა იყო ამის მიზეზი?
_ დაიღალნენ. სამუშაო არ ჰქონდათ. აქ დარჩენა და ცხოვრება სურდათ, თუმცა ვერ შესძლეს იმიტომ. რომ მხოლოდ სურვილი არ კმარა.
სახელმწიფო მხოლოდ ლაპარაკობს, თორემ რეალურად, ქართველების თავიანთ სამშობლოში დასაბრუნებლად არაფერს აკეთებს. ძირითად რამეზე არ ფიქრობს, ანუ ადამიანებს საცხოვრებელი ფართით და სამუშაოთი არ უზრუნველყოფს. ფერეიდნელებს დახმარება კი არა, ხელშეწყობა უნდათ. ისე, ქართველები ძალიან არ უფრთხილდებიან თავიანთ მიწა-წყალს.

_ ასე რატომ ფიქრობთ?
_ აქ ძალიან კარგი მიწებია, მაგრამ არ ამუშავებთ. საქართველო ყურძნის ქვეყანაა და ქიშმიში საზღვარგარეთიდან არ უნდა შემოდიოდეს. ამ მიწაზე ძალიან ადვილია სოფლის მეურნეობის წარმოება. ქართველები ირანში რომ წაიყვანო და ერთი თვე ამუშაო, თავიანთი მიწა-წყლის ფასს მიხვდებიან.
_ რელიგიაზე რას მეტყვით?
_ არაფერს, რა უნდა გითხრათ? ქრისტიანი არ ვარ, თუმცა პატივს ვცემ ამ სარწმუნოებას. მიმაჩნია, რომ საქართველოს პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II მთელ საქართველოში ყველაზე პატრიოტი ადამიანია.
_ დაოჯახებას საქართველოში აპირებთ?
_ სურვილი მაქვს, თუმცა ჯერ ვერ ვიპოვე გულისსწორი, ალბათ, არც მიძებნია.... მეფური სისხლი მაქვს და ამიტომ მსურს, ცოლად ყველაზე ულამაზესი მოვიყვანო. ახლა არასამართლიანობის ეპოქაა, სისპეტაკე და სისუფთავე აღარ არსებობს. საზოგადოება გაფუჭდა. მსურს, ძველი დრო იყოს და როგორც რაინდი, ჩემს გულისსწორს საგმირო საქმეებით მოვაწონებდი თავს.

ესაუბრა თიკო ნერგაძე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
პერ ეკლუნდი: აგვისტოს ომი საქართველომ წააგო, მაგრამ მოგებული არც რუსეთია!

აგვისტოს მოვლენების შემსწავლელი ევროკავშირის კომისია დასკვნას მალე დადებს. მანამდე კი საქართველოში ევროკომისიის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, ელჩი პერ ეკლუნდი საინფორმაციო სააგენტო “ფაქტთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთმა ე.წ. სარკოზ-მედვედევის 6-პუნქტიანი შეთანხმება სრულად არ შეასრულა. რას უნდა ველოდოთ ჟენევის კონფერენციიდან და როდის გამარტივდება სავიზო რეჟიმი საქართველოსთვის? რა შეკითხვა შეაფასა 100-მილიონად პერ ეკლუნდმა და გაიზიარებს თუ არა ევროკავშირის მონიტორინგის მისია ეუთო-ს ბედი? ”ფაქტი” გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტრევიუს პერ ეკლუნდთან.

_ ბატონო ელჩო, როგორი იყო 2008 წელი საქართველოსთვის?
_ ძალიან დრამატული. ყველაფერი 2007 წლის ნოემბერში, დემონსტრაციებიც დაიწყო, რომელიც დაშალეს. შემდგომ იყო საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, კონფლიქტურ რეგიონებში ხდებოდა მკვლელობები და სროლები. შემდეგ, სიტუაციის ესკალაცია მოხდა, რაც საბოლოოდ, ომით, ოკუპაციითა და, იმედია, ორი რეგიონის დროებითი დაკარგვით დამთავრდა.
_ რაკიღა დაკარგული ტერიტორიები ახსენეთ, თქვენი აზრით, რა მოხდა 2008 წლის 8 აგვისტოს?
_ ვიცით, რომ სროლა ცხინვალის მიმართულებით იყო და რუსული ჯარები შემოვიდნენ. ქართული ჯარი სამხრეთიდან, რუსული კი ჩრდილოეთიდან მოდიოდა, მაგრამ გარკვეულ კითხვებზე პასუხები გვჭირდება, რადგან უკეთ გავერკვეთ, რამ გამოიწვია და მოვლენები ასე რატომ განვითარდა. აქედან გამომდინარე, მოუთმენლად ველით ერვოკავშირის მიერ შექმნილი ფაქტების შემსწავლელი კომისიის დასკვნას. იმედი მაქვს, რომ შედეგები 2009 წლის პირველი ნახევარში იქნება ცნობილი.

_ რუსეთმა საქართველოში ეუთო-ს მისია დაბლოკა. შესაძლებელია, იგივე საფრთხის წინაშე ევროკავშირის მონიტორინგის მისიაც აღმოჩნდეს?
_ შეიძლება, ვერ დავასახელო, ამას ვინ აკეთებს, მაგრამ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას აქვს მანდატი, რომ მონიტორინგი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განახორციელოს, თუმცა დე ფაქტო სიტუაცია ისეთია, რომ ევროკავშირის მონიტორინგის მისიას სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიაზე დაბრკოლებები ექმნება.

რაც შეეხება ეუთოს მისიას. ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ასე ხელაღებით არ უნდა დავთმოთ და ეუთო-ს ახალი, ბერძნული თავმჯდომარეობა, ალბათ, მიიღებს ყველა ზომას, რომ საქართველოში მისიის მუშაობის გაგრძელება მოხერხდეს.
_ ევროკავშირს ახალი თავმჯდომარე ქვეყანა ჰყავს. როგორ იმოქმედებს საქართველოზე და რა შეიცვლება ამით ჩვენთვის?
_ ამას ისე არ უნდა შევხედოთ, როგორც რაიმე დრამატულ მოვლენას, რადგან ეს ცვლილება ყოველ ნახევარ წელიწადში ხდება. უნდა ვაღიაროთ: ევროკავშირი, როცა მისი თავმჯდომარე ქვეყანა საფრანგეთი და უშუალოდ, პრეზიდენტი სარკოზი იყო, სიტუაციის დარეგულირებასა და იმ სამშვიდობო ხელშეკრულებებში, რომელიც აგვისტოში დაიდო, ძალიან აქტიურად იყო ჩართული.
აგვისტოს მოვლენების შემდეგ, ევროკავშირმა ძალიან მტკიცედ გამოხატა თავისი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიაონობისა და პოლიტიკის მიმართ, რაც ევროკავშირთან უფრო დაახლოებას ითვალისწინებს. ეს იყო პოზიცია, რომელიც ევროკავშირის ყველა, 27 წევრმა სახელმწიფომ გამოხატა და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. A

ის, არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან წარმატებული დონორთა კონფერენციაც, რომელიც ნოემბერში ბრიუსელში ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და გაერო-ს თანამონაწილეობით ჩატარდა. კონფერენციის შედეგები ბევრად მრავლისმომცველი იყო და ბევრად დადებითი შედეგები მოიტანა, ვიდრე ველოდით. ასე რომ, 500 მილიონი, რომელიც საქართველოს სამი წლის განმავლობაში გამოეყოფა და, ამასთან, ის თანხები ,რომელსაც ცალკეული სახელმწიფოები გამოყოფენ, ხელშემწყობი ფაქტორი ჩვენი ურთიერთობის განვითარებისთვის.

_ ბატონო პერ, 6-პუნქტიანი შეთანხმება ახსენეთ. შეასრულეს თუ არა მხარეებმა აღნიშნული შეთანხმება?
_ უნდა ვაღიაროთ, რომ არის პუნქტები, რომელიც რუსეთის მიერ სრულად არ დაკმაყოფილდა. რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის აღიარებამ სიტუაცია, რა თქმა უნდა, გაართულა, მაგრამ გვაქვს მექანიზმი _ ჟენევის მოლაპარაკებები. ამასთან, უნდა გადაიჭრას პერევის, ახალგორისა და ჰუმანიტარული ტვირთების ჩატანის საკითხი.
_ ამ პრობლემების გადასაჭრელად რა კეტდება? თუ იცით, ახლა პერევში ან ახალგორში რა მდგომარეობაა?
_ სამწუხაროდ, ვერ გეტყვით. ჩვენ პერევში ვერ შევდივართ, რადგან იქ რუსული გამშვები პუნქტია. არადა, 6-პუნქტიან შეთანხმებაში წერია, რომ ჰუმანიტარულ ტვირთს ყველგან შესვლის უფლება აქვს. ამიტომ, ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ის საკითხები, რომელიც ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში განიხილება.

_ რუსეთმა ევროპას გაზის მიწოდება შეუწყვიტა. თქვენი აზრით, როგორ დასრულდება “გაზის სკანდალი”?
_ თუ გაზს ვერ მივიღებთ, გავიყინებით _ ეს არის უარყოფითი შედეგი. Aმიტომ, მოვუწოდეთ ორივე მხარეს, მოეგვარებინათ საქმიანი დავა. ეს მართლა საქმიანი დავაა უკრაინასა და რუსულ “გაზპრომს” შორის. ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან მსგავსი დავები ადრეც ყოფილა და მოგვარებულა. დარწმუნებული ვარ, თუ სურვილი არსებობს, გამოსავალი ახლაც მოიძებნება.
_ რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილს _ ღაზას სექტორსა და იქ მიმდინარე მოვლენებს. რაში ხედავთ გამოსავალს?
_ (იცინის) ეს 100-მილიონიანი შეკითხვაა! ყველა აღიარებს, რომ აუცილებელია, შეწყდეს საბრძოლო მოქმედებები ორივე მხრიდან და მოლაპარაკებების მაგიდას მიუსხდნენ. ამასთან, მოინახოს ისეთი მექანიზმი, რომლის შედეგადაც სიტუაციიდან გამოსავალი იქნება ნაპოვნი. ომებში გამარჯვებულები არ არსებობენ, ყველა დამარცხებულია!

_ გამარჯვებული არც რუსეთ-საქართველოს ომს ჰყავს?
_ აგვისტოს ომო საქართველოსთვის დამარცხება იყო, მაგრამ ეს რუსეთისვისაც დამარცხება იყო. ვფიქრობ, ყოველთვის მართლები ვიყავით, როცა წინ ვწევდით კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების საკითხს. აგვისტოს მოვლენების შემდეგ, სიტუაცია უფრო რთული გახდა, ვიდრე მანამდე იყო.
_ რა ეტაპზეა ევროპასათან საქართველოსვის ვიზების გამარტივების მოლაპარაკება?
_ არსებობს პრინციპულ დონზე ხელშეკრულება, რომ დაიწყოს მოლაპარაკება ვიზების გამარტივების შესახებ, თუმცა შობისა და ახალი წლის გათვალისწინებით, ჯერ კონკრეტული მუშაობა დაწყებული არ არის და, რამდენადაც ვიცი, კონკრეტული სამუშაო 2009 წლის პირველ ნახევარში დაიწყება. უნდა გვახსოვდეს, რომ ვიზების გამარტივება ჯადოქრობა არ არის. ეს, უბრალოდ, გულისხმობს ვიზების გამარტივებას კონკრეტული კატეგორიის ადამიანებისთვის, რომელთაც აქვთ კონკრეტული საქმე ევროპაში. ამ პროცესის ხელშეწყობის მიმართულებით, მთავარი ღონისძიება 2008 წლიდან ხორციელდებოდა, როცა ევროკავშირი საქართველოს ბიომეტრიული პასპორტების შემუშავებაში ეხმარებოდა, რომელიც ვიზების მიღების გამარტივებას ხელს შეუწყობს.

_ ბატონო ელჩო, რა ამის პასუხია და, საქართველოს როგორ დაახასიათებთ?
_ ვთვლი, რომ ეს არის ქვეყანა, რომელმაც წამოიწყო ძალიან ამბიციური რეფორმები. ძალიან ბევრია გასაკეთებელი, რომ ახლო ურთიერთობები დამყარდეს ევროკავშირთან. რეფორმებს, იგივე სისხლის სამართლის, იუსტიციის სფეროში, განხორციელებას დრო სჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, დრო, რომელიც რეფორმების განხორციელებას სჭირდება და მოუთმენლობა, რომელიც ქართველ ხალხს ახასიათებს, ერთმანეთს კარგად არ ემთხვევა.
_ მაინც საახალწლო დღეებია და ახალ წელთან დაკავშირებით რამე განსაკუთრებული ტრადიცია გაქვთ?
_ ახალ წელს, როგორც წესი, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავ, თუმცა ამჯერად გამონაკლისი დავუშვი და ახალი წელი პირველად თბილისში აღვნიშნე. ვისადილეთ, განვიხილეთ გასული წელი და გეგმები დავაწყვეთ. ძალიან მიყვარს ხაჭაპური, მაგრამ ჩემ თავს დავპირდი, რომ კვირაში მხოლოდ ერთხელ შევჭამ, რადგან ძალიან კალორიულია. ძალიან მომწონს ქართულ კერძების სანელებლები და ნიორიც.

"ფაქტი"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო კარგებო.თქვენ კიდევ არ გაქვთ ბოლომდე წარმოდგენა როგორ არიან ჩინოვნიკები გაყინულნი.არ ადარდებთ ამ ბედკრული ხალხის ბედი.სამარტალს ვერ იპოვი.სად არ მივედი,ვის არ მივმარტე მაგრამ ამაოდ.ჯანდაცვის სამინისტრო უფალოდაც კი არ აძლევს ფსიქოტროპულ წამლებს პატარებს რომლების ამ წამლებით ცოცხლობენ.ისევ დიდსულოვანი მოქალაქეები თუ გამოიჩენენ გულისხმიერებას.საწყალი ლტოლვილები განა იმდენს უკეტებენ რასაც ლაპარაკობენ.პიარისთვის რომ ტელევიზიით გამოვიდნენ.თუ ვინმე დაინტერესდება პატარა ნიკუშა ბედით და რომ დარწმუნდეს სიმართლეში.შეგიდზლიათ ნახოთ 11 დეკემბრის გადაცემა რუსტავი2ზე"პროფილში"ბერი გაბრიელის თემაში.მწამს ვერაფერმა ჩააკლო ქართული დიდსულოვნება,კეთილშობილება და მდიდარი სული.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
დიქტატორებს თეატრი არ უყვართ...»

- რუსთაველის თეატრი 125 წლისაა, 40 წელია იქ მუშაობთ. როგორი მდგომარეობაა ახლა საქართველოში და თქვენს თეატრში?

- თეატრი მაინცდამაინც დიდებულად ცხოვრობს-მეთქი, ვერ ვიტყვი. ახლანდელ ხელისუფლებას დიდად არ უყვარს დრამატული თეატრი. უფრო ოპერა, განსაკუთრებით კი ბალეტი მოსდის თვალში. ბალეტში ლამაზი, შიშველფეხება ქალები ცეკვავენ, ოპერაში - მსუქანი მამაკაცები და ქალები მღერიან, ზოგი კარგად, ზოგიც ცუდად. ოპერა და ბალეტი უხიფათო ჟანრებია, ამიტომაც უყვართ დიქტატორებს. მაგალითად, სტალინს შექსპირი არ ეჭაშნიკებოდა, მისი ზოგიერთი პიესის დადგმაც კი აკრძალა, მათ შორის «ჰამლეტისა». ეტყობა, ჰამლეტის ბიძის მიერ ძმის მოკვლა უსიამოვნო ფიქრებს აღუძრავდა.

- დღეს როგორი განწყობაა საქართველოში სტალინის მიმართ?

- უფრო ნელთბილი, ვიდრე რუსეთში. საქართველოში სტალინი მხოლოდ ქართველობის გამო უყვართ. რუსეთში, მგონი, ეთაყვანებიან მის ხსოვნას.

- თქვენი აზრით, რა გზით მიდის საქართველო?

- საქართველოს რამდენიმე საუკუნე არ ჰქონია ერთიანი სახელმწიფო, XIII-XIV საუკუნეების შემდეგ დაქუცმაცებული იყო. მის მიწა-წყალზე ცხოვრობდნენ მუსლიმანები, მონღოლები. XX საუკუნეში, 1917 წლის რევოლუციის შემდეგ ქვეყნის დამოუკიდებლობა მხოლოდ ოთხი წელი გაგრძელდა. ახლა საქართველო დაბნეულია და ეს ბუნებრივიც არის. თუ არ ვცდები, ჯეფერსონი ამბობდა, დამოუკიდებლობა არის ხე, რომელიც სისხლით ირწყვებაო. ანუ შენ თვითონ უნდა გაიარო ეს გზა. ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკებმა თავისუფლება უბრძოლველად მიიღეს, როცა ელცინმა ყველა მათგანს თავ-თავის გზაზე წასვლა უბრძანა. ეს 15 წელია, ჩვენს ქვეყანაში სრული ანარქიაა. ახლა მთავარია, გავერკვეთ, რა როლი უნდა შეასრულოს საქართველომ ამ კოლოსალურ, რთულ, გადარეულ მსოფლიოში.

- საქართველომ უნდა აირჩიოს: კვლავ რუსეთს მიეკედლოს, თუ დამოუკიდებლობა შეინარჩუნოს.

- საქართველოში ბევრს უნდა რუსეთთან მიკედლება, მაგრამ რუსეთი საქართველოს დაუნდობლად ექცევა. ის ზესახელმწიფოა, საქართველო - ოთხმილიონიანი ქვეყანა. კრემლი ისე იქცევა, თითქოს საქართველო ბაყბაყდევი იყოს. ამასწინანდელი გამოკითხვით რუსეთის მთავარ მტრად, ამერიკის და ესტონეთის შემდეგ, საქართველო დასახელდა. როცა რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქეებს ჰკითხეს, რამდენი კაცი ცხოვრობს საქართველოშიო, 40 მილიონიო, - მიუგეს. მათი გაგება შეიძლება: თუ საქართველო რუსეთის მესამე ნომერი მტერია, ესე იგი დიდი ძალა აქვს! რუსეთი დანასისხლად გადაგვეკიდა, ამიტომაც იწევს საქართველო დასავლეთისკენ. როცა ძლიერი მეზობელი ხელს გკრავს, ვიღაცას უნდა მიეკედლო. საქართველოს ჯერ დახმარება სჭირდება. გაუთავებელმა ომებმა, პოლიტიკოსთა უსასრულო ძიძგილაობამ დაასუსტა, მაგრამ თავისი მოსახლეობის რჩენა კი შეუძლია, ის ხომ აგრარული ქვეყანაა.

- აბა, რა არ შეუძლია?

- სხვა ქვეყნებთან ნორმალური ურთიერთობების დამყარება. რაც მთავარია, ვერ გაუგია, მსოფლიოში სად არის მისი ადგილი, მისი «კუთხე». მან მსოფლიოში, თუნდაც პატარა, მაგრამ თავისი სიტყვა უნდა თქვას.

- ახლა მსოფლიო უფრო განცალკევებისკენ ილტვის, ქვეყნები პატარ-პატარა ნაწილებად იყოფიან.

- დაიყონ, მერე გაერთიანდებიან. ორმოცდაათი წლის შემდეგ ასე მოხდება.

-

სად არის დღეს საქართველოს ადგილი და საით უნდა გაუხვიოს?

- ამერიკა შორსაა. ის ასეთ ხარჯებს არ იკისრებს. როცა ისრაელს ეხმარება, გასაგებია - ურთულეს რეგიონში შედარებით დემოკრატიულ ქვეყანას უჭერს მხარს.

- თავის რეგიონში საქართველოს შეუძლია ასეთივე როლის შესრულება?

- ეს 15 წელია, ქართველები ერთმანეთთან ჩხუბს უნდებიან, ვერაფრით მოახერხეს გაერთიანება. როცა ისრაელის სახელმწიფო იქმნებოდა, მას იდეოლოგია ჰქონდა - მე-19 საუკუნეში ჩასახული ასწლიანი სიონიზმი. ებრაელი ხალხის ისტორიამ შეამზადა მათი მოსვლა, ვინც ისრაელის სახელმწიფო შექმნა.

- გგონიათ, საქართველო მორალურად არ არის მზად ერთიანობისთვის, დამოუკიდებლობისთვის და არ იცის, ვის მიეკედლოს?

- საქართველო ჯერ უნდა გაერკვეს, რას წამოადგენს ამ სამყაროში.

- თქვენი აზრით, საქართველო ევროპას უნდა მიუერთდეს?

- სულიერად საქართველო ევროპასთან უფრო ახლოსაა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენში 400 წელი მუსლიმანები ბატონობდნენ, თავისი იდეოლოგიითა და რელიგიით, საქართველომ მაინც შეძლო თვითმყოფადობის შენარჩუნება და მე-19 საუკუნეში რუსეთის გავლით ევროპაში გასვლა. მაგალითად, ბევრმა სომეხმა კარგა ხნის წინ დატოვა თავისი სამშობლო. ქართველებმა მხოლოდ ახლა დაიწყეს სამშობლოდან წასვლა. არაოფიციალური მონაცემებით, ნიუ-იორკში 100 ათასი ქართველი ცხოვრობს. ბოლო წლებში მილიონამდე კაცმა, ანუ მოსახლეობის მეოთხედმა ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთს მიაშურა.

- ასე მგონია, ამერიკას, თუ მოინდომებს, შეუძლია საქართველოს ფული დაახარჯოს.

- თუ მოინდომებს, კი... 1918-21 წლებში საქართველოს მთავრობამ იცოდა, რომ რუსეთი საქართველოს მიტაცებას აპირებდა და დახმარება სთხოვა ამერიკას. კონგრესში საგანგებო კომისია შეიქმნა, რომელსაც უნდა განესაზღვრა, ღირდა თუ არა საქართველოს დახმარება. კომისიამ ნახა, რამდენი ადგილი ეკავა საქართველოს მსოფლიოს რუკაზე, გამოთვალა, რა დაუჯდებოდა მისი დახმარება და დაასკვნა, რომ არ ღირდა...

- ანუ გადაწყვეტილება ეკონომიკის თვალსაზრისით მიიღეს?

- ცხადია, ეს დახმარების გაწევის განმსაზღვრელი ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია. ახლა ეს დახმარება იდეოლოგიზებულ-პოლიტიზებულია. მგონი, რუსეთის საქციელით ამერიკა უკმაყოფილოა. სამხედრო მინისტრი პუტინს ხვდება ჩეხეთში სამხედრო ობიექტების განთავსებასთან დაკავშირებით. ამერიკელებს უნდათ, ეს ობიექტი აშენდეს ჩეხეთშიც და აზერბაიჯანშიც ირანის შესაძლო აგრესიის მოსაგერიებლად, მაგრამ რუსებს არ უნდათ. სამხედრო მინისტრმა განაცხადა, - ჩვენი დიდი მეგობრის ინტერესები უნდა გავითვალისწინოთო. ვფიქრობ, თუ რუსეთი უბრძანებს, ამერიკა საქართველოს მას ჩააბარებს...

- როგორ გგონიათ, საქართველოში რისი წარმოება შეიძლება განვითარდეს?

- სამთო-წიაღისეულის მოპოვება, სამშენებლო მასალები, ქართული მარმარილო იტალიურს არაფრით ჩამოუვარდება. ნავთობიც არის, ოღონდ ცოტა და ძალიან ღრმად. ოქროც არის. მაგრამ ხელისუფლება გვატყუებს და ყველაფერს გვპარავს. პირველ წლებში საქართველოში ბიზნესმენები კი არა, ნაძირალები, ავანტიურისტები ჩამოდიოდნენ და დაუსჯელად ძარცვავდნენ ქვეყანას. საქართველოში ძალიან კარგი ხარისხის მარგანეცს მოიპოვებდნენ და მერე რუსეთში გზავნიდნენ. შესაძლოა მსუბუქი მრეწველობის განვითარებაც. ქართველებს შრომა უყვართ. თანაც ისეთი, რომელსაც სიხარულის მოტანა შეუძლია, უყვართ სიცოცხლე. განსაკუთრებული სიმძაფრით გრძნობენ იმას, რომ ოდესმე გარდაიცვლებიან, ამიტომაც ცხოვრებისგან რაც შეიძლება მეტის მიღება სურთ. იმიტომ არის, რომ ქართველი მსახიობები თამაშობენ ისე, თითქოს ეს მათთვის უკანასკნელი როლი იყოს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა, ეროვნული ხასიათი ძალიან სერიოზული ფაქტორია და ამიტომაც აქედან არსად წასვლას არ ვაპირებ!

"კვირის პალიტრა"

"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
მშვიდობისმყოფელთა პოზიციების მიმართულებით ცეცხლი რეგულარულად იხსნებოდა. ოსური სამშვიდობო ბატალიონი საცეცხლე წერტილების მოსაწყობად ოსური სოფლების ტერიტორიებს იყენებდა და უკანონოდ შექმნილი პოზიციების შენიღბვას ამით ცდილობდა. მის საცეცხლე ზემოქმედების ზონაში იყო სოფელ ხეთაგუროვიდან - ავნევი-ნურის საგუშაგოების მიმართულება; სოფელ ტბეთიდან - ზემო ნიქოზის მიმართულება; სოფელ ფრისიდან - ერედვისა და ქართული ფრისის მიმართულება; სოფელ მონასტრიდან - თამარაშენის მიმართულება; სოფელ სარაბუკიდან - სარაბუკის მიმდებარე ქართული პოსტები და ერედვის მიმართულება; სოფელ გუჯაბაურიდან - ქვემო ნიქოზის მიმართულება, დაპალეთი, ხელჩუა და თლიაყანა.
დასახელებული ადგილებიდან, 1-ელი ივლისიდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ორმხრივმა ცეცხლმა ყველაზე მეტი ინტენსივობა მიიღო. 20 ივლისიდან მოწინააღმდეგე 82 მმ-იანი და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნებით ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტების სისტემატურ დაბომბვაზე გადავიდა.

ქართული სოფლებისკენ გახსნილ მიზანმიმართულ ცეცხლს შედარებით ნაკლები ინტენსივობა ჰქონდა, თუმცა ამის გამო მშვიდობიანი მოსახლეობა თავს უსაფრთხოდ სულაც არ გრძნობდა.
ცხინვალში მუშაოდნენ ეუთოს დამკვირვებლები, რომლებმაც ქალაქი 6 აგვისტოს საღამოს დატოვეს და მეორე დღესვე ქართული სამხედრო კოლონების გადაადგილებას აფიქსირებდნენ.

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ქვედანაყოფები თავდაცვის საგანგებო სიტუაციებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფებოდა (დასკვნაში დეტალურადაა აღწერილი საომარ მოქმედებათა დაწყების შემთხვევაში კოკოითს რომელი ქვედანაყოფები ჰყავდა მობილიზებული. - ე.ა.).
კონფლიქტის ზონაში დაპირისპირებულ მხარეთა შორის შემაწუხებელი სროლებისა და წვრილ-წვრილ შეტაკებების ფონზე მიმდინარეობდა რთული პოლიტიკური პროცესები, სადაც აშკარად ჩანდა კონფლიქტის შეიარაღებულ დაპირისპირებაში გადაზრდით დაინტერესება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ 7 აგვისტოს 00 საათიდან სარაბუკის მიმართულებაზე მსხვილკალიბრიანი ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გახსნა, რასაც საპასუხო საარტილერიო ცეცხლი მოჰყვა. ორმხრივი სროლა ხანმოკლე პაუზებით დილის 6 საათამდე გაგრძელდა.
7 აგვისტოს გამთენიისას ფრონეს ხეობაში, ნულის მიმართულებით ცეცხლი ისევ გაიხსნა და ორმხრივი სროლა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. იმავდროულად, ძარი-ცხინვალის გზაზე ცხინვალისა და ხეთაგუროვის, ხეთაგუროვი-ტბეთი-ცხინვალის მიმართულებით სატვირთო ავტომობილებისა და ჯავშანტექნიკის მცირე კოლონების გადაადგილება შეიმჩნეოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით: «7 აგვისტოს 11 საათისათვის სეპარატისტებმა ხეთაგუროვიდან სოფლების - ნული-ავნევის მიმართულებით შეტევა განაახლეს. დაიჭრა ქართული სამშვიდობო ბატალიონის 3 სამხედრო მოსამსახურე. ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს».

საფუძველი არ არის, ეჭვი შევიტანოთ იმაში, რომ ქართული სოფლები ნული, ავნევი, ასევე სამშვიდობო პოსტები სარაბუკში ნამდვილად იბომბებოდა, მაგრამ ნათელია ის, რომ ცეცხლის ინტენსივობის ზრდის პირობებში რატომღაც არავინ ფიქრობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაზე.

ჩვენ გვახსოვს, 3 აგვისტოს ოსური და რუსული მხარის მიერ მოხდა ცხინვალის ტერიტორიიდან მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა ვლადიკავკაზში. მაშინ ამ ნაბიჯს ქართულმა მხარემ პროპაგანდისტული უწოდა. 4 აგვისტოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ განცხადება გააკეთა, რომ არ არსებობდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა ცხინვალის რეგიონიდან. კიდევ კარგი, რომ 8 აგვისტოს დილით ეს ხალხი ცხინვალიდან უკვე გამოყვანილი იყო. ამავდროულად, უპასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამოკიდებულება, რომ მათ გააჩნდათ ინფორმაცია რუსული აგრესიის შესახებ და ამის მიუხედავად, არ მოხდა ქართველი მოსახლეობის ევაკუაცია.
რთული მდგომარეობის მიუხედავად, მაშინ ჯერ კიდევ შეიძლებოდა ომის თავიდან აცილება, პოლიტიკოსებს საამისოდ საღი გონება და კეთილი ნება რომ გამოეჩინათ.

7 აგვისტოს, დილით, ესკალაციის შესაჩერებლად საქართველოში ჩამოვიდა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი, რომელსაც შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი.

ბუნებრივია, ასეთ დროს ნებისმიერი მცდელობა ცეცხლის შესაჩერებლად, ნებისმიერ ფორმატში შეხვედრა და მოლაპარაკება ქართულ-რუსულ-ოსურ მხარეთა შორის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იაკობაშვილი უარს აცხადებს შსკ (შერეული საკონტროლო კომისია) ფორმატში შეხვედრასა და ასევე, სამმხრივ მოლაპარაკებაზე. იგი ითხოვდა მხოლოდ ორმხრივ, ქართულ-ოსურ ფორმატში მოლაპარაკებას.

12:30 საათზე სამმხრივი ქართულ-ოსურ-რუსული კონსულტაციები მაინც დაიწყო. მოლაპარაკებათა პროცესში სააგენტოების მიერ გავრცელებული განცხადებებიდან ჩანდა, რომ ცეცხლის გახსნაში ორივე მხარე ერთმანეთს ადანაშაულებდა.
პერიოდულად იცვლებოდა ოსური მხარის პოზიცია შეხვედრასთან დაკავშირებით. 13:11 საათზე სეპარატისტთა ლიდერმა ედუარდ კოკოითმა იური პოპოვს აცნობა, რომ შექმნილი საფრთხის გამო ცხინვალში არ ჩამოსულიყო. ამასთანავე, საქართველოსთან ყველა სახის ურთიერთობათა შეწყვეტის განცხადებით გამოვიდა.

იმავდროულად, სააგენტო «ინტერპრესნიუსმა» გაავრცელა შერეული საკონტროლო კომისიის საინფორმაციო განყოფილების უფროსის ინალ პლიევის განცხადება: «ჩვენ მზად ვართ, საქართველოს მხარეს ყოველგვარ ფორმატში შევხვდეთ და ამ შეხვედრისთვის თანხმობას ველოდებით».

აქედან გამომდინარე, უნდა ვივარაუდოთ, რომ ცხინვალი სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის მოთხოვნას დათანხმდა, რასაც მისი მხრიდან 14 საათისათვის გაკეთებული კომენტარებიც ადასტურებენ: «ქართულ-ოსური შეხვედრა შედგება და რუსეთს მხოლოდ სადამკვირვებლო მისია დარჩება».

დაახლოებით იმავე შინაარსის განცხადება გაკეთდა იური პოპოვის მიერ და ამის შემდეგ რუსი დიპლომატი ცხინვალში აღარ წასულა. მიზეზი კი მეტად ბანალური - ავტომანქანის გაუმართაობა აღმოჩნდა.

13:09 საათზე სააგენტო «ინტერპრესნიუსით» გავრცელდა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადება: «დარწმუნებული ვარ, კონფლიქტის გაღვივება რუსეთის ინტერესებში არ შედის». სჯეროდა თუ არა სააკაშვილს საკუთარი სიტყვებისა, ძნელი სათქმელია მაშინ, როცა ომის მოსალოდნელი მაჯისცემა იმ დროისათვის უკვე მთელ საქართველოში ისინჯებოდა.
ამ განცხადებიდან სულ რაღაც 40 წუთში, 13:49 საათზე სააკაშვილის მომდევნო განცხადება გავრცელდა: «ცხინვალის სიგიჟე უნდა შევაჩეროთ».
პოლიტიკურ ლიდერებს თითქოს დავიწყებოდათ უახლესი ისტორიის მწარე გაკვეთილები, აფხაზეთის ომის შემდგომ ჭკუა ვერ ესწავლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ მათი განცხადებები საომარ ყიჟინას უფრო წააგავდა, ვიდრე ომის თავიდან აცილების მცდელობას.
მოვლენები საბედისწერო სისწრაფით ვითარდებოდა. 7 აგვისტოს, 14 საათზე ავნევში ქართველი სამშვიდობოების საგუშაგოს წინ გალავანი და სოფელ ნიქოზში სამშვიდობო ძალების ბაზა ცხინვალის ფორმირებების ყუმბარმტყორცნების, 82 და 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნების, 122 მმ-იანი ჰაუბიცების ცეცხლქვეშ მოექცა. ისროდნენ ავნევის მახლობლად არსებული სიმაღლეებიდან და სოფელ ტბეთიდან.

საბრძოლო პოზიციაზე გასვლისთანავე მოწინააღმდეგემ ქართული ქვეითთა საბრძოლო მანქანა Бмп-2 დააზიანა. ეკიპაჟმა კონტუზია და დამწვრობა მიიღო. დაიჭრა 5 ჯარისკაცი, მათ შორის 2 მძიმედ. მოგვიანებით, ევაკუაციის დროს ორივე მათგანი გარდაიცვალა. ამ ინფორმაციას 14:00 საათზევე იღებს სააკაშვილი.
პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსვლიდან დავითაიას კომისიის სხდომაზე: «თავდაცვის მინისტრი ლამის მუხლებში ჩამივარდა და საპასუხოდ საარტილერიო ცეცხლის გახსნა მთხოვა, როცა 2 ჯარისკაცი დამეღუპა, 5 დამეჭრა».
იმავდროულად, ხელისუფლების ვერსიით, დაზვერვის დეპარტამენტიდან მიიღეს ინფორმაცია, რომ 7 აგვისტოს, დაახლოებით 14:30 საათზე საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქი, რომელმაც საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრისკენ გადაადგილების ბრძანება მიიღო.
საპასუხოდ, როგორც ხელისუფლება აცხადებს, უმაღლესი მთავარსარდლისაგან საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ბანდფორმირებების შემოტევისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების ინტერვენციის შეკავების ბრძანება მიიღეს.
განცვიფრებას იწვევს მიღებული გადაწყვეტილების ოპერატიულობა. 14 საათზე დაიღუპა ავნევში 2 სამშვიდობო სამხედრო მოსამსახურე. 14 საათზევე პრეზიდენტმა გოგავას მისცა ბრძანება კონფლიქტის ზონაში შესვლის შესახებ; 14:30 საათზე მიიღო ინფორმაცია, რომ უკვე როკის გვირაბთან რუსული ტანკების კოლონა იყო მომდგარი.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა გორში ყოფნისას უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო ერთპიროვნულად, არ შეკრიბა უშიშროების საბჭო და არ დაელოდა მის გადაწყვეტილებას. მან ჯიუტად გაიმეორა წინამორბედის მიერ 1992 წელს დაშვებული შეცდომები. სავარაუდოდ, გადაწყვეტილება მიიღო რისხვითა და ბრაზით. სამწუხაროდ, ომისა და მშვიდობის საკითხებს საღი გონება და პასუხისმგებლობის გრძნობა კი არ წყვეტდა, არამედ მისთვის დამახასიათებელი სიფიცხე და გახევება.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ სახელმწიფოში არ აღმოჩნდა არც ერთი ინსტიტუტი, არც პარლამენტი, არც მთავრობა, რომელიც შეეწინააღმდეგებოდა ასეთ შლეგურ გადაწყვეტილებას. არც ერთ მინისტრს, ასევე უშიშროების საბჭოს მდივანს გამბედაობა და ვაჟკაცობა არ ეყო პრეზიდენტს წინ აღდგომოდა.
ქვეყნისათვის ასეთ საპასუხისმგებლო დროს არ სრულდებოდა კონსტიტუციით გათვალისწინებულ ქმედებათა თანამიმდევრობა, არ ჩატარებულა უშიშროების საბჭოს სხდომა.დაახლოებით, 17 საათზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეკა ტყეშელაშვილი უცხო ქვეყნების ელჩებს შეხვდა, მაგრამ საქართველო-რუსეთის საზღვარზე რუსეთის არმიის თავმოყრასთან დაკავშირებით საქმის კურსში არ ჩააყენა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელჩები კომენტარებში ამ საკითხს აუცილებლად შეეხებოდნენ.
შექმნილ კრიტიკულ სიტუაციაში გაურკვევლობა გამოიწვია იმ შესაძლებლობათა იგნორირებამ, რომელიც ომის თავიდან აცილების თუნდაც მცირე შანსს იძლეოდა.
რატომ არ მოხდა პოლიტიკური და დიპლომატიური არხებით ინფორმაციის გადამოწმება? მეტიც, რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩი იური პოპოვი თბილისში იმყოფებოდა და საღამოს 19 საათამდე მასთან ამ თემაზე კონსულტაციები არც ერთი სახელმწიფო სტრუქტურის წარმომადგენელს არ გაუმართავს.დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ისიც, რომ ამგვარი სამხედრო მუქარის არსებობის შემთხვევაში არ მოხდა ტერიტორიის მომზადება მოსალოდნელ საბრძოლო მოქმედებათა დაწყებამდე; მოწინააღმდეგის სვლის ტემპების შესაჩერებლად და მშვიდობიანი მოსახლეობის გამოსაყვანად.
მოვლენები ყოველწუთიერად მწვავდებოდა, იბომბებოდა ქართული სოფლები,
მსხვერპლი იყო მოსახლეობაში.

მოამზადა ეკა ასათიანმა

"

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვიცე-სპიკერის, ლევან ვეფხვაძის მოსაზრებით, პრემიერ-მინისტრის ცვლილების შემთხვევაში ამ თანამდებობის დაკავება დედაქალაქის მერს გიგი უგულავას უნდა აწყობდეს. “გიგი უგულავას რეიტინგი აგვისტოს მოვლენებისას საკმაოდ დაეცა და ამ რეიტინგის აღდგენისთვის მას სწორედ პრემიერობა სჭირდება, თუმცა სხვა საკითხია, სჭირდება თუ არა ეს მიხეილ სააკაშვილს,”- ამბობს ვეფხვაძე და იქვე დასძენს, რომ რეიტინგის აღდგენა გიგი უგულავას პრეზიდენტის მემკვიდრეობისათვის სჭირდება.
ოპოზიციონერი დეპუტატის აზრით, ხელისუფლების სურვილი გეგა მგალობლიშვილის უკან დაბრუნება უნდა იყოს და არა _ პრემიერის ცვლილება.
გეგა მგალობლიშვილთან დაკავშირებით კი ვეფხვაძე ამბობს, რომ ის პრეზიდენტის პიარის ფერხულში ვერ ჩაერთო და მის საქმეს ისევ პრეზიდენტი აკეთებს. კერძოდ, პრეზიდენტი ხვდება მეჩაიეებს, მეციტრუსეებს და პედაგოგებს და “ვირტუალურ” იმედებს უსახავს მაშინ, როდესაც ამ საქმეს მგალობლიშვილი უნდა აკეთებდეს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Во время репетиции принятия президентской присяги в роли Барака Обамы и Джозефа Байдена выступили похожие на них по росту, телосложению и цвету кожи военные разведчики. Дважды были отрепетированы посадка и взлет вертолета президентского отряда морской пехоты, на котором после принятия Обамой присяги покинувший пост президента США Джордж Буш отбудет на базу ВВС США "Эндрюс", чтобы вылететь затем на самолете из Вашингтона домой в штат Техас. После этого "Барак Обама" и "Мишель Обама" вместе с другими участниками церемонии в автомобильном кортеже в сопровождении полицейских мотоциклистов, автомашин и нескольких военных оркестров проследовали по Пенсильвания-авеню от Капитолия к Белому дому по тому маршруту, по которому пройдет традиционный инаугурационный парад.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
მახოოოოოო კარგია=ko= =ko= =ko= =haa= =haa= =haa= =haa= =haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
В понедельник несколько тбилисских СМИ опубликовали информацию о том, что на инаугурации новоизбранного президента США Барака Обамы будет присутствовать бывший постоянный представитель Грузии в ООН Ираклий Аласания. Для оппозиционной части общества это сообщение послужило сигналом к возобновлению митинговой деятельности, а для некоторых и вовсе вердиктом: Вашингтон определился в вопросе о будущем главе Грузии.

В ближайшем окружении Ираклия Аласании информацию подтвердили. «Господин Аласания после кратковременного пребывания в Тбилиси уехал в США. Он будет присутствовать на инаугурации Барака Обамы. В Грузию вернется после завершения торжеств в Вашингтоне», – сказал «НГ» давний соратник бывшего постпреда в ООН.

При этом он отказался комментировать политические планы Ираклия Аласании. «Точно известно лишь одно – он в оппозиции. Но как будет строить свои действия: сформирует собственную партию, возглавит какую-либо из существующих или примкнет к одной из них – неизвестно. В Тбилиси он встретился и провел консультации со многими лидерами оппозиционного лагеря, однако уехал в США, не объявляя своего решения», – заявил «НГ» собеседник.

Видный активист оппозиционной партии «Новые правые», недавно вошедшей в альянс с Республиканской партией, Манана Начкебия подтвердила участие Ираклия Аласании в инаугурационных торжествах в Вашингтоне. При этом, по ее словам, на церемонии могут присутствовать и лидеры союза «Правых–Республиканцев» Давид Гамкрелидзе и Давид Усупашвили, но из-за технических проблем вопрос с их поездкой в Вашингтон пока остается открытым.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ციცის გაუმარჯოს=sher= =ko= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined15 Aug 2007
Posts767
კარმა0
OFFLINEPROFILE
გერმანია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მომხრეა
ახალი ამბები - საქართველო”, ნანა მამაგულიშვილი/. გერმანიის მთავრობა კიდევ ერთხელ გამოხატავს ნატოს ბუქარესტის სამიტის მხარდაჭერას და აცხადებს, რომ ეს გადაწყვეტილება რეალიზებული იქნება და საქართველო ნატოს წევრი გახდება. ამის შესახებ სამშაბათს საქართველოს თავდაცვის მინისტრთან დავით სიხარულიძესთან შეხვედრის შემდეგ გერმანიის თავდაცვის სამინისტროს საპარლამენტო სტატს-მდივანმა ტომას კოსენდაიმ განაცხადა, განუცხადეს ”ახალი ამბები - საქართველოს” კორესპონდენტს თავდაცვის უწყებაში.

როგორც კოსენდაიმ ჟურნალისტებს განუცხადა, მან სიხარულიძეს მხარდაჭერის სიტყვები გადასცა და აღნიშნა, რომ გერმანია მზადაა, დაეხმაროს ქართულ სამხედრო ძალებს და თავდაცვის სამინისტროს როგორც სამინისტროს სტრუქტურის მოდერნიზაციაში, ისე საქართველოს შეიარაღებული ძალების აღჭურვასა და სამხედრო განათლების სფეროში.

კოსენდაიმ აღნიშნა, რომ სწორედ გერმანიამ გასწია დახმარება სამხედრო განათლების სფეროში და საქართველოს სერჟანტთა სკოლის ფორმირებაში.

dsc03600_300”საქართველოს მხარდაჭერას უცხადებს არა მხოლოდ გერმანია, არამედ მთელი ევროკავშირი”, - განაცხადა სტატს-მდივანმა და მაგალითად მოიყვანა, თუ როგორი სწრაფი რეაგირება მოახდინა ევროკავშირმა აგვისტოში რუსეთთან კონფლიქტის შემდეგ და საქართველოში დამკვირვებლები გამოგზავნა.

კოსენდაიმ ასევე გაეროს მისიის მანდატის გაგრძელების მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

”ეს ძალზე მნიშვნელოვანი მისიაა და ჩვენ უნდა მოვიშოროთ უნდობლობა, რომელიც საქართველოში გაჩნდა. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე ქვეყნის ნებისმიერ რეგიონში დაცული უნდა იყოს. დარწმუნებული ვარ, რომ საერთაშორისო სამართლებრივი კუთხით გაეროს მანდატის ფორმატში მცირე ცვლილებები იმ ტერიტორიების აღიარებას არ გამოიწვევს, რომლებიც საქართველოს იურისდიქციას დროებით მოწყვეტილია”, - განაცხადა კოსენდაიმ და აღნიშნა, რომ საქართველოს პრაქტიკული დახმარების აღმოჩენა სჭირდება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით სიხარულიძემ, თავის მხრივ, საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გერმანიის მკაფიო პოზიციის და ამ საკითხში დახმარების მზადყოფნის გამო მადლიერება გამოხატა.

”ჩვენ ჩვენ ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ. გერმანია თავდაცვის სფეროში დიდი ხანია, გვეხმარება და მომავალში ეს დახმარება კიდევ უფრო გაიზრდება”, - განაცხადა სიხარულიძემ.

მან აღნიშნა გერმანიის დახმარება სერჟანტთა ქართული სკოლის ჩამოყალიბებაში. ”ეს სკოლა სერჟანტებს - ქართული ჯარის საფუძველს ამზადებს”, - განაცხადა სიხარულიძემ.

მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ ამგვარი ტიპის დახმარება და ერთობლივი მუშაობა სხვა მიმართულებებით გაგრძელდება და ”საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების და მდგომარეობის საკითხი ერთობლივი მუშაობით გადაიჭრება”.

"ჯორჯია ვიქლი",13 იანვარი 2009 წელი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
Как сообщил источник в военном ведомстве Грузии, в ближайшие дни, ВВС США приступят к патрулированию воздушных границ Грузии (включая оккупированные зоны в Абхазии и Цхинвальском регионе)

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined06 Jan 2009
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
“თუ ხალხი თვლის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია, უნდა შეიცვალოს!”
2009 წლის 13 01, სამშაბათი - 10:27

აქტიური პოლიტიკიდან წასული ელენე თევდორაძე რეინტეგრაციის მინისტრის მოადგილეა. გარდა ამისა, შეწყალების კომისიასაც თავჯდომარეობს, თუმცა გული სწყდება, რომ პარლამენტში აღარ არის და ამაში, პირადი საუბრისას, ქალაქის მერს, გიგი უგულავას ადანაშაულებს, რომელმაც საპარლამენტო სიაში არ “ჩასვა”. ამბობს, პარლამენტში უფრო მეტის გაკეთებას შევძლებდიო. მიაჩნია, რომ დღევანდელი ციხეები ძალიან გამკაცრებულია და ეს მაშინ, როცა შევარდნაძის დროს ციხეც და შეწყალებაც უფრო დემოკრატიული იყო. მაშინ შეწყალების კომისიის მიერ შეწყალებულ პატიმრებს სიიდან ვერავინ და არავინ ამოიღებდა, თვით პრეზიდენტიც კი, დღეს კი პროკურატურას სიიდან ნებისმიერი ადამიანის “ამოგდება” შეუძლიაო, _ წუხს. სამაჩაბლოელი ლტოლვილები თვლიან, რომ ელენე თევდორაძე ხელისუფლება არ არისო. ამ შეფასებაზე ქალბატონი ელენე უცნაურად იღიმის. მოკლედ, საინფორმაციო სააგენტო “ფაქტი” გთავაზობთ სკანდალურ ინტერვიუს ელენე თევდორაძესთან.

_ ქალბატონო ელენე, რას თვლით ამ ხელისუფლების ყველაზე დიდი ნაკლად?
_ სხვების მსგავსად, არ ვთვლი, რომ ყველაფერი კარგადა და “აჟურშია”. მას შემდეგ, რაც აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადმოვედი, მივხვდი, რომ ზოგი ამ ნაკლს ხედავს და ცდილობს, გამოასწოროს. ზოგი კი ვერ ხედავს. ერთი რამ ვიცი: ადამიანები, რომლებიც კაბინეტებში დამშვიდებულნი სხედან, მათ ხელი უნდა დავიქნიოთ, ხელისუფლებიდან გავუშვათ და მათ ადგილას ისეთი ადამიანები მოვიყვანოთ, რომლებიც ამ ნაკლს გამოასწორებენ.
_ საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილი თვლის, რომ ხელისუფლება შესაცვლელია. თქვენც ასე ფიქრობთ?
_ ამას ვერ გეტყვით, რადგან ამ ხელისუფლებაში ვარ, მაგრამ თუ ხალხი თვლის, რომ შესაცლელია, მაშინ უნდა შეიცვალოს!

_ პარლამენტიდან რომ წამოხვედით, გული გწყდებათ?
_ რა თქმა უნდა, იქ მეტი ასპარეზი მქონდა, ვიდრე აქ. რითიც ახლა ვარ დაკავებული, თუ ამ, ანუ ეროვნული უმცირესობების ინტერესების დაცვის საკითხში შედეგი მექნება, არ ვინანებ. მინდა, ყველაფერი გაკეთდეს, რომ ეროვნული უმცირესობები უფრო ინტეგრირებული იყვნენ ჩვენს ქვეყანაში და თუ საჭირო იქნება, მათ თავიც კი გასწირონ ქვეყნისთვის.

_ რაკიღა სიტყვამ მოიტანა, როგორ არის საქართველოში არაქართველების უფლებები დაცული?
_ ადამიანის უფლებები საქართველოში ნაციონალური ნიშნით არ ირღვევა, სამწუხაროდ, საქართველოში ადამიანის უფლებებს კანონი არღვევს.
_ ყველაზე მეტად ადამიანის უფლებები ახალი ხელისუფლებების პირობებში ირღვევა. ხომ არ ხუჭავს ელენე თევდორაძე ამაზე თვალს მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის გუნდის წევრია?
_ ქვეყანაში, რა თქმა უნდა, გაუარესდა ადამიანის უფლებების დაცვა, მაგრამ არასოდეს მიჭირდა მეთქვა სიმართლე და ხმა ამომეღო ადამიანის უფლებების დარღვევის გამო. პარლამენტში სახალხო დამცველის, სოზარ სუბარის დამცველი ვიყავი და როდესაც მან პარლამენტს ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები დაუდო, ეს ფაქტები ჩემთვისაც ნაცნობი იყო და, რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერდი. სუბარი ყველაზე რადიკალური სახალხო დამცველია, მან შეძლო ხელისუფლების ოპონირება და მეც მხარში ვედექი. ახლა, რა თქმა უნდა ადამიანის უფლებების დარღვევამ სეროიოზული ფორმა მიიღო, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კიდევ დამატებით გაჩნდნენ ახალი ლტოლვილები.

_ წლების მანძილზე შეწყალების კომისიის თავჯდომარე იყავით და დღესაც იგივე თანამდებობა გიკავიათ, თუმცა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, თუ ბოლო ფართომასშტაბიანს არ ჩავთვლით, შეწყალება ნაკლებად ხდება. ამას რითი ხსნით?
_ როცა შეწყალების კომისია მუშაობდა, კომისიის მიერ გაწეული რეკომენდაციები პირდაპირ შედიოდა პრეზიდენტთან ხელმოსაწერად და არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომ პრეზიდენტს ხელი არ მოეწეროს, ან ვინმე ზედმეტად ჩარეულიყო, ახლა კი მაინც ხდება ჩვენი რეკომენდაციის გადასინჯვა, ჩვენი რეკომენდაციები იგზავნება პროკურატურაში და ისეც ხდება, რომ ჩვენს მიერ სიაში შეტანილი პატიმარი სიიდან ამოუღიათ, რის გამოც კომისია გულგატეხილია.

_ პატიმრებს პროტექციით იწყალებენ, ანუ არის ამ სფეროში მექრთამეობა?
_ შემიძლია, თავი დავდო, რომ კომისია მუშაობს აბსოლუტურად სუფთა ხელებით, თუმცა ვერ გეტყვით, რა ხდება კომისიის გარეთ. სამწუხაროდ, ჩემთან მოსული ადამიანები მეუბნებიან, იმისთვის, რომ სიიდან არ ამოეღოთ, გადაიხადეს თანხა. როცა ვეკითხები, ვის უხდიან, არ მეუბნებიან.
_ მართლაც, ვის უხდიან, პროკურატურას?
_ არ ვიცი, არ მეუბნებიან.
_ ამ კუთხით მექრთამეობას ადგილი კანცელარიაშიც აქვს?
_ არ ვიცი, თუმცა ხურციძე კანცელარიის თანამშრომელი იყო და გაკვირვებული დავრჩი, რადგან ქალბატონის საკითხი, რომლის ირგვლივაც ერთი ამბავი ატყდა, კომისიას არ განუხილავს და პირდაპირ პრეზიდენტთან შევიდა ხელმოსაწერად. ხურციძეს სია, პრეზიდენტის ხელმოწერამდე, რამდენიმე საათით ადრე გადასცეს და ეს როგორ მოასწრო, ჩემთვის გაუგებარი და ბუნდოვანია.

_ ეტყობა, ძაღლის თავი სხვაგანაა დამარხული და ყველაფერი კომისიის გვერდის ავლით ხდება, არა?
_ დიახ, სამწუხაროდ, ხდება. პატიმრების ახლობლებს ეშინიათ ჩემთან სიმართლის თქმის.
_ რა თანხაა საჭირო შესაწყალებლად, მაინც, რას გეუბნებიან პატიმართა ჭირისუფლები?
_ ბოლოს, ერთმა პატიმრის ახლობელმა მითხრა, რომ 30 ათასი დოლარი გადაიხადა, მეორემ _ 800, მესამემ _ 1000, მაგრამ სამწუხარო ის არის, რომ მათი ახლობლები არ შეიწყალეს და არ ვიცი, ვის რატომ მისცეს ფული. პატიმრების ახლობლებს თაღლითურად სძალავენ ფულს. შეწყალებას ფული არ სჭირდება, ვისაც ეკუთვნის, პრეზიდენტი ისედაც იწყალებს.

_ შეწყალება, ალბათ, პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებსაც ეკუთვნით, არა?
_ მინდა გითხრათ, რომ არცერთ მათგანს შეწყალებაზე განცხადება არ დაუწერია, თუნდაც შალვა რამიშვილს...
_ პატიმრობა, როგორც მახსოვს, თქვენც გამოგიცდიათ _ თურქეთში დაგაპატიმრეს?
_ ცოტა ხნის წინ თურქეთში დამაპატიმრეს, პოლიციაში არ გადამიყვანეს, მაგრამ 16 საათი სადეპარტამენტო ოთახში ვიჯექი და ვიცინოდი. ვიზას ვადა გაუვიდა და დეპორტაცია გამიკეთეს, ვეხვეწობოდი, გამიშვით-მეთქი განსაკუთრებით ბევრი მაშინ ვიცინე, როცა ტერმინალში გავყავდი, სადაც ქართველები ისხდნენ, ვთხოვე ხელბორკილები არ დაედოთ, არ მინდოდა, ქართველებს ასე ვენახე.

_ ესე იგი, პარლამენტიდან გულდაწყვეტილი წამოხვედით...
_ რომ გითხრათ, რევოლუციის შემდეგ პარლამენტში თაფლობის თვე გავატარე-მეთქი, დამიჯერებთ? სიმართლე გითხრათ, “ნაცმოძრაობის” წევრი არასოდეს ვყოფილვარ, ადამიანის უფლებების დაცვას უპარტიო ადამიანი სჭირდება. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ აგვისტოს მოვლენები მოხდა. ადრე ვიცავდი ადამიანის უფლებებს ქვეყნის შიგნით, ახლა გადავწყვიტე, რომ შევსულიყავი კონფლიქტის ზონაში და იქ აფხაზებისა და ოსების უფლებებიც დამეცვა, მაგრამ ომმა ხელი შემიშალა.

ისე, 7 ნოემბერის მოვლენების დროს გერმანიაში ვიყავი და როცა ტელევიზორში საკუთარი მოქალაქეების დარბევა ვნახე, ენა ჩამივარდა და შემრცხვა. მიხეილ სააკაშვილთან ბევრჯერ მისაუბრია ადამიანის უფლებების დარღვევაზე და კრიტიკული აზრებიც გამომითქვამს, პრეზიდენტი ყოველთვის ისმენდა ჩემს კრიტიკულ შენიშვნებს, მაგრამ ამას რეაგირება არ მოჰყოლია, თუმცა არასოდეს არც ის უთქვამს, გაჩუმდი, ან ვერ მოგისმენო...

ესაუბრა ეთერ ბალაძე

www.fact.ge

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ისრაელის ერთ-ერთი სამკურნალო კლინიკის პაციენტი, ცხინვალის ომს გადარჩენილი ჯარისკაცი ავთანდილ ხოზრევანიძე ხუმრობს, რომ ომი თან დაჰყვება. - სხვანაირად ვერ ამიხსნია, რატომ მაინცდამაინც ჩემს აქ ყოფნაში ატყდა ისრაელში ასეთი ამბავიო. ხუმრობა იქით იყოს და მეოთხე ბრიგადის 42-ე ბატალიონის ოცმეთაური ცხინვალში ძლივს გადაურჩა სიკვდილს, ყუმბარამ მარცხენა ხელი მაჯაში მოაწყვიტა. ჯერ ქართველმა ექიმებმა შეძლეს სასწაული და მოწყვეტილი მტევანი მაჯას მიაკერეს, შემდეგ ებრაელმა ექიმებმა გადაწყვიტეს სასწაულის დაგვირგვინება და უმოქმედო ხელის მტევანი აუმუშავეს. ჯარისკაცს კიდევ ერთი ოპერაცია დარჩა გასაკეთებელი, წვივიდან ძვალი უნდა გადაუნერგონ მაჯაში და კიდევ ერთ თითზე გაუკეთონ ურთულესი ოპერაცია.

ავთანდილ ხოზრევანიძეს ისრაელში ტელეფონით ვესაუბრეთ:

- საავადმყოფო, სადაც მე ვმკურნალობ, თელ-ავივში მდებარეობს და უზარმაზარი ტერიტორია უკავია. საომარი სიტუაციებიდან დაახლოებით 60-70 კმ მაშორებს. ხშირად ვფიქრობ, რა უცნაურია, ერთი ომი დამთავრდა ჩემთვის და მეორეში აღმოვჩნდი, თუმცა, აქ საერთოდ არ იგრძნობა საომარი სიტუაცია. ყველგან ჩვეულ რიტმში გრძელდება ცხოვრება, ისევე შრომობენ და მოქმედებენ, როგორც ომამდე. უბრალოდ, ყველამ იცის, რა გააკეთოს განგაშის შემთხვევაში. ყველა სახლს აქვს თავშესაფარი, ყველა მოქალაქეს - აირწინაღი და ყველამ იცის, რა დროს როგორ მოიქცეს. სამწუხაროდ, საქართველოში საერთოდ არ არსებობდა ევაკუაციის გეგმა. აქ პანიკის გარეშე მოქმედებენ. ჩვენთან კი მოსახლეობა დაიბნა და ამიტომაც ატყდა პანიკა. როდესაც გავიგე, რომ ომი დაიწყო, გავოცდი, რადგან არსად იგრძნობოდა ომის არსებობა. მერე ვიკითხე, თუ ომი დაიწყო, ასე მშვიდად როგორ ხართ-მეთქი. ამიხსნეს, აქ ომის დროსაც ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრებაო.

სიმართლე გითხრათ, მშურს ამ ხალხის, ისრაელი მხოლოდ 60 წლის სახელმწიფოა და მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანია. ეს კი იმიტომ ხდება, რომ სახელმწიფო ხალხმა შექმნა, ხალხი კი სახელმწიფოსაგან იღებს მაქსიმალურ ზრუნვას. ანალოგიურ სიტუაციას ვისურვებ საქართველოშიც, რათა სახელმწიფო იყოს ხალხისთვის და ხალხი სახელმწიფოსთვის.

აქ არ არსებობს ახალგაზრდა, განურჩევლად სქესისა, რომ სამხედრო სწავლება არ ჰქონდეს გავლილი, ვაჟებისთვის სამი წელია, ქალებისთვის - ორი წელი. არავინ ვაჭრობს, რომ როგორმე თავი დაიძვრინოს სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან, რადგან ყველა გრძნობს, რაც მეტი პროფესიონალი სამხედრო პირი ჰყავს, მით უფრო უკეთ არის დაცული ქვეყანა, თითოეული ოჯახი და მოქალაქე.

აღსანიშნავია ისიც, რომ სხვადასხვა სამსახურში მოხალისეთა უზარმაზარი ლაშქარი მოქმედებს, საავადმყოფოშიც მოდიან გოგონები და ექიმებს და ექთანებს პაციენტების მოვლაში ეხმარებიან. ეს ეხება არა მარტო საავადმყოფოებს. სრულიად უანგაროდ ეხმარებიან ახალგაზრდები სხვადასხვა სამსახურს, ამას ისინი სამშობლოს წინაშე ვალდებულებად თვლიან.

დროა ჩვენც დავამტკიცოთ, რომ ქართველებზე უკეთ მეგობრობა და თანადგომა არც ერთ ერს არ შეუძლია.

- ისრაელში ყოფნა კიდევ რამდენ ხანს მოგიწევს?

- მინდა ბოლო ოპერაციამდე დავრჩე, მაგრამ თბილისიდან დარეკეს, დაფინანსების გამო პრობლემები შეიქმნაო და შინ უნდა დავბრუნებულიყავი. საბედნიეროდ, უცებ გამომიჩნდნენ მფარველები, - მამა-შვილი სიმონ და მენი ბენიშები (ბენიშვილები), ისინი გადაიხდიან ფულს.

ქართველ ებრაელ ბიზნესმენთა და კონგრესმენთა პალატამ 30-მდე ქართველი ჯარისკაცი ჩამოიყვანა ისრაელში სამკურნალოდ. მე ერთადერთი შემოვრჩი. მეხუთე თვეა ვცხოვრობ საავადმყოფოს ტერიტორიაზე არსებულ მედპერსონალის საერთო საცხოვრებელში. ამ სახლში ამიღეს ერთი ოთახი, ჩემი ერთი თვე აქ ყოფნა, ბინა, კვება, თერაპია, მასაჟი სპონსორს 12 ათასი შეკელი, ანუ 4.000 დოლარამდე უჯდება. ეს ოპერაციების გარეშე. ოპერაციის ხარჯი ცალკე ემატება. ისრაელელმა საზოგადოებამ უდიდესი ღვაწლი გასწია ჩვენთვის, ქართველი ჯარისკაცებისთვის.

- ამ ხნის განმავლობაში ქართველ ებრაელებს აქვთ თქვენთან ურთიერთობა?

- მათგან უზარმაზარი ყურადღება იგრძნობა. ახალი წელი ერთ-ერთი ქართველი ებრაელის, ზაზა ბერაძის ოჯახში გავატარე. აქ ცხოვრობს ქალბატონი ლიანა თოფურიაც, რომელმაც საქველმოქმედო აქცია ჩაატარა ცხინვალის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულთა დასახმარებლად. როდესაც თბილისში წამოვალ, ამ დახმარებას გამომატანს ქალბატონი ლიანა ხალხისთვის გადასაცემად. აქ არის კიდევ შესანიშნავი ქართველი ექიმი ირაკლი კილაძე, რომელთანაც ასევე ვსტუმრობ ხოლმე. ძალიან ბევრი ოჯახის გამო მარტოობას ვერ ვგრძნობ, მაგრამ ძნელი ყოფილა სამშობლოსგან შორს ყოფნა. ყველა და ყველაფერი მენატრება. განსაკუთრებით კი ჩემი პატარა ვაჟი. ყოველდღე ურთიერთობა მაქვს სამსახურთან.

- რას გეუბნებიან, სამსახურში გტოვებენ თუ ზოგიერთი თქვენი თანამებრძოლივით პენსიაზე გაშვების საფრთხე გემუქრებათ?

- პენსიონერობას არ ვაპირებ. მჯერა, ჩემს ბრძოლისუნარიანობას დააფასებენ. ტყუილად ხომ არ ვცდილობ ხელის ბოლომდე ამუშავებას.

თავიდან, აქ რომ ჩამოვედით, ძალიან გაგვაკვირვა ადგილობრივი სამედიცინო პერსონალის გულგრილობამ. ღუდუშაურის კლინიკაში მიჩვეული ვიყავით, რომ ექიმები თავს გვევლებოდნენ. მერე ერთ-ერთმა, მოლდაველმა ექიმმა აგვიხსნა, ისრაელში დაჭრილი ჯარისკაცი ჩვეულებრივი მოვლენაა, მედპერსონალი მიჩვეულია მათ მკურნალობას და ამიტომაც გმირებად და განსაკუთრებულ მოვლენად არც თქვენს აქ ყოფნას აღიქვამენო. ებრაელი ჯარისკაცი საავადმყოფოში მოხვედრამდე გრძნობს ყველასგან განსაკუთრებულ დამოკიდებულებას. სახელმწიფო უფრთხილდება მას, მთელი ერი ზრუნავს ჯარისთვის.

ორჯერ ვიყავი იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე. თუ ჩვენ არ გადავდგამთ ნაბიჯს ღმერთისკენ, გზა გამარჯვებისკენ უფრო შორეული გახდება. «კვირის პალიტრის» მეშვეობით სრულიად საქართველოს ვულოცავ შობა-ახალი წლის დღესასწაულს და საკუთარ თავზე გამარჯვებას ვუსურვებ ყველას, ჩვენს თავს რომ მოვერევით, მერე მტერიც ვერაფერს დაგვაკლებს. კიდევ ერთი რამ მინდა გითხრათ სიყვარულით, - «კვირის პალიტრა» ხუთი თვეა აქ ჩემი განუყრელი მეგობარია. ყოველ ორშაბათს მოუთმენლად ველი და მერე მთელი კვირა ვიზოგავ ამბებს საქართველოდან. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ, მალე მკითხველისთვის საქართველოს გაერთიანების ამბავი გეუწყებინოთ.

ეკა ლომიძე

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1920 posts ] 
ყოველდღიური დაიჯესტი
დესპანი