↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
SOS - იქნებ დავეხმაროთ....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1127 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ჩვენი, დესპანის ფონდის შექმნის იდეა, საიდან მომივიდა გეტყვით ყველას.
სკოლა, რომ დავამთავრეთ, 7 მეგობარმა, /როგორც ძმები ისე დავიზარდეთ/, ყველა ნორმალურ გზას ვადექით და ერთმანეთს ყურადღებას არ ვაკლებდით.
ჩემიდან დაიწყო ჩვენი დანათესავება.
დავქორწინდი და ორი მეგობარი წავიყვანე მეჯვარედ, ერთ თვეში მეორე მომყვა, იმანაც სხვა ორი წაიყვანა და მერე დაახლოებით ნახევარ წელიწადში ყველა ერთმანეთის ნათესავები გავხდით.
ყველა დავოჯახდით.
ისე ვირჩევდით ერთმანეთს მეჯვარეებად, ქრისტიანული წესი, რომ არ დაგვერღვია.
ასე გავხდით ერთმანეთის ნათლი მამები.
ბავშვები დაუნათლეთ ერთმანეთს და საუკუნოდ შევკარით ჩვენი ძმობა.

ძალიან ძლიერი საძმო მყავს.
ყოველ შაბათს, რომელიმე ახლად გახსნილ რესტორანში მივდიოდით, მიგვქონდა ჩვენივე დაყენებული, ნატურალური ღვინო და პურსა ვჭამდით.
პურის ჭამაში, რა ვიგულისხმე, გეტყვით./ბევრჯერ 10-ანიც არ დაგვილევია ბოლომდე, როცა თითოს შეგვეძლო 3ლ-ზე მეტი დაგველია./
ვიჯექით და ერთმანეთს ჩვენი საქმიანობის ავ -კარგზე ვესაუბრებოდით.
ვის უჭირდა, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა დახმარება, ზოგს ოჯახში, ზოგსაც კარიერაში.
არ ვაკლებდით მზრუნველობას ერთმანეთს.
ყოფილა შემთხვევები, როცა უცებ დიდი უბედურება მოსვლია რომელიმეს/ავარია, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უეცარი სიკვდილი სანათესაოში./

ერთხელაც, მეგობარმა თავისი აზრი გამოთქვა: ჩვენი საერთო სალარო გვქონდესო.
ყოველთვიურად, უნდა დაგვედო ფული.
"გაგეცინებათ", 20-20 ლარი უნდა შეგვეგროვებინა.

ყველა, ერთხმად დავთანხმდით.

დროთა განმავლობაში, დასადები თანხა გავზარდეთ.

სათითაოდ ყველამ-ყველას პატარა ხელი შევაშველეთ.

მას მერე 16 წელი გავიდა.

იმ "ფონდმა", ძალიან ტკბილი ნაყოფი მოისხა.
ჩვენ, ისევ ძლიერებად დავრჩით.

მთავარია ნდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, თორემ ყველა ჩემნაირი გადარეული, რომ ხართ სამშობლოს სიყვარულში, ამას მე, დიდიხანია ვხედავ.

ადრეც წამოვწიე ეს თემა.

უნდა გავაკეთოთ.
შეგვიძლია.

არ არის აუცილებელი, დიდი თანხების შეტანით დავიწყოთ, დამიჯერეთ ხალხს დავკარგავთ.
ჩავთვალოთ, ტაძარში შევდივართ და ვისაც რამდენი შეეძლება.
ტაძარში, ქართველმა ყოველთვის უნდა იაროს, ასე, რომ გადავანაწილოთ ჩვენი შესაძლებლობანი და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება.

კეთილი საქმეა და სიკეთით გვაცხოვრებს.

მადლობა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი,დიდხანს იცოცხლე და იხარე,კეთილი
საქმეების საკეთებლად. =sher= =gogo =fexfut =hai
=kool= =kool= =kool= =kool= =kool= =kool=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე ჩემს აზრს მოგახსენებთ.ერთერთ ფორუმს თბილისში ყავს თავის კაცი,მას ანგარიში აქვს გახსნილი.ვისაც რამდენი შეუძლია იმდენს რიცხავს.ერთად წყვეტენ ვის დაეხმარნონ და ყველაფერს ფორუმზე დებენ.სურათებს ჩეკებს და ა.შ.მართალია ეკლესიაში სანთლის დანთება და მადლის გაცემა ორივე უფლის სამსახურია.თქვენმა დესპანობამ შოკში ჩამაგდო.ეხლაც ვერ მოვსულვარ გონს.რა მდიდარი სულის პატრონები ვართ საქართველოს შვილები.სანამ ცოცხალი ვარ და სული მიდგას თქვენს ერთგულ მეგობნრად მიგულეთ.როგორც ჩემს ნიკუშას არ უღალატებ არასდროს ასევე თქვენ.სიყვარულით ნანა და ნიკუშა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ნიკოლოზი12--ნანა
დაწვრილებით გაარკვიე,რომელი ფორუმია
და ვინ ხელმძღვანელობს.
წინასწარ დიდი მადლობა და ჩვენც გვიგულე მეგობრებად.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
Название: Фото044.jpg
Оригинал: 1200 x 1600 пик., 318 Кб
Результат: 480 x 640 пик., 58 Кб

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://s44.radikal.ru/i104/0901/1b/23b4d2bd77f2.jpg

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://s51.radikal.ru/i134/0901/27/7719192d7859.jpg ეს ნიკუშა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
http://s44.radikal.ru/i104/0901/b1/a3b8156e81c8.jpg ესეც ნიკუშა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
nikolozi12-მე ვიცი, მაგ ადამიანების საქმიანობა.
ისინიც ჩვენი და-ძმები არიან.
ჯიგრიანი და დახატული ჯიშის ქართველები არიან.
gogaggg-ის ფორუმის აქტიური წევრები არიან, რომლებიც ძეგვის უპატრონო ბავშვთა სახლს ეხმარებიან.
მიაქვთ ტანსაცმელი, სურსათ-სანოვაგე, მოკლედ შეფობას უწევენ ამ ღვთის შვილებს.
ქართველებს ეხმარებიან, ქართველები.

იქ, gogaggg-ზე, ჩვენი მეათედიც არ არიან.
ცოტანი არიან, ჩვენთან შედარებით.
რაოდენობას ვგულისხმობ.

თორემ, დახმარების და ქველმოქმედების საკითხი, ქართველებს, რომ შეგვეფერება ისე აქვთ მოწყობილი და აწყობილი.

ჩვენც უნდა დავდგეთ, ერთად.

სანდო ხალხს რა გამოლევს?
ერთად გადავწყვიტოთ.
ყველამ თავისი აზრი გამოთქვას.
ეს ფონდი იქნება ყველასი.
უნდა იყვეს გამჭვირვალე და საპასუხისმგებლო, ერისა და ბერის წინაშე.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გეთანხმები თქვენ ბევრად ძლიერები ხართ.იმათ შემოვევლე.თქვენ მართლა ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებთ.მე თუ რამეში გამოგადგებით თქვენს გვერდით მიგულეთ.ბევრი დედა ვიცი რომელსაც სახვევი არ აქვს შვილს ჭრილობები შეუხვიოს.ძეგვის ბავშვთა სახლს სპონსორები გამოუჩნდნენ.ასე ინდივიდუალურად აქ ჩვენი მთავრობა არ ეხმარება ასეთ სასოწარკვეთაში მყოფ დედებს.გუშინდელმა რარებმა შოკში ჩამაგდო.თქვენ კიდევ არ იცით ეს რამხელას ნიშნავს დედისთვის.უფალმა არ წარმოგადგენინოთ რას ნიშნავს ასეთი შვილი.სიყვარულით გეფერებით

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გული მეტკინა,მეტს ვერაფერს ვიტყვი

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო!!!
ღმერთმა გაგახაროს, იქნებ შესაძლებელი გახდეს ანგარიშის შექმნა, ფონდის დაარსება, ან რაიმე ოფიციალური ინსტიტუციისმაგვარის , ჩამოყალიბება, რომ დახმარებას გარკვეული სახე მივცედ და არა ისეთი სტიქიური ,,მე გავაგზავნე და შენ არა,,...ნუ დავმალავთ ესეც გვახასიათებს. გარკვეული სერიოზული სახის მიცემაა სააჭირო. მადლობთ მახო. მაიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაიკო
"მე გავაგზავნე",ზოგჯერ არის საჭირო,
რათა ვინც არ იცის ან ვისაც გადაავიწყდა,
შესახსენებლად.არავინ იფიქროს თავზე გადამდის
და იმიტომ ვახარებ თვეში რამოდენიმე,გაჭირვებულ,
ჩემთვის უცნობ ოჯახებს.
გაინტერესებს?მე ჯერ კიდევ ვიხდი შემორჩენილ
ვალებს.
თავს არავის ვაწონებ,მაგრამ სურვილი კი
დიდი მაქვს,რომ მე დაჩემნაირებს ბევრმა
მიბაძოს.
ჩვენ გასანადგურებელი ერი არა ვართ,
ქიციც ვიცით და ქიცმაცურიც.
შენც გაიხარე ჩემო მაიკო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
მართალი ხარ მახო.ყველაზე დიდი მადლი ის არის სენ რომ იკლებ და სხვას რომ აპურებ.მე ეხლა ამას არ ვწერ როგორც ნიკუშას დედა.ამას ვწერ როგორც მეგობარი.ჩემო მახო ისეთი აწყობილი ცხოვრება მქონდა მეგონა სიბერე უზრუნველყოფილი მქონდა.თუკი ვისმეს გაუჭირდებოდა ვეხმარებოდი.სანამ ნიკუშა მოევლინებოდა ამ ქვეყანას.ერთი ხელი თეთრეული და ცოტა ჭურჭლის გარდა აღარაფერი (სახლთან ერთად)დავიტოვე ოღონდ ნიკუსა მეცოცხლებინა.მინდა ყველაფერი იცოდეთ იმიტომ რომ მეგობრობა შემოგთავაზეთ.ბევრჯერ ნიკას დახმარებიან და მეზობლის ავადმყოფი ბავშვისთვის გამიყვია(ეხლაც ეტლს ვჩუქნი)უფალი მიბრუნებს უკან.რომ არა უფლის ძალა მე აქ ვერ მოვხვდებოდი.ეს ერთი წელი გამიჭირდა ძალიან.ჩემა უფროსმა ბიჭმა სამსახური რომ ვერ იშოვა და უყურა ნიკუსას კრუნჩხვებს და გაუსაძლის მდგომარეობას ერთ საღამოს აფთიაქი გატეხა და წამლები ,ოუტანა ნიკუსას.ეხლა ციხეშია.ქალიშვილი დრედაღამე მუსაობდა რომ ნიკუსაზე არაფერი მოგვეკლო რომ ეცოცხლა.და ორივე ფილტვის ტუბერკულიოზი აიკიდა ეხლაც სავადმყოფოშია და მკურნალობს.ჩემა ძმის ცოლმა 3 ჯანმრთელი პატარა გოგოები ბავშვთა სახლში ჩააბარა.რომ არავის გამოყავდათ რამოდენიმე წელი.უფროსმა ძმისშვილმა წერილი მომწერა მამიდა შენც თუ უარს მეტყვი გაყვანაზე თავს თვითმკვლელობით დავამთავრებო.რა მექნა უფალს ავხედე მაღლა და გამოვიყვანე და ვზრდი.მაგრამ თქვენ ყველაზე დიდ მადლს აკეთებთ დესპანელებო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
დესპანელებო მთავარია სურვილი იყვეს.აქ ისე უჭირთ ნებისმიერი დახმარება ნეეტარების ტოლფასია.უნდა ცამოყალიბდეთ დახმარების სფეროზე.ინდივიდუალურად?მაშინ ცემო უფლისგან გამოგზავნილო ანგელოზებო ჯობია ერთერთის სახელზე ვისაც ყველა ვიცნობდთ და გვწამს მისი გაიხსნას ანგარიში და აქ დაიდოს.ვისაც რისი საშუალება ექნება გადარიცხავს.როცა საკუთარი ფონდი იქნება და გამჭვირვალე უფრო ადვილად სესაძლებელი იქნება მადლის გაღება.მე აქ ვარ თბილისში როცა მეტყვით გავიგებ ვინ არის და რა სახის დახმარება ჯობია.იმედია სითავხედეში არ ჩამითვლით თქვენს საქმეში რომ ვერევი.ჯობია ისევ ქურდის დონეზე გადავწყვიტოთ.დაველოდოთ რას გვეტყვის.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1127 posts ] 
SOS - იქნებ დავეხმაროთ....
დესპანი