|
ჩვენი, დესპანის ფონდის შექმნის იდეა, საიდან მომივიდა გეტყვით ყველას. სკოლა, რომ დავამთავრეთ, 7 მეგობარმა, /როგორც ძმები ისე დავიზარდეთ/, ყველა ნორმალურ გზას ვადექით და ერთმანეთს ყურადღებას არ ვაკლებდით. ჩემიდან დაიწყო ჩვენი დანათესავება. დავქორწინდი და ორი მეგობარი წავიყვანე მეჯვარედ, ერთ თვეში მეორე მომყვა, იმანაც სხვა ორი წაიყვანა და მერე დაახლოებით ნახევარ წელიწადში ყველა ერთმანეთის ნათესავები გავხდით. ყველა დავოჯახდით. ისე ვირჩევდით ერთმანეთს მეჯვარეებად, ქრისტიანული წესი, რომ არ დაგვერღვია. ასე გავხდით ერთმანეთის ნათლი მამები. ბავშვები დაუნათლეთ ერთმანეთს და საუკუნოდ შევკარით ჩვენი ძმობა.
ძალიან ძლიერი საძმო მყავს. ყოველ შაბათს, რომელიმე ახლად გახსნილ რესტორანში მივდიოდით, მიგვქონდა ჩვენივე დაყენებული, ნატურალური ღვინო და პურსა ვჭამდით. პურის ჭამაში, რა ვიგულისხმე, გეტყვით./ბევრჯერ 10-ანიც არ დაგვილევია ბოლომდე, როცა თითოს შეგვეძლო 3ლ-ზე მეტი დაგველია./ ვიჯექით და ერთმანეთს ჩვენი საქმიანობის ავ -კარგზე ვესაუბრებოდით. ვის უჭირდა, ვის უფრო მეტად სჭირდებოდა დახმარება, ზოგს ოჯახში, ზოგსაც კარიერაში. არ ვაკლებდით მზრუნველობას ერთმანეთს. ყოფილა შემთხვევები, როცა უცებ დიდი უბედურება მოსვლია რომელიმეს/ავარია, ოჯახის წევრის ავადმყოფობა, უეცარი სიკვდილი სანათესაოში./
ერთხელაც, მეგობარმა თავისი აზრი გამოთქვა: ჩვენი საერთო სალარო გვქონდესო. ყოველთვიურად, უნდა დაგვედო ფული. "გაგეცინებათ", 20-20 ლარი უნდა შეგვეგროვებინა.
ყველა, ერთხმად დავთანხმდით.
დროთა განმავლობაში, დასადები თანხა გავზარდეთ.
სათითაოდ ყველამ-ყველას პატარა ხელი შევაშველეთ.
მას მერე 16 წელი გავიდა.
იმ "ფონდმა", ძალიან ტკბილი ნაყოფი მოისხა. ჩვენ, ისევ ძლიერებად დავრჩით.
მთავარია ნდობა, ერთმანეთის სიყვარული და პატივისცემა, თორემ ყველა ჩემნაირი გადარეული, რომ ხართ სამშობლოს სიყვარულში, ამას მე, დიდიხანია ვხედავ.
ადრეც წამოვწიე ეს თემა.
უნდა გავაკეთოთ. შეგვიძლია.
არ არის აუცილებელი, დიდი თანხების შეტანით დავიწყოთ, დამიჯერეთ ხალხს დავკარგავთ. ჩავთვალოთ, ტაძარში შევდივართ და ვისაც რამდენი შეეძლება. ტაძარში, ქართველმა ყოველთვის უნდა იაროს, ასე, რომ გადავანაწილოთ ჩვენი შესაძლებლობანი და ისე გავაგრძელოთ ცხოვრება.
კეთილი საქმეა და სიკეთით გვაცხოვრებს.
მადლობა.
|