↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ჩვენი საყვარელი ლექსები


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
გათენდა.
რა ამოჰყვება, ამჯერად, ანკესს?
სიცოცხლე თუ
სიკვდილი?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
აბა,აბა ტიკო-ტიკო ეგეთებზე ნუ ფიქრობ.რათქმაუნდა სიცოცხლე.ისედაც ცოტანი ვართ.ნუ გეშინია მეც მეშინია

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეტიგო
არა მიშავს, ძველით ახალი წლისთვის
რაგაცებს ვწვალობ, ვამზადებ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ქარი თურმე უცნაური ჩორიკანა ყოფილა,
ბიჩის ფიქრებს ყური მოჰკრა,
და ქვეყანას მოჰფინა,
ერთი გოგოს სიყვარული,
ბიჩმა გულში ჩაიდო
მთელმა კლასმა შეამცჰნია,
მთელმა კლასმა გაიგო,
იბგვირება,იღრინება,
მარტო დადის ჩალაში,
აღარც ბურთი,აღარც ლახტი,
მიატოვა ტამაში.
წიგნს გადაშლის სტრიქონებში,
გოგოს სახე ციმციმებს,
თითქოს მთელი ქვეყნის ტვირტი,
ჩამოაწვა სიმძიმედ,
მოსახვევში დაელოდა,
გოგო სხვა გზით წასულა
ის პირველი პაემანი
რა უიღბლოდ დასრულდა.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
თიკო თიკო
რადროს მაგაზე ფიქრია?
რადგან სიცოცხლე ასე ნავარდობს,
სიკვდილის ყველა კარი დარაზეთ
და იმ ბედნიერ დროს გაუმარჯოს,
როცა ჩვენ გავჩნდიტ ამ ქვეყანაზე!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
თვალუწვდენელი, შორი, ვრცელი, დაუსაბამო,
ჩუმი, მყუდრო დასევდიანი იყო საღამო.
თოვლზე დაცემულ სისხლის მსგავსად მზის მღვრიე რგოლი,
ღრა შორის ინთქებოდა სხივანათრთოლი.
ლურჯი ბურუსით იხვეოდა ხშირი ტყე-ველი,
კვლავ მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.
ამ დროს მომესმა სევდიანი სიმღერა გზაზე,
გზაზე მხედარი ოცნებობდა სხვა ქვეყანაზე,
გადაიარა ჩემთა თვალწინ და მიიმალა,
სამარადისოდ გაურღვევი აღმიძრა ძალა.
მე მივდიოდი მარტოდმარტო სევდიან გზაზე,
მე ისევ ისე ვოცნებობდი იმ ქვეყანაზე.
ლურჯი ბურუსით ინთქებოდა ხშირი ტყე-ველი
და მყუდროება იყო ირგვლივ დაურღვეველი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined01 Dec 2008
Posts2216
კარმა0
OFFLINEPROFILE
--------------------------------------------------------------------------------
ბარათაშვილი

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ვითარ ვრცელია შუაღამის ჟამთა სიალე!
გრიალებს ქარი უსაფართ თანამოხეტიალე -
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
ბარათაშვილი გადმოვსცქერი მშობლიურ არეს...
ოჰ, სად, სად არი სატრფო ან მოძმე და მეგობარი?
და განწირული აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
რაკი ლაღი ხარ, საქართველოვ, ზეცამან იცის -
შევიძლებ მკვდარი მშვიდობიანად ატანას მიწის!
და მომავალის აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ვდგავარ და გულთან მიპყრია ქნარი.
მე სისხლით ვწერდი, გულის სისხლით და არა მელნით
აწ ლანდად მდგარი, აწ ფერფლი, როსმე მიმქროლი მერნით...
და იდუმალი აჟღერებით ჟღერს ჩემი ქნარი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
არა არ ვფიქრობ ეგეთებზე ჩემო კარგებო , მაპატიეთ თუ _შეგაშინეთ:)

უნდა ვიცოცხლოთ და კარგათ ვიყოთ მაგრამ იმას რისი გაკეთებაც დღეს შეგვიძლია ნუ გადავდებთ ხვალისთვის .ჰოდა მეც აღარ გადავდებ კიდევ ერთხელ მოგეფეროთ და გითხრათ რომ მიყვარხართ დესპანელებო (თორემ ვინ იცის ხვალე რას გვიმზადებს :) :) :) :) :) )

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined17 Sep 2008
Posts372
კარმა0
OFFLINEPROFILE
nikoloz , letigo ძალიან კარგები ხართ =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =sher= =sher= =sher=
ნიკოლოზს კარმა ახალი ხარ და გზას დაგილოცავ :) :) :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხარ ტურფა საკრავი,საზებიანო!
მიჯნურისა მკვლელო ხაზებიანო,
ალვის ხევ გასულო,ვაზებიანო,
დაუსრელი ზღვა ხარ მაზებიანო,
ოქრის თვალში ზიხარ რაზებიანო!

ნადირში ნაქებო რაშო,ჯეირანო!
ვარსკვლავსავით ბრწყინავ ლალო,მარჯანო,
უსანთლოდ ანატებ,ბროლის შამდანო,
ხმალი ხელთ გიჭირავს,ერეკლე-ხანო!
ფეჰლის ფანჯის ოინბაზებიანო!

ანათებ ქვეყანას,მთვარე და მზე ხარ!
ნეტავი არ დაღამდე,რა კაი დღე ხარ,
შტოები ასული,რა ტურფა ხე ხარ,
ტრიალი მინდორი,რა შავი ტყე ხარ,
სიგ ნადირი სავსე ბაზებიანო!

გაზაფხულის ია ამოსული ხარ!
ასლი საყვარელი თაიგული ხარ...
ერთგული მოსამსახურე,ყული ხარ,
საიათნოვავ!რა ყარიბ ბულბული ხარ!
დილ-დილით ჭიკჭიკებ,ნაზებიანო!

საიათნოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით,
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბაავშვი.

მე, შენ და ბავშვი ოქროს სიზმრებად
და ოცნებებად დავიხარჯებით,
ჩვენ გავმრავლდებით და გავიზრდებით,
მოემატება სახლს კარ-ფანჯრებიც...

კარს სახელურად სტუმრის ხელი აქვს,
პატიოსნება ურდულად ადევს
და ჩვენს სუფრაზე თუ გვიმღერია,
მეზობლის ბანიც ასულა ცამდე.

ვინა თქვა ჩვენზე ვიწროდ არიან,
ერთი ოთახის ამარა დავრჩით,
ჩვენს სახლს, ძვირფასო, სამი კარი აქვს,
სამი ფანჯარა:
მე,
შენ და ბავშვი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მოდი საყვარელო

მოდი,საყვარელო,ბაღში შავიდეთ,-
ბაღი კარგი,ვარდი კარგი,ხე კარგი
სიკვდილამდინ,გარეთ არარ გავიდეთ,-
სახე კარგი...მათვარე კარგი...მზე კარგი!

დავლიოთ ღვინო,-არაყი ჩვენია!
მეჯლის საზანდარი,საღი ჩვენია!
გავაგდოთ მებაღე,ბაღი ჩვენია!-
ლხინი კარგი,დრო კარგი,დღე კარგი!

მაილია ვარდი, არსად აბია,
ბულბული სწუხს,რომ ყვავილს უზის ჭია!
ხეივანში გადაშლილა სულ ია,
წყალი კარგი....კვალი კარგი..მწე კარგი!

ტანთ გიხდება საწვიმარი აისი,
ალვისა ხესა გამოუსხამს ყაისი!
ყველა ჩივის,რომ დავკარგეთ მაისი,
სული კარგი...გული კარგი...თვე კარგი!

მე საიათნოვას ხმაში მაქვს ძალი!
დაბძანდი,დაგიგო ხორასნის ხალი!
მიჯნურმა ღობიდამ არა გკრას თვალი,
საზი კარგი..შენ კარგი... მე კარგი!

საიათნოვა

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ერთგული მკითხე ჩემო კარგო,თორემ ორგული
კაციც ბევრია,რომ იცოდე თხილის გულს გარდა,
თვით გამოვცადე,არ გეგონოს შენ ყურმოკრული,
ბევრს ავაცალე ნიღაბი და ავხადე ფარდა.

მართლაც მოყვასმა თუ დაკარგა ნამდვილი სახე,
მაშინ მის გვერდით ყოფნას ხომ სჯობს გოლგოთაც,ჯვარცმაც?
დიდ გასაჭირში მოზიარე თუ ვერვინ ნახე,
მითხარი,მაშინ ვის იმედით,რით გასძლოს კაცმა?

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
თბილისი -ჩემი სულის ნაწილი

გაზაფხულზე გაიმწვანებ ზამთრით დამზრალ იმედებს,
დაბერებულ ტოტებიდან ჩრდილებს გამოიმეტებ,
დგეხარ,როგორც ჯარისკაცი უთოფოდ,უფარაჯოთ,
გასულ საუკუნეების უკვდავებას დარაჯობ.

სიტყვა კალამს მოწყვეტილი ჩახმახივით ასხლტება,
გულში ლექსად ჩახატული დამაქვს შენი ხატება,
დაგიკოცნი ხავსიან ტანს,ჩემი სულის ნათელო,
რომ წარსული ამ ქალაქში ვერაფერმა გათელოს.

მინდა ლექსით მოგეფერო,ვიდრემდე არ დავცხრები,
აბა შენთან როგორ მოვლენ გუშინდელი ცაცხვები,
ძველებურად გაწკეპილი დგეხარ ფუძის რაინდო,
ქალაქს თუ არ ეკადრება,არაფერი დაინდო.

მხნედ იდექი ამ მიწაზე,უშენოდ არ გამწირო,
მუხავ,ძეგლად დარჩენილო წინაპართა ნაწილო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
სიმღერა გადახვეწილისა

ვზივარ მარტო,მოწყენილი,მსურს ფიქრით ვივსებოდე,
ამ ჩემს ოთახს მარტოხელს,მუდამ არ ვშორდებოდე,
ჩემს სამშობლოს ვიგონებ,ნახვას ვეღირსებოდე,
ოჰ,ფრთა მომცა,ჩიტი ვიყო,მალმალ გავფრინდებოდე
იქაურსა მწვანესა ნეტავ როსმე ვჯდებოდე,
ნორც ყვავილსა,ბუცქებზე,ბავშვურადა ვცელქობდე,
დას ძმურად ხელს ვართმევდე,ძმებს ყელზე ვეხვეოდე...
ოჰ,ფრთა მომცა,ციტი ვიყო,ნეტამც გავფრინდებოდე,
ჩემს ტოლს,მოძმეს,ამხანაგს,ნუთუ ვაგონდებოდე,
იმ დროს,ოდეს მე მარტო,ჯავრით აქ ვხელდებოდე...
ღმერთო,ისე ნუ მომკლავ,ძმას ძმურად არ ვრგებოდე...
ოჰ,ფრთა მომცა ციტი ვიყო,მათკენ გავფრინდებოდე
ოდეს მამულს კეთილო,მარად ვეკარგებოდე,
მომკალ,ნუ გეცოდები,-არ მსურს გენაღვლებოდე,
გამაცოცხლე,მანატრე,თუნდ საფლავში ვდნებოდე,
აყვავებულ სამშობლოს,თუკი მოვესწრებოდე,
მოიფიქრე კეთილო,თუ ძნელად არ ვცხოვრობდე
მაშინ ოდეს ტურფასა,აქედან ვეტრფობოდე,
სამძიმოა მერწმუნე,თუნდ ეშხით ვივსებოდე..
მაშ,ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,თქვენსკენ გავფრინდებოდე!

გიორგი ჭალადიდელი

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 4161 posts ] 
ჩვენი საყვარელი ლექსები
დესპანი