|
სიმღერა გადახვეწილისა
ვზივარ მარტო,მოწყენილი,მსურს ფიქრით ვივსებოდე, ამ ჩემს ოთახს მარტოხელს,მუდამ არ ვშორდებოდე, ჩემს სამშობლოს ვიგონებ,ნახვას ვეღირსებოდე, ოჰ,ფრთა მომცა,ჩიტი ვიყო,მალმალ გავფრინდებოდე იქაურსა მწვანესა ნეტავ როსმე ვჯდებოდე, ნორც ყვავილსა,ბუცქებზე,ბავშვურადა ვცელქობდე, დას ძმურად ხელს ვართმევდე,ძმებს ყელზე ვეხვეოდე... ოჰ,ფრთა მომცა,ციტი ვიყო,ნეტამც გავფრინდებოდე, ჩემს ტოლს,მოძმეს,ამხანაგს,ნუთუ ვაგონდებოდე, იმ დროს,ოდეს მე მარტო,ჯავრით აქ ვხელდებოდე... ღმერთო,ისე ნუ მომკლავ,ძმას ძმურად არ ვრგებოდე... ოჰ,ფრთა მომცა ციტი ვიყო,მათკენ გავფრინდებოდე ოდეს მამულს კეთილო,მარად ვეკარგებოდე, მომკალ,ნუ გეცოდები,-არ მსურს გენაღვლებოდე, გამაცოცხლე,მანატრე,თუნდ საფლავში ვდნებოდე, აყვავებულ სამშობლოს,თუკი მოვესწრებოდე, მოიფიქრე კეთილო,თუ ძნელად არ ვცხოვრობდე მაშინ ოდეს ტურფასა,აქედან ვეტრფობოდე, სამძიმოა მერწმუნე,თუნდ ეშხით ვივსებოდე.. მაშ,ფრთა მინდა, ფრთა მომეცით,თქვენსკენ გავფრინდებოდე!
გიორგი ჭალადიდელი
|