↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
მე შენ მიყვარხარ...


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Dec 2008
Posts2622
კარმა0
OFFLINEPROFILE
რწმენისა და სიყვარულის შემოწმება მათი დასასრულის დასაწყისია, ამიტომ გვწამდეს და გვყვარებოდეს ეჭვშეუტანლად

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ქალი? ქალი მხნედ გაუძლებს ტარტაროზს და შაითანს,
ცხოვრებაში ყველანაირ გაჭირვებას აიტანს,
რაც არ უნდა სუსტი იყოს, შიში არ აქვს აღმართის,
იქნებ, ჩუმად აიტანოს უნებლიე ღალატიც?
მარტოობის წლები გულში გაეყრება ხანჯლად,-
შემოდგომის ყვავილივით ზეზეულად დაჭკნება,
თუ დასჭირდა, გულს უსიტყვოდ ამოიღებს მკერდიდან,
მაგრამ...უალერსობას და მარტოობას ვერ იტანს!!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
ექსპერტი დესპანელი
ექსპერტი დესპანელი
Joined24 Jan 2008
Posts278
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე შენ მოყვარხარ უზომოდ ჩემო საყვარელო და სანატრელო სამშობლო, საქართველო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined31 Dec 2008
Posts20
კარმა0
OFFLINEPROFILE
tartaletka wrote:
ციტატა:
იოანე
:( ,დაიწვა გული,=ko=

=ko= =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ლეტიგო, ისე ზვანიობას და ჩინ-მედლებს უბრალო ჯარისკაცობა გვერჩივნოს :) მოგესალმები და მოგიგიკითხავ. მახო, მართლაცდა, რომ დაუფიქრდე რა უღრმესი ტკივილია, როდესაც რამოდენიმე დაუვიწყარი ათეული წლების ურთიერთთანაცხოვრების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი მეუღლეთაგანი მარტო რომ რჩება ამ წუთისოფელში და მარტო რომ ეწევა ცოლ-ქმრობის წმინდა მოვალეობით დაკისრებულ უღელს, ალბათ ამ დროს ენით გამოუთქმელ და სხეულით გამოუხატავ არაამქვეყნიურ ტანჯვას დრძნობს უბრალო ადამიანი დანაკარგის ტკივილით გამოწვეულს. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ორივე მათგანი თუ ერთდროულად გამოესალმება სიცოცხლეს, ნაკლებად დაიტანჯებიან ერთურთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გამო. თუმც ყველაფერი უფლის განგებით ხდება ამქვეყნად და ასეა საჭირო ალბათ, ასე უკვალოდ ხომ ვერ გაქრებიან-ერთ-ერთმა მათგანმა ხომ უნდა დაიტიროს და გამოიგლოვოს..საფლავს მცირე დროით მაინც მომკითხავი და მომვლელი ხომ უნდა ჰყავდეს... თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე ძალიან მაინტერესებს(თუ უაზრობად მოგეჩვენათ, შეგიძლიათ არ გამოეხმაუროთ კიდეც)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჩემო საყვარელო ქართველებო და არა
ქართველებო,ყველას გილოცავთ ახალ წელს,
დაესწარით მრავალს,ჯანმრთელად და რაც
მთავარია ბედნიერად.ჩვენი ბედნიერება ის არის,
ჩვენი ოჯახის წევრები როცა კარგად გვეყოლებიან
და ჩვენს ქვეყანაში სიმშვიდე იქნება.
დანარჩენი თანდათან ჩადგება კალაპოტში,ღმერთის
შეწევნით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
aupairad
მადლობა საყვარელო გამოხმაურებისათვის.
როგორ ზუსტად მიმიხვდი და ჩემთვის ყველაზე
მტკივნეულ საკითხს შეეხე.სწორედ ის მიტოვებული
საფლავი მიკლავს გულს,თუმცა მიმკითხავი ბევრია.
კიდევ ერთხელ გილოცავ ახალ წელს.
გკოცნი ბევრს

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
გილოცავთ კიდევ ერთხელ უკვე მრავალჯერ, ვეფეროთ, მივულოცოთ და ჩავეხუტოთ ამ წუთიერ წუთისოფელში ერთმანეთს, სხვა რაღა დაგვრჩენია აბა. დღეს თუ ვარ, ხვალ მარტო ღმერთმა იციცის ისევ ვიქნები თუ არა ამქვეყნად და ლამაზი სიტყვებით მაინც გავახაროთ ერთმანეთის გულები=ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined22 Dec 2008
Posts636
კარმა0
OFFLINEPROFILE
ამ სიტყვაზეც -"იციცის"- ეტყობა აღელვება ჩემს თითებს, ყელში ბურთი მომადგა როცა ზემოთ გამოთქმულ სიტყვებს ვწერდი!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
აუპაირად
თუ საინტერესო იქნება ჩემს აზრს გეტყვი,მეც ხან მიფიQრია ხანგრდლივი ტანაცხოვრების მერე ერტად წასვლაზე გაგმა მარილზე მაგრამ ეს ალბატ მაშინ უნდა მოხდეს როცა შვილები(ქარტველებმა როგორც ვიციტ ტქმა) უკვე გზაზე დგანან,თორემ ორივე მშობლით დაობლებულ ბავშვზე საცოდავი და დაჩაგრული არავინაა.ისე უფლის ნებაა მეუგლეებიდან რომელი და როდის წაიგებს მეცხედრის სურატს.
მოდიტ ცოტა თემა შევცვალოტ-რა მოსაფერებელ სიტყვას ხმარობტ ყველაზე მეტად მეორენახევრის მიმარტ,გინდაც შეყვარებულის მიმარტ.
მე ბურნუტას ვეძახი:) მაგრამ არს ღვინტლები ჩამოსდის =tavfx= და სიყვარულის ახსნაც იცის გულიანად:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
გვიყვარდეს ერთმანეთი.
მივეფეროთ ერთმანეთს.
მივუტევოთ ერთმანეთს.
მივულოცოთ ერთმანეთს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
განსაკუთრებული მილოცვა ჩვენს ადმინისტრაცია.
არ დაგაშორებთ,ჩემო დიდებულო ხალხო და ყველას
ერთად გილოცავთ ახალ წელს,გისურვებთ,
მხოლოდ და მხოლოდ ბედნიერებასა და სიხარულს,
სიყვარულს,გამარჯვებას.
თქვენ ისეთ კეთილ საქმეს აკეთებთ,მხოლოდ სიკეთის
ღირსნი ხართ.
ღმერთი თქვენსკენ.
გკოცნით თქვენი ქურდი მახო.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
გილოცავთ ჩემო ქართველებო ძველით ახალ წელს,
ქართულ ჯიშს ვერავინ გადააგვარებს სანამ ასე ერთად ვიქნებით
და ასე მოვეფერებით ერთმანეთს.იხარეთ და იბედნიერეთ
მრავალჟამირ.გეფერებით ყველას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
ეს ლექსი ვისაც სიყვარული გაუხუნდა და გაუავდრდა.

ვიცი,კვლავ ბევრი უმძაფრესი ტკივილი მოვა,
მკერდს ათასგვარი საწამლავით მომისვირინგებს,
წამოვა ეჭვის,ორპირობის და ჭორის თოვა,
დაფარავს შენი გულისაკენ სავალ ბილიკებს.

სათქმელი უკვე გამეჩხირა ყელში ფხასავით,
მოკუმულ ბაგეს შეკვდომია მალული ოხვრა,
დარდი ბერივით შავია და გაუპარსავი...
დამიმარტოვებს,გამაწამებს,შენ კი არ მოხვალ.

კცლავ წამოწვება მხართეძოზე ლაღად სატანა,
ფუტკრის სკასავით,ავი ფიქრი აზუზუნდება...
გამიძნელდება ყოველივე ამის ატანა,
რადგან იმედი გაძარცული არ დაბრუნდება.

ვიცი,ვერასდროს ვერ ვიხილავ მას,ვინც დავკარგე,
ვისი გულისთვს მე ვუტევდი ათას ჭირს უხმლოდ,
ვისი ხატებაც მარადიულ ხსოვნით დავქარგე
და რომლის სულსაც დღენიადაგ ცრემლებით ვუხმობ.

არ მეშინია,კვლავ თუ დიდი წამება მელის,
რად მიმატოვე.ზურგის ქარმა როგორც დაქროლა?
მოჩვენებითი სიყვარულის ჰანგით ნამღერის
მოსმენა არ მსურს,შავ ფიქრებთან ვაგრძელებ ბრძოლას.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined09 Jul 2007
Posts410
კარმა50
OFFLINEPROFILE
შირაქის გზაზე მივდივარ,
უკან მაბრუნებს ქარიო,
წუნ შემეყარა პეპელა
წითლად უჩანდა მხარიო,
საყვარლის კაბას ვამსგავსე,
ღმერთო,დაგვწერე ჯვარიო.

-.-.-.-.-.-.-.-.-.-.

ისე არის კაცის გული,
ვით მორევი შავი ზღვისა,
რადინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც მოუნდება სხვისა.

-.-.-.--.-.-.-.-.-.-.-

რა ვქნა,რა ვუყო თავსაო,
ამ ჩემს პატარა ქმარსაო,
არცა აქვს შენახვის თავი,
არცა მანებებს თავსაო.
ნეტავი დამიწუნებდეს,
დამანებებდეს თავსაო;
ვივლიდი ლაშარ-ღელესა,
ვაჟებს ვავლებდი თვალსაო,-
მაშინ ხომ შავეყრებოდი
ჩემი გუნების ქმარსაო.

-.-.-.-.-.-.-.-.-.-.

იმერეთი დამივლია,
ქართლი შემიჯერებია,
არ მინახავს შენისთანა:
ყელი მოგიღერებია.
წამწამსა და წამწამს შუა
ბაღი გაგიშენებია,
შიგ სურვილი ჩაგისახავს,
ყველა გაგიშტერებია.

ხალხურები

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1303 posts ] 
მე შენ მიყვარხარ...
დესპანი