ლეტიგო, ისე ზვანიობას და ჩინ-მედლებს უბრალო ჯარისკაცობა გვერჩივნოს

მოგესალმები და მოგიგიკითხავ. მახო, მართლაცდა, რომ დაუფიქრდე რა უღრმესი ტკივილია, როდესაც რამოდენიმე დაუვიწყარი ათეული წლების ურთიერთთანაცხოვრების შემდეგ, ერთ-ერთი მათგანი მეუღლეთაგანი მარტო რომ რჩება ამ წუთისოფელში და მარტო რომ ეწევა ცოლ-ქმრობის წმინდა მოვალეობით დაკისრებულ უღელს, ალბათ ამ დროს ენით გამოუთქმელ და სხეულით გამოუხატავ არაამქვეყნიურ ტანჯვას დრძნობს უბრალო ადამიანი დანაკარგის ტკივილით გამოწვეულს. შეიძლება სისულელედ მოგეჩვენოთ, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ორივე მათგანი თუ ერთდროულად გამოესალმება სიცოცხლეს, ნაკლებად დაიტანჯებიან ერთურთის დაკარგვით გამოწვეული ტკივილის გამო. თუმც ყველაფერი უფლის განგებით ხდება ამქვეყნად და ასეა საჭირო ალბათ, ასე უკვალოდ ხომ ვერ გაქრებიან-ერთ-ერთმა მათგანმა ხომ უნდა დაიტიროს და გამოიგლოვოს..საფლავს მცირე დროით მაინც მომკითხავი და მომვლელი ხომ უნდა ჰყავდეს... თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე ძალიან მაინტერესებს(თუ უაზრობად მოგეჩვენათ, შეგიძლიათ არ გამოეხმაუროთ კიდეც)