↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
SOS - იქნებ დავეხმაროთ....


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1127 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხალხო სწავლის გაგრძელება მინდა ამერიკაში, დამაკვალიანეთ!როგორ? ინგლისური ენის უკეთ შესწავლა მინდა, და შემდგომ "საერთაშორისო ურთიერთობის" (ჩემი პროფესიის) მიმართულებით კვალიფიკაციიის ამაღლება!მინდა დაფინანსების მოპოვება ფონდებიდან,... მოკლეთ ვაფანატებ სწავლაზე... ლენინმა ერთი რამ თქვა კარგი; სწავლა, სწავლა და სწავლაო!.... მოკლეთ საქართველო ამ კუთხით ამოვწურე, ამოვწოვე! აქ არაფერი დარცა ისეთი, რომ გამოცდილება მიიგო, ბეგრაუნდს რამე ახალი დაამატო.... დამეხმარეთთთთთთთ! დამაკვალიანეთ!

ციტირება პასუხი
   
User avatar
სტუდენტი მეზობელი
სტუდენტი მეზობელი
Joined10 Jan 2009
Posts35
კარმა0
OFFLINEPROFILE
დამეხმარეთ, რომ ეს ოკუპანტები როგორმე გავაძევოტ აქედან! =fiqri= გონიერებით! ხერხით, ზღაპარი მარტო ზრაპარი არ არის! იქ ატასი სიბრძნეა; ხოდა საქართველსო სხვა გზა არ დარჩა! ნაცარქექიას პოლიტიკით დევი–დათვი–რუსეთი უნდა დაამარცხოს! ბრძოლა გრძელდება და ამ სამკვდრო სასიცოცხლო ომში რუსეთტან ჩვენ მშვიდობა უნდა მოვიგოთ, როგორც გერმანიამ! ოკ! მინდოდა მეთქვა რომ გამოცდილება სამშობლოსთვის მინდა, თანაც სასწრაფოდ! დრო ჩვენს წინაარმდეგ მუშაობს! აბა აქეთ ტვინები, დამეხმარეთ....!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
oratori-გინდა მართლა დაკვალიანება?

წადი და მიყრუებულ ძველ ქართულ სოფელში, გლეხებთან ნახევარი წელი მაინც გაძელი.

ისწავლე, როგორ ცხოვრობენ და როგორ მოვიდნენ დღემდე.

ჯერ ის "აკადემია" დაამთავრე და მერე სხვასაც დააკვალიანებ.

ამაზე უკეთეს რჩევას, არავინ არ მოგცემს.

თუ დამიჯერებ, არ წააგებ.

ეხლა, შენი ჯერია.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ე, არსაითა.....
ბიჯო-რას დარბიხარ შენა აქეთ-იქითა?
შეკითხვა დაგვისვი და გიპასუხა ერთმა "ტვინმა".

შენა გეტყობა, მართლა ამოწურული გააქ.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
როგორ შეიძლება, ყველა თემაზე, შენი მოთხოვნილება განათავსო?

თუ მართლა გიჭირს, პირველად სწორი არჩევანი გაგიკეთებია.

"მამეშველეთო"-ენგრე არა სთქვიიიი?

უნდა დალოდებოდი პასუხს.

აბა, რა ვქნა ეხლა მე?

მეც "ამოვწურე" შენთან ის პატარა, "შავი მარგალიტის" შუალედი, რომელიც ყოველ ღამეს გამოუწერე ჩემს თავს "სამკურნალოდ".

/ბახტრიონზე, მაგარი მუშაობა ააქვთ ჩემ ნაცნობებს./=haa=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined12 Jan 2009
Posts896
კარმა0
OFFLINEPROFILE
გენაცვალე ელჩო.ლამაზი სიტყვებია.მიუგე მისაგებელსაო.ჯერ სემოვიდნენ ფორუმელები და მერე აუცილებლად დააკვალიანებენ ორატორს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ეს ჩვენი სახლია და ამ სახლს-ოჯახს, "დესპანი" ჰქვია.
ძირითადი " მოსახლება" ამ ოჯახისა, ვცხოვრობთ "გარეთ", და ვცხოვრობთ, როგორც შეგვეფერება.

ყველამ უნდა დაიმახსოვროს წესი ქართული.
სახლში, რომ შედიხარ, ქუდი უნდა მოიხადო და ოჯახის წევრებს უსმინო.
ქართულ ადათ-წესში /ვერავინ შემედავება/, როცა ოჯახში შემოსული, სხვაზე მეტს გაბედავს და ტრადიციას დაარღვევს, წესისამებრ, წესს აუგებდნენ ხოლმე.

ეგეთებს, რაც მოსვლიათ, ბევრმა არ იცის.

ეხლა: ენა გადმოგდებულები, საითიდან საითზე დაეხეტებიან 57 სახელით და "ახლობელ-ძალად პოლიტიკოს-ნათესავების დანაბარებ-მილიონჯერ გადაბეჭდილს", ავრცელებენ და ისედაც გაჭირვებულ ხალხს, მომავლის იმედს უკლავენ.

დაფიქრდეს ყველა "გარეთ მაცხოვრებელი", ვინც დიდი ხანია სამშობლოში არ არის ნამყოფი.

იქნებ, ერთხელ მაინც დავფიქრდეთ, ვის აწყობს ჩვენი აქ ცხოვრება წლების განმავლობაში: მთავრობას? ჩვენი ოჯახის წევრებს? თუ ჩვენ?

მე ვიცი პასუხი.
თქვენც იცით.

ბევრს ჩვენთაგანს, არასწორ ინფორმაციას გვაწვდიან საკუთარი ოჯახებიდან.
იცით რატომ?
ესეც ვიცით და თავს ვიტყუებთ.

მე, დაახლოებით ბოლო 6 თვე, ჩემთვის "გამოკვლევა" ჩავატარე.

გითხრათ შედეგები?

ამის პასუხიც იცით.

მოკლედ და კონკრეტულად.

ნურავის ნუ დავაბრალებთ, ჩვენს ყოფიერებას და დღევანდელ ჩვენს "მენტალიტეტს".

ყველას გვაქვს დიდი სარკე და ჩავიხედოთ: ვის, რას ვემართლებით?

წურბელებივით, დავისვი კისერზე უამრავი ადამიანი.
წლების განმავლობაში არაფერს ვაკლებდი.
ჩავედი და ჩემი თვალით ვნახე.

-მე, ორი დიპლომი მაქვს და მთავრობა სამსახურს არ მაძლევსო.
-რა სამსახური გინდა და თუ იმსახურებ? შევეკითხე.
-ორი დიპლომი მაქვსო. მიპასუხა

ორჯერ არის ნამყოფი უნივერსიტეტში, ეკონომიური და იურიდიული აქვს დამთავრებული.
დიახ, ორჯერ.
დიპლომები, როცა გამოიტანა./არ დაგავიწყდეთ, ოჯახის წევრია/

ამ მთავრობის დედა "ვატირე", დიპლომიანი ხალხი, სახლში უზის.

იფიქრეთ რა, ვინ არის დამნაშავე: მთავრობა? ოჯახის წევრები? თუ ჩვენ?

თემის სათაურია: SOS-იქნებ დავეხმაროთ.........

თქვენის ნებართვით გავაგრძელებ: SOS-იქნებ დავეხმაროთ.............................. საკუთარ თავებს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
elchi--ნამვილად ამართლებ შენ ნიკს.
ძაალიან გაბლატავდნენ ზოგიერთები.
იქნებ ცოტა აზრზე მოვიდნენ =sher= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
nufnufa- მადლობა გამოხმაურებისთვის.

ჩემი ნიკი, პირდაპირ კავშირშია, ჩემს წარმომავლობასთან.

ციტირება პასუხი
   
User avatar
დესპანელი
დესპანელი
Joined06 Nov 2008
Posts75
კარმა0
OFFLINEPROFILE
=haa= --გენაცვალეეე=ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ელჩი
შემოგევლე,იმიტო მიყვარხარ=ko= ,ძალიან გვჭირდება შველა,ქართული მენტალიტეტი ძალინ ცუდ დღეშია:( ,ნეტა რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის,რო შეიცვალოს ცოტა მაინც?:(

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined20 Feb 2008
Posts17853
კარმა236
OFFLINEPROFILE
გიოოოო გამარჯობა !ძველით არ მომილოცია და აქ მოგილოცავ ,მრავალს დაესწარი ოჯახით შენეულით და აქ ჩვენეულით .მიყვარხარ=ko= მოკითხვა გოგოებს.=ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko= =ko=

კარგი "რეჩი "ჩამოგიწერია კარგია=zer= , ძაან მომეწონა რად იკარგები .აღარსად ჩანხარ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
tartaletka-მოდი, ეხლა "ოფიციალური" სახელით მოგმართავ.

შაილებაააა?/კახურად/

არაფერიც არ უნდა შეიცვალოს, ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს.
ბებომ და პაპამ უნდა გაზარდოს შვილიშვილი, როგორც აქამდე იყო.
დედამ და მამამ, ბავშვს უნდა მისცენ ის, რაც თვითონ მიიღეს მშობლებისგან.

განა არ ვიცი, ჩემსავით ქალაქელი ბავშვი ფეხშიშველა, რომ აღარ ირბენს ტყე-ღრეში.
ვერც სოფლელი ბავშვები ვეღარ მოესწრებიან იმ ბევრ "სიამეს", რაც ჩვენმა თაობამ ნახა.

ოჯახის, "ინსტიტუტი და აკადემია" არ უნდა დაიკარგოს.

მოკლედ გეტყვი.

უფროსი, 16 წლის ქალიშვილი მყავს, მართლა ძალიან ლამაზი გოგონაა.
8 წლის იყო "აქ", რომ ჩამოვიყვანეთ.
აქ, ქართველების "ნასახი" არ არსებობს.
ყავს ბევრი მეგობარი.
საუკეთესო მოსწავლეა, თეატრში მონაწილეობს, ორჯერ გახდნენ შტატის ჩემპიონები კალათბურთში, პერსონალური ჩემპიონატიც აქვს მოგებული კალათში ჩაგდებაში.
ორჯერ შტატის სენატში იყო მიწვეული, როგორც საუკეთესო მოსწავლე.
/მე ვცდილობ, ყველა, სხვა ენის სიტყვა არ ვიხმარო, ანუ ბარბარიზმების ამოგდების პროცესი დიდი ხანია დაწყებული მაქვს./
ამ წელს მიიღო, ასე ვთქვათ "საპატიო მოსწავლის" წოდება.

და ყველაზე მთავარი, რისი თქმაც მინდა და რაც შემეკითხე.

ეს ბავშვი, აქ მინიმუმ 9 საათი, ყოველ დღე "სხვებთან" არის.
ის "სხვები", "თავის ჭკუაზე ყავს გადმოყვანილი.

მე, ქალიშვილი ვიქნები, სანამ არ გავთხოვდებიო.

იცის, რომ ქართველია.

ქართულად წერს, კითხულობს, ლოცულობს და მარხვასაც იცავს ხოლმე./ყოველთვის ვერ ახერხებს, ჩემსავით "ზარმაცია"./

ბებო, როცა ჩამოსდის, კუსკუსით დასდევს უკან.

იმ ბებოს და პაპის ჩამოსვლას, ყველაზე მეტად მე ველოდები ხოლმე.

რა ვქნააა ეხლა, სიდედრ-სიმამრი კი ჰქვიათ, მაგრამა, ჩემ "ბანშვებს", იმათი სისხლიცა ააქვთ.

უამრავ სიკეთეს ასწავლიან.

ოჯახია მთავარი.

ჩემი შეხედულება ასეთია: ჩვენი მომავალი, წარსულიდან უნდა დავაბრუნოთ და გაუტიოთ გამარჯვებისკენ.

/მგონი, ყველა ქართველზე შორსა ვარ გადახვეწილი, მაგრამ აქაც, ქართულად ვაცხოვრებ ოჯახს./

მაინც დაგიძახებ ბოლოს: ჩასახრამუნებელოოოოოოოო.=sher= =sher= =sher=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ელჩი გიო, აბსოლუტურად გეთანხმები, ოჯახის ინსტიტუტი , რომლითაც აქამდე მოვედით ეს ერთი მუჭა ქართველები,არ უნდა მოიშალოს. ბებიამ და ბაბუამ უნდა გაზარდოს შვილიშვილები, ისევე როგორც ჩვენ გავიზარდეთ. რა დამავიწყებს,ბებიაჩემი და ბაბუაჩემი , ამხელა ხალხი, ჩემი და ჩემი ძმის ჭკუაზე როგორ დადიოდნენ, რამდენ სითბოს და სიყვარულს გვაძლევდნენ, ყველა სურვილს გვისრულებდნენ. მე ვისაც ვიცნობ ბებიის და ბაბუის გაზრდილს, ყველა კეთილი და სათნო ადამიანია.ეს ბავშვების ფსიქიკას დადებითად მუხტავს,უფროსი თაობის სიყვარულს და პატივისცემას უნერგავ, მე დარწმუნებული ვარ, ასე გაზრდილ ბავშვს არასოდეს არ მოუვა აზრად ბებიის და ბაბუის, ან მშობლების "ნერსი ჰოუმში"
ჩაბარება, სიბერეში მათი მიტოვება და იგნორირება, იმიტომ რომ სიყვარულით იზრდებიან და ეს სიყვარული ყველა დანარჩენზე ძლიერია. ღმერთმა გააძლიეროს შენი და ყველა ქართველის ოჯახი.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined07 Dec 2007
Posts1394
კარმა87
OFFLINEPROFILE
ბუბუ-რახანც შენ გამოჩნდი, რაღა მამკლავს.

დროებით დაგემსვიდობებით ყველას.

"რკინის" გული კი მაქვს, მაგრამ
მეც ხომ ადამიანი ვარ,
გაჩენილი ღვთისაგან.

არ ვიცი მე, 4 საათში გავიღვიძებ, კაი ამბები დამახვედრეთ.

აბა, ლამაზად იყავით, ჩემო ლამაზო ქართველებო.

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 1127 posts ] 
SOS - იქნებ დავეხმაროთ....
დესპანი