tartaletka-მოდი, ეხლა "ოფიციალური" სახელით მოგმართავ.
შაილებაააა?/კახურად/
არაფერიც არ უნდა შეიცვალოს, ბავშვი ოჯახში უნდა გაიზარდოს.
ბებომ და პაპამ უნდა გაზარდოს შვილიშვილი, როგორც აქამდე იყო.
დედამ და მამამ, ბავშვს უნდა მისცენ ის, რაც თვითონ მიიღეს მშობლებისგან.
განა არ ვიცი, ჩემსავით ქალაქელი ბავშვი ფეხშიშველა, რომ აღარ ირბენს ტყე-ღრეში.
ვერც სოფლელი ბავშვები ვეღარ მოესწრებიან იმ ბევრ "სიამეს", რაც ჩვენმა თაობამ ნახა.
ოჯახის, "ინსტიტუტი და აკადემია" არ უნდა დაიკარგოს.
მოკლედ გეტყვი.
უფროსი, 16 წლის ქალიშვილი მყავს, მართლა ძალიან ლამაზი გოგონაა.
8 წლის იყო "აქ", რომ ჩამოვიყვანეთ.
აქ, ქართველების "ნასახი" არ არსებობს.
ყავს ბევრი მეგობარი.
საუკეთესო მოსწავლეა, თეატრში მონაწილეობს, ორჯერ გახდნენ შტატის ჩემპიონები კალათბურთში, პერსონალური ჩემპიონატიც აქვს მოგებული კალათში ჩაგდებაში.
ორჯერ შტატის სენატში იყო მიწვეული, როგორც საუკეთესო მოსწავლე.
/მე ვცდილობ, ყველა, სხვა ენის სიტყვა არ ვიხმარო, ანუ ბარბარიზმების ამოგდების პროცესი დიდი ხანია დაწყებული მაქვს./
ამ წელს მიიღო, ასე ვთქვათ "საპატიო მოსწავლის" წოდება.
და ყველაზე მთავარი, რისი თქმაც მინდა და რაც შემეკითხე.
ეს ბავშვი, აქ მინიმუმ 9 საათი, ყოველ დღე "სხვებთან" არის.
ის "სხვები", "თავის ჭკუაზე ყავს გადმოყვანილი.
მე, ქალიშვილი ვიქნები, სანამ არ გავთხოვდებიო.
იცის, რომ ქართველია.
ქართულად წერს, კითხულობს, ლოცულობს და მარხვასაც იცავს ხოლმე./ყოველთვის ვერ ახერხებს, ჩემსავით "ზარმაცია"./
ბებო, როცა ჩამოსდის, კუსკუსით დასდევს უკან.
იმ ბებოს და პაპის ჩამოსვლას, ყველაზე მეტად მე ველოდები ხოლმე.
რა ვქნააა ეხლა, სიდედრ-სიმამრი კი ჰქვიათ, მაგრამა, ჩემ "ბანშვებს", იმათი სისხლიცა ააქვთ.
უამრავ სიკეთეს ასწავლიან.
ოჯახია მთავარი.
ჩემი შეხედულება ასეთია: ჩვენი მომავალი, წარსულიდან უნდა დავაბრუნოთ და გაუტიოთ გამარჯვებისკენ.
/მგონი, ყველა ქართველზე შორსა ვარ გადახვეწილი, მაგრამ აქაც, ქართულად ვაცხოვრებ ოჯახს./
მაინც დაგიძახებ ბოლოს: ჩასახრამუნებელოოოოოოოო.=sher=
