↔
დესპანი
შენ სამშობლოში შენი ოჯახის დესპანი უნდა იყო და სამშობლოს გარეთ - შენი ერის დესპანი,
რადგან შენი საქციელი შინ, შენი ოჯახის სახეა და გარეთ - შენი ერის! ...
ჭაბუა ამირეჯიბი - "დათა თუთაშხია"
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი


+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 99 posts ] 
ავტორიMessage
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
მაგრამ, ნუ გაუხარდებათ მტრებსა“, - განაგრძო სამაგალითო დედამ: - „ღვთის წყალობით, მე კიდევ მყავს ოთხი ვაჟი და ორი ქალი. მე მათ დავზრდი უფრო უკეთესს, უფრო გულმხურვალე მამულიშვილებად და ისინი სხვა ქართველი დედების აღზრდილ მამულიშვილებთან ერთად გადაუხდიან მტერს სამაგიეროს და ჩვენს საქართველოს დააყენებენ ბედნიერს გზაზე“.

იაკობ გოგებაშვილი

ღმერთმა უმრავლოს საქართველოს,ასეთი დედები.
ქურდი მახო

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
მახო
ისე ჩავიკთხე,თითქოს პირველად ვკითხულობდი=tavfx= :)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined13 Aug 2008
Posts1679
კარმა0
OFFLINEPROFILE
ხოდა დავამრგვალოთ კარმებიც,იყოს 110:)

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
მე ახლა მივხვდი,რატომ სვამენ კაცები ღვინოს,
თამბაქოს კვამლში რად ახვევენ მზერას დარდიანს,
შეეშინდებათ სიფხიზლეში მუხლზე დაცემის
დათვრებიან და,სულ ბახუსის ფრთებით დადიან.
დამისხით ღვინო,ეგებ ვიგრძნო ძალა ამ ღვინის
თამბაქოს კვამლმა ეგებ ღამე გამათევინოს,
დამალევინეთ,გევედრებით,დამალევინეთ,
და თუნდაც ერთი სადღეგრძელოც არ მათქმევინოთ.
მე უღვინოდაც მუხლმოყრილი ვხვდები ალიონს
და ცრემლის მძივი მახვევია ყელზე რკალივით,
შენი სიცოცხლე სადღეგრძელოდ მინდა დავლიო
და სული შენი შევისუნთქო რუხი კვამლივით.

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
ლიკო, როგორა ხარ? კარმა ჩემგან , ამ ლექსით ბავშვობის გახსენებისთვის:side:

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
ბუსუ როგორ ხარ? მომენატრე =ko= =ko= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined29 Dec 2007
Posts3447
კარმა114
OFFLINEPROFILE
გენაცვალე, ლიკო, მეც მომენატრე:)

მოდი მონატრებისა დავლიოთ:) ადამიანს რომ არ იცნობ(ფიზიკურად) და რომ გენატრება, გვერდით რომ გყავს ადამი8ანი და მაინც რომ გენატრება-იმას გაუმარჯოს,
:) =ae=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
:side: გაუმარჯოს ბუსუ. ყველას! ვინც ცოტათი მაინც გვიხალისებს
ცხოვრებას, რომელსაც ლოდინი და მოთმინება ქვია=ae= =ae= =ko=

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined10 Mar 2008
Posts2303
კარმა14
OFFLINEPROFILE
დაკარგულ სიყვარულს გაუმარჯოს,
დაკარგულ სევდას და ცრემლს,
ყველაზე საცოდავ ხეს გაუმარჯოს
ყველაზე მოწყენილ დღეს
ყველა სადღეგრძელოს გაუმარჯოს,
ჯერ არ ნათქვამს და თქმულს. . . .
ყველა მწუხარებას გაუმარჯოს
ყველა დაჩაგრულ გულს,
ქარის წამოქროლვას გაუმარჯოს,
ფოთოლს გზააბნეულს ერთს,
ქვეყნად ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი ს გაჩენისთვის
მადლი მოვუხადოთ ღმერთს!!

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
მახო
კარმა,რამდენჯერ მაკვს წაკიტხული და რატომგაც ახლა სულ სხვა გამძაფრებული ემოციით წავიკიტხე

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined30 Nov 2008
Posts4430
კარმა0
OFFLINEPROFILE
შენი სადღეგრძელო

კაფეში შევალ სრულიად მარტო
და ორს ავივსებ სასმელით ჭიქას,
ერთი შენია (უნდა ვიდარდო
ასეც და ისეც, აქაც და იქაც).

შენს სადღეგრძელოს ჩუმად ჩამძახებს
ჭიანურები, ვსვამ: ალავერდი!
მაგრამ შენს ჭიქას ხელს არვინ ახებს,
პასუხს არ მაძლევს ხმათა ხავერდი.

და გაფითრებულ სარკეში მცურავს
ეს მწუხარება ვინ დამიფასოს?
მე გეუბნები ასე სამდურავს,
მაგრამ შენ მაინც არ მაძლევ პასუხს.

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
ჭიქას ავწევ და შენ მელანდები,
წითელ ღვინოში ხატებად გხედავ,
რონ გამოვცალო დამენანება,
გულში გავივლებ-,, სადა ხარ ნეტავ?''
მე მებადური ვხდები ოცნებით შენ
ოქროს თევზი იმ ჭიქის ფსკერზე,
მე და ოცნება ერთად ვინთებით,
გეალერსები ჩამოშლილ თმებზე.
მერე გამოვცლი ღვინოს ჭიქიდან
შენც გამიქრები იმასთან ერთად
ჩამოვასხამ და ისევ თავიდან
დამიბრუნდები მიქარვებ სევდას
იქნებ დამწამო ეხლა სიმთვრალე
ბოდვად მიიღო ჩემი სიტყვები
მოვესწრებოდე რომ შენ გიყვარდე
მაშინ ფხიზელიც მთვრალი ვიქნები

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
ყველა დგევანდელ დგეს დაბადებულს გაუმარჯოს და იმ პაწია სიცოცხლესაც გაუმარჯოს ახლა რომ იბადება,იხარონ ,იმრავლონ და იდგეგრძელონ

ციტირება პასუხი
   
User avatar
კარენოი დესპანელი
კარენოი დესპანელი
Joined04 Dec 2007
Posts1678
კარმა50
OFFLINEPROFILE
გერგები პაპად,
პაპის პაპად გერგები ალბათ,
ვარ ღამეში და
ასი წელი გაირბენს სწრაფად,
არათუ ხორცი
ძვალიც ცემი როჩა დამიწდეს,
კავკასიონის
მწვერვალები როცა ავერცხლდეს,
"თენდება პაპავ"
ჩამომძახო არ დაგავიწყდეს!

ჩვენს წინაპრებს გაუმარჯოს,ვიცოდეთ მათი ფასი,არ დავივიწყოთ ვისი გორისანი ვართ და რა ფესვებიდან მოვდივართ.
ეს სადღეგრძელო ფეხზე ადგომით უნდა შეისვას

ციტირება პასუხი
   
User avatar
გამოცდილი დესპანელი
გამოცდილი დესპანელი
Joined15 Jan 2009
Posts117
კარმა0
OFFLINEPROFILE
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
დამეთანხმებით მონატრების ვინც იცის ფასი,
ვინც შეხვედრია მონატრებით ცრემლის ალიონს
და ამ ცრემლებით ავსებული შეუსვამს თასი,
მე მონატრების სადღეგრძელო მინდა დავლიო,
და მათიც ვისაც მონატრებით ქვეყნად უვლია,
მე სიყვარულის სადღეგრძელო მინდა დავლიო,
რამეთუ თავად მონატრება სიყვარულია...

ციტირება პასუხი
   
 
+ ახალი თემა ↩ პასუხი  [ 99 posts ] 
ქართული სადღეგრძელოების ლაზათი
დესპანი